გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210017001906806
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/11222-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12ოქტომბერი2---წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - ნ-----–-----------------

წარმომადგენელი - გ---------------–-–---–-

მოპასუხე - თ-----------------

წარმომადგენელი - ზ-------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ-----------------ს მოსარჩელე ნ-----–-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს თანხა - 86876 აშშ დოლარის ოდენობით.

 

(იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 25.09.2--- წლის სხდომის ოქმი).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლის 14 თებერვალს შ--------------–---------------------–--------- და თ-----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ისესხა თანხა 60000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 30%-ის დარიცხვით. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაუბრუნებლობისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ძირითადი თანხის 0.3%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2014 წლის 16 მაისს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც ძირითადი თანხა განისაზღვრა 61000 აშშ დოლარით, ხოლო საპროცენტო სარგებელი - წლიური 30%-ის ნაცვლად 28.8%-ით. სესხის დაფარვის ვადად კი, ნაცვლად 2014 წლის 30 აპრილისა განისაზღვრა 2014 წლის 30 ოქტომბერი.

 

მსესხებელმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა დავალიანება, რის გამოც 2016 წლის 09 ნოემბრისათვის გამსესხებლისათვის არსებულმა დავალიანებამ შეადგინა 205 753 აშშ დოლარი, საიდანაც 61000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 9150 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 135 603 აშშ დოლარი - 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2016 წლის 09 ნოემბერს შ--------------–----------------------–--------- და ნ-----–----------------- შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ შეიძინა 2014 წლის 14 თებერვალს შ--------------–---------------------–--------- და თ-----------------ს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული შ--------------–----------------------–--------- მოთხოვნის უფლება თ----------------------------

 

მოთხოვნის მოცულობა ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 205753 აშშ დოლარს, იმის გათვალისწინებით, რომ თ-----------------ს არც 2016 წლის 09 ნოემბრის შემდეგ დაუბრუნებია სესხი, სარჩელის შეტანის დროისათვის მისი ჯამური დავალიანება შეადგენს 237412 აშშ დოლარს, საიდანაც 61000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 9150 აშშ დოლარი - საპროცენტო სარგებელი, ხოლო 167 262 აშშ დოლარი - 2014 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 09 ნოემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლო.

 

2--- წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 16 726 აშშ დოლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ-----------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ უარყოფს მასსა და შ--------------–---------------------–-------- შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, თუმცა სადაოდ ხდის ნ-----–-----------------ს მოთხოვნის უფლებას.

 

მოპასუხის განმარტებით, 2009 წლის ბოლოს, მეგობრის მეშვეობით გაიცნო მოსარჩელე ნ-----–-----------------ს მამა ი-----–--------------. 2010 წლის იანვრის პირველ ნახევარში ი-----–--------------- სთხოვა რამდენიმე თვით გაეფორმებინა მისთვის ბინა, ვინაიდან აღნიშნული ესაჭიროებოდა ბანკთან ურთიერთობისათვის.

 

2010 წლის 25 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მასსა და მოსარჩელის ძმას ზ------------------- შორის. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით. 2010 წლის 29 იანვარს კი ზ--------------------- ს-----------------“-ს მიერ გაიცა კრედიტი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2010 წლის 25 იანვრისათვის, ანუ იმ დროისათვის როდესაც მოპასუხემ გაასხვისა მისი კუთვნილი სახლი ზ---------------------, სახლი დატვირთული იყო იპოთეკით შ---------------–---- სასარგებლოდ. სესხის თანხა შეადგენდა 23000 აშშ დოლარს, რომელიც გადახდილ იქნა ირაკლი და ზ------------------ების მიერ. ასევე, ბინის ,,თხოვების“ სანაცვლოდ ი-----–--------------- მას გადასცა 5000 აშშ დოლარი.

 

როდესაც, თ-----------------მ მოითხოვა ბინის უკან დაბრუნება, ი-----–---------------- მოითხოვა ზემოაღნიშნული ფულადი თანხა 30000 აშშ დოლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ აიღო სესხი შ--------------–----------------------–-------------, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ზ-------------------- სახელზე რიცხული, რეალურად კი მისი ბინა, მდებარე: ქ. თბილისში, პ------- ქ. N14ა-ში.

 

მას შემდეგ რაც, მიიღო სესხი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, შ--------------–-----------------------–--------- მისი მითითებით 15 000 აშშ დოლარი გადარიცხეს სს ,-------------–-- ზ-------------------- კრედიტის დასაფარავად, ხოლო 15000 აშშ დოლარი ი-----–-------------- გადაეცა პირადად ხელზე. რამდენიმე დღეში, კ----------–---- ი-----–--------------სათვის გადასაცემად გამოართვა მოპასუხეს 30 000 აშშ დოლარი, თუმცა, როგორც ეს უკანასკნელი აცხადებს, აღნიშნული თანხა არ მიუღია.

 

მოპასუხის განმარტებით, მ-------------- კვლავ დაარღვიეს პირობა და ბინა უკან აღარ გადაუფორმეს. ხოლო მოპასუხემ უარი განაცხადა იმ კრედიტის გადახდაზე, რომელიც აღებული იყო ბინის უკან დასაბრუნებლად.

 

მოპასუხე ასევე უთითებს, რომ 2016 წლის 09 ნოემბრის შეთანხმებით შ--------------–-----------------------–--------- ნ-----–----------------- მოთხოვნის უფლება დაუთმო 61000 აშშ დოლარად, შესაბამისად გაურკვეველია რა საფუძვლით ითხოვს ნ-----–----------------- მისგან სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 14 თებერვალს მოპასუხე თ-----------------ს და შ--------------–----------------------–-------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #-------------- რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 60 000 აშშ დოლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 75 დღით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის მიზნობრიობას წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულებების გადაფარვა. სესხი უზრუნველყოფილ იქნა N------------- იპოთეკის ხელშეკრულებით.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------------–-- სესხის ხელშეკრულება #------------- (ს.ფ. 16-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.2. 2014 წლის 16 მაისს მოპასუხე თ-----------------ს და შ--------------–----------------------–-------- შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სესხის თანხად განისაზღვრა 61000 აშშ დოლარი, შეიცვალა სესხის საპროცენტო სარგებელი და განისაზღვრა წლიური 28.80%-ის ოდენობით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა _ 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 16 მაისის შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე (ს.ფ. 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.3. 2016 წლის 09 ნოემბერს შ--------------–----------------------–--------- და ნ-----–----------------- შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შეიძინა 2014 წლის 14 თებერვალს შ--------------–---------------------–--------- და თ-----------------ს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ--------------–----------------------–--------- მოთხოვნის უფლება თ----------------------------

 

მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მოთხოვნის უფლება განხორციელდა სასყიდლით, კერძოდ, მოთხოვნის დათმობის ფასი შეადგენს 61000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების დადების დღისათვის აღნიშნული საფასური ახალი კრედიტორის მიერ მოთხოვნის დათმობისათვის სრულად არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

_ ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ.27-31);

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტს გადაწყვეტილებით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში, თ------------------ სარჩელი ზ-----------------–----------------- მიმართ 2010 წლის 25 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.4. თ------------------ მიერ დარღვეულ იქნა 2----–-–---------------–-- ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებებით არ დასტურდება თ------------------ მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა _ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი; ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი სესხის თანხის დაფარვით.

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის 2----–-–---------------–-- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შეთანხმებული პირობებით თანხის მიღებისა ფაქტს, ხოლო რაც შეეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოსათვის არცერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სესხად აღებული თანხის/მისი ნაწილის შ--------------–----------------------–--------- ან ნ-----–-----------------სათვის გადახდის ფაქტი. მეტიც მოპასუხე მხარის განმარტებით, მან სესხად აღებული თანხები გადასცა ირაკლი და ზ------------------ებს, ქ.თ---–--–----------------ში მდებარე ბინის გამოსყიდვის მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 373-ე, 623-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მხოლოდ კრედიტორი; გამონაკლისია შემთხვევა როდესაც შესრულება შესაძლებელია მიიღოს არაუფლებამოსილმა პირმაც, მხოლოდ კრედიტორის თანხმობის/მოწონების პირობებში.

 

შესაბამისად მოპასუხე მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მან კონკრეტული თანხები გადასცა მოსარჩელის ნათესავებს, მათ შორის შ--------------–----------------------–------მა“ მისი მითითებით 15000აშშ დოლარი გადარიცხა ს--------------–ი“ ზ-------------------- კრედიტის დასაფარად _ ვერ შეფასდება ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის განმაპირობებელ გარემოებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი სასამართლო სხდომის ოქმები);

- 2016 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ (ს.ფ 26-30);-

_ 2----–-–---------------–-- სესხის ხელშეკრულება #------------- (ს.ფ. 16-21)

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს რომ ნ-----–-----------------ს სარჩელი თ------------------ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-199-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 14 თებერვალს მოპასუხე თ-----------------სა და შ--------------–----------------------–-------- შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #-------------- რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 60 000 აშშ დოლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 75 დღით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.3%-ის ოდენობით, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისათვის. 2014 წლის 16 მაისის სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მოპასუხე თ-----------------ს და შ--------------–----------------------–-------- შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 61000 აშშ დოლარით, სესხის საპროცენტო სარგებელი _ წლიური 28.80%-ის ოდენობით, ხოლო კრედიტით სარგებლობის ვადა _2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხის მხრიდან განხორციელდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევა, რაც თ------------------ათვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.2 ,,მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავება შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება). 199-ე მუხლის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს.

 

მოხმობილი ნორმებით დადგენილია მოთხოვნის დათმობის თავისუფლების ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც ყოველი მოთხოვნა, როგორც წესი, ექვემდებარება სხვა პირისათვის გადაცემას, მოვალის თანხმობის გარეშე, თუკი არ არსებობს ამ პრინციპის შემზღუდველი პირობები: 1. კანონით აკრძალულია მოთხოვნის დათმობა; 2. მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; 3. კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებობს შეთანხმება მოთხოვნის დათმობას გამორიცხვის შესახებ. მოთხოვნის დათმობის საფუძველი შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული გარიგებები; მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ადგილი აქვს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აქტიური მხარის - კრედიტორის შეცვლას. ახალ კრედიტორზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება).

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 9 ნოემბერსშ--------------–----------------------–--------- და ნ-----–----------------- შორის განხორციელდა ნების გამოვლენა მოთხოვნის დათმობის შესახებ და თავდაპირველი მოთხოვნის მფლობელის ადგილი 61000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლის - წლიური 28.80 პროცენტისა და საურავის (ჯარიმის) - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირითადი თანხის 0.3 პროცენტის მიღების უფლებისა და მისგან გამომდინარე და/ან მასთან დაკავშირებულ სხვა უფლებების მოთხოვნის ნაწილში დაიკავა ნ-----–----------------მა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2----–-–---------------–-- სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისას, მსესხებელი გადაიხდიდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავს მიმდინარე ძირითადი თანხის 0.3 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულება, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს ნ-----–----------------- გამოიყენოს მოპასუხის მიმართ, ხელშეკრულებით შეთანხმებული სანქციები.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიუთიტებს, რომ რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, თუმცა აქვე განმარტავს: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, გათვალისწინებით, იგი უნდა განისაზღვროს 10000აშს დოლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-----–-----------------ს მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხე თ----------------------- მოსარჩელე ნ-----–-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1012.5 ლარის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად; მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან თანხიდან _ 1902 ლარი, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე ნ-----–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე თ-----------------ს მოსარჩელე ნ-----–-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 80150 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 61000 აშშ დოლარი, სარგებელი - 9150 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 10000 აშშ დოლარი;

 

2. მოპასუხე თ-----------------ს მოსარჩელე ნ-----–-----------------ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1012.5 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელე ნ-----–----------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი-----–--------------ს (---------------- მიერ 2017 წლის 01 მაისს ს-------------------–---“-ში #- საკრედიტო საგადახდო დავალებით სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ( 3000 ლარი) - 1902 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი