განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
080100118002459854
დავის ტიპი
260 6 ა , 236 2
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/445-18 (N088110418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

27.09.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ-–-------- გ-------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ--------ი ა-–----ე

მამის სახელი: რ-–----ი

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ც-–-----ს ქ. N53

 

ადვოკატი - თ---------- მ----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ--------ი ა-–----ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 13 აპრილს, 07:50 საათიდან - 10:40 საათამდე პერიოდში, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქალაქ ქუთაისში, ც-–-----ს ქუჩა #53-ში მდებარე მ--------ი ა-–----ის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოებში და საკარმიდამო, ნაკვეთში ჩატარდა ჩხრეკა. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მ--------ი ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მისივე საძინებელ ოთახში არსებულ ხის ტუმბოში, მის მიერ ასევე უკანონოდ შენახული, პოლიეთილენის გამჭირვალე შვიდ პაკეტში შეფუთული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება-კანაფის ფისი, საერთო წონით-17,398 გრამი. ასევე, ამოღებული იქნა მ--------ი ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი, ამავე სახლის აივნის ქვემოთ, კედელთან დადებულ პოლიეთილენის ტომარაში ჩადებულ, მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ ოთხ სხვადასხვა ზომის პოლიეთილენის პაკეტში გადანაწილებულ, მის მიერ ასევე უკანონოდ შენახული 547 ცალ კონვალუტის ნაჭერზე და 33 ცალ კონვალუტაზე განთავსებული, ქარხნული წესით დამზადებული, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის’’ შემცველი 778 ტაბლეტი, საერთო წონით - 311,20 გრამი, რომლებშიც აღმოჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’ საერთო წონით - 6,224 გრამი.

მ--------ი ა-–----ის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მისივე საძინებელ ოთახში არსებულ ხის ტუმბოში, მის მიერ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შენახული 45 ცალი, ქარხნული წესით დამზადებული - 9 მმ კალიბრის ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნებიან საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 01 ივნისს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--------ი ა-–----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს მ--------ი ა-–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მ--------ი ა-–----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ნ-------- მ------–---–ის, კ------- გ--------ის, ს--–---- მ------–---–ის, გ------- ზ-----–---–ის, ნ--- კ------–---–ის, ბ------ გ-----–--ის, ვ-–-------- ჟ------ის, რ----- რ-------ის, მ------- ჭ--–--ის, გ------ი კ------ს, თ-- ხ---------ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; ჩხრეკის ოქმით და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ნარკოლოგიური ექსპერტიზის N801188 დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის N122/სქ და N64/სქ დასკვნებით; ბალისტიკური ექსპერტიზის N88/ბ დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა მ--------ი ა-–----ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით’’.

 

მ--------ი ა-–----ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე ბრალდებულის ასაკს(არის 64 წლის, საპენსიო ასაკს მიტანებული), დანაშაულის ხასიათს, მისი გავრცელების ხარისხს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობას(ბუპრენორფინის განსაკუთრებით დიდი ოდენობა იწყება 0,12 გრამიდან, ხოლო ბრალდებული ინახავდა 6,224 გრამს), რომელიც ქმნის მისი გავრცელების რისკს და მიიჩნევს, რომ მ--------ი ა-–----ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ამრიგად, დანაშაულების ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და სასჯელის მიზნების აღსრულება სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციით, ანუ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით და მისი რეალური მოხდით სამართლიანი ზომით, რაც უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ--------ი ა-–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;

1.2. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით(დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ--------ი ა-–----ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მ--------ი ა-–----ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აპრილიდან.

4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მ--------ი ა-–----ეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გათავისუფლებისთანავე.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

5.1. მ--------ი ა-–----ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული: 547 ცალ კონვალუტის ნაჭერზე და 33 ცალ კონვალუტაზე განთავსებული 778 (შვიდას სამოცდათვრამეტი) ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,, N8’’, საერთო წონით-311,20 გრამი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობა შეადგენს-6,224 გრამს; მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მყარი ნივთიერებები, კანაფის ფისი, საერთო წონით-17,398 გრამს (13,278გ და 4,12გ), რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5.2. - 45 (ორმოცდახუთი) ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რაც წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 5,6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნას; 6(ექვსი)ცალი ვაზნის ფორმის ობიექტი, რაც წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეგზავნოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს.

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე