გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27141-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: ნუ--------–---–---–ი
წარმომადგენელი: სო---------------ა, შა-–-----–--ე
მოპასუხე: ლი-----------------ა
წარმომადგენელი: ნ------------–---–ი
დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ნუ--------–---–---–სა და ლი-----------------ას შორის 2016 წლის 15 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
1.2. გაუქმდეს რ-------------------სა და ლი-----------------ას შორის 2016 წლის 27 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.
1.3. უძრავი ქონება, მდებარე, რაიონი ს--------ო, ს------–----–----–---–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.3-.5-.1--, აღირიცხოს ნუ--------–---–---–ის სახელზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 15 იანვარს ნ------------–---–---–მა ლი-----------------ას გადასცა უძრავი ქონება ს/კ 5-.3-.5-.1-- ჩუქების ხელშეკრულებით, იმ პირობით, რომ ნუ--------–---–---–ს უნდა ეცხოვრა გაჩუქებულ სახლში მანამდე სანამ არ მოხდებოდა შეპირებული მშენებლობის დასრულება.
2017 წლის ივნისის თვეში რ-------------------მა განუცხადა ნუ--------–---–---–ს, რომ დაეცალა სახლი რადგან ის აპირებდა ქონების გასხვისებას. ფაქტიურად ამ სახლის გასხვისებით ნუ--------–---–---–ი ვარდება უმძიმეს პირობებში, რადგანაც ეს ბაღი არის მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო, ხოლო მისი გასხვისების შემთხვევაში დაკარგავს აგრეთვე თავშესაფარს.
ლი-----------------ამ მოსარჩელე მხარის მიმართ გამოხატა უმადურობა. მოპასუხეები ლი-----------------ა და რ-------------------ი ნუ--------–---–---–ს თითქმის ყოველ დღე ემუქრებოდნენ სახდლიდან გაგდებით, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლი-----------------ამ, რომელიც არის აგრეთვე მოპასუხე რ-------------------ის უფლებამონაცვლე შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 15 იანვარს ნუ--------–---–---–სა და ლი-----------------ას შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშკრულება, რომლის საფუძველზე ნუ--------–---–---–მა ლი-----------------ას აჩუქა უძრავი ქონება, მდებარე რაიონი ს--------ო, ს------–----–----–---–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.3-.5-.1--.
დღეის მდგომარეობით უძრავი ქონება, რაიონი ს--------ო, ს------–----–----–---–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 5-.3-.5-.1-- საკუთრების უფლებით აღრიცხულია აწ გარდაცვლილ რ-------------------ის სახელზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2016 წლის 27 მაისის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლი-----------------ამ რ-------------------ს აჩუქა სადავო უძრავი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 იანვრის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18);
- 2016 წლის 27 მაისის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ლი-----------------ას მხრიდან მოსარჩელე ნუ--------–---–---–ის მიმართ გამოვლენილ მძიმე შეურაცხყოფასა და დიდი უმადურობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფისა და დიდი უმადურობის გამომხატველი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა და არც შუამდგომლობა ყოფილა დაყენებული ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენით დაედასტურებინა ლი-----------------ას მიერ მის მიმართ გამოხატული მძიმე შეურაცხყოფის ან დიდი უმადურობის ფაქტი, ისევე როგორც სადავო გარიგების დადებით მისი მატერიალური მდგომარეობის გაუარესება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი;
3.2.2. ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო უძრავი ნივთის გაჩუქებით მოსარჩელეს საარსებო წყარო მოესპო - საცხოვრებელი ბინის გარეშე დარჩა, შემოსავალი შეუმცირდა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეთა შორის სადავოდ არ არის გამხდარი:
- საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ს--------ოს რაიონის, ს------–---–-–- (წამლიანი), 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნუ--------–---–---–ის სახელზე.
- მოსარჩელე მეორე ჯგუფის ინვალიდი და სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში (82930 ქულით) რეგისტრირებული პირია, რაც სოციალური დახმარების მიღების წინაპირობაა.
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ნუ--------–---–---–ის საცხოვრებელი ადგილის მისამართია ; თბილისი, გ-–-----------–----------------ს, თ/დ, 1------, კ-------------, ბ-------7; ნუ--------–---–---–ს აღნიშნული მისამართი აქვს მითითებული სარჩელში ფაქტობრივ ადგილსამყოფელად.
- ნუ--------–---–---–ის ფაქტობრივ ადგილსამყოფელს ადასტურებს აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადახდის ქვითრები, რომლის მიხედვითაც თბილისი, გ-–-----------–----------------ს, თ/დ, 1------, კ-------------, ბ-------7-ში არსებულ აბონენტს წარმოადგენს ნუ--------–---–---–ი.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნუ--------–---–---–ს გააჩნია ქონება, რომელიც შეუძლია შესაბამისი მიზნებისათვის (საცხოვრებლად) გამოიყენოს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 529-ე, 530-ე მუხლი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 180-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება შედგა 2016 წლის 15 იანვარს და დარეგისტრირდა კიდეც საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს, ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.
ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობა ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო ასკვნის, რომ დასაჩუქრებულს უმადურობა არ გამოუჩენია მოსარჩელის მიმართ. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ დასაჩუქრებულმა და მისმა ოჯახმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აღნიშნული გარემოება გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას, ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი);
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ განიხილება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა ხაზგასმით მიუთითა ისეთ გარემოებებზე როგორიც არის მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა, რის გამოც დასაჩუქრებულსა და დამსაჩუქრებელს შორის ურთიერთობის შეცვლა, მსუბუქი ტიპის კონფლიქტი და არაკორექტული მიმართვის ფორმა ვერ მიიჩნევა ჩუქების გაუქმებისა და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის წინაპირობად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5-0-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. სასამართლო განმარტავს, რომ, თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 5-0-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი არ ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონებიდან, რომელიც არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შემოსავალს იღებდა (მაგ. გაქირავებით ან. სხვ.) და შესაბამისად, მისი გასხვისებით შემოსავლის წყარო მოესპო. მოსარჩელე მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისების შედეგად, საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა. ასეთი ფაქტობრივი გარემოება კი, სასამართლოს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ მიაჩნია დადასტურებულად (ფაქტობრივი გარემოება 3.2.2.).
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, თუმცა მას ამ კუთხით დასაბუთებული მტკიცება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნუ--------–---–---–სა და ლი-----------------ას შორის, 2016 წლის 15 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 5-0-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
2016 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში ნუ--------–---–---–ს არ გააჩნია 2016 წლის 27 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნის მიმართ ინტერესი. სადავო ხელშეკრულება გავლენას არ ახდენს ნუ--------–---–---–ის უფლებრივ მდგომარეობაზე.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ--------–---–---–ის მოთხოვნა, ლი-----------------ასა და რ-------------------ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 5--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ ბაჟის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნუ--------–---–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე რ-------------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი ს--------ო, ს------–----–----–--–------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-.3-.5-.1-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ნუ--------–---–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 5--ე, 243-244-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნუ--------–---–---–ის სარჩელი ლი-----------------ას მიმართ ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე რ-------------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი ს--------ო, ს------–----–----–--–------ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №5-.3-.5-.1-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილსის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი