განაჩენი

სისხლის სამართლის 02.08.2018
საქმის ნომერი
010100118002380929
დავის ტიპი
126
თარიღი
02.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N 010100118002380929

N1-317/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------

ადვოკატი - მ-------------

 

ბრალდებული: დ------–--–---

მამის სახელი: ვ-–-

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 05.04.1----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ტექნიკური განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ბ--------------–-----–----------------

ნასამართლობა: ნ----------–------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ------–--–---მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N10, ბინა N16-ში ყოფნისას, დ------–--–---მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ბებიას, მ--------–--–---- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია იატაკზე მ--------–--–---, რა დროსაც მან დაიზიანა იდაყვი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 სასამართლო სხდომაზე დ------–--–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

1.3 დ------–--–---- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

1.4 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, თ------–------ ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 04 მაისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.

 

1.5 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის, მ-------–------ ჩვენების თანახმად, 2018 წლის 09 მარტს იმყოფებოდა სამსახურში. სამორიგეო ნაწილში შევიდა ანონიმური შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მითითებული იყო მხოლოდ მისამართი - ქ---------------------–-----–-------------------------- მეწყვილესთან ირაკლი პაპიძესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. მე-6 საართულზე, რომ ავიდნენ ერთ-ერთი ბინიდან შემოესმათ გინების ხმა და ამ ბინაში შევიდნენ. დახვდათ დ------–--–--- და ნათია ბაკურაძე. დავითი იყო აგრესიული. ნათიამ განაცხადა, რომ დავითი ასე აგრესიულად განწყობილი იყო თავისი ბებიის, მედიკო ცინცაძის მიმართ, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა. შევიდნენ ბებიის ბინაში, სადაც დახვდათ მ--------–--–--- და გ--–--–--–---, დ------ მამა. გაესაუბრნენ ქალბატონ მედიკოს, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილიშვილი ეჩხუბებოდა მეუღლეს. კონფლიქტის განსამუხტავად დ------ მეუღლე გადაიყვანა თავისთან, რის გამოც დავითი შევიდა ბებიის ბინაში და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძირს დააგდო და ფეხებს ურტყამდა. მ---------–--–---- აჩვენა დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში.

 

1.6 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–--------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 09 მარტს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა ანონიმური შეტყობინება. მოქალაქე ითხოვდა დახმარებას და მიუთითებდა მისამართს - ქ---------------------–-----–-------------------------- მეწყვილესთან - მ-------–---------- ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. მე-6 საართულზე შემოესმათ გინების ხმა ერთ-ერთი ბინიდან და ამ ბინაში შევიდნენ. დახვდათ დ------–--–--- და მისი მეუღლე, ნათია ბაკურაძე, რომელმაც თქვა, რომ მის მეუღლეს დაპირისპირება ჰქონდა ბებიასთან. ამის შემდეგ შევიდნენ გვერდით ბინაში. ბებიამ, მ--------–--–---მ განმარტა, რომ დავითისა და მისი მეუღლის კონფლიქტის განსამუხტავად შევიდა შვილიშვილის ბინაში და წამოიყვანა ნათია ბაკურაძე, რის შემდეგ მასთან შევიდა დ------–--–---, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, წააქცია და ფეხებს ურტყამდა. დაზიანებები ჰქონდა ხელსა და ფეხზე.

 

1.7 სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 29 მარტის №002095018 დასკვნით და ექსპერტ ლ------------------- ჩვენებით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით (10.03.18, 15:50 სთ), მ--------–--–---- აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის და ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

1.8 საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ--------–--–---მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - შვილიშვილის, დ------–--–---- მამხილებელი ჩვენება.

 

ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს ბრალდებულის მამამ - გ--–--–--–---მ და მეუღლემ - ნ------------------

 

1.9 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენში (საქმე 2კ-527აპ-17) ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაძლოა დაზარალებული უარს აცხადებდეს სასამართლოში ოჯახის წევრის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, მაგრამ არსებობდნენ გარეშე პირები, რომლებიც შეესწრნენ არა ძალადობის ფაქტს, არამედ ძალადობის დასრულებისთანავე შექმნილ სიტუაციას, რა დროსაც ძალადობის კვალი ჯერ კიდევ თვალნათლივ შესამჩნევი იყო. ასეთ დროს ამ პირთა ჩვენება პირდაპირ მტკიცებულებად უნდა შეფასდეს.

 

1.10 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, რომელთაც დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა და გადმოსცემენ დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება.

 

1.11 მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მ--------–--–---მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის, ვინაიდან შვილიშვილმა მასზე იძალადა. დაზარალებული პოლიციელებთან საუბარში მიუთითებდა, რომ დაზიანებები მიყენებული ჰქონდა ბრალდებულის ქმედების შედეგად. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანები აქვს და მათი მიყენება დროში ემთხვევა დაზარალებულის შეტყობინებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხეულის სხვადასხვა არეში - მარჯვენა მხრის და მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში არსებული დაზიანებები - სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით მიუთითებს, რომ ძალადობის მომენტში დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა.

 

1.12 სასამართლოს მიაჩნია, რომ დ------–--–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

დ------–--–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო თვლის, რომ დ------–--–---ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 30 მაისის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციით). ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს დ------–--–---- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლის ვადით და დ------–--–---ს სასჯელი დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით (განაჩენთა ერთობლიობა).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით - მოუხდელი ნაწილი შეადგენს - 2 წელს, 10 თვეს და 22 დღეს, რომელიც ნაწილობრივ (თავისუფლების აღკვეთა 04 თვისა და 24 დღის ვადით) უნდა დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დ------–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს დ------–--–---- მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 24 დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით დ------–--–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის და 24 დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

4. დ------–--–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 09 მარტიდან 2018 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი - 04 (ოთხი) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით ჩაეთვალოს მოხდილად.

 

5. დ------–--–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დ------–--–--- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი