განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
080100118002602805
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/770-17 (N041100718006)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

03.10.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი გ------- გ----------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ო----- ს---------

მამის სახელი: ფ---–----

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: თურქეთის რესპუბლიკა, ტრაბზონი, უ-------------ის უბანი, ნ-–-–--ის ქუჩა N19

 

ადვოკატი: ნ----–- ქ------

 

თარჯიმანი: ე---------- ა-------ე, ლ---- ნ-–------ე

 

სხდომის სახე ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ო----- ს---------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, ს---–--------ს ქუჩა N97/31-ში მდებარე სახლში, მთვრალმა ო----- ს---------მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - ქ--------- ს---------ზე. (ცემა სხეულის სხვადასხვა ადგილებზე). ძალადობის შედეგად ქ--------ე ს---------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- ო----- ს--------- 2018 წლის ივლისამდე, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს ქ--------ე ს---------ს. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ქ--------ე ს--------- მეუღლის ქმედებით განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:

მოწმე მ------- ჭ---–---ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ქ--------ე არის მისი მამიდაშვილი და ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, იგი იცნობს ო-----საც, მასთან ტრაპიზონშიც იმყოფებოდა რაღაც პერიოდი. იგი ეხლაც და ივლისის თვეშიც ცხოვრობდა ს---–--------ს ქ. N97-ში ბაბუასთან და დასთან ერთად, ქ--------ე ცხოვრობდა თურქეთში და როდესაც ჩამოვიდა თურქეთიდან მათთან ერთად ცხოვრობდა ისიც. 2018 წლის 09 ივლისს ღამის 12 საათზე დგებოდა ქ---------ს დაბადების დღე და მას და მის დას სურდათ სიურპრიზის სახით მიელოცათ ქ---------სათვის. მისი და წავიდა ტორტის გასაბარებლად, ხოლო თავად დარჩა სახლში. ამ დროს შემოესმათ კარის კაკუნის ხმა და როდესაც გააღეს კართან იდგა უზომოდ მთვრალი ო-----, რომელიც სიმთვრალისას არის ძალიან ჯიუტი. იგი ძალიან ბორძიკობდა და მისი თავი მოხვდა ქ---------ს შუბლში. ო----- დაჟინებით ითხოვდა ბავშვების გატანებას თურქეთში, ხოლო როდესაც ქ--------- გადაეღობა წინ, ო-----მ დაუწყო დედის მისამართით გინება და ცემა ქ---------ს, მას ძალიან შეეშინდა და ბავშვებთან ერთად ჩაიკეტა ოთახში და ცდილობდა ბავშვებისათვის ყურადღების გაფანტვას, რათა არ გაეგოთ ჩხუბის ხმა. ძიძგილაობაში ქ--------ე მიანარცხა ო-----მ კედელზე, რა დროსაც დაუზიანა მარჯვენა ფეხის ცერა თითი, რითაც განიცადა ქ---------მ ტკივილი. ო----- არის ძალიან მზრუნველი მამა და მას და მის დაზეც იჩენდა ხშირად მზრუნველობას, მაგრამ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არის აგრესიული, თუმცა მას ხშირად არ ყავს ასეთ მდგომარეობაში ო----- ნანახი. იგი პირადად შესწრებია მეუღლეებს შორის კამათს (სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებული ო----- ს--------- დაეთანხმა მოწმის ჩვენებას.

მოწმე მ------ ტ---–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დაზარალებულთან აკავშირებს მეზობლური ურთიერთობა, კარის მეზობელია, ხოლო ბრალდებულს არ იცნობდა, თუმცა იცოდა, რომ ქ---------ს ქმარი იყო, 2018 წლის 09 ივლისს ღამით გაიგონა ხმაური და ქალის კივილის ხმა, გამოიხედა გარეთ და დაინახა, რომ ჩოჩქოლი და შეხლა-შემოხლა იყო მეუღლეებს ო-----ას და ქ--------ეს შორის, რის შემდეგაც მან მოჰკიდა ხელი ო-----ს და აღარ მისცა ქ---------ს ცემის შესაძლებლობა. მას მიუთითა ქვემოთ წასულიყო და ჟესტიკულაციით აუხსნა, რომ საქართველოში ქალის ცემა მიღებული არ იყო, რაზედაც მას პასუხი არ დაუბრუნებია და წავიდა. მას პირადად ცემა არ დაუნახავს, თუმცა ვინაიდან ქ--------- და ბავშვები ტიროდნენ, დაასკვნა, რომ ო-----მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა(სასამართლო სხდომის ოქმი).

ბრალდებული ო----- ს--------- დაეთანხმა მოწმის ჩვენებას.

დაზარალებულმა ქ--------ე ს---------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, რის მიზეზადაც განმარტა ის, რომ ო----- არის მისი შვილების ერთადერთი მარჩენალი, გარდა ამისა, ო-----მ პირობა მისცა, რომ ცუდად აღარ მოეპყრობოდა. ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 10 ივლისს ტელეფონის ნომრიდან 591443813, 12:00 საათზე ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ოპერატიულ მორიგეს დაუკავშირდა პატრულ-ინსპეტორი ა----–--ე და მოახსენა, რომ ქუთაისში, ს---–--------ს გამზირზე N97/31-ში გუშინ დაახლოებით 23:00 საათზე 1991 წელს დაბადებულ ქ--------ე ს---------ს მიაკითხა ქმარმა, თურქეთის მოქალაქე 1986 წელს დაბადებულმა ო----- ს---------მ, რომელმაც მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას და მის შვილს სიცოცხლის ხელყოფით და უთხრა, რომ თუ მას ან მის შვილებს ვერ მოკლავდა, მოუკლავდა დას ან დისშვილს, ან ბაბუას (ს.ფ. 2)

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შემდგომში დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №004832818 დასკვნით დადგენილია, რომ 10.07.2018წ.15:28-15:40 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ქ--------ე ს---------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ქ--------ე ს--------- უჩიოდა ტკივილებს საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ და კისრის წინ დეტალურად აღენიშნება უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი გარდამავალი შუბლის მიდამოში მარჯვნივ საერთო ფართობზე ზომით: 4,8X4,5სმ. მარცხენა ტერფის პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო-მოყავისფრო ფერის, თხელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,8 X0,4 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 102-104).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №005823818 დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, ო----- ს---------ს ქმედებიდან გამომდინარე ქ--------ე სირთქია განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას(ს.ფ. 111-116).

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------- ა------ემ (სასამართლო სხდომის ოქმი).

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2018 წლის 10 ივლისის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში ს---–--------ს გამზირი N97/31-ში განთავსებულ ცხრასართულიან კაპიტალურად ნაგებ შენობაში, რომელშიც შესასვლელია ცხრა საფეხურიანი ბეტონის კონსტრუქციის კიბის ასვლის შემდეგ. ბინის პირველ სართულზე განთავსებული არის ლიფტი, რომლის საშუალებითაც ასასვლელია საცხოვრებელი ბინის მე-7 სართულზე, სადაც მდებარეობს ქ--------ე ს---------ს საცხოვრებელი ბინა, აღნიშნულ ბინაში შევდივართ ხის ერთ ფრთიანი კარის საშუალებით, რომლის გავლითაც შესასვლელია მისაღებში, სადაც კარის გაღებისთანავე თავი ჩაარტყა ქ--------ე ს---------ს მისმა მეუღლემ. მისაღების შესასვლელიდან ხელმარჯვნივ კედელზე მიდგმულ კამოდზე დაწყობილია ხატები, ხელმარცხნივ არის კიდევ მეორე კარი, რომლითაც შესასვლელია საძინებელში, სადაც დგას ორი საწოლი, შესასვლელიდან ხელმარჯვნივ გასასვლელია ე. წ. ლოჯში, სადაც დგას ერთი დივანი მაგიდა და რამდენიმე სკამი, აღნიშნულ ლოჯში ჩაკეტა ქ--------ე ს---------ს ბიძაშვილმა ბავშვები, რათა არ წაეყვანა მოძალადე მამას, ლოჯის შესასვლელთან კედლის კუთხესთან კედლის ე. წ. ბათქაში არის ჩამოფშვნილი, ქ--------ე ს---------ს განმარტებით სწორედ ამ ადგილას მიახეთქა ის მეუღლემ კედელს და მიხეთქების შედეგად ჩამოფშვნა ბათქაში. შემთხვევის ადგილიდან რაიმე სახის კვალი ამოღებული არ ყოფილა, შემთხვევის ადგილის მიმდინარეობა დასურათებული იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ (ს.ფ. 20-24).

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილი გარემოებები, ასევე დაადასტურა სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ბ---- ჯ--–--ემ რომელმაც განმარტა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 09 ივლისს განყოფილებაში ქუთაისში, ს---–--------ს გამზ N97-ში მცხოვრები ქ--------ე სირქთაიას მხრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, იგი განმარტავდა, რომ მისი მეუღლე ო----- ს--------- ძალადობდა მასზე. აღნიშნულ საქმეზე მან ასევე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ვინაიდან განყოფილებაში მისულ ქ--------ე ს---------ს აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ ხელის თითი ქონდა დაზიანებული, შუბლი შეწითლებული და ფეხის ფრჩხილი ჰქონდა ამძვრალი (სასამართლო სხდომის ოქმი).

წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა, რომ ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოადგენს მაკვალიფიცრებელ გარემოებას.

ფიზიკური ძალადობა, შეურაცხყოფა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

ხოლო, სისტემატური შეურაცხყოფაც, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ტანჯვის მიყენებაა, ხოლო შედეგი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტანჯვის განცდაა.

სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება და შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა ობიექტური ანალიზით სასამართლომ დაადგინა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი, არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ო----- ს---------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ - შემდეგ გარემოებათა გამო:

ოჯახური ძალადობის ფაქტებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ წესი, გარეშე თვითმხილველ პირები თითქმის არ ჰყავს. ისინიც არცთუ იშვიათად სარგებლობენ ახლო ნათესავის სტატუსით და რიგ შემთხვევებში ოჯახის ბრალდებული წევრის მიმართ სიბრალულის გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში ნათესავების ან ახლობლების ზეგავლენით უარს ამბობენ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ასეთ ვითარებაში, მართლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება ბრალდებულის ოჯახის წევრთა ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეებზე დეტალურად უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ერთობლიობაში შეფასებით უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნა შერაცხულ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობი შესახებ.

მართალია, შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა დაზარალებულმა ქ--------ე ს---------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ახლო ნათესავის (მეუღლის) საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ სასამართლომ გამოიკვლია დანაშაულის თვითმხილველი პირის - მ------- ჭ---–---ს და შემთხვევის ადგილზე მაშინვე მისული მ------ ტ---–-----ის ჩვენებები. მ------- ჭ---–---მ უშუალოდ იხილა ძალადობისა და სიტყვიერი შერაცხყოფის ფაქტი, ხოლო მ------ ტ---–-----ი დაზარალებულის ყვირილის ხმაზე მივიდა და პირადად შეესწრო მეუღლეებს შორის ჯერ კიდევ დაუსრულებელ კონფლიქტს, დაინახა ატირებული ქ--------ე და ბრალდებული განარიდა შემთხვევის ადგილს. მათივე ჩვენებებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ დაზარალებულზე ძალადობა განხორციელდა არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით. უტყუარად დადგენილია, რომ ო----- ს--------- მთვრალი მივიდა მისი მეუღლის საცხოვრებელ ადგილზე, რა დროსაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, რაც გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, ასევე დასტურდება წერილობითი მტკიცებულებებით (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შეტყობინებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით).

რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარეშეც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ქ--------ე ს--------- უჩიოდა ტკივილებს საფეთქლის მიდამოში მარჯვნივ და კისრის წინ დეტალურად აღენიშნება უსწორო ფორმის არა მკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი გარდამავალი შუბლის მიდამოში მარჯვნივ საერთო ფართობზე ზომით: 4,8X4,5სმ. მარცხენა ტერფის პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის, მოწითალო-მოყავისფრო ფერის, თხელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონეზე მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 0,8 X0,4 სმ. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. სასამართლოს დაზიანებების ხასიათი, ზომები და სიმრავლე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებთან ერთობლიობაში, აძლევს იმის საფუძველს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დაასკვნას დაზიანებების მიყენების შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა. ასევე, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით (სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა) შიშის, დამცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ქ--------ე ს--------- განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც იწვევდა მის ტანჯვას. შემთხვევის დღეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმე მ------- ჭ---–---ს ჩვენებით. სასამართლო აბსოლუტურად სარწმუნოდ მიიჩნევს მოწმეების მ------- ჭ---–---ს და მ------ ტ---–-----ის ჩვენებებს, რომლებიც მთლიანად შეესაბამებიან სამის მასალებს, არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული თავს არ ცნობდა დამნაშავედ, დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს სრულად დაეთანხმა და სადავოდაც არ გაუხდია.

საქმის განხილვისას ასევე არ გამოკვეთილა მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- ს---------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაულები - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ო----- ს---------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები გამოვლენილი არ არის. სასჯელის სახის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ბრალდებული ნასამართლობის არ მქონე პირია და მის კმაყოფაზეა არასრუწლოვანი შვილები; სასამართლო განსაკუთრებით ითვალისწინებს დაზარალებულ ქ--------ე ს---------ს სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ ის შერიგებულია მის მეუღლესთან და ო----- არის მისი შვილების ერთადერთი მარჩენალი. სწორედ ამ მოტივით დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, რათა ბრალდებული ეხსნა პატიმრობიდან.

 

ზემოაღნისნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება 2 თვე და 23 დღე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები შემდგომში მიიღწევა ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო----- ს--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

1.1. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით.

1.2. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ო----- ს---------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

3. ო----- ს---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს. სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ო----- ს---------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ივლისიდან 2018 წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით (2 თვე და 23 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და აღნიშნულის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ო----- ს--------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე