გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020210017002177314 (2/2085-17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.08.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე შპს "ი----------"
წარმომადგენელი იზა შანავა, ბ-------------–---–ი
მოპასუხე მზე--------------–--ა
წარმომადგენელი გი---------ა
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მზ--------------–---ს (პ/ნ 1----------) უკანონო მფლობელობიდან (მისამართზე ზუ---------------------–--------------–---------) გამოთხოვილ იქნეს შპს ,,ი----------ის" (ს------------) კუთვნილი მოძრავი ნივთები 15 ცალი ორსართულიანი საწოლი და 3- ცალი მატრასი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ცნობს სარჩელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 14.0-.2--- წ შპს ,,ი----------მა" შპს ,,ჯ-----------------" შეიძინა 15 ცალი 2 სართულიანი საწოლი (დაშლილი), 1 ცალი 250 ლარად, საერთო თანხით 3750 ლარი.
3.2. 13.0-.2--- წ შპს ,,ი----------მა" შპს ,,სუ---------" შეიძინა 3- ცალი მატრასი , 1 ცალი 70 ლარად, საერთო თანხით 2100 ლარი.
3.3. აღნიშნული ნივთები შპს ,,ი----------მა" მიიტანა მოპასუხის მისამართზე ზ---------------------------------–--–- (უძრავი ნივთის ს/კ 4-.3-.4-.4--.
3.4. მოპასუხესთან მოსარჩელეს ზეპირი ბიზნეს მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა მათ შორის წარმოიშვა უთანხმოება და შეწყდა საქმიანი ურთიერთობები.
3.5. მოპასუხე ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე უარს ეუბნება მოსარჩელეს მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების გადაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
-სასაქონლო ზედნადები
-სისხლის სამართლის საქმის მასალები
სამოტივაციო ნაწილი
4. სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172–ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე და 103–ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172–ე მუხლის 1ლი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე და 103–ე მუხლების დანაწესებით მოსარჩელის მტკიცების ტვირთია ამტკიცოს მოძრავ ნივთებზე მისი საკუთრება, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ აქვს ამ ნივთების ფლობის უფლება.
საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებატა ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი, რომ მოძრავი ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ აქვს მის მფლობელობაში არსებული ნივთების ფლობის უფლება. შესაბამისად, მისი მფლობელობა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოა და უნდა აღიკვეთოს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 120 ლარის, ხოლო ადვოკატის ჰონორარი 500 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 24--ე, 244-ე, 248-ე,249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე-მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ი----------ის" სარჩელი მზ--------------–---ს მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მზ--------------–---ს (პ/ნ 1----------) უკანონო მფლობელობიდან (მისამართზე ზუ---------------------–--------------–---------) გამოთხოვილ იქნეს შპს ,,ი----------ის" (ს------------) კუთვნილი მოძრავი ნივთები 15 ცალი ორსართულიანი საწოლი და 3- ცალი მატრასი.
3. მზ--------------–---ს შპს ,,ი----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს საქმისწარმოებისათვის წინასწარ გაღებული საპროცესო ხარჯი 620 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ირაკლი აბშილავა