გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030310518002561234
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა
მოსარჩელე სს „ს------–----------------–---------“
წარმომადგენელი ა-----–---------–-ძე
მოპასუხე სსიპ ს--–--–-----------------------------------,ამავე ს--------------------–-----------------------–---–---------------------------------------------------------------------------–-------
წარმომადგენელი შ-------------ვა
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა,პირგასამტეხლოს შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი, ს--------------------–-----------------------–---–-----------------------------------–-------- 2018 წლის 29 მარტის N 2018/29/03 აქტი, კერძოდ, გასაჩივრებული აქტის 7,3 პუნქტი სრულად, გარდა ქვემოთ მოცემული 1 დარღვევისა, რომელთა ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა ჯამში შეადგენს 32.81 ლარს (საიდანაც, 9.65 ლარი შეადგენს უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 23.16 ლარი კი დამატებით დაკისრებულ სანქციას) და ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34989 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, მოთხოვნილია სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის, 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.2. გონივრულ ფარგლებში შემცირდეს გასაჩივრებული აქტის 7.3, 7.4,7.5,7.6 და 7.7 პუნქტების ფარგლებში გამოყენებული შესაბამისად მაღალი პირგასამტეხლო, შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი, სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N04/34989 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის, 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნები.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სახ. ბაჟის სახით გაღებული ხარჯის გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
ს-------–---–----------------------------------- კ----------–-- დ--------------ს წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა სს „ს------–----------------–---------ს“, კერძოდ, მისი ერთ-ერთი ბიზნეს ერთეულის - ფ------ ა-----–-----------–ი ც--------, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ა-----–-----------–ი მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობის და სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N04/38793 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა, პროგრამის ფარგელბში, გეგმური ა-----–-----------–ი მომსახურეობის მისარებად 2013 წლის 28 თებერვლიდან 2018 წლის 01 იანვრამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობა, რომლის შედეგად, სააგენტოს მიერ 2018 წლის 29 მარტს შედგენილი იქნა N2018/29/03 აქტი, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად გადაეცა 2018 წლის 02 აპრილს.
გასაჩივრებული აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ გამოუყენებელი საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 80 931. 34 ლარი, საიდანაც 27 655.94 ლარი წარმოადგენს ჯარიმას უკვე ანაზღაურებადი შემთხვევების უკან დასაბრუნებელ თანხას, ხოლო 53 275.40 ლარი კი წარმოადგენს დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით გადასახდელ თანხას.
მოსარჩელემ 2018 წლის 01 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა N2018/29/03 აქტი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაზეც სააგენტომ, 2018 წლის 15 ივნისს მიიღო N04/34989 გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელეს გასაცნობად 2018 წლის 02 აპრილს გადაეცა.
სააგენტოს მიერ გასაჩივრებული აქტის 7.3 პუნქტში აღინიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ 260 შემთხვევაში (113 მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში) მონაცემები გადასწორებულია, რისთვისაც მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა 15 182.49 ლარი, საიდანაც 4 952. 47 ლარი წარმოადგენს უკან დაბრუნების თანხას , ხოლო 10230.02 ლარი კი დამატებით ფინანსურ ჯარიმას.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების(„საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ა-----–-----------– მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე დარგის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტში მიუთითა, რომ მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეავსოს სრულყოფილად, დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით. აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს. მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა. 2018 წლის 01 იანვრამდე ნანახია მხოლოდ 1 შემთხვევა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნა არ არის, წინა შემთხვევებს ეს ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო.
გასაჩივრებულ აქტში ასევე მითითებულია:
-108 შემთხვევაში (46 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლავს პირადობის მოწმობის ასლი;
-232 შემთხვევაში (59 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები წარმოდგენილია არასრულფასოვნად, კერძოდ, ფორმებში მითითებული მონაცემების სისწორე არ არის დადასტურებული ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, 18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში არ არის მითითებული მისი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მონაცემები;
-70 შემთხვევაში (30 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია სხვა პიროვნებაზე;
-242 შემთხვევაში (82 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია 2013 წლით (ამ პერიოდისთვის მკაცრი აღრიცხვის ბარათი არ არსებობდა) თუმცა შესაბამისი არამკაცრი აღრიცხვის ბარათებიც არ იქნა წარმოდგენილი;
ყველა შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრათ უკან დაბრუნების თანხები და დამატებითი ფინანსური ჯარიმები.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები მთავრობის დადგენილებაში არ არის გათვალისწინებული, რის გამოც სახეზეა უკანონო მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
სსიპ სოც. მომსახურეობის სააგენტო, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრი სარჩელს არ ცნობს, ითხოვს უარი ითქვას მის დაკმაყოფილებაზე , რამეთუ შემოწმებას დაქვემდებარებული 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 03 ივლისამდე პერიოდში გამოვლენილი დარღვევები არსებითი ხასიათისაა, გამოყოფილი თანხები ექვემდებარება დაბრუნებას და დაჯარიმებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს „ს------–----------------–---------“- ფ------ ა-----–-----------– ც-------- მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმიური ა-----–-----------–ი მომსახურეობის მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმების შევსების მდგომარეობის და სსიპ სოც მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის N 04/38793 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმების 2018 წლის 29 მარტის აქტი;
3.2.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ს-------–---–----------------------------------- 2018 წლის 15 ივნისის N 04/34989 წერილით სს „ს------–----------------–---------ს“ წარმომადგენელს გაეგზავნა საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 25 მაისის N25/05/2018 საოქმო გადაწყვეტილება.
3.2.3. საყოველთაო ჯანდაცვის სახ. პროგრამის ფარგლებში გეგმიური ა-----–-----------–ი მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსრგებლის თანხმობის ფორმის ნიმუშები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
1.სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად უნდა იქნას ცნობილი: - სსიპ ს--–---–---------------------------------------------–-----------------------–---–-----------------------------------–-------- 2018 წლის 29 მარტის N2018/29/03 აქტი 7.3 პუნქტის ნაწილში (გარდა იმ დარღვევისა, რომელთა ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა ჯამში 32.81 ლარს შეადგენს),-ს-------–---–----------------------------------- 2018 წლის 15 ივნისის N04/34989 გდაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე ს--------------------–-----------------------–---–-----------------------------------–-------- 2018 წლის 29 მარტის N2018 /29/03 აქტის 7.3 პუნქტის ნაწილში.
3. სს „ს------–----------------–---------“ 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
4. სასარჩელო მოთხოვნა - გასაჩივრებული აქტების 7.3, 7.4, 7.5, 7.6, და 7.7 პუნქტების ფარგლებში გამოუყენებელი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში შემცირების შესახებ, შესაბამისად ბათილად იქნას ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N 04/34989 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთოვნები, უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული 7.3 პუნქტის ნაწილში 10230.02 ლარის პირგასამტეხლოს (რადგან მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ეხება) დაკისრების გაუქმების თაობაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013წლის 21 თებერვლის #36 დადგენილება"საყოველთო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ", სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 26 თებერვლის #04-69/ო ბრძანება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის #01-19/ნ ბრძანება "საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ა-----–-----------–ი მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ", საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს #01-50/ნ ბრძანება "საყოველთაო დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ა-----–-----------–ი მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის #01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში)
6. სამართლებრივი შეფასება
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდს, კერძო პირების და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააგენტოს მიერ გასაჩივრებული აქტის 7.3 პუნქტში აღინიშნა, რომ სააგენტოს შეფასებით, მიმწოდებლის მიერ 260 შემთხვევაში (113 მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმებში) მონაცემები გადასწორებულია, რისთვისაც მიმწოდებელს ჯამში დაეკისრა 15 182.49 ლარი, საიდანაც 4 952. 47 ლარი წარმოადგენს უკან დაბრუნების თანხას, ხოლო 10230.02 ლარი კი დამატებით ფინანსურ ჯარიმას.
საქალაქო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 02 აგვისტოს N01-50/ნ ბრძანების „საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიურ ა-----–-----------– მომსახურეობის მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე დარგის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში მიუთითა: "მკაცრი აღრიცხვის ფორმა უნდა შეივსოს სრულყოფილად. დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და /ან მოშორება კორექტორის დახმარებით". აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2017 წლის 03 აგვისტოს, მას არ აქვს უკუმოქმედების ძალა. 2018 წლის 01 იანვრამდე ნანახია მხოლოდ 1 შემთხვევა, რომელზეც სასარჩელო მოთხოვნა არ არის, წინა შემთხვევებს ეს ცვლილება არ ეხება და კორექტორის გამოყენება აკრძალული არ იყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ცვლილების შეტანა განაპირობა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებში კორექტორის საშუალებით შესწორებების თუ ჩასწორებების განხორციელების მასიურმა შემთხვევებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პრაქტიკულ საქმიანობაში და ამ მოქმედების აკრძალვის ნორმა არ არსებობდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე განხორციელებული ამ სახის მოქმედებები დარღვევად ვერ მიიჩნევა (ანუ საუბარია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებზე, რომლებიც შინაარსობრივად და მონაცემებით სწორია, მაგრამ არის ჩასწორებები ან შესწორებები განხორციელებული კორექტორით).
რაც შეეხება: 108 შემთხვევას (46 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ახლავს პირადობის მოწმობის ასლი; 232 შემთხვევას (59 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები წარმოდგენილია არასრულფასოვნად, კერძოდ, ფორმებში მითითებული მონაცემების სისწორე არ არის დადასტურებული ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, 18 წლამდე მოსარგებლის შემთხვევაში არ არის მითითებული მისი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის მონაცემები; 242 შემთხვევას (82 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია 2013 წლით (ამ პერიოდისთვის მკაცრი აღრიცხვის ბარათი არ არსებობდა) თუმცა შესაბამისი არამკაცრი აღრიცხვის ბარათებიც არ იქნა წარმოდგენილი; 70 შემთხვევას (30 მკაცრი აღრიცხვის ბარათი) მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები შევსებულია სხვა პიროვნებაზე, - დარღვევები თავისი ბუნებით, ხარისხითა და ხასიათით იმდენად მიუტევებელია, რომ საპატიოდ მიჩნევა ყოვლად დაუშვებელია.
ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს კანონშესაბამისად დაეკისრა თანხების უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმები, რომლებიც დადგენილია სამართლებრივი აქტით და რომელიც გასაჩივრებული არ არის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნას ცნობილი: - სსიპ ს--–---–---------------------------------------------–-----------------------–---–-----------------------------------–-------- 2018 წლის 29 მარტის N2018/29/03 აქტი 7.3 პუნქტის ნაწილში (გარდა იმ დარღვევისა, რომელთა ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა ჯამში 32.81 ლარს შეადგენს),-ს-------–---–----------------------------------- 2018 წლის 15 ივნისის N04/34989 გდაწყვეტილება მოსარჩელის 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე ს--------------------–-----------------------–---–-----------------------------------–-------- 2018 წლის 29 მარტის N2018 /29/03 აქტის 7.3 პუნქტის ნაწილში.
3. სს „ს------–----------------–---------“ 2018 წლის 01 მაისის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
4. სასარჩელო მოთხოვნა- გასაჩივრებული აქტების 7.3, 7.4, 7.5, 7.6, და 7.7 პუნქტების ფარგლებში გამოუყენებელი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებში შემცირების შესახებ, შესაბამისად ბათილად იქნას ცნობილი სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის N 04/34989 გადაწყვეტილება წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სრულად დაკმაყოფილდეს მოსარჩელის 2017 წლის 30 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გათვალისწინებული მოთოვნები, დაკმაყოფილდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული 7.3 პუნქტის ნაწილში 10230.02 ლარის პირგასამტეხლოს (რადგან მოთხოვნა მხოლოდ პირგასამტეხლოს ეხება) დაკისრების გაუქმების თაობაზე.
5. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს ( ქ. ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე