გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/32385-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „თ--–---“
წარმომადგენელი ზა-----------
მოპასუხე და-----------------
წარმომადგენელი ზა------------
დავის საგანი მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ------------------სათვის მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ 6031.78 ლარის გადახდის დაკისრება.
სს „თ--–---ს“ აბონენტი N------- არის ქ---------------, რომელმაც თბილისში, ა-------–------------------------ში, ბ--------ზე საკუთრების უფლება შეიძინა 2015 წლის 13 იანვარს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და დარეგისტრირებული იქნა აბონენტად. მანამდე, 2014 წლის 25 თებერვლამდე მესაკუთრეს წარმოადგენდა ქე---------------–---–-, ხოლო 2014 წლის 25 თებერვლიდან 2015 წლის 13 იანვრამდე მა-----------–---- 2015 წლის 13 იანვრიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში ქ---------------.
სააბონენტო ნომერზე N------- მისამართზე ქალაქ თბილისში, ა-------–-----------------------------------ში, 2013 წლის 08 თებერვლიდან სარჩელის შეტანამდე პერიოდში, ელექტრონერგიას მოიხმარს და-----------------, თავდაპირველ მესაკუთრესთან ქ----------------შვილთან დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მას ანიჭებდა 2015 წლის 08 თებერვლამდე ბინის ფლობის უფლებას. და----------------- 2013 წლის 08 თებერვლიდან დღემდე წარმოადგენს ელექტროენერგიის მომხმარებელს.
სს „თ--–---“ და და----------------- იმყოფებიან ფაქტობრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. სს „თ--–---“ ელექტრონერგიით ამარაგებს და-----------------ს და დღეის მდგომარეობით გააჩნია 2013 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება 6031.782 ლარის ოდენობით და დავალიანება არ გადაუხდია.
2015 წლის 11 დეკემბერს სს „თ--–----“ აღძრა სარჩელი მოპასუხე ქ-------------ძის მიმართ, მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების 4039.36 ლარის დაკისრების შესახებ. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „თ--–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ქ--------------- არ წარმოადგენდა სს „თ--–---ს“ მიერ აბონენტის ნომერზე N------- მიწოდებული ელექტროენერგიის მომხმარებელს. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის თებერვლის თვიდან ქალაქ თბილისში, ა-------–-------------------------ში ბ--------ში ფაქტობრივად ელექტროენერგიას მოიხმარს და-----------------, რომელიც ბინას ფლობს ბინის თავდაპირველ მესაკუთრესთან ქ----------------შვილთან დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
სს „თ--–---სთვის“ 2017 წლის 02 ოქტომბრიდან გახდა ცნობილი, რომ N------- სააბონენტო მისამართზე - ქალაქ თბილისში, ა-------–-----------------------------------ში ფაქტობრივად ელექტრონერგიას მოიხმარს და-----------------.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ს.ფ. 59-67). 2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის სადავო სააბონენტო მისამართზე ცხოვრების ფაქტს. 2.2. მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, ა-------–-----------------------------, ბინა N----ზე სააბონენტო ნომერს N-------, 2013 წლის დეკემბრიდან ერიცხება დავალიანება 6031.78 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება(ს.ფ. 3).
აბონენტის ისტორია (ს.ფ. 18-19).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა სს „თ--–---ს“ სარჩელი მოპასუხე ქ-------------ძის მიმართ, აბონენტის ნომერზე N-------, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ის გარემოება, რომ ქ--------------- არ წარმოადგენს სს „თ--–---ს“ მიერ აბონენტის ნომერზე 5----- მიწოდებული ელექტრონერგიის მომხმარებელს, მასთან 2013 წლიდან 2015 წლის სექტემბრის მდგომარეობით პერიოდზე არ დადებულა ელექტრონერგიის მიწოდების ხელშეკრულება არც ზეპირად ელექტრონერგიის ფაქტობრივი მოხმარებით და არც წერილობით ქ-------------ძის მიერ სს „თ--–---სათვის“ აბონენტად დარეგისტრირების შესახებ განცხადების მიმართვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3).
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-52).
3.2.2. უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ა-------–----------------------------------, 2015 წლის 13 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 15 იანვრიდან საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ქ-------------ძის სახელზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22-23).
3.2.3. 2013 წლის თებერვლის თვიდან ქალაქ თბილისში, ა-------–------------------------, ბ--------ში ფაქტობრივად ელექტროენერგიას მოიხმარს და-----------------, რომელიც ბინას ფლობს ბინის თავდაპირველ მესაკუთრესთან ქ----------------შვილთან დადებული სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოპასუხე სადავოდ ხდის მისი სადავო სააბონენტო ნომრის მისამართზე ცხოვრების ფაქტს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით:
2013 წლის 08 თებერვალს ქ----------------შვილსა და და-----------------ს შორის გაფორმდა სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქ----------------შვილმა და-----------------ს სარგებლობაში გადასცა, უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ჯ---------------- ბინა N---. (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 33-37). სამოქალაქო საქმეზე N2/18325-17 მოპასუხე დ------------------ს მიერ წარდგენილი შესაგებლით, რომელსაც თავად და----------------- აწერს ხელს, მან დაადასტურა, შესაგებლის წარდგენის დროისათვის 2017 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ზემოაღნიშნულ ბინაში ცხოვრების ფაქტი. (ს.ფ. 24-32). განსახილველ საქმეზე, მოპასუხე და-----------------მ შესაგებელში, მის მისამართად მიუთითა, ა------–-----------------------, ბ-------. ამ მისამართზე ჩაბარდა მას სარჩელი თანდართული საბუთებით და სასამართლო უწყება. (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 59, გზავნილი- ს.ფ. 71, შეტყობინების უკუგზავნილი). 2017 წლის 17 ნოემბრის წერილის შინაარსითაც დადასტურებულია ზემოაღნიშნული აბონენტის მისამართზე დ------------------ს ცხოვრების ფაქტი.
მოპასუხემ ბინაში ცხოვრების ფაქტის გასაქარწყლებლად წარმოადგინა შემდეგი მტკიცებულებები: სს „თ--–---ს“ ქვითარი, სააბონენტო მისამართზე, ა------–----------------------- ნ 3/7 2, აბონენტის N------; ზემოაღნიშნულ აბონენტზე რიცხული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სალაროს შემოსავლის ორდერი და ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი N-----8.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მრიცხველი N------ ემსახურება აბონენტის N-------ს, გ----------------–---–-- მისამართი:ა------–----------------------- 3/7 2, ხოლო N------ მრიცხველი ემსახურება სააბონენტო N--------ს, ქ-------------ძის კუთვნილ ფართს, მისამართზე: ა------–---------------------- ბინა N----ს. დ------------------ს მიერ 2014 წლის 15 აგვისტოს გადახდილია გ----------------–---–ის სააბონენტო ნომერზე არსებული დავალიანება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ რეალურად ბინა N--- გამიჯნულია ორ ნაწილად და დამონტაჟებულია ორი სხვადასხვა მრიცხველი, რომელთაგანაც მოპასუხე ელექტროენერგიას მოიხმარს გ----------------–---–ის სააბონენტო ნომერზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადავო სააბონენტო ნომერის მისამართზე დ------------------ს ცხოვრებისა და შესაბამისად, ამ სააბონენტო ნომრით ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ.
3.2.4. სს „თ--–---ს“ მოთხოვნა 2015 წლის 22 ნოემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების მოთხოვნით, არ არის ხანდაზმული. სარჩელი დ------------------ს მიმართ აღძრულია 2017 წლის 22 ნოემბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია ელექტროენერგიის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
განსახილველ შემთხვევაში როგორც დადგენილია, რომ სს „თ--–----“ N------- აბონენტის ნომერზე, 2013 წლის 19 სექტემბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდზე დარიცხული დავალიანების 4039.36 ლარის ოდენობით, გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრა 2015 წლის 11 დეკემბერს. (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ს.ფ. 3), რომელზეც გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია 2017 წლის 2 ოქტომბერს, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით 1 თვეში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა, ხანდაზმულობის ვადის დენის შესაწყვეტად, კრედიტორის სს ”თ--–---ს” ქმედება, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა აბონენტის N--------ზე დაგროვილი გადაუხდელი დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით არ არის ხანდაზმული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 316-ე მუხლებით.
”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებით”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ამომწურავად არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული ”ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების მე-3 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
განაწილების ლიცენზიანტსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
„ელექტრონერგიის (სიმძლავრის)მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააბონენტო ნომერზე N-------, დ------------------ს მიერ ელექტროენერგიის ფაქტობრივი მოხმარებით, სს „თ--–----“ და და-----------------ს შორის წარმოიშვა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება ელექტრონერგიის მიწოდების შესახებ, რომლის შესაბამისად, აბონენტის დ------------------ს ვალდებულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვა ყოველთვიურად ქვითარში მითითებული ვადის განმავლობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ და-----------------ს არ შეუსრულებია მოხმარებული ელექტრონერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულება, რაც სს „თ--–---“ ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს მისგან დაგროვილი დავალიანების 6031.78 ლარის ოდენობით, გადახდევინება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180.95 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ--–---ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. დაეკისროს მოპასუხე და-----------------ს მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ 6031.78 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე და-----------------ს მოსარჩელე სს „თ--–---ს“ სასარგებლოდ 180.95 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია