განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
010100118002492204
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002492204

1-535/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - ა-–---------- ძ--------

 

ბრალდებული - გ------- ჩ----ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N171200518007

 

ბრალდებული: გ------- ჩ----ე

მამის სახელი:ჯ----–-

დაბადებული: 21.07.1-------------------------------------------–--------------------–----------------–------------------------------------------------------------–----------–-------–----–-----–----------------------–-------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 20 მაისს დაახლოებით 13:00 საათზე ქ.ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩა N110ა, ბინა N2 ყოფნისას, გ------- ჩ----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხელებზე მოქაჩვით და საწოლიდან იატაკზე ჩამოგდებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - მ------ა ჩ----ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ მ------ა ჩ----ის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ იგი დაბადებულია 1940 წელს, ყავს ორი შვილი გ------- ჩ----ე და ი--ა ჩ----ე. მასთან ერთად ცხოვრობს გ------- ჩ----ე, ხოლო ი--ა ჩ----ე გათხოვილია, ყავს მეუღლე და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ვმუშაობს ქ. ბათუმში საკოლმეურნეო ბაზარში. 2018 წლის 20 მაის ვიმყოფებოდი ბაზარში რა დროსაც უეცრად ქვაფენილზე დაეცა და შეუძლოდ გახდა. მან შეატყობინა მის შვილს ი--ას. ი--ა დაეხმარა დედას და მიიყვანა თავის სახლში, მოუარა ჩააწვინა ლოგინში და დაუმუშავა დაცემის შედეგად მიღებული დაზიანება. დაახლოებით 13:00 საათზე მათთან მივიდა გ------- ჩ----ე, რომელიც გახდა აგრესიული კატეგორიულად მოსთხოვა ამდგარიყო ლოგინიდან და გაყოლოდა სახლში, რის შემდგომაც

ორივე ხელები მოუჭირა მაჯებზე, ძლიერ დაქაჩა და გადმოაგდო საწოლიდან ძირს იატაკზე. მ------ა ჩ----ე დაეცა იატაკზე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ფაქტს ასევე ესწრებოდა შვილი ი--ა ჩ----ე. ი--ამ დაუწყო გ-------ს ყვირილი ეს რა გააკეთე, როგორ გაბედე დედაჩემზე ხელის ხლება. ი--ამ წამოაყენა იატაკიდან ხოლო გ-------მ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან.

 

დაზარალებულ მ------ა ჩ----ის ჩვენება სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი--ა ჩ----ემ.

 

მოწმე თ------ ი-------ს დაკითხვის ანალიზით ირკვევა, რომ რომ ვცხოვრობს ქ. ბათუმში ოჯახთან ერთად. მისი მეუღლეა ი--ა ჩ----ე. 2018 წლის 20 მაისს დილიდან იმყოფებოდი პირად საქმეებზე. სახლში მივედი დაახლოებით 13:00 საათზე. სახლში სანამ შევიდოდა მომესმა კერებთან ხმაურის, შევედა სახლში და დაინახა, რომ ჩემი სიდედრი მ------ა ჩ----ე სამზარეულო ოთახში ეგდო ძირს მეტლახის იატაკზე მისი მეუღლე ი--ა ჩ----ე ამშვიდებდა და ცდილობდა წამოეყენებინა. იქვე იყო ცოლის ძმა გ------- ჩ----ე იდგა სამზარეულო ოთახში და ილანძღებოდა სიდედრის მისამართით. თ------ ირემაძემ სასწრაფოდ გამოვიყვანე გ------- გარეთ რის შემდგომაც გაუშვა სახლიდან. ი--ამ წამოაყენა დედა მ------ა ჩ----ე. საუბარში მ------ა ჩ----ემ განმარტა, რომ თავისი შვილი მას წვდა ორივე ხელის მაჯებში ხელებით, რის შემდგომაც ის გადმოაგდო ტახტიდან რა დროსაც ის დაეცა იატაკზე და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხოლო მოტივი მისთვის გაურკვეველი იყო.

 

მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ზვიად მკერვალიშვილმა განმარტა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის გ------- ჩ----ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობისას საგამოძიებო მოქმედების დროს შედგენილია იქნა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმები. აღნიშნული ოქმები აღწერილი გარემოებები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედების შინაარს და შედეგებს. ოქმზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.

 

2018 წლის 20 მაისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში მელიქიშვილის ქუჩა N 110-ა ბინა 2 -ში. ბინაში შესასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს სამზარეულო ოთახი, სადაც განთავსებული დივანი, მაგიდა, გაზქურა და სკამები. მაგიდაზე ნივთები უსწორმასწოროდაა მიმოფანტული, იატაკზე გდია მოყავისფრო გადასაფარებელი. იატაკზე გდია ასევე სკამები. დათვალიერებისას მოხდა ფოტოგრაფირება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი- სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

გ------- ჩ----ის მიერ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ გ------- ჩ----ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- ჩ----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ჩ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

გ------- ჩ----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გ------- ჩ----ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

გ------- ჩ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 20 მაისიდან.

 

გ------- ჩ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი