განაჩენი

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
160141318002642745
დავის ტიპი
177 3 გ , 177 2 ა
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002642745

საქმე #1/218-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბო-–---ი

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლოს

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ ძი--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ან--- ვა-–---ი (დაბადებული - 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ბო-–---ი, დაბა თა------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---ი, სოფელი მუ-----ა

 

ადვოკატი - ია---- ჯღ------ა

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ----------

 

კვალიფი--ცია: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ან--- ვა-–---მა, კიბის გამოყენებით, სააბაზანოს ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბო-–---ში, ერ---–- მ----------------ში მდებარე და------- ჩხ------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა და------- ჩხ------ის 2000 ლარად ღირებულ ოქროს სამაჯურს, ლე--- ჩხ------ის 3500 ლარად ღირებულ ოქროს ჯაჭვს და ჯვარს და ფულად თანხას 350 ლარის ოდენობით და ლი-- კა-----ის კუთვნილ 900 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და საყურეებს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ან--- ვა-–---მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, კიბის გამოყენებით, სააბაზანოს ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბო-–---ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოთახში სადაც შევიდა ორ ადამიანს ეძინა, ნახა ბეჭედი საყურეები, ჯაჭვი, სამაჯური და თანხა 350 ლარი, რომლებიც აიღო და წამოიღო. ქ.ბო-–---ში მდებარე პარკში მივიდა, დაათვალიარა სამკაულები, იმის გამო, რომ დამღა ვერ ნახა სამკაულებზე, ოქროს ნაკეთობა არ ეგონა და გადაყარა, რაც შეეხება ფულს დახარჯა. მანვე განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

2.2. ან--- ვა-–---ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ლე--- ჩხ------ის, და------- ჩხ------ის, ლი-- კა-----ის, მოწმე - გი------ სე----–---–ის, ვა---– გო---–--ის, ვუ---- მე------ის, გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები ფოტოილუსტრაცია, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის 46/22-662 დასკვნა, ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №005114418 დასკვნა, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2062/დ დასკვნა, ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის №005586618 დასკვნა, ბრალდებულ ან--- ვა-–---ის აღიარებითი ჩვენება და საქმეში არსებული სხვა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულმა ან--- ვა-–---მა და მისმა ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინ---ე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტისკვალიფი--ციისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა, ხოლო

სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ"ქ/პუნქტი სახეზეა თუკი ქურდობა ჩადენილია ბინაში უკანონო შეღწევით. ქმედების ამგვარი კვალიფი--ციისათვის მნიშვნელოვანია რომ დამნაშავემ დანაშაულის ჩასადენად ყველა სხვა ქმედებასთან ერთად, უნდა გადალახოს სამართლებრივი აკრძალვა რათა შეაღწიოს სხვისი საკუთრების სივრცეში. შეღწვისათვის შესაძლოა ძალის ან საგნის გამოყენება, თუმცა შეღწევა შესაძლებელია განხორციელდეს მის გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულების და ბრალდებულის ჩვენებებით, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკივნით დადგენილია, რომ ან--- ვა-–---ი იმყოფებოდა და------- ჩხ------ის საცხოვრებელ სახლში, რაც ქმნის ქმედების, ბინაში უკანონო შეღწევის დაკვალიფიცირების საფუძველს.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი, ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.

 

3.4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ლე--- ჩხ------ის, და------- ჩხ------ის, ლი-- კა-----ის, მოწმე - გი------ სე----–---–ის, ვა---– გო---–--ის, ვუ---- მე------ის, გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის 46/22-662 დასკვნით, ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №005114418 დასკვნით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 19 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2062/დ დასკვნით, ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს ბიოლოგიური ექსპერტიზის №005586618 დასკვნით, ბრალდებულ ან--- ვა-–---ის აღიარებითი ჩვენებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ან--- ვა-–---მა 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, კიბის გამოყენებით, სააბაზანოს ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბო-–---ში, ერ---–- მ----------------ში მდებარე და------- ჩხ------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა და------- ჩხ------ის 2000 ლარად ღირებულ ოქროს სამაჯურს, ლე--- ჩხ------ის 3500 ლარად ღირებულ ოქროს ჯაჭვს და ჯვარს და ფულად თანხას 350 ლარის ოდენობით და ლი-- კა-----ის კუთვნილ 900 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და საყურეებს.

 

3.6. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ან--- ვა-–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიტა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. ზემოაღნიშნულთან (4.1. და 4.2. პუნქტებთან) მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. ამდენად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ან--- ვა-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე, კერძოდ: მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.5. სასამართლო ითვალისწინებს ან--- ვა-–---ის აღიარებას, მის წარსულ ცხოვრებას - პირად და ეკონომიკურ პირობებს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას/ხასიათს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში მხედველობაში მიღებით ან--- ვა-–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიტა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ან--- ვა-–---ის რესოციალიზაციას.

 

5.აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მამაკაცის შავი ფერის ფეხსაცმელი, ნაბეღლავის ბოთლი მასში არსებული სითხით, თეთრი ფერის ბოთლი წარწერით ,,სოფლის ნობათი", რომელიც ინახება ბო-–---ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

2.1.ანაწმენდები, ხელის კვლები, სუნის კვლები, ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ბო-–---ის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ან--- ვა-–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. ან--- ვა-–---ს სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: მამაკაცის შავი ფერის ფეხსაცმელი, ნაბეღლავის ბოთლი მასში არსებული სითხით, თეთრი ფერის ბოთლი წარწერით ,,სოფლის ნობათი", რომელიც ინახება ბო-–---ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

3.1.ანაწმენდები, ხელის კვლები, სუნის კვლები, ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ბო-–---ის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ჯემალ კოპალიანი