გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017002144938 (2/1902-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სს ,,სა---------–-------კი’’
წარმომადგენელი - თა----------–---
მოპასუხეები: გოდ----------–------ავა, ნი-------–------ავა, დი-----------–------ია, ბე–-------------ია
გოდ----------–------ავას წარმომადგენელი - ჯულიეტა ჟვანია
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე გ--------------–-----------ათვის მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ 2----–-–----- თებერვლის ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - 4-------- ლარის დაკისრება;
1.2.მოპასუხე გოდ----------–------ავასათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მოპასუხე ნი-------–------ავას საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევა: მისამართი - ქ------------------------------------ მესამე სართული, ბინა №--- ფართი - 7---- კვ.მ., საკადასტრო კოდი №4-------------------
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე გოდ----------–------ავას კუთვნილი სხვა ქონება;
1.3.მოპასუხე გოდ----------–------ავას, ნი-------–------ავას, დი-----------–------იასა და ბე–-------------იასათვის მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ 2----–-–------------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - 2-------- ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.4.მოპასუხე გოდ----------–------ავასათვის მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ 2----–-–---------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - 2--------–----- დაკისრება;
1.5.მოპასუხე გოდ----------–------ავასათვის მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ 2----–-–----------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - 6-------–----- დაკისრება;
1.6.მოპასუხე გოდ----------–------ავასათვის მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ 2----–-–---------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - 1------ ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხეებიდან წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში ცნო გოდ----------–------ავამ გოდ----------–------ავამ (იხ. შესაგებელი, 1----------–-–-- სხდომის ოქმი).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–----- თებერვალს მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კს’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის საფუძველზე, მსესხებელზე 3-------- ვადით გაიხსნა 1--------––------–----ს (ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 0---------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება------------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2.გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2----–-–----- თებერვალს გოდ----------–------ავასთან დაიდო ი-------------––-------–---- რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა გოდ----------–------ავას საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება: მისამართი - მისამართი - ქ------------------------------------ მესამე სართული, ბინა №--- ფართი - 7---- კვ.მ., საკადასტრო კოდი №4-------------------
იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 0--------- წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს--------;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს---------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2017 წლის 02 თებერვალს მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მე-4 მუხლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2------–---------------------------------------------------–-–-------–-–--------------–---------------–-----------------------------------------------------------–------ ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 1------- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.--------
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (----------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 2----–-–------------ უძრავი ნ--------------- ხელშეკრულების საფუძველზე №4------------------ საკადასტრო კოდით უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ნი-------–------ავა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს--------;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს---------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. 2----–-–------------------- მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის დაიდო №4------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2---- ლარის ოდენობით, 3------ს ვადით, 0--------- წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 1------ დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0------- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 4--;
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 5--;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. სს ,,სა---------–-------კს” და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის დადებული №4------ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2----–-–-------------------, სს ,,სა---------–-------კს’’, დი-----------–------იასა და ბე–---------------ას შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა თავდები პირების - დი-----------–------იასა და ბე–---------------ას სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი ბანკის წინაშე 5------ ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 6------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.7. 2----–-–---------------- სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2-----–---------------------------- ვადით, საკომისიო დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0------- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 7-----;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.8. 2----–-–----------------- სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4-------–--------------------------------------–-–---------------- და საკომისიო დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0------- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 8-----;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.9. 2----–-–---------------- სს ,,სა---------–-------კსა’’ და მოპასუხე გოდ----------–------ავას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1-----–------------------------------------- საკომისიო დარიცხვით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის ძირითადი თანხის დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის პირგასამტეხლოს 0----–----- ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (-------------
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.ძირითადმა მსესხებელმა გოდ----------–------ავამ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები კრედიტის დაფარვის თაობაზე, კერძოდ:
- 2----–-–----- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–-------------- ძირითადმა მსესხებელმა არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 2----–-–------------------- მდგომარეობით მისი დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 4-------- ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 2-------- ლარი, პროცენტი - 3--------–--------------------–---------------–----------–-------------------–----- ამასთან, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
- 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გოდ----------–------ავამ 2----–-–----პრილიდან არ გადაიხადა სესხის თანხა, ვალდებულება როგორც ძირითადი მსესხებლის, ისე თავდები პირის - დი-----------–------იასა და ბე–---------------ას მიერ დღემდე შეუსრულებელია, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 2----–-–------------------- მდგომარეობით ს-----------------------––-------–------- გამომდინარე მოპასუხე მხარის სოლიდარულმა დავალიანებამ მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კის’’ მიმართ შეადგინა ძირი თანხის სახით - 2------- ლარი, პ----–------------------–----------–-----------------–--------------–----- ამასთან, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
- 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–----პრილიდან გოდ----------–------ავამ არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 2----–-–------------------- მდგომარეობით დავალიანება შეადგენს ძირი თანხის სახით - 2--------–--------------------–---------------------–----- ხოლო ს------------------–----- ამასთან, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
- 2----–-–----------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–-------------- გოდ----------–------ავამ არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 2----–-–------------------- მდგომარეობით დავალიანება შეადგენს ძირი თანხის სახით - 3-------–----, პ----–-----------------------–--------------------–---------------------–----------–-------------------------–----- ამასთან, სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
- 2----–-–---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2----–-–------------–----- გოდ----------–------ავამ არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის - 2----–-–------------------- მდგომარეობით დავალიანება შეადგენს ძირი თანხის სახით - 1-----–--------------------–--------------------–----------–-----------------------–-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-2----------–-–---–------------–--------–------------------
-სესხის დაფარვები;
-ამონაწერები ანგარიშიდან;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას აგრეთვე წარმოადგენს როგორც ამჟამად ნი-------–------ავას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე მოპასუხე გოდ----------–------ავას კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაცია, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით. კერძოდ, 8.4. მუხლის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს--------;
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 1----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია სს ,,სა---------–-------კსა’’ მოპასუხეებს შორის საბანკო კრედიტის, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. დადგენილია, რომ გოდ----------–------ავას სასარგებლოდ ხუთჯერ გაიცა კრედიტი პროცენტის, პირგასამტეხლოსა და საკომისიოს გათვალისწინებით. ვალდებულების დათქმულ დროს შეუსრულებლობის გამო, სახეზეა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და იგი ასევე სოლიდარული ვალდებულების ნაწილში არ არის შესრულებული არც სოლიდარული მოპასუხის - დი-----------–------იასა და ბე–---------------ას მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება გოდ----------–------ავას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის გადახდევინება, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. ამასთან, რამდენადაც სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გოდ----------–------ავას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ დი-----------–------იასა და ბე–-------------იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გოდ----------–------ავას მიერ სარჩელის ძირი თანხის ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 2----–-–----- თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი თანხის 1---- ხოლო სხვა ხ--––-------–------------------------------ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსესხებელმა სესხის დაფარვის ვალდებულება დაარღვია 2----–-–-----------------–------------ ამ პერიოდიდან გონივრულ ვადაში, რაც სჭირდება მოპასუხე მხარისათვის გაფრთხილების წერილების გაგზავნას და დამატებითი ვადის მიცემას, მოსარჩელეს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა მოპასუხე მხარესთან. მოსარჩელეს კი საკრედიტო ურთიერთობა არ შეუწყვეტია და პირგასამტეხლოს დარიცხვას აგრძელებდა 2----–-–----------------------- შესაბამისად, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა ისედაც მაღალი პროცენტული მაჩვენებლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვა, რამაც უდავოდ გამოიწვია მისი ოდენობის შეუსაბამოდ გაზრდა. მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. 6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ნაშთზე. უდავოდ დადგენილია, რომ ს-----------------------––-------–------- გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია ნი-------–------ავას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №4------------------- მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს უძრავი ქონების რეალიზაცია, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე გოდ----------–------ავას კუთვნილი სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. 6.5.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გოდ----------–------ავას მიერ ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობის პირობებში, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: -გოდ----------–------ავას და ნი-------–------ავას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1-------–----- ანაზღაურება (იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების ნაწილში); -მოპასუხეებს დი-----------–------იასა და ბე–---------------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7-------–----- ანაზღაურება, საიდანაც გოდ----------–------ავას დაეკისროს 9------–-------ადახდა (სოლიდარული ვალდებულების ნაწილში); -მოპასუხე გოდ----------–------ავას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5---–----- ანაზღაურება (ინდივიდუალური ვალდებულების ნაწილში); -მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2----------–-–-------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 2--------–--------------- ლარი (ძირი თანხის ნაწილში (სოლიდარულის გარდა) მოპასუხე გოდ----------–------ავას მიერ სარჩელის ცნობის გამო). სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,სა---------–-------კი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1.მოპასუხე გოდ----------–------ავას მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----- თებერვლის ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების - ძირი თანხის - 2-------- ლარის, პროცენტის - 3--------–--------------------------–------------------------–-----------–----- გადახდა;
1.2.მოპასუხე გოდ----------–------ავასათვის 0----------–-–-- საბანკო კრედიტის (საკრედიტო) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით პირველ რიგში იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ქ. ზუ------–-------------ს ქუჩა №--–- მდებარე, მოპასუხე ნ--------–---------- საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება (მესამე სართული, ბინა №--- ფართი - 7---- კვ.მ.) საკადასტრო კოდით №4-------------------
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე გოდ----------–------ავას კუთვნილი სხვა ქონება;
1.3.მოპასუხე გ--------------–-----------, დი-----------–------იას და ბე–---------------ას მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2----–-–------------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 2----------–------------–---------------- ლარის და პირგასამტეხლოს - 7----–----ს გადახდა;
1.4.მოპასუხე გ--------------–----------- მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 2--------–----ს, პირგასამტეხლოს - 2----–---------------------------------------–----------------
1.5.მოპასუხე გ--------------–----------- მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–----------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 3-------–------ პროცენტის - 6------–---------------------–-----------–------------------------------------------–----------------
1.6.მოპასუხე გ--------------–----------- მოსარჩელე სს „სა---------–-------კი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2----–-–---------------- ს-----------------------––-------–------- გამომდინარე დავალიანების, ძირი თანხის - 1-----–------ პირგასამტეხლოს - 8------–-------ადახდა და საკომისიოს - 7----–----ს გადახდა;
2.მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2----------–-–-------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 2--------–--------------- ლარი;
3.მოპასუხეებს გოდ----------–------ავას და ნი-------–------ავას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1-------–----- ანაზღაურება;
4.მოპასუხეებს დი-----------–------იასა და ბე–---------------ას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7-------–----- ანაზღაურება, საიდანაც გოდ----------–------ავას დაეკისროს 9------–-------ადახდა;
5.მოპასუხე გოდ----------–------ავას მოსარჩელე სს ,,სა---------–-------კი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5---–----- ანაზღაურება;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
7.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა