გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6481-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: რ--------------–---–ი
მოპასუხეები: შპს „ი----------ი“, ე-–--------------ე, გ---------------ე
წარმომადგენელი: დ--------------–ი, ა----------------ი
დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2015 წლის 05 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 62 352.64 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 47 957.25 ლარი, პროცენტი - 2 795.08 ლარი და ჯარიმა - 11 600.31 ლარი.
1.2. შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2016 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 29 384.64 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 21 525.47 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 312.78 აშშ დოლარი და ჯარიმა - 4 546.39 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ე-–--------------ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ს--–--–-------------------------------------------–--------------- ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის კუთვნილი სხვა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 05 ივნისს სს „პ-------------------ა“ და შპს „ი----------ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ამავე დღეს, ამავე მსესხებელთან გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 80 000 ლარის ოდენობით, 36 თვით, წლიური 12%-ის დარიცხვით.
2015 წლის 05 ივნისს ბანკსა და ე-–--------------ეს, ასევე ბანკსა და გ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ, რომლითაც სოლიდარულმა მოვალეებმა იკისრეს პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე იმავე მოცულობით რა მოცულობითაც გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით იკისრა ძირითადმა მსესხებელმა ბანკის წინაშე.
2015 წლის 04 ივნისს გაფორმდა ორი იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ზემოთ ხსენებული გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველყოფილ იქნა ე-–--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: ქ. თბილისი, ს--–--–-------------------------------------------–--------------- ს/კ 0---------------------- და ქ. თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------. ამასთან, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 4.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ ბანკი უფლებამოსილია ვალდებულების დაფარვის მიზნით, გადახდევინება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე.
სს „პ-------------------ა“ და შპს „ი----------ს” შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 07 ივლისს მსესხებელთან, ასევე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 64 015 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 10%-ის დარიცხვით.
სს „ს----------–--------ი“, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავაში, წარმოადგენს სს „პროკრედიტს ბანკის“ უფლებამონაცვლეს მათ შორის დადებული ცესიის ხელშეკრულების საფუძველზე.
მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და მასზე თანდართული გრაფიკების შესაბამისად. თუმცა, კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
ამდენად, 2017 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, 2015 წლის 05 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება: ძირი თანხა - 47 957.25 ლარი, პროცენტი - 2 795.08 ლარი და ჯარიმა - 11 600.31 ლარი, სულ - 62 352.64 ლარი. ხოლო, 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება: ძირი თანხა - 61 525.47 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 312.78 აშშ დოლარი და ჯარიმა - 4 546.39 აშშ დოლარი, სულ - 69 384.64 აშშ დოლარი. შესაბამისად, თავდაპირველად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა აღნიშნული დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება. თუმცა, 2018 წლის 05 ივნისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 07.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის ნაწილში და ნაცვლად 61 525.47 აშშ დოლარისა ითხოვს მოპასუხისათვის 21 525.47 აშშ დოლარის დაკისრებას. დარჩენილ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დარჩა უცვლელი. აღნიშნულის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ განხორციელდა იპოთეკით დატვირთული მესამე ქონების - ს/კ 81---------- რეალიზაცია, რომლითაც მოხდა 07.07.2016წ. სესზე ძირი თანხის ნაწილობრივ დაფარვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოპასუხე შპს „ი----------ი“ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა სრულად, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. სს „პრ----------------–ი“ შპს „ი----------ის“ საბანკო ამონაწერის თანახმად, 2016 წლის 24 დეკემბრის პერიოდისათვის 05.06.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენდა - 43 581.33 ლარს, ხოლო 07.07.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი - 59 824.82 აშშ დოლარს. შესაბამისად, სს „პ-------------------ს“ მიერ სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ მოთხოვნის უფლების დათმობის პერიოდში სესხის ძირი თანხა მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხაზე ბევრად ნაკლები იყო. კერძოდ, 05.06.2015წ. ხელშეკრულების შემთხვევაში - 4 375.92 ლარით, ხოლო 07.07.2016წ. ხელშეკრულების შემთხვევაში - 1700.65 აშშ დოლარის ოდენობით ნაკლები.
მოპასუხე მხარე, ასევე განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება არის ორმხრივი და მის მხარეებს წარმოადგენენ სს „ს----------–--------ი“ და შპს „ი----------ი“, ხოლო ე-–--------------ე და გ---------------ე ხელშეკრულების მხარეები არ არიან, შესაბამისად შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ერთმნიშვნელოვნად არ იძლეოდეს იმის დადგენის შესაძლებლობას, თუ რისი შეთანხმება სურდათ მხარეებს. მარტო ის ფაქტი, რომ რამდენიმე პირის მიერ კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება იქნა შეთანხმებული, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის. მოსარჩელის მიერ ე-–--------------ესა და გ---------------ესთან ინდივიდუალურად გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებების მიზანს წარმოადგენდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ი----------ის“ ვალდებულების უზრუნველყოფა, შესაბამისად აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა თავისი შინაარსით წარმოადგენს სოლიდარულ თავდებობას და მასზე უნდა გავრცელდეს სოლიდარული თავდებობის მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული მოპასუხეები არ არიან ორმხრივად მავალდებულებელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეები და მათ ცალმხრივად იკისრეს შპს „ი----------ის“ ვალდებულების უზრუნველყოფა, როგორც სოლიდარულმა თავდებებმა. ამასთან, ძირითადი მოვალისათვის მოთხოვნის წაყენების წინაპირობები განსხვავდება თავდების მიმართ მოთხოვნის წაყენების წინაპირობებისაგან, რაც სახეზე არ გვაქვს. სს „ს----------–--------ს“, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს, მსესხებლისა და თავდები პირების მიმართ სამართალურთიერთობაში გააჩნია უფრო დიდი პასუხისმგებლობა ვიდრე სხვა შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ კი არ იქნა გათვალისწინებული საკუთარი დომინირებული პოზიცია მოპასუხეებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მისი მხრიდან ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სამართალურთიერთობის სუსტ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოპასუხე პირგასამტეხლოს არიცხავს ძირსა და პროცენტს ერთობლივად რაც არასწორია, არის კაბალური პირობაა და ეწინააღმდეგება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას. კაბალურია, ასევე ხელშეკრულების სტანდარტული პირობა იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამოღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, აღსრულების მოვალის ქონებაზე მიქცევის თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 05 ივნისს სს „პ-------------------“, შპს „ი----------სა“ და ე-–--------------ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება №FW------- შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 500 000 აშშ დოლარი ან/და შესაბამისი ექვივალენტი ლარში ან/და სხვა უცხოურ ვალუტაში, ლიმიტის მოქმედების ვადა - 360 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (წლიური) - არაუმეტეს წლიური 36%-სა.
ხელშეკრულების 2.2.2. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება და მის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით დადგენილი მსესხებლის ვალდებულებები მსესხებლებთან ერთად შესრულდება, ასევე სოლიდარული მოვალეების მიერ, შემდეგი ხელშეკრულებებით დადგენილი წესითა და პირობებით: №6-------------, №6------------.
3.1.2. 05.06.2015წ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „პ-------------------ა“ და შპს „ი----------სა“ შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №75-----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 80 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 12%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.3. 05.06.2015წ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს „პ-------------------ა“ და შპს „ი----------სა“ შორის 2016 წლის 07 ივლისს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №75-----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 64 015 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 10%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.4. 2015 წლის 05 ივნისს სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს, ასევე სს „პ-------------------ა“ და გ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ №6------------- და №6------------, რომლის თანახმად სოლიდარულმა მოვალეებმა, შესაბამისად ე-–--------------ემ და გ---------------ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული №FW------- გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისრონ სოლიდარულად, ისე რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს.
ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით, ხოლო ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, კი სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას მსესხებლის ძირითადი ხელშეკრულებით წარმოშობილი სრული ვალდებულება შეასრულოს ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.
3.1.5. 05.06.2015წ. №FW------- გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 04 ივნისს სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს შორის გაფორმდა ორი იპოთეკის ხელშეკრულება №67--------------- და №67--------------, რომელთა საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ე-–--------------ის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ს--–--–-------------------------------------------–--------------- ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------.
ზემოთ აღნიშნული ორივე ხელშეკრულების 2.8. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში რასაც გაწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა. იგივეა განსაზღვრული 05.06.2016წ. №FW------- გენერალური ხელშეკრულების 4.3. პუნქტით.
3.1.6. 2016 წლის 12 დეკემბერს სს „პ-------------------ა“ და სს „ს----------–--------ს“ შორის დაიდო ცესიის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „პრ-----------------ა“, როგორც ცედენტმა სს „ს----------–--------ს“, როგორც ცესიონერს გადასცა 2015 წლის 05 ივნისსა (№75-----) და 2016 წლის 07 ივლისს (№75-----) სს „პ-------------------ა“ და შპს „ი----------ს“ შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ასევე 2015 წლის 04 ივნისს (№6--------------------------------------) სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნა და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები.
3.1.7. შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის მიერ დარღვეულ იქნა 2015 წლის 05 ივნისსა და 2016 წლის 07 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ასევე 2015 წლის 05 ივნისს გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, მათ მიერ დარღვეულ იქნა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „ს----------–--------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 463-464-ე, 867-868-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადენილია, რომ 2015 წლის 05 ივნისს სს „პ-------------------“, შპს „ი----------სა“ და ე-–--------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს შპს „ი----------თან“ გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №75-----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 80 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 12%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 07 ივლისს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №75-----, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 64 015 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი წლიური 10%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „პ-------------------“ (უფლებამონაცვლე სს „ს----------–--------ი“) შორის გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 05.06.2015წ. და 07.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სს „პ-------------------ს“ მიერ სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ მოთხოვნის უფლების დათმობის პერიოდში სესხის ძირი თანხა მოსარჩელის მიერ მითითებულ თანხაზე ბევრად ნაკლები იყო, სასამართლო განმარტავს შემდეგს: აღნიშნული მოსაზრების დასტურად მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს შპს „ი----------ის“ ლარისა და აშშ დოლარის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი სს „პ-------------------დან“, სადაც ამონაწერის ბოლო გრაფაში (ბრ. (კრ) 24.12.2016) მითითებულია თანხა - 43 581.33 ლარი და 59 824.82 აშშ დოლარი, ხოლო მათ გასწვრივ დანიშნულების გრაფაში მითითებულია - სესხის წინასწარი სრული დაფარვა. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სს „ს----------–--------სა“ და სს „პ-------------------“ შორის ცესიის ხელშეკრულების დადებისას სწორედ ამ ოდენობით იყო დარჩენილი დასაფარი სესხის ძირი თანხა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა სს „პ-------------------ს“ მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ №75----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის სახით წინსწრებით დაიფარა - 47 957.25 ლარი, ხოლო №875----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი - 61 525.47 აშშ დოლარი. ასევე, წარმოდგენილია დეტალური ამონაწერი აღნიშნულ სესხებზე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხებით დაფარული სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და საურავის თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ №75----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ ძირი თანხის სახით დაფარულია - 32 042.75 ლარი, შესაბამისად დარჩენილია - 47 957.25 ლარი, ხოლო №875----- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კი 2 489.53 აშშ დოლარი და შესაბამისად დარჩენილია - 61 525.47 აშშ დოლარი.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების დეტალური ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს „პ-------------------დან“ შპს „ი----------ის“ ლარის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში 08.11.2016წ. და 06.12.2016წ. შესაბამის გრაფაში მითითებული თანხები - 2138.70 ლარი და 2237.22 ლარი, ასევე აშშ დოლარის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში 08.11.2016წ. და 08.12.2016წ. შესაბამის გრაფაში მითითებული თანხები - 838.45 აშშ დოლარი და 862.20 აშშ დოლარი წარმოადგენს აღნიშნულ სესხებზე ამ პერიოდისათვის დარიცხულ გრაფიკით გადასახდელ თანხებს, რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა, თუმცა არ იქნა გადახდილი, აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მათ გასწვრივ გრაფაში მითითებულია შემდეგი - სესხების ვადაგადაცილებაში გადატანა.
ამდენად, მოპასუხის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს ძირი თანხის სახით 05.06.2015წ. და 07.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ეკისრება მოთხოვნილზე ნაკლები თანხა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 05 ივნისსა და 2016 წლის 07 ივლისს გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის, კრედიტის ვადაგადაცილებული თანხის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, ასევე რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულებების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „ს----------–--------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.
ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს 2015 წლის 05 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 3000 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი 11 600.31 ლარისა, ხოლო 2016 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, კი - 1500 აშშ დოლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი - 4546.39 აშშ დოლარისა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ხოლო, ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სსკ-ის 464-ე მუხლი ქართულ სამოქალაქო სამართალში სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს არეგულირებს. იგი ამომწურავად ადგენს (Numerus Clausus) სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს: ხელშეკრულებას, კანონს, ვალდებულების საგნის განუყოფლობას და გამორიცხავს სხვა საფუძვლით სოლიდარული ვალდებულების წარმოშობას. ხოლო სსკ-ის 463-ე მუხლი, კი ზუსტად განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოვალეები სოლიდარულ მოვალეებად ჩაითვლებიან. ამავდროულად იგი სოლიდარული ვალდებულების შემადგენელ აუცილებელ ელემენტებსაც განსაზღვრავს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენლია, რომ 2015 წლის 05 ივნისს სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს, ასევე სს „პ-------------------ა“ და გ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული ვალდებულების შესახებ №6------------- და №6------------, რომლის თანახმად სოლიდარულმა მოვალეებმა, შესაბამისად ე-–--------------ემ და გ---------------ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული №FW------- გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი ხელშეკრულებებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად შეასრულონ სოლიდარულად, ისე რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს 05.06.2015წ. და 07.07.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას.
ამასთან, მოპასუხის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხარეთა შორის გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება. კერძოდ, მისი განმარტებით, სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს, ასევე სს „პ-------------------ა“ და გ---------------ეს შორის დადებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს სოლიდარულ თავდებობას და მასზე უნდა გავრცელდეს სოლიდარული თავდებობის მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული მოპასუხეები არ არიან ორმხრივად მავალდებულებელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეები და მათ ცალმხრივად იკისრეს შპს „ი----------ის“ ვალდებულების უზრუნველყოფა, როგორც სოლიდარულმა თავდებებმა, რის გამოც ძირითადი მოვალისათვის მოთხოვნის წაყენების წინაპირობები განსხვავდება თავდების მიმართ მოთხოვნის წაყენების წინაპირობებისაგან, რაც სახეზე არ გვაქვს.
მოპასუხის მოსაზრებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სოლიდარული ვალდებულება მოვალეთა სიმრავლის ყველაზე უსაფრთხო ფორმაა კრედიტორისათვის. კრედიტორს თავისუფლად შეუძლია ამოირჩიოს ერთი ან რამდენიმე სოლიდარული მოვალე და მისგან ეცადოს კუთვნილი მოთხოვნის მთლიან, ან/და ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. არჩევანის ეს თავისუფლება მას ძლიერ სამართლებრივ პოზიციაში აყენებს. სოლიდარული ვალდებულება ფაქტობრივად თავდებობის მსგავს უზრუნველყოფას ემსგავსება, რომელიც კრედიტორს არა მარტო კუთვნილი მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების საშუალებას ანიჭებს, არამედ ამავდროულად კუთვნილი მოთხოვნის ძლიერ უზრუნველყოფასაც გულიხსმობს.
ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულება სოლიდარულ მოვალეთა და კრედიტორს შორის. აღნიშნული ხელშეკრულება, როგორც წესი, მოვალეთა მიერ ერთიანი ხელშეკრულების სახით ფორმდება. თუმცა, კანონი რაიმე ფორმას ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების ნამდვილობისათვის არ ითვალისწინებს. იგი შესაძლებელია როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით დაიდოს. ამასთან, თუ იმ გარიგების ნამდვილობა, რომლის შესრულებაზეც თანხმდებიან სოლიდარული მოვალეები დამოკიდებულია ფორმის მოთხოვნების დაცვაზე, მაშინ შეთანხმებაც აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა განხორციელდეს.
ამასთან, წარმოშობის საერთო საფუძველი ერთიანი ხელშეკრულების სახით არ არის სოლიდარული ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი წინაპირობა. სოლიდარული ვალდებულება იმ შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიშვას, როდესაც კრედიტორი ცალკეულ მოვალესთან არა ერთდროულად, არამედ ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს გააფორმებს ხელშეკრულებებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია კრედიტორთან გაფორმებული თითოეული ხელშეკრულებიდან ნათლად გამომდინარეობდეს თითოეული მოვალის ნება სხვა მოვალეებთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი კრედიტორის წინაშე. ასევე შესაძლებელია სოლიდარული ვალდებულების შეთანხმების შემდეგ კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერთ-ერთი მოვალე შემდეგ შევიდეს ვალდებულებაში სოლიდარულ მოვალედ.
განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საკრედიტო ხელშეკრულებისაგან დამოუკიდებლად, წერილობითი ფორმით დადებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც ე-–--------------ემ და გ---------------ემ სოლიდარულად იკისრეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ამდენად, სახეზეა სოლიდარული ვალდებულების აუცილებელი კანონისმიერი წინაპირობები: მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში და მათი ნათლად გამოხატული ნება იმისა, რომ მსესხებელთან ერთად სოლიდარულად და სრულად აგონ პასუხი ნაკისრი ვალდებულებებისათვის. ასევე, კრედიტორის უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა თითოეული სოლიდარული მოვალისაგან მთლიან, ან/და ნაწილობრივ.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავის შინაარსით წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას და მასზე უნდა გავრცელდეს სოლიდარული თავდებობის მარეგულირებელი ნორმები.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები - ე-–--------------ე და გ---------------ე შპს „ი----------თან“ ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს სს „ს----------–--------ის“ წინაშე და ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაიხადონ სს „ს----------–--------ის“ მიმართ 2015 წლის 05 ივნისისა და 2016 წლის 07 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი და 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
იპოთეკა სანივთო-სამართლებრივი უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის პრევენციას ახდენს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას იპოთეკა იკავებს შესრულების ადგილს და კრედიტორს უზრუნველყოფის საშუალების მეშვეობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს. ე.ი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილება ენიჭება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში დაიკმაყოფილოს მოთხოვნა ნივთის რეალიზაციის გზით. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილია შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება თუნდაც მაშინ, როდესაც იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ამ მოთხოვნის დასაფარად, თუკი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული ნორმა მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ შეთანხმდნენ სტანდარტულ წესზე. კერძოდ, იმ საკითხზე, რომ რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ნაკლებობისას მოთხოვნის უფლება არ გაუქმდება. ამდენად, მითითებული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა და მოთხოვნის ოდენობას შორის მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 05.06.2015წ. №FW------- გენერალური ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 04 ივნისს სს „პ-------------------ა“ და ე-–--------------ეს შორის გაფორმდა ორი იპოთეკის ხელშეკრულება №67--------------- და №67--------------, რომელთა საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ე-–--------------ის კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ს--–--–-------------------------------------------–--------------- ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------. ამასთან, ორივე ხელშეკრულების 2.8. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ არის საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, მხარეები თანხმდებიან, რომ ასეთ შემთხვევაში, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა არ ჩაითვლება სრულად დაკმაყოფილებულად, არამედ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად მხოლოდ იმ ნაწილში რასაც გაწვდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს----------–--------ის“ მოთხოვნა არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, ე-–--------------ის საკუთრებაში არსებული ზემოთ დასახელებული ორი უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და ამოღებული თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის ქონებაზე მიქცევის თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულების ზემოთ აღნიშნული დანაწესი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულების მოვალის ქონებაზე მიქცევის თაობაზე არის კაბალური პირობა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (დავის საგნის 88.02%), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 2555.22 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თავდაპირველად, დავის საგნიდან (62 352.64 ლარი და 69 384.64 აშშ დოლარი) გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 5000 ლარი, თუმცა მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა - 40 000 აშშ დოლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა - 2097 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველ ბანკის“ სარჩელი შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2015 წლის 05 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 53 752.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 47 957.25 ლარი, პროცენტი - 2 795.08 ლარი და ჯარიმა - 3000 ლარი.
1.2. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2016 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 26 338.25 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 21 525.47 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 312.78 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1500 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ე-–--------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ს--–--–-------------------------------------–--------------, ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის კუთვნილი სხვა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება.
2. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2555.22 ლარის გადახდა.
3. სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 20 ივლისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5000 ლარიდან - 2097 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №2389.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/6481-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი: რ--------------–---–ი
მოპასუხეები: შპს „ი----------ი“, ე-–--------------ე, გ---------------ე
წარმომადგენელი: დ--------------–ი, ა----------------ი
დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „საქართველ ბანკის“ სარჩელი შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2015 წლის 05 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 53 752.33 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 47 957.25 ლარი, პროცენტი - 2 795.08 ლარი და ჯარიმა - 3000 ლარი.
1.2. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 2016 წლის 07 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 26 338.25 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 21 525.47 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 312.78 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1500 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ე-–--------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ს--–--–-------------------------------------–--------------, ს/კ 0---------------------- და ქალაქი თბილისი, ვ-------------------–-----------------------------, ს/კ 0----------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, სარეალიზაციოდ მიექცეს შპს „ი----------ის“, ე-–--------------ისა და გ---------------ის კუთვნილი სხვა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება.
2. მოპასუხეებს - შპს „ი----------ს“, ე-–--------------ესა და გ---------------ეს მოსარჩელე - სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 2555.22 ლარის გადახდა.
3. სს „ს----------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 20 ივლისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 5000 ლარიდან - 2097 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №2389.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი