გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
330310018002498668
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3718-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი: ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - შ--–------------ე

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი - ე---------------–--–ი

 

მესამე პირი - ა-–---------------–----–---–ი, ი-----–---------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისს №A---------------- განკარგულება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

1.3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცენ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმეორებითი იძულებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე მოვალის - ა-–---------------–----–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ს--------------------------–----------–ში, საკადასტრო კოდი: 3-----------.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირმა - ი-----–---------ემ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.2. მესამე პირი - ა-–---------------–----–---–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი სარჩელზე არ წარმოუდგენია. კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად, ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზეც.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის N2/2---- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე - შ--–------------ის სარჩელი, მოპასუხე - ა-–---------------–----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე - ა-–---------------–----–---–ს, შ--–------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში. მოპასუხე - ა-–---------------–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 437.40 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 05 აპრილის N2/2---- დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ს/ფ 75-78

 

4.1.2. 2017 წლის 26 ივნისის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სამოქალაქო საქმე N2/2----) აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------.

 

2017 წლის 27 ივნისს აღმასრულებელმა მოვალე - ა-–---------------–----–---–ის მიმართ გამოსცა №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე ა-–---------------–----–---–ს აცნობა, რომ შ--–------------ის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით ეცნობა რომ რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რის შედეგადაც შეეზღუდებოდა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვის (გასხვისების და უფლებრივად დატვირთვის) უფლება. ამავე წინადადებით ა-–---------------–----–---–ს 2017 წლის 14 ივნისის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ხსენებული წინადადება ვერ ჩაბარდა ადრესატს.

 

2017 წლის 26 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მოვალე - ა-–---------------–----–---–ის მიმართ ხელახლა გამოსცა №A---------005/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელი 2017 წლის 18 აგვისტოს ჩაბარდა მოვალის მამას ე-–-----------–----–---–ს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2017 წლის 26 ივნისის განცხადება - ს/ფ 70-73.

- 2017 წლის 27 ივნისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 84-89.

- 2017 წლის 26 ივლისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 93-98.

- შეტყობინება - ს/ფ 92.

- ჩაბარების დასტური - ს/ფ 102.

 

4.1.3. 2017 წლის 18 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ შედგენილი იქნა ა-–---------------–----–---–ის ქონების აღწერა/დაყადაღების აქტი. ქონების დასახლება: ს-------------------------–-----------–ი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2874 კვ.მ. შენობა ნაგებობა 26 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 3-----------.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქონების აღწერა/დაყადაღების აქტი - ს/ფ 103.

 

4.1.4. 2017 წლის 05 სექტემბერს კრედიტორმა შ--–------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და ითხოვა სააღსრულებო საქმის A-------- შეჩერება მის შემდგომ განცხადებამდე.

 

2017 წლის 29 ნოემბერს კრედიტორმა შ--–------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა შეჩერებული სააღსრულებო საქმე A-------- განახლება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შ--–------------ის განცხადებები - ს/ფ 106-107.

 

4.1.5. 2018 წლის 16 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა A---------010/001 წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურს მოვალე ა-–---------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ს-------------------------–-----------–ში საკადასტრო კოდი: 3----------- და 3-----------. საბაზრო ღირებულების შესაფასებლად.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N0--------- დასკვნის თანახმად, ა-–---------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილი საკადასტრო კოდი: 3----------- შეფასებული იქნა 11 300 ლარად.

 

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N0--------- დასკვნის თანახმად, ა-–---------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 3----------- შეფასებული იქნა 10 000 ლარად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 16 თებერვლის A---------010/001 წერილი - ს/ფ 108.

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N0--------- დასკვნა - ს/ფ 109-118.

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 2018 წლის 15 მარტის N0--------- დასკვნა - ს/ფ 119-132.

 

4.1.6. 2018 წლის 16 თებერვალს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა №A---------011/001 წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა, ეცნობებინათ: უძრავი ქონება, მდებარე, ს--------------------------–-----------–ი, საკადასტრო კოდი: 3----------- და 3----------- მესაკუთრე ა-–---------------–----–---–ი, იყო თუ არა დატვირთული იპოთეკით ან რაიმე სხვა სანივთო უფლებით, როდის და ვის სასარგებლოდ, ასევე ედო თუ არა აღნიშნულ ქონებას ყადაღა, როდის და ვის მიერ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 16 თებერვლის №A---------011/001 წერილი - ს/ფ 133-134.

 

4.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 მარტის №1----- წერილით აღმასრულებელს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის ა-–---------------–----–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) ქონების მიმართ რეგისტრირებული იყო: 1) აკრძალვა-მესაკუთრე/მოსარგებლე გ---–----–---–----–---------ე (პირადი ნომერი: 3----------) საგანი: უძრავი ნივთი მდებარე რ------------------------–-----------–ი, საკადასტრო კოდი: 3----------- ნაკვეთის წინა ნომერი: 3-----------, აეკრძალოს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საფუძველი: განჩინება, N2/2----წ. (N1-----------------), 16.02.2017, საჩხერის რაიონული სასამართლო. 2) ყადაღა-მესაკუთრე/მოსარგებლე გ---–----–---–----–---------ე (პირადი ნომერი: 3----------) საგანი: უძრავი ნივთი მდებარე რ------------------------–-----------–ი საკადასტრო კოდი: 3----------- კუთვნილი წილი, საფუძველი: მომართვა, NA--------, 27.06.2017, თბილისის სააღსრულებო ბიურო. 3) ყადაღა -მესაკუთრე/მოსარგებლე გ---–----–---–----–---------ე (პირადი ნომერი: 3----------) საგანი: უძრავი ნივთი მდებარე რ------------------------–-----------–ი, საკადასტრო კოდი: 3-----------, საფუძველი: მომართვა, NA--------, 27.06.2017, თბილისის სააღსრულებო ბიურო.

 

ა-–---------------–----–---–ის (პირადი ნომერი: 3----------) ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 02 მარტის №1----- წერილი - ს/ფ 135-136

 

4.1.8. 2018 წლის 20 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ A---------016/001 წერილით მიმართა მოვალე ა-–---------------–----–---–ს, მისამართზე - ს----------------–-----------–ი და განუმარტა, რომ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ს--------------------------–----------–ში ს/კ 3----------- მიმდინარეობდა აღსრულება და უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო აუქციონში. ა-–---------------–----–---–ს გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის A---------016/001 მიმართვა - ს/ფ 139-140

- შეტყობინებები - ს/ფ 141-143.

 

4.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის A---------------- განკარგულებით მოვალე - ა-–---------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ს--------------------------–-----------–ი საკადასტრო კოდი: 3-----------, შემძენი 2018 წლის 16 მაისს დასრულებულ, იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ი-----–---------ე, რომელმაც უძრავი ნივთი შეიძინა 500 ლარად. აღსრულება განხორციელდა არაუზრუნველყოფილი კრედიტორის შ--–------------ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის A---------------- განკარგულება - ს/ფ 146-147

 

4.1.10. კრედიტორმა შ--–------------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის A---------------- განკარგულების ბათილად ცნობა, აუქციონის შედეგების გაუქმება, განმეორებითი აუქციონის ჩატარება, ქონების ხელახლა რეალიზაციის მიზნით.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანებით შ--–------------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანება - ს/ფ 50-52.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--–------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“.

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერტიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსისა და ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 183.10 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის A---------------- განკარგულება, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტებია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოებისას ქონების შემძენისათვის საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ განკარგულება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი გასაჩივრდება სასამართლოში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. მე-7 პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში − აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, თანხის გადახდევინების, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის, ქონების გადაცემის ან სხვა ისეთი კატეგორიის საქმეებზე, როდესაც აღსრულება უნდა განხორციელდეს მოვალის ქონებაზე ან ამ ქონების ხარჯზე, წინადადების ჩაბარებასთან ერთად (ან თუ წინადადების ჩაბარება დროულად ვერ ხდება) აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს იძულებითი აუქციონის ჩატარებას. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში.

 

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს; ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენენ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge . აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ა-–---------------–----–---–ს გაეგზავნა 2017 წლის 27 ივნისის №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის თანახმად ეცნობა, რომ 7 (შვიდი) დღის ვადაში უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. ამავე გადაწყვეტილებით განემარტა, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ 2017 წლის 27 ივნისის №A---------005/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ა-–---------------–----–---–ის მამას ე-–-----------–----–---–ს ჩაბარდა 2017 წლის 18 აგვისტოს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 26 ივნისის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის (სამოქალაქო საქმე N2/2----) აღსრულების უზრუნველსაყოფად დაიწყო სააღსრულებო წარმოება, სააღსრულებო საქმე №A--------. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 05 სექტემბერს კრედიტორმა შ--–------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და ითხოვა სააღსრულებო საქმის A-------- შეჩერება მის შემდგომ განცხადებამდე. 2017 წლის 29 ნოემბერს კრედიტორმა შ--–------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა შეჩერებული სააღსრულებო საქმე A-------- განახლება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მიხედვით, აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ მას, როგორც კრედიტორს, პერსონალურად არ აცნობეს აუქციონის თარიღი, რაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისს №A---------------- განკარგულებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია, საფუძველსმოკლებულია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 აპრილს გამოცხადდა პირველი იძულებითი აუქციონი, რაც უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი შეადგენდა 7500 ლარს. იმავე დღეს ქონება გატანილი იქნა პირველ განმეორებით აუქციონზე, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა 2018 წლის 08 მაისს. ქონების საწყისი ფასი შეადგენდა 5000 ლარს. 2018 წლის 08 მაისიდან 2018 წლის 16 მაისამდე უძრავი ქონების, მდებარე - ს--------------------------–------------–ში, საკადასტრო კოდი: 3-----------. რეალიზაციის მიზნით მიმდინარეობდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელზედაც განხორციელდა ქონების რეალიზაცია. საწყისი ფასი იყო 0 ლარი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების დანართი №2-ის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 24 მაისს გაცემულ იქნა №A---------------- განკარგულება, რომლის თანახმად, ა-–---------------–----–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ს--------------------------–-----------–ი, საკადასტრო კოდი: 3----------- მესაკუთრე გახდა ი-----–---------ე, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 500 ლარად და თანხა გადაიხადა სრულად. აღსრულება კი განხორციელდა შ--–------------ისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც იმართება მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღება. იძულებითი აუქციონის პროცედურები გაწერილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების წესით. იძულებითი აუქციონის პროცედურული გაწერა ემსახურება იმ მიზანს, რომ სააღსრულებო წარმოება მიზანმიმართულად არ გაჭიანურდეს. ამგვარი გაწერა იცავს, როგორც მოვალის ისე კრედიტორის ინტერესს, შესაბამისი პროცედურის წარმართვით დადგეს შედეგი: ქონების გასხვისება ვალდებულების დასაფარავად, ან იძულებითი აღსრულების დასრულება ქონების გასხვისების შეუძლებლობისას (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი).

 

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ აუქციონის მომზადებისა თუ ჩატარებისას სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონისა და შესაბამისი წესის რაიმე ნორმა არ დარღვეულა და აუქციონი ჩატარდა ხსენებულ ნორმათა დაცვით. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისს №A---------------- განკარგულება და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანება კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--–------------ის სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 24 მაისის №A---------------- განკარგულებისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ივნისის N3--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები, ამდენად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცენ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმეორებითი იძულებითი აუქციონის ჩატარების თაობაზე მოვალის - ა-–---------------–----–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე ს--------------------------–----------–ში, საკადასტრო კოდი: 3-----------.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე - შ--–------------ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლისა და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, არ არსებობს მხარეებზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ--–------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი