განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
080100118002602506
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/768-18 (N041180718001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ------- ვ------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ე------- კ----------ე

მამის სახელი: თ----------ი

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ჩ------ის ქ. N2/312-ში

 

ადვოკატი - პ---–- კ------ე

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი;

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ე------- კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

- 2017 წლის დეკემბრის თვეში ქუთაისში ა------–-----–ის ქ. N13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ე------- კ----------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს თ-- ა---–---ს ხელი დაარტყა სახის არეში, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის 18 ივნისიდან ექვსი თვის განმავლობაში არასრულწლოვანი შვილის (მ------ კ-----ის) თანდასწრებით სისტემატურად, დაახლოებით თვეში სამჯერ ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს თ-- ა---–---ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

- 2018 წლის 18 ივლისს ქუთაისში ა------–-----–ის ქ. N13-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან ე------- კ----------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ-- ა---–---ს, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 10 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ე------- კ----------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ე------- კ----------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ე------- კ----------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თ-- ა---–---ს, მ------ კ-----ის და ნ---- ხ----–--ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერის ასლით; შეტყობინებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ე------- კ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ პირობებსა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ე------- კ----------ე, მართალია, წარსულში ნასამართლევია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისათვის, თუმცა, ის პირველადაა სამართალში ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისათვის, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს სპეციფიური ხასიათის დანაშაულს, ვინაიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ დაზარალებულმა განაცხადა 7 თვის შემდეგ, როდესაც გვიან ღამით ბინის შესასვლელი რკინის კარის გაღებაზე უარის თქმის გამო ე------- კ----------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე სიტყვიერად დაემუქრა მას. ბრალდებული სრულად აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ ბრალდებული და დაზარალებული დაცილებული არიან ერთმანეთს, ამასთან, დაზარალებული, მისივე განმარტებით, ივლისის ბოლოდან იმყოფება საზღვარგარეთ, საბერძნეთში და ახლო მომავალში მათ შორის კონფლიქტის ახალი კერის წარმოშობის ალბათობა პრაქტიკულად გამორიცხულია. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ე------- კ----------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში იმყოფება თითქმის 3 თვე.

ამდენად, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა თითოეულ ეპიზოდზე შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ვადით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი ამავე სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით. ამასთან, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ორივე ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები უნდა შეიკრიბოს მთლიანად.

 

ე------- კ----------ე ნასამართლევია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განაჩენით სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი ჯარიმა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე------- კ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.

1.2. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

2. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს მთლიანად და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------- კ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 580 (ხუთას ოთხმოცი) საათის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ე------- კ----------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით (83 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 165 (ას სამოცდახუთი) საათი, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

 

4. ე------- კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ე------- კ----------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

6. მსჯავრდებულ ე------- კ----------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.

7. მსჯავრდებულ ე------- კ----------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2000 (ორი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

8. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე