გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210218002685451 (2/2056-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.11.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი მაია ჭანტურია
განმცხადებელი ირაკლი მითაგვარია
წარმომადგენელი ბაჩუკი ფარცვანია
მოთხოვნა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
2. დადგინილად იქნეს ცნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 10.09.2018 წ გაცემული #49/7/4-01645412 ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ED № 0001634 (ტრანსპორტის მარკა, მოდელი გაზ. 21, სარეგისტრაციო ნომერი FAY 363) ეკუთვნის მერაბი მითაგვარიას (გარდაცვალების მოწმობა #28187003263, დაბ. თარიღი 13.02.1960 წ).
3. განმცხადებლის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი დარჩეს შესაბამის ანგარიშზე.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
შენიშვნა:
მხარემ სასამართლო სხდომაზე, ასევე წერილობით განცხადებაში უარი განაცხადა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვა გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა