გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210016001650163 (2/578-2016 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი- ვასილ გოგინავა
მოსარჩელე - ი/მ ი-----------–-----
წარმომადგენელი - ვ--–-----–--–------
მოპასუხე - მ--------–--------–----–--------------ა
წარმომადგენელი - დ-------------–--–--
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ, მოპასუხე - მ--------–--------–----–--------------ისათვის 8000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2. მოსარჩელე ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ, მოპასუხე -მ--------–--------–----–--------------ისათვის პირგასამტეხლოს 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 30 დეკემბერს და 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №------------ ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით ი/მ ი-----------–-----ს უნდა განეხორციელებინა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის გაზიფიკაციის სამუშაოები. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, თუმცა მოპასუხემ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად არ აუნაზღაურა. ითხოვს აუნაზღაურებელი თანხის 8000 ლარის დაკისრებას მოპასუხეზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე-მ--------–--------–----–--------------ის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეს აუნაზღაურდა შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნისა და ფორმა 2-ის საფუძველზე.
მოპასუხის მოსაზრებით,მ--------–--------–----–--------------ას მოსარჩელის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, რის გამოც თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისატვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები, მოცემულ საქმეზე არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2013 წლის 30 დეკემბერს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის გაზიფიკაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
3.2.2.№--- ხელშეკრულების თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 1----- ლარს. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, ასევე დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5.1- 5.4. პუნქტები).
3.2.3.ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).
3.2.4.მხარეები ასევე შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილების ინიციატორის მხრიდან მეორე მხარისათვის შტყობინებისა და ნებისმიერი ცვლილების ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმების ვალდებულებაზე (მე-11 მ).
3.2.5.ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 მაისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 მარტი(18.1 და 18.2 მუხლები).
3.2.6. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 15.1. პუნქტი).
3.2.7.2014 წლის 8 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 თებერვლის №36 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი-----------–-----ს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი-----------–-----მ ჩააბარა, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა (ჯგუფის 9 წევრიდან 8 წევრის ხელმოწერით) მიიღო 2013 წლის 31 დეკემბრის №----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, ქვედა ხ---–-ს უბანში I,II,III, IV,V,VI,VII, შესახვევის გაზიფიკაციაზე შესრულებული სამუშაოები. იმავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------- დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმან 2-ის თანახმად (გარდა მცირედი გადაცდომებისა,რომელიც უნდა განხორციელდეს სამუშაოს მეორე ეტაპის დასრულების შედეგ და რომელსაც ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე გავლენა არ მოუხდენია) ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია.2013 წლის 31 დეკემბრის №--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შესრულებულია.
3.2.8. №----ე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საფასური შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის გადახდილ იქნა ეტაპობრივად, კერძოდ, 2014 წლის 6 მარტს მ--------–--------–----–--------------ის მიერ ი/მ ი-----------–-----ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4 428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16), 2014 წლის 13 მარტს - 4428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №17) და 3014 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №22), ჯამში -11870 ლარი.
3.2.9. 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის დაიდო “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მარტვილის მუნიციპალიტეტის ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვა.
3.2.10.ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 11 012 ლარით.
3.2.11.ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების ხარისხსა და ვარგისიანობაზე, ასევე დროულად შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო მიმწოდებელი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი იყო შემსყიდველი ორგანიზაცია (ხელშეკრულების 5. 5.4. პუნქტები).
3.2.12.ამ ხელშეკრულების ფარგლებშიც ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, ხოლო სამშენებლო სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლებოდა მიმწოდებელსა და ინსპექტირების ჯგუფს შორის სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მე-6 და მე-7 მუხლები).
3.2.13.ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 28 ივლისი (ჩათვლით), ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წლის 10 სექტემბერი (18.1 და 18.2 მუხლები).
3.2.14.მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების15.1. პუნქტი).
3.2.15.2014 წლის 14 ივლისს იმავე მხარეებმა 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის გაფორმებული “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” №1-- ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება,რაც გააფორმეს დანართი 1-ის სახით. კერძოდ,გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება განისაზღვრა-11819 ლარით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ე.ხუციშვილის 2014 წლის 11 ივლილის №205 წერილისა და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
3.2.16.2014 წლის 30 მაისს მა-------–--------–----–-----------------–მა №5-- წერილით მიმართა ი/მ ე---------–-–---–ს და ითხოვა სოფელ ხ---–-ს გაზიფიკაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა.
3.2.17. 2014 წლის 28 ივლისს იმავე ხელშეკრულებაში (№1--) მხარეებმა შეიტანეს ცვლილება, რაც გააფორმეს დანართი 2-ის სახით. კერძოდ, მომსახურების ვადა განისაზღვრა-2014 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა ი/მ ი-----------–-----ს 2014 წლის 8 ივლისის №1975 და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 25 ივლისის №226 წერილების საფუძველზე. №1-- ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.
3.2.18.2015 წლის 10 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №370 ბრძანების საფუძველზე შექმნილ ინსპექტირების ჯგუფსა და ი/მ ი-----------–-----ს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, მასზედ, რომ ი/მ ი-----------–-----მ ჩააბარა, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა (ჯგუფის 9-ვე წევრის ხელმოწერით) მიიღო 2014 წლის 23 მაისის №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, კერძოდ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში, ქვედა ხ---–-ს უბნის შესახვევებში გაზის მაგისტრალის გაყვანის სამუშაოები. იმავე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №007063314 დასკვნისა და შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმა №2-ის თანახმად (ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო).
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (№---, 30.12.2013წ);
-ხელშეკრულება (№1--,23.05.2014წ);
-ხელშეკრულების დანართი (№1,14.07.2014წ);
-№1--ხელშეკრულების ცვლილება დანართი (№2,28.07.2014 წ.);
-მიღება ჩაბარების საბოლოო აქტი (08.05.2014 წ);
-მიღება ჩაბარების აქტი (10.02.2015 წ);
-მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის №5-- წერილი ი/მ ე---------–-–---–ს (30.05.2014 წ);
-მხარეთა განმარტებები;
3.2.19.№------------ ხელშეკრულებების ფარგლებში ი/მ ი-----------–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილია 11 870.00 ლარი. შესაბამისად,მ--------–--------–----–--------------ის მიერ ხელშკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება-7002.82 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დავა შეეხება 2013 წლის 30 დეკემბერს და 2014 წლის 23 მაისს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------------ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მან ხელშეკრულებებით ნაკისრი სამუშაოები შეასრულა, ხოლო მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ნაწილობრივ აუნაზღაურა. მოპასუხე კი უთითებს, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელისათვის სრულად ანაზღაურებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მითითებული კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცების სტანდარტიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების- გაზიფიკაციის სამუშაოები შესრულებულ იქნა სრულად, მტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელე მხარეს, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებულიქნა.
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტის საფუძვლები უნდა ვეძებოთ სწორედ ხელშეკრულებაში. ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა სრულად, რაც მეორე მხარის მიერ მიღებულ იქნა, ხოლო შესაბამისი ანაზღაურება არ მიუღია, ასეთ შემთხვევაში სწორედ ხელშეკრულებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, რა სახის სამუშაოს შესრულება ევალებოდა მოსარჩელეს, შეასრულა თუ არა კეთილსინდისიერად, შესრულებული სამუშაო მიიღო თუ არა ხელშეკრულების მეორე მხარემ ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებში და წესების დაცვით.
დადგენილია, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--- ხელშეკრულება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევებში გაზიფიკაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ხოლო იმავე პირებს შორის 2014 წლის 23 მაისს დაიდო №1-- ხელშეკრულება იმავე სოფლის იმავე უბანში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვაზე.
შესაბამისად, ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბანში გაზის მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას და დასრულებას. მხარეებმა როგორც ერთი, ისე მეორე, ხელშეკრულებების მე-7 პუნქტით განსაზღვრეს, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი.
საქმის მასალების მიხედვით, №--- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 14 თებერვლის №36 ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი 9 კაცის შემადგენლობით, ხოლო №1-- ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით-მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 30 სექტემბრის №370 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა ინსპექტირების ჯგუფი ასევე 9 კაცის შემადგენლობით.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №------------ ხელშეკრულებების 1.6. პუნქტების შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით, სამშენებლო სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლებოდა სამშენებლო ობიექტის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ 2014 წლის 8 მაისს ი/მ ი-----------–-----მ ჩააბარა, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა მიიღო №----ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო იმავე პირებს შორის №1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების და ინსპექტირების ჯგუფის მიერ მისი მიღების ფაქტი დგინდება 2015 წლის 10 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტით.
საგულისხმოა, რომ №----ე და №1---ე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე მხარეც, თუმცა უთითებს, რომ მოსარჩელეს აუნაზღაურა მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ღირებულება, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- და №002432315 დასკვნებისა და ფორმა 2-ის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ხ---–-ს უბნის ქვედა ხ---–-ს უბნის 1-7 შესახვევებში, გაზიფიკაციის სამუშაოსა და გაზიფიკაციის სამუშაოების გაგრძელების შესახებ №----ე და №1---ე ხელშეკრულებების ფარგლებში ი-----------–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
უფრო კონკრეტულად, საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- დასკვნითა და ფორმა-2-ის მიხედვით, №----ე ხელშეკრულების ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ხ---–-ს უბნის ქვედა ხ---–-ს 1-ლ შესახვევში შესრულებულია 1707,28 ლარის, მე-2 შესახვევში-1707,28 ლარის, მე-3 შესახვევში-1735.44 ლარის,მე-4 შესახვევში-1707,28. ლარის,მე-5 შესახვევში-1707,28. ლარის, მე-6 შესახვევში-1722.43 ლარის და მე-7 შესახვევში-1722.43 ლარის (სულ 12009.42 ლარი) ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
№1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოიცავდა ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე, №1---ე ხელშეკრულების ფარგლებში, ი-----------–-----ს მიერ, საინჟინრო ექსპერტიზის №002432315 დასკვნისა და ფორმა 2-ის მიხედვით, 1-ლ შესახვევში შესრულებულია 540.76 ლარის, მე-2 შესახვევში-338.05 ლარის, მე-3 შესახვევში-351.79 ლარის,მე-4 შესახვევში-442.70. ლარის,მე-5 შესახვევში-720.37 ლარის, მე-6 შესახვევში-429.33 ლარის და მე-7 შესახვევში-631.40 ლარის (ჯამში 3454.40 ლარი) ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე 1-ლ შესახვევში შესრულებულია 254.40 ლარის, მე-2 შესახვევში-568.32 ლარის, მე-3 შესახვევში-419.75 ლარის,მე-4 შესახვევში-84.60. ლარის,მე-5 შესახვევში-434.33 ლარის, მე-6 შესახვევში-4606,28 ლარის და მე-7 შესახვევში-1041.31 ლარის (ჯამში 3409 ლარი) ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც გააბათილებდა მოსარჩელის მტკიცებულებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, პირიქით, დადგენილი ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში სამშენებლო ობიექტი მიღებული იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ, რაც ობიექტის მიღება ჩაბარების აქტებით დასტურდება.
სასამართლო მიუთითებს ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”შ” ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, აფიდავიტი (მიღება-ჩაბარების აქტი), არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
ამ ნორმის შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება გარკვეული გარემოების ან ინფორმაციის არსებობა და შესაბამისად, მისი უტყუარობა, და რასაც თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშემკვრელი მხარეები, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივ (ან მრავალმხრივ) შესასრულებელ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება სამუშაოების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების) ფაქტობრივად შესრულება, ხოლო სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს ნარდობის ხელშეკრულების შემადგენლობა, რაზეც სასამართლო სამართლებრივად იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ნარდობა თავისი იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, და ორმხრივი ხელშეკრულების ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებაში თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესასრულებელი ვალდებულებების ობიექტები ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთკავშირში იმყოფებიან. შესაბამისად, მიღება-ჩაბარების გაფორმება ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე პირთა ორმხრივ ვალდებულებას, კერძოდ, მიმწოდებლის ვალდებულებას-დადგენილ დროს წარადგინოს სამუშაოს შესრულების დოკუმენტაცია, ხოლო შემსყიდველის ვალდებულებას მოახდინოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ დამკვეთს ეკისრება შესრულებული სამუშაოს მიღების ვალდებულება და ამის დამადასტურებელი საბუთის შედგენა, ხოლო დამკვეთის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც გამოწვეული არ არის მიმწოდებლის ბრალეული მოქმედებით, ვერ გახდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებულად მიჩნევის საფუძველი.
№1---ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიღების აქტის მიხედვით, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად შესრულება შეუძლებელი გახდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზების გამო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარვეზი არანაირად არ უკავშირდება მიმწოდებლის ბრალეულობას, აღნიშნულის მოწესრიგება დამკვეთის პრეროგატივაა და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსწორებაც მისსავე ვალდებულებას წარმოადგენს. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2014 წლის 30 მაისს მა-------–--------–----–-----------------–მა №5-- წერილით მიმართა ი/მ ე---------–-–---–ს და ითხოვა სოფელ ხ---–-ს გაზიფიკაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, საქმის მასალებით ასევე დასტურდება ხარჯთაღრიცხვის გასწორების მიზნით №1---ე ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით, ცვლილებების შეტანის ფაქტი.
ამდენად, მოსარჩელემ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მისი წილი მტკიცების ფარგლებში დაადასტურა მის მიერ ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ი-----------–-----სათვის, №----ე და 1---ს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის ჯამში -11870 ლარის ჩარიცხვის ფაქტი, კერძოდ, ი/მ ი-----------–-----ს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა ეტაპობრივად: 2014 წლის 6 მარტს - 4 428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №16), 2014 წლის 13 მარტს - 4428 ლარი (საგადახდო მოთხოვნა №17) და 3014 ლარი (საგადახდო მოხოვნა №22).
წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით, №----ე და №1---ე ხელშეკრულებების ფარგლებში ი-----------–-----ს მიერ ჯამში შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო შემსყიდველისგან მიღებული აქვს 11870 ლარი, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 7002.82 ლარით ნაკლებია.
ამდენად, №------------ ხელშეკრულებების ფარგლებში ი/მ ი-----------–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაო. მოპასუხის მიერ გადახდილია 11 870.00 ლარი. შესაბამისად,მ--------–--------–----–--------------ის მიერ ხელშკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება-7002.82 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მ--------–--------–----–--------------ას ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7002.82 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 639-ე, 641, 408-ე, 992-ე,411-412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვალდებულების არსებობასთან ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები უნდა ვეძებოთ სახელშეკრულებო სამართლის ნორმებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს ი/მ ი-----------–-----სა და მ--------–--------–----–-----------------------–------------- შორის დაიდო „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ №--- ხელშეკრულება მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ---–-ს ქვედა ხ---–-ს უბნის I,II,III,IV,V,VI,VII, შესახვევებში გაზიფიკაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ხოლო იმავე პირებს შორის 2014 წლის 23 მაისს დაიდო №1-- ხელშეკრულება იმავე სოფლის იმავე უბანში გაზის მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების შესყიდვაზე.
ცალსახაა, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი მხარეთა ნება, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ნარდობის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1. მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარდობა მოიცავს არა მხოლოდ სამუშაოს შედეგს, არამედ სამუშაოს შესრულების მიმდინარეობასაც.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.19. პუნქტით დადგენილია, რომ №------------ ხელშეკრულებების ფარგლებში ი/მ ი-----------–-----ს მიერ შესრულებულია 18 872.82 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილია 11 870.00 ლარი. შესაბამისად,მ--------–--------–----–--------------ის მიერ ხელშკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და მოსარჩელის მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება-7002.82 ლარის ოდენობით.
ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან ი/მ ი-----------–-----ს მიერ №------------ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო მ--------–--------–----–--------------ის მიერ ამავე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებული საზღაურის გადახდის შესახებ სრულად არ არის შესრულებული, შესაბამისად, მ--------–--------–----–--------------ას ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის გადახდა, რაც შეადგენს 7002.82 ლარს.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხე მ--------–--------–----–--------------ისათვის პირგასამტეხლოს 5000 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, ხოლო ამავე კოდექსის 417- ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე-ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს.
ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა მიერ და შესაბამისად, ასახული უნდა იყოს ხელშეკრულებაში, ხოლო თუ იგი მხარეთა მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შესახებ მოთხოვნა უპერსპექტივოა.
დადგენილია, რომ რომ 2013 წლის 30 დეკემბერს და 2014 წლის 23 მაისს დადებული ხელშეკრულებებით მხარეები დამკვეთი- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ამჟამად მერია) და მიმწოდებელი ი/მ ი-----------–----- №------------ ხელშეკრულებების 15.1 პუნქტებით, შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა.
მითითებული ხელშეკრულებებით მხარეთა შეთანხმება მოიცავდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ხელშეკრულების ფასის 0.1% პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მხარეები არ შეთანხმებულან.
ვინაიდან მხარეები დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ი-----------–-----ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მ--------–--------–----–--------------ას ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7002.82 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა მოსარჩელე, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო შემწეობის მიმღები, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, ხოლო მოპასუხე-მ--------–--------–----–--------------ა, როგორც საბიუჯეტო დაწესებულება, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ი/მ ი-----------–-----ს სარჩელი მოპასუხე - მ--------–--------–----–--------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მ--------–--------–----–--------------ას ი/მ ი-----------–-----ს სასარგებლოდ 7002.82 ლარის გადახდა.
3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია