განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2018
საქმის ნომერი
330100118002476387
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-------------------------–----–--- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–----------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–--------–------------------------------ში.

 

ადვოკატი - კა----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2014 წლის 28 ივლისს შ--------ის“ (ს/ნ 2--------) დირექტორი და 90% წილის მფლობელი გახდა დ-----------–----–იძე (პ/ნ 0----------), რომელიც 2015 წლის 17 მარტამდე იყო ამ კომპანიის 90% წილის მესაკუთრე, ხოლო 2017 წლის 31 იანვრამდე დირექტორი.

2014 წლის 31 დეკემბერს ქ------–----------–----–--------------ასა და შ--------ს“ (ს/ნ 2--------) შორის გაფორმდა გამარტივებული წესით, სახელმწიფო შესყიდვის #2.2------- ხელშეკრულება ქ.თბილისში, პ-----------------ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევ სამუშაოებთან დაკავშირებით, შესყიდვის ობიექტის ფასი განისაზღვრა 380 379.66 ლარად, ყველა გადასახადის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების მიწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღე.

2015 წლის 19 მაისს გაფორმებული შეთანხმებით ხელშეკრულების ღირებულება დაკორექტირდა და განისაზღვრა 380 467.87 ლარით. ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრებოდა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით-–--------ს“ სამშენებლო სამუშაოებზე უნდა გამოეყენებინა ჯამში 93 043.45 ლარის (დღგ-ს გარეშე) ღირებულების მასალა. მიმწოდებელმა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარდგენილ, 2015 წლის 19 მაისის შესრულებული სამუშაო აქტში (ფორმა #2) მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე გამოიყენა ჯამში 93 043.45 ლარის (დღგ-ს გარეშე) ღირებულების მასალები.

2015 წლის 3 ივნისს გაფორმებული იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 380 467.85 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რაც სრულად იქნა გადახდილი.

სამუშაოების წარმოებისას შ--------ის“ დირექტორმა დ-----------–----–იძემ განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა ქ------–----------–----–--------------ის კუთვნილ თანხას.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დ-----------–----–იძემ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შეადგინა ქ------–----------–----–--------------აში, შ--------ის“ მიერ წარსადგენი ფორმა #2-ები, სადაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების ხარჯები, რითაც შეძლო და სამუშაოთა დამკვეთებისაგან მოტყუებით დამატებით მიიღო 48 699 ლარი.

დ-----------–----–იძის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ------–----------–----–--------------ას მიადგა 48 699 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა დ-----------–----–იძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: თავად დ-----------–----–იძის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, დათვალიერების ოქმებს, ამოღებულ დოკუმენტებს, დადგენილებას რევიზიის დანიშვნის შესახებ, თემატური რევიზიის აქტებს, დაზარალებულის წარმომადგენლის გამოკითხვის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ დ-----------–----–იძის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული, კერძოდ: საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ადგენს, რომ დ-----------–----–იძეს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით, თაღლითურად დაეუფლებოდა ქ------–----------–----–--------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.2. იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

3.3. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, ნათელია, რომ ბრალდებული დ-----------–----–იძე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ქ------–----------–----–--------------ის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში, თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით დაუფლებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ქ------–----------–----–--------------ის 48 699 (ორმოცდარვა ათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და დ-----------–----–იძის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

3.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ-----------–----–იძის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოტყუებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ-----------–----–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

5.3 სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზევე აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და დაზარალებული მხარე თანახმაა ბრალდებულის მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე.

 

5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ დ-----------–----–იძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- 1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ქ------–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიმართვის წერილით #-------- გადმოგზავნილი პროექტის ასლი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე და 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ-----------–----–იძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. დ-----------–----–იძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. ნივთმტკიცებების გადაწყვეტა:

- 1(ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ქ------–----------–----–--------------ის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიმართვის წერილით #-------- გადმოგზავნილი პროექტის ასლი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი