გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27420 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ქ------- გ------–---
წარმომადგენელი მ------ ჟ----------
მოპასუხე ნ------- ბ--------
წარმომადგენელი დ----- გ-------
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
დავის საგანი არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2--- წლის 1----–--- დაბადებული ნ-----–---- ბ--------ს საცხოვრებელ ადგილად, დედის ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
1.2. 2--- წლის 1------------ დაბადებული ა------------ს საცხოვრებელ ადგილად, დედის ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
1.3. მოპასუხე ნ------- ბ--------სათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- ბ--------ს (დაბადებული 2--- წლის 1----–---), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება;
1.4. მოპასუხე ნ------- ბ--------სათვის არასრულწლოვანი შვილის, ა------------ს (დაბადებული 2--- წლის 1------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელე ქ------- გ------–--- და მოპასუხე ნ------- ბ-------- 2012 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1----–--- ნ-----–---- ბ-------- და 2--- წლის 1------------ ა------------. მხარეები კონფლიქტური ურთიერთობის გამო 2018 წლის 2--------------- ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხე ქ------- გ------–---ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ ნ------- ბ--------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. 2018 წლის 2------------ ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილებამ მოპასუხის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე მხარე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მათ მატერიალურად. მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 30 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში. არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელე ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილი.
(სარჩელი, 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
2.2. მოპასუხე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
2.3. მოპასუხე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
2.4. მოპასუხე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას.
მოპასუხე ნ------- ბ-------მა სარჩელი ცნო სრულად. იგი თანახმაა არასრულწლოვანი შვილების ნ-----–---- ბ--------ს და ა------------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადაიხდის თანხას თითოეულისათვის 100 (ასი) ლარს.
(შესაგებელი, სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-----–---- ბ--------ს (დაბადებული 2--- წლის 1----–---) და ა------------ს (დაბადებული 2--- წლის 1------------) საცხოვრებელ ადგილის დედის, ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ორივე ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას მათ განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ქ------- გ------–--- და მოპასუხე ნ------- ბ-------- 2018 წლის 2--------------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე ქ------- გ------–--- არასრულწლოვან ნ-----–---- ბ----------- და ა-----------თან ერთად ცხოვრობს თავის დასთან მისამართზე, თბილისი, ვ---------–------------–----------------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. მხარეებს, ქ------- გ------–---ს და ნ------- ბ-------ს შორის დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა. 2018 წლის 2------------ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების მიერ ნ------- ბ--------ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, ოცდაათი დღის ვადით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
_ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-3 განყოფილების მიერ 2018 წლის 2------------ გაცემული შემაკავებელი ორდერი N0----- (ს.ფ. 21).
3.1.4. 2018 წლის 3--------------- ქ------- გ------–--- არასრულწლოვან შვილებთან, ნ-----–---- ბ----------- და ა-----------თან ერთად სარგებლობს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის სერვისებით, გარდა სადღეღამისო საცხოვრისის მომსახურებისა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2018 წლის 30 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
_სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ 2018 წლის 17 სექტემბერს გაცემული ცნობა N0------ (ს.ფ. 22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ------- გ------–---ს და ნ------- ბ-------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1----–--- ნ-----–---- ბ-------- და 2--- წლის 1------------ ა------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 3----–--- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2--- წლის 1------------ გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 20).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ქ------- გ------–---ს მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 625 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 659.72 ლარს, აპრილის თვეში - 590.28 ლარს, მაისის თვეში - 625 ლარს, ივნისის თვეში - 625 ლარს, ივლისის თვეში - 625 ლარს, აგვისტოს თვეში - 625 ლარს, სექტემბრის თვეში - 625 ლარს, ოქტომბრის თვეში - 648.76 ლარს, ნოემბრის თვეში - 712.03 ლარს, დეკემბრის თვეში - 937.29 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 502.29 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 716.27 ლარს, აპრილის თვეში - 1429.61 ლარს, მაისის თვეში - 1375 ლარს, ივნისის თვეში - 1375 ლარს, ივლისის თვეში - 1375 ლარს, აგვისტოს თვეში - 1375 ლარს. დამსაქმებელად მითითებულია სს ,,ლ--------------“;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 76, 78).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ნ------- ბ--------ს მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 706.5 ლარს, თებერვლის თვეში - 706.5 ლარს, მარტის თვეში - 706.5 ლარს, აპრილის თვეში - 1387.52 ლარს, მაისის თვეში - 859.94 ლარს, ივნისის თვეში - 581.5 ლარს, ივლისის თვეში - 706.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 886.68 ლარს, სექტემბრის თვეში - 768.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 638.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 378.5 ლარს და 85 ლარს, დეკემბრის თვეში - 743.8 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 716.5 ლარს, თებერვლის თვეში - 794.51 ლარს, მარტის თვეში - 1315.8 ლარს, აპრილის თვეში - 716.5 ლარს, მაისის თვეში - 716.5 ლარს, ივნისის თვეში - 716.5 ლარს, ივლისის თვეში - 716.5 ლარს, აგვისტოს თვეში - 712.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 712.75 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 25 ოქტომბრის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 76-77).
3.2.4. სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე ნ------- ბ--------ს ფინანსური ვალდებულება 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს: N4------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3915.44 (სამი ათას ცხრაას თხუთმეტი ლარი და ორმოცდაოთხი თეთრი) ლარს და N4------ ხელშეკრულების გამომდინარე 2856.02 (ორი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარს, ხოლო საკრედიტო ბარათზე ვალდებულების მოცულობაა 1560.06 (ათას ხუთას ექვსი ლარი და ექვსი თეთრი) ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,ს----------–--------ის“ მიერ 30.09.2018 წელს გაცემული ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ (ს.ფ. 45);
_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 4------ (ს.ფ. 46-47);
_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 4------ (ს.ფ. 48-49);
_სს ,,ს----------–--------ის“ ამონაწერი ანგარიშიდან, პერიოდი 01.01.2018-29.09.2018 (ს.ფ. 50-56).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.– 4.4. მოპასუხე ნ------- ბ-------მა ცნო სარჩელი არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1197-ე,1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე ქ------- გ------–---მ მოითხოვა არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ--------ს (დაბადებული 2--- წლის 1----–---) და ა------------ს (2--- წლის 1------------) საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საკითხს კი აწესრიგებს კოდექსის 1205-ე მუხლი.
დადგენილია, რომ ქ------- გ------–---ს და ნ------- ბ-------ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2--- წლის 1----–--- ნ-----–---- ბ-------- და 2--- წლის 1------------ ა------------. მხარეები 2018 წლის 2--------------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა (3.2.1., 3.1.1).
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელე ქ------- გ------–--- არასრულწლოვან ნ-----–---- ბ----------- და ნ---- ბ----------- ერთად ცხოვრობს თავის დასთან მისამართზე, თბილისი, ვ---------–------------–---------------------------------------- (3.1.3). არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი პირობები შეესაბამება მათი აღზრდის ინტერესებს. ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-----–---- ბ--------ს და ა------------ს საცხოვრებელ ადგილის დედის, ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის არასრულწლოვანი ბავშვების, ნ-----–---- ბ--------ს და ა------------ს საცხოვრებელი ადგილი და მოპასუხე თანახმაა, არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, ქ------- გ------–---ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარემ ცნო საქმის მომზადების სტადიაზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ--------ს და ა------------ს საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.
6.3. – 6.4. მოსარჩელე ქ------- გ------–---მ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები: 2--- წლის 0-----–--- დაბადებული ნ-----–---- ბ-------- და 2--- წლის 1------------ დაბადებული ა------------ (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
დადგენილია, რომ მხარეები, ქ------- გ------–--- და ნ------- ბ-------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. მათ შორის კონფლიქტური ურთიერთობაა. მოსარჩელე მხარე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ცალკე (3.1.1., 3.1.2., 3.1.3).
არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რაც აუცილებელია მისი ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. ასაკის ზრდასთან ერთად კი იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისთვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ორივე მხარეს უფიქსირდება სტაბილური შემოსავალი. ამასთან, მოპასუხე ნ------- ბ-------ს ერიცხება დავალიანება სს ,,ს----------–--------ის“ წინაშე (3.2.2., 3.2.3).
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნ------- ბ-------მა ცნო სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და თანახმაა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით გადაიხადოს თითოეულისათვის 100 (ასი) ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, სარჩელი მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეული არასრულწლოვანისათვის 100 (ასი) ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე და ასევე, მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ------- გ------–--- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ქ------- გ------–---ს (პირადი №1----------) სარჩელი მოპასუხე ნ------- ბ--------ს (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. განისაზღვროს არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ--------ს (დაბადებული 2--- წლის 1----–---, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ქ------- გ------–---ს (პირადი №1----------) საცხოვრებელი ადგილი;
1.2. განისაზღვროს არასრულწლოვანი ა------------ს (დაბადებული 2--- წლის 1------------, პირადი N0----------) საცხოვრებელ ადგილად ქ------- გ------–---ს (პირადი №1----------) საცხოვრებელი ადგილი;
1.3. დაეკისროს მოპასუხე ნ------- ბ-------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ნ-----–---- ბ--------ს (დაბადებული2--- წლის 1----–---) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;
1.4. დაეკისროს მოპასუხე ნ------- ბ-------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ა------------ს (დაბადებული 2--- წლის 1------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 სექტემბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა;
2. გათავისუფლდეს მოპასუხე ნ------- ბ-------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე