განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/822-18 (N041080718003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: ზ---- ჭ---–-----ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მ------- ა----------ე
ბრალდებული: ნ---- კ--------ე
მამის სახელი: ნ-----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ---–-–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდებული: გ--- ლ-------ე
მამის სახელი: ვ--–-------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჭ--------ის ქ. N5
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
- სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
- 2018 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩის დასაწყისში, ნ---- კ--------ემ ხელი დაარტყა ცხვირის არეში გ--- ლ-------ეს, რის შედეგადაც გ--- ლ-------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
- 2018 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩის დასაწყისში, გ--- ლ-------ემ თმაში მოქაჩა ნ---- კ--------ეს და ხელი მოუჭირა კისრის არეში, რის შედეგადაც ნ---- კ--------ეს მიადგა ფიზიკური ტკივილი.
- 2018 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ვაჟა ფშაველას ქუჩის დასაწყისში, გ--- ლ-------ემ ხელით, ნ---- კ--------ეს კისრიდან ჩამოწყვიტა ოქროს 6 გრამიანი ყელსაბამი და დააზიანა და გაანადგურა იგი. აღნიშნულით ნ---- კ--------ეს მიადგა 390 (სამას ოთხმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 21 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ნ---- კ--------ის და გ--- ლ-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ნ---- კ--------ემ და გ--- ლ-------ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ---- კ--------ის და გ--- ლ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ შერმადინ მიქელთაძის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეთა: თ-----ი კ----ის, გ--------ი კ----ის, რ---- მ-------–--ის, შ----- დ---------ის, თ------ ე---------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულები ნ---- კ--------ის და გ--- ლ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; ამოღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N004766818 და N004766318 დასკვნებით; ტრასოლოგიური ექსპერტზის N006040118 დასკვნით; სასაქონლო ექსპერტიზის N0063200318 დასკვნით; შეტყობინებებით, ნასამართლობის ცნობებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა ნ---- კ--------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; ბრალდებულმა გ--- ლ-------ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები;
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათ პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მათ მისწრაფებას აანაზღაურონ ზიანი, შეურიგდენ დაზარალებულს, დამნაშავეთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მათი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ნ---- კ--------ემ და გ--- ლ-------ემ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ჩადენილი დანაშაულები. ამასთან, გ--- ლ-------ეს კმაყოფაზე ჰყავს პენსიონერი მშობლები, მეუღლე და 4 მცირეწლოვანი(8 წლამდე ასაკის) შვილი, მისი ოჯახი იმყოფება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 20500, ხოლო ნ---- კ--------ეს ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილები, მისი ოჯახი ასევე იმყოფება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 92000. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ბრალდებული და დაზარალებულები არიან ერთანეთის ნათესავები: სიძე-ცოლის და, ისინი არ არიან დაინტერესებულნი ერთანეთის დასჯით, გ--- ლ-------ე პირობას დებს, რომ აანაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო ნ---- კ--------ე, რომელმაც პირველმა იძალადა გ--- ლ-------ეზე.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულთა პიროვნებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ბრალდებულ ნ---- კ--------ის შემთხვევაში ჯარიმის მინიმალური ოდენობით დანიშვნით, ხოლო გ--- ლ-------ის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სხვა უფრო მკაცრ სასჯელებთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ---- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულ ნ---- კ--------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
3. გ--- ლ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
3.1. სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.
3.2. სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--- ლ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
5. მსჯავრდებულ გ--- ლ-------ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- საქმეზე ამოღებული ნ---- კ--------ის კუთვნილი ოქროს ყელსაბამი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში - დაუბრუნდეს ნ---- კ--------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე