გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002513035
#2/2096-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.11.2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - ნ-----------------–---–--
მოპასუხე - შპს „ქ--------–----------–---------„წარმომადგენელი- კ----------–-–---–ი;
დავის საგანი - საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს შპს „ქ--------–----------–---------„-ს ნ-----------------–---–ის სახელზე ს---------------–------------–------ გასცეს საფლავის პასპორტი (ზომა 3,2X4.40);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ქუთაისში, ს---------------–------------–------ მდებარეობს საგვარეულო საფლავი. საოჯახო საფლავზე დაკრძალული არიან ოჯახის წევრები (დედამთილი მ-------------–---–ი, გარდ.1986 წ, გარდაცვალების მოწმობა #1--) და მამამთილი გ-------–--------–---–ი (გარდაცვ.1976წ). 2017 წლის 14 ივლისს განცხადებით მიმართა შპს „ქ--------–----------–---------„-ს აღნიშნულ საფლავზე პასპორტის გაცემის მოთხოვნით, თუმცა 2017 წლის 03 აგვისტოს #1-- წერილით უარი ეთქვა საფლავის პასპორტის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდებოდა საფლავის მფლობელის იდენტიფიცირება. (იხ. სარჩელი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ქ--------–----------–---------„-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საფლავის პასპორტი პირველ რიგში გაიცემა დაკრძალული პირების პირველი რიგის მემკვიდრეებზე. წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ საფლავი მოსარჩელის მფლობელობაშია, ასევე არ დასტურდება, რომ მან გასწია დაკრძალვის ცერემონალის ყველა ხარჯი. საფლავის პასპორტის გაცემისათვის აუცილებელია მოხდეს საფლავის იდენტიფიცირება და პასპორტი გაიცემა ჭირისუფალზე. თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #1-- დადგენილების თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მისი სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს. ამავე დადგენილების შესაბამისად ოჯახის წევრი არის გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრე, რაც მოსარჩელის მიერ წარმოადგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება. (იხ. შესაგებელი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1976 წლის 23 მარტს გარდაიცვალა გ-------–--------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ-------–--------–---–ის გარდაცვალების მოწმობა;
3.1.1. 1986 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა მ-------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-------------–---–ის გარდაცვალების მოწმობა;
3.1.2. გ-------–--------–---–ი და მ-------------–---–ი წარმოადგენენ ნ-----------------–---–ის ოჯახის წევრებს. დადგენილია, რომ ნ------------------ე 1967 წლის 21 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1998 წლის 19 ივნისს გარდაცვლილ ს---------------–---–---ან. დაქორწინების შემდეგ ცოლს მიეკუთვნა გვარი კ-------–---–-. ს------ კ-------–---–-ს მშობლები არიან მამა- გ-------–--------–---–ი, დედა- მ--------–-----------------–--------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ------------------ის დაბადების მოწმობა;
- ს------ კ-------–---–-ს დაბადების მოწმობა;
-ქორწინების მოწმობა;
3.1.2. საარქივო მონაცემების თანახმად, მ-------–-----------------–--------–---–ი, მცხოვრები ქ. ქუთაისში, გო---------------ში, გარდაიცავალა 1986 წელს, გარდაცვალების მოწმობის #1--, ჟურნალში რეგისტრაციის #215;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საარქივო მონაცემები, გარდაცვლილ პირთა სია;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 03 აგვისტოს შპს „ქ--------–----------–---------„-ის დირექტორმა უარი უთხრა მოსარჩელეს ნ-----------------–---–ის სახელზე სა-------ს სასაფლაოზე განთავსებული საოჯახო საფლავის პასპორტის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.08.2018წ შპს „ქ--------–----------–---------„-ის წერილი;
3.2.2. ნ-----------------–---–ის განცხადების საფუძველზე შედგა საფლავის სქემატური ნახაზი საფლავზე, მდებარე ქ. ქუთაისში სა-------ს სასაფლაოზე, რომლის თანახმად, მ------------–---–ის და გ-------–-------–---–ის მომიჯნავედ დაკრძალული არიან ზ---–--------–---–-------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნ-----------------–---–ის განაცხადი ნებართვაზე;
- საფლავის სქემატური ნახაზი;
3.2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი რომ გ-------–-------–---–ი და მ------------–---–ი დაკრძალული არიან ქ. ქუთაიში, სა-------ს სასაფლაოზე, მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი კონკრეტული საფლავის მფლობელის ვინაობა. მოპასუხის განმარტებით აღნიშნულ საფლავზე პრეტენზიით შპს „ქ--------–----------–---------„-სთვის არავის არ მიუმართავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება;
3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------–--------–---–ის და მ------------–---–ის საფლავებს უვლის და პატრონობს მოსარჩელე ნ-----------------–---–ი და მისი ოჯახი. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----------------–---–ი და მისი ოჯახის წევრები დადიან გ-------–--------–---–ის და მ------------–---–ის სასაფლაოზე, უვლიან და პატრონობენ მას. საფლავი შემოღობილია. აღნიშნულ საფლავს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს და არც რაიმე პრეტენზია არ გააჩნიათ აღნიშნულ საფლავთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმე გ---–-----–------–--ის და მ---------------ის ჩვენებები (იხ. 02.11.2018 სხდომის ოქმი);
წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომ სა-------ს სასაფლაოზე დაკრძალულია გ-------–--------–---–ი და მ------------–---–ი;
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოსარჩელემ თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება, რომ ის ახორციელებს საფლავის მოვლა-პატრონობას, თუ მოპასუხე თვლის, რომ სხვა პირია დასაფლავებული, მაშინ მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნება, რომ აღნიშნულ სასაფლაოზე დაკრძალულია სხვა პირი. მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები გ---–-----–------–--ე და მ---------------ე, რომლებმაც დადასტურეს, რომ სა-------ს სასაფლაოზე დაკრძალულია ნ-----------------–---–ის ქმრის ს------ კ-------–---–-ს მშობლები. ნ-----------------–---–ი უვლის და პატრონობს მას;
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად რიგი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით და ამ გარემოებათა დადასტურება სხვა მტკიცებულებებით არ დაიშვება. დასახელებულ შემთხვევაში მოწმის განმარტება წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დადგენილად ჩაითვლება, რომ სა-------ს სასაფლაოზე ნამდვილად არის დაკრძალულია ნ-----------------–---–ის ოჯახის წევრები (მამამთილი გ-------–--------–---–ი და დედამთილი მ------------–---–ი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #1-- დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული დანაწესი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.
დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, რადგანაც მოსარჩელე მოითხოვს აღიარებული იქნას, რომ მისი ოჯახის წევრები გ-------–--------–---–ი და მ------------–---–ი დაკრძალული არიან სა-------ს სასაფლაოზე. ამ ტიპის სარჩელები თავისი შინაარსით განეკუთვნებიან აღიარებით სარჩელებს და მათზე ვერცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
დადგენილია, რომ მოსარჩელის ინტერესში შედის აღიარებული იქნას, რომ სა-------ს სასაფლაოზე დაკრძალულია ოჯახის წევრები გ-------–--------–---–ი და მ------------–---–ი. მსგავსი აღირების შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იქნება მასზე გაცეს საოჯახო პასპორტი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე თავის ინტერესს სხვა გზით ვერ მიაღწევს;
მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სასაფლაოზე დაკრძალულია მოსარჩელის მამამთილი გ-------–--------–---–ი და დედამთილი მ------------–---–ი, სასამართლო თვლის, რომ საქმის განხილვის დროს უტყუარად იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრების საფლავი არსებობს იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც პასპორტის გაცემას მოითხოვს მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტის დადგენა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
6.2. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, სარიტუალო მომსახურების, სასაფლაოების დახურვისა და ახალი სასაფლაობის გახსნის წესებს განსაზღვრავს- ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის #1-- დადგენილება. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო საფლავი არის- დადგენილი წესით გაცემული მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან/და ოჯახის წევრების თანხობით, ახლო ნათესავების ნეშტის დასაკრძალად. აღნიშნული წესის 2.1. მუხლის „ც„ პუნქტის თანახმად, საფლავის პასპორტი-არის მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სასაფლაოზე საფლავის არსებობას, მის ზუსტ ადგილმდებარეობას, მფლობელს, საფლავში განთავსებული სამარეების ოდენობას და დაკრძალული ცხედრების ვინაობას. საფლავის პასორტის ფორმას ამტკიცებს სასაფლაოს მმართველი. საფლავზე მემკვიდრეობის უფლება რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1332-ე მუხლის შესაბამისად, (რომლის თანახმად საფლავი სამკვიდროში არ შედის და მემიკვიდრეთა შორის არ გაიყოფა).
,,თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბრის №1-- დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქალაქო სასაფლაოზე საფლავის პასპორტის დამზადება არის ნებაყოფლობითი და საფლავის მფლობელის იდენტიფიცირების შესაძლებლობების შემთხვევაში, იგი გაიცემა ჭირისუფლის განცხადების საფუძველზე, მმართველის მიერ. ამავე წესის მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტის თანახმად, ჭირისუფალი არის გარდაცვლილი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს.
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა პატრონობის ზოგადი წესის 4.1. მუხლის თანახმად, სასაფლაოების მართვას შეიძლება ახორციელებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ფიზიკური პირი. განსახილველ შემთხვევაში ასეთ პირს წარმოადგენს შპს ,,ქა-------–-----------–----------’’.
მოსარჩელე მხარის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------–--------–---–ის და მ-------------–---–ის საფლავს დღემდე უვლის და პატრონობს მოსარჩელე ნ-----------------–---–ი. ნ-----------------–---–ის გარდა აღნიშნულ საფლავებს სხვა მომვლელი და ჭირისუფალი არ ჰყავს. ყოველივე აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნ-----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
3. შპს „ქ--------–----------–---------„-ს დაევალოს გასცეს, ნ-----------------–---–ის სახელზე სა-------ს სასაფლაოზე (სადაც დაკრძალული არიან გ-------–--------–---–ი გარდაცვალების თარიღი 23.03.1976წ. და მ-------------–---–ი გარდაცვალების თარიღი 26.02.1986წ) არსებულ საოჯახო საფლავის პასპორტი (ზომით 3,2X4,40 კვმ.),.
4. შპს „ქ--------–----------–---------„-ს - ნ-----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე