გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/14657 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გი-----ი მაისურაძე
სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი
მოსარჩელე - მა-----ი ბე-----ე
წარმომადგენელი მზ------------ე
მოპასუხე - ნი----–--ზ ჩი---–---–ი
წარმომადგენელი თა-----------–--ე
დავის საგანი - ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, გი-----ი ჩი---–---–ის (დაბადებული 201- წლის 3------------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 21 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე და მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი იმყოფებიან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 201- წლის 3------------ შეეძინათ შვილი გი-----ი ჩი---–---–ი. მხარეები 2016 წლის 1 ივნისიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მძიმე პირობების გამო იძულებული გახდა მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებელად გადასულიყო დედასთან მც------------------------–--------ში. არასრულწლოვანი გი-----ი ჩი---–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იგი ხშირად ავადობს. თანდაყოლილი დაავადების გამო მას ჩაუტარდა ოპერაცია. ბავშვთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაწევა უწევს მოსარჩელე მხარეს. მოპასუხე მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდაში. იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი ვალდებულია სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის აღზრდა-განვითარებაში და უწევდეს მას მატერიალურ დახმარებას. (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1-0 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდის თაობაზე. მოპასუხე მხარე შესაძლებლობის ფარგლებში ისედაც უწევს მატერიალურ დახმარებას არასრულწლოვან შვილს და მომავალშიც დაეხმარება. მეტი ოდენობით ალიმენტის გადახდას თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე ვერ შესძლებს.
(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე და მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 201- წლის 3------------ შეეძინათ შვილი გი-----ი ჩი---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 14).
3.1.2. მხარეები, მა-----ი ბე-----ე და ნი----–--ზ ჩი---–---–ი 2016 წლის 01 ივნისიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან გი-----ი ჩი---–---–თან ერთად ცხოვრობს დედასთან, მც-----ს რაიონის, სოფ. ერ----–ი;
არასრულწლოვანი დადის საჯარო საბავშვო ბაღში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. არასრულწლოვან გი-----ი ჩი---–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი დაიბადა თანდაყოლილი დაავადებით, კერძოდ, მისი დიაგნოზია - ,,მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით ცალმხრივი, ტუჩის ნაპრალი ცალმხრივი“. ამჟამად იგი საჭიროებს განმეორებით ოპერაციულ ჩარევას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,2-----–---------–---–-----ს“ მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე დასაქმებულია სუპერმარკეტ ქსელ ,,ნი------–ი“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს; მოსარჩელე ასევე მუშაობს ნა---------ში მდებარე ქარხანაში“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, მა-----ი ბე-----ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის ივლისის თვეში - 213.35 ლარს, სექტემბრის თვეში - 430.71 ლარს, ოქტომბრის თვეში - 7.4 ლარს, ნოემბრის თვეში - 639.79 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 325 ლარს, მარტის თვეში - 475 ლარს და აპრილის თვეში - 468.75 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 24, 26);
3.1.6. მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, მისამართზე გლ-----ს რ-ნი, სოფ. გლ-----------------------; მოპასუხის მამა დასაქმებულია დასუფთავების სამსახურში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.7. მხარეებს, მა-----ი ბე-----ის და ნი----–--ზ ჩი---–---–ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნი----–--ზ ჩი---–---–ი დასაქმებული იყო შპს ,,ბი------------ში“ დისტრიბუციის სამსახურში;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნი----–--ზ ჩი---–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1--5 ლარს, თებერვლის თვეში - 812.50 ლარს, მარტის თვეში - 1062.50 ლარს, აპრილის თვეში - 491.25 ლარს, მაისის თვეში - 927.50 ლარს, ივნისის თვეში - 1005 ლარს, ივლისის თვეში - 1062.50 ლარს, აგვისტოს თვეში - 890 ლარს, სექტემბრის თვეში - 1187.50 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1187.50 ლარს, ნოემბრის თვეში - 1181.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 1687.50 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 1187.50 ლარს, მარტის თვეში - 1187.50 ლარს, აპრილის თვეში - 1187.50 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 7 ივნისს გაცემული ცნობა N2----------, დანართი (ს.ფ. 24-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.2. 2018 წლის 01 სექტემბრიდან შპს ,,ბი------------“ აღარ წარმოადგენს ,,ROSHEN“-ის ბრენდის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში;
ნი----–--ზ ჩი---–---–ი 2018 წლის 01 ოქტომბრიდან აღარ მუშაობს შპს ,,ბი------------ში“ მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა საეჭვოობის შესახებ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო ინფორმაციის ამსახველი რაიმე სახის მტკიცებულება. ამდენად, მიიჩნევა, რომ მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი 2018 წლის 01 ოქტომბრიდან არ არის დასაქმებული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ბი------------“ -ს მიერ 2018 წლის 01 ოქტომბერს გაცემული ცნობა N1-- (ს.ფ. 93);
- შპს ,,ბი------------“-ს მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ცნობა N15- (ს.ფ. 94);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.3. მა-----ი ბე-----ეს 2017 წლის ბოლოს შპს ,,დედ-----------------------------------–--------------------–---------ს“-ში ჩაუტარდა სამედიცინო კვლევა და მცირე ოპერაციული ჩარევა. მანიპულაციამ ჩაიარა გართულების გარეშე. მკურნალობის დროს მოსარჩელეს თან ახლდა ნი----–--ზ ჩი---–---–ი და მისი და ნათია ჩი---–---–ი. მოსარჩელის სამკურნალო პროცედურებისათვის, მოპასუხის განმარტებით, მან კლინიკაში გადაიხადა 380 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_შპს ,,დედ-----------------------------------–--------------------–---------ს“ მიერ 2018 წლის 20 ოქტომბერს გაცემული ცნობა N70 (ს.ფ. 95);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.4. მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ს თავის არასრულწლოვან შვილთან, გი-----ი ჩი---–---–თან მეტნაკლებად აქვს ნორმალური, სტაბილური და ჯანსაღი ურთიერთობა. მოპასუხე მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო ბოლო პერიოდში ხშირად ვერ ნახულობს არასრულწლოვანს. მოპასუხის განმარტებით, მისი მშობლები ხშირად მიდიან მც-----ს რაიონის, სოფ. ერ----–ი და მიაქვთ ბავშვისთვის სამოსი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ასევე, მოპასუხე არასრულწლოვან ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი სამედიცინო მედიკამენტებით;
არასრულწლოვან გი-----ი ჩი---–---–ს თანდაყოლილი დაავადების გამო (მაგარი სასის ნაპრალი, რბილი სასის ნაპრალი, ტუჩის ნაპრალი ცალმხრივი) ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია, რომელიც მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს შპს ,,ი--–-–-–---–--------–---------–---------–----–-----–-“. ოპერაციის ღირებულება სავარაუდოდ შეადგენს 2250 ლარს, რომლის ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო. მშობლებს ოპერაციის ღირებულების გადახდა მოუწევს თანადაფინანსებით; პირველი ოპერაციის დროს, შესაბამისი საფასური გადაიხადა მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–მა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,2-----–---------–---–-----ს“ მიერ 2018 წლის 17 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 16);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 96-102);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.2.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხარის მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა:
- ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე მა-----ი ბე-----ემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 201- წლის 3------------ დაბადებული გი-----ი ჩი---–---–ი. მხარეთა შორის 2016 წლის ივნისის თვიდან ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე არასრულწლოვან შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობს მც-----ს რაიონის სოფ. ერ----–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე დასაქმებულია სუპერმარკეტ ქსელ ,,ნი------–ი“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს; მოსარჩელე ასევე მუშაობს ნა---------ში მდებარე ქარხანაში“. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მას უფიქსირდება მატერიალური შემოსავალი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არასრულწლოვან გი-----ი ჩი---–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იგი დაიბადა თანდაყოლილი დაავადებით, კერძოდ, მისი დიაგნოზია - ,,მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით ცალმხრივი, ტუჩის ნაპრალი ცალმხრივი“. ამჟამად იგი საჭიროებს განმეორებით ოპერაციულ ჩარევას. მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს შპს ,,ი--–-–-–---–--------–---------–---------–----–-----–-“. ოპერაციის ღირებულება სავარაუდოდ შეადგენს 2250 ლარს, რომლის ნაწილს აფინანსებს სახელმწიფო. მშობლებს ოპერაციის ღირებულების გადახდა მოუწევს თანადაფინანსებით; პირველი ოპერაციის დროს, რომელიც ჩატარდა ტუჩზე, საფასური გადაიხადა მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–მა. გარდა ამისა, როგორც მოპასუხე მხარის განმარტებით და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, მა-----ი ბე-----ეს 2017 წლის ბოლოს შპს ,,დედ-----------------------------------–--------------------–---------“-ში ჩაუტარდა სამედიცინო კვლევა და მცირე ოპერაციული ჩარევა. მანიპულაციამ ჩაიარა გართულების გარეშე. მკურნალობის დროს მოსარჩელეს თან ახლდა ნი----–--ზ ჩი---–---–ი და მისი და ნათია ჩი---–---–ი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის სამკურნალო პროცედურებისათვის ნი----–--ზ ჩი---–---–მა კლინიკაში გადაიხადა 380 ლარი. აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელე მხარე არ უარყოფს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა მოპასუხე მხარის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. დადგენილია, რომ მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი მშობლებთან ერთად ცხოვრობს თბილისში, მისამართზე გლ-----ს რ-ნი, სოფ. გლ-----------------------; მოპასუხის მამა დასაქმებულია დასუფთავების სამსახურში. ნი----–--ზ ჩი---–---–ი მუშაობდა შპს ,,ბი------------ში“ დისტრიბუციის სამსახურში. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, ნი----–--ზ ჩი---–---–ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 1575 ლარს, თებერვლის თვეში - 812.50 ლარს, მარტის თვეში - 1062.50 ლარს, აპრილის თვეში - 491.25 ლარს, მაისის თვეში - 927.50 ლარს, ივნისის თვეში - 1005 ლარს, ივლისის თვეში - 1062.50 ლარს, აგვისტოს თვეში - 890 ლარს, სექტემბრის თვეში - 1187.50 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1187.50 ლარს, ნოემბრის თვეში - 1181.25 ლარს, დეკემბრის თვეში - 1687.50 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 1187.50 ლარს, მარტის თვეში - 1187.50 ლარს, აპრილის თვეში - 1187.50 ლარს. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, 2018 წლის 01 სექტემბრიდან შპს ,,ბი------------ში“ აღარ წარმოადგენს ,,R----“-ის ბრენდის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. ხოლო მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი 2018 წლის 01 ოქტომბრიდან აღარ მუშაობს შპს ,,ბი------------“ მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა საეჭვოობის შესახებ, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგო ინფორმაციის ამსახველი რაიმე სახის მტკიცებულება. ამდენად, მიიჩნევა, რომ მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ი 2018 წლის 01 ოქტომბრიდან არ არის დასაქმებული. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც (სსკ-ის 102-ე მუხ.). შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს, იგი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს ფინანსურად როგორც პირადად, ასევე, მშობლებისა თუ თანამშრომლის დახმარებით. მოპასუხეს არასრულწლოვან გი-----ი ჩი---–---–თან მეტნაკლებად აქვს ნორმალური, სტაბილური და ჯანსაღი ურთიერთობა. მოპასუხე მოსარჩელესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო ბოლო პერიოდში ხშირად ვერ ნახულობს თავის შვილს. მოპასუხის განმარტებით, მისი მშობლები ხშირად მიდიან მც-----ს რაიონის, სოფ. ერ----–ი და მიაქვთ ბავშვისთვის სამოსი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. ასევე, მოპასუხე არასრულწლოვან ბავშვს უზრუნველყოფს აუცილებელი სამედიცინო მედიკამენტებით. აღნიშნულ გარემოებებს გარკვეულწილად ეთანხმება მოსარჩელე მხარეც.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი გი-----ი ჩი---–---–ი ცხოვრობს დედასთან - მა-----ი ბე-----ესთან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარე ეთანხმება ალიმენტის მოთხოვნას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდის ნაწილში და მიუთითებს, რომ იგი თავს არ არიდებს შვილზე ზრუნვის და მისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის ვალდებულებას. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე, მისი სტაბილური შემოსავლის არსებობაზე, თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისთვის მომავალში გასაწევ მკურნალობის აუცილებლობას და ამისთვის მატერიალური სახრსების გაღების საჭიროებას ორივე მშობლის მხრიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 170 (ას სამოცდაათი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა-----ი ბე-----ის მოთხოვნა - ნი----–--ზ ჩი---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან მოსარჩელე მა-----ი ბე-----ე სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა-----ი ბე-----ის (პირადი N3----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
დაეკისროს მოპასუხე ნი----–--ზ ჩი---–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის გი-----ი ჩი---–---–ის (დაბადებული 2015 წლის 1------------) სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით, საალიმენტო თანხის გადახდევინება დაიწყოს 2018 წლის 21 მაისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს ნი----–--ზ ჩი---–---–ს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: გი-----ი მაისურაძე