განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ბ------–----------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განთლების მქონე, რეგისტრირებული: ზ---------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-------------------------------–--
ადვოკატი - ნ----------------
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი - ადევნება, ე.ი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, ასევე სისტემატიური განზრახი ქმედება, რამაც გამოიწვია პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ბ------------------- ტელეფონით სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას მ------------------- ხოლო სოციალური ქსელის მეშვეობით - მის შვილებთან. მ--------------- სისტემტიურად სხვდებოდა საცხოვრებელ სახლთან, სთხოვდა შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ძალადობის გამოყენებით, რის გამოც მ--------------- შეექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის აუცილებლობა.
1.2 2018 წლის 2--------- დაახლოვებით 14:15 საათზე, ქ.თბილისში------------------------------------- ავტობუსის გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე ბ------------------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ--------------- და ხმოვანი პისტოლეტიდან ორჯერ გაისროლა ჰაერში, რაც რეალურად აღიქვა ამ უკანასკნელმა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3 2018 წლის 2---------- დაახლოვებით 13:25 საათზე, ქ.თბილისში--–----------------------------------- კორპუსში მდებარე სუპერმარკეტიდან შ-------------------------------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 15 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს.
1.4 2018 წლის 2---------- დაახლოვებით 00:15 საათზე, ქ.თბილისში--–----------------------------------- კორპუსში მდებარე სუპერმარკეტიდან შ-------------------------------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 15 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეების - მ-------------------------------------------- მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბ-------------------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ბ-------------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------------- განმარტა, რომ ბ-------------------- იცნობს 2015 წლიდან, ისინი იყვნენ თანამშრომლები ბ-------------–---–-, თავად იყო დამლაგებლად, ხოლო ბ------------------- მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში. თავიდან მას და ბ------ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონზე მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება ,,უცნობის“ სახელით. სატელეფონო მიმოწერის დროს ბ-------------------- თავიდან არ გაუმხილა ვინაობა, შემდეგ კი გამოუტყდა რომ იყო ბ------- სამსახურში ყოფნის დროს ყოველდღიურად ხვდებოდნენ ყავის დასალევად. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ბ------- მოიპარა მისი ტელეფონი, რის გამოც მოუვიდათ უსიამოვნება. ვინაიდან ფიზიკურად კარგი გარეგნობის იყო და მფლობელობაში ჰყავდა მანქანა, ბ------ შეუყვარდა, უნდოდა ცოლად მოეყვანა და ერთად ეცხოვრათ. მას ხშირად დაჰყავდა ბ------------------- სამსახურში, რადგან ეცოდებოდა, ბ------- ოჯახი კი აღნიშნულის გამო მადლობასაც უხდიდა. ბ------ უსიამოვნება მოუხდა სამსახურში, რის გამოც გაანთავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა ის მაინც ყოველღიურად მიდიოდა მასთან მოსანახულებლად. მისი ინფორმაციით ბ---------------–---- სხვა გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა, რის გამოც მას ბ--------- მოივუდა კონფლიქტი. ბ-------------- ხშირად აწუხებდა, უტოვებდა მუქარის შინაარსის წერილებს მანქანასთან, სწერდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს ტელეფონზე, ,,ვიბერში“. ასევე სწერდა მის შვილებსაც ,,უხამს“ შეტყობინებებს მის შესახებ. ერთხელაც ბ------ დახვდა მუხიანში ნასვამ მდგომარეობაში იარაღით, ეუბნებოდა გაყოლოდა ცოლად ან მოკლავდა და მის სისხლს დაელვდა. აღნიშნულის შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდგომ ავტოფარეხში შესვლისას დახვდა მუქარის შემცველი წერილი, სადაც ბ------------------- ემუქრებოდა შვილის (გოგოს) გაუპატიურებით და ოჯახის აწიოკებით. იგი იძულებული გახდა დაერეკა ბ-------თვის, რის შემდგომაც შეხვდა მუხიანის დასახლებაში. ადგილზე მისვლისას დახვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ------, ექაჩებოდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, უნდოდა თბილისის ზღვაზე ასულიყვნენ. ბ------- იქვე ამოიღო იარაღი და ორჯერ გაისროლა, თავად კი ძირს დაეცა და ცუდად გახდა. შემთხვევის ადგილზე მდებარეობს ავტობუსების გაჩერება და შესაბამისად იქვე იმყოფებოდნენ ავტობუსის მძღოლები და როდესაც დაინახეს იგი ძირს დაცემული და ცუდად მყოფი, მისცვიდნენ მასთან და ურჩიეს ,,112-ში“ დაერეკა. მოწმის განმარტებით 2015 წლიდან იგი სისტემატიურ შეურაცხყოფას და მუქარას განიცდიდა ბ--------------------გან, სახლიდან გასვლის ეშინოდა მუდამ, ყველგან ბ------ ელანდებოდა რაც მისთვის უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტრამვასთან ასოცირდებოდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ს---------------------- განაცხადა, რომ 2018 წლის ა-------- მუშაობდა შ---------------–-- ადმინისტრატორის თანამდებობაზე. მაღაზიაში ჩატარებული აღწერის შედეგად გამოვლინდა ალკოჰოლური სასმლის ნაკლებობა. მათ გადაამოწმეს მაღაზიაში არსებული ვიდეოკამერები და ნახეს, რომ ერთ-ერთი პიროვნება (--------------------- იპარავდა სასმელს. აღნიშნულის შესახებ აცნობეს პოლიციას. ს---------------------- დაადასტურა მაღაზიაში სასმლის ქურდის არსებობა სასამართლო სხდომის დარბაზში და მიუთითა ბრალდებულის სკამზე მჯდომ ბ----------------------- მან პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს (გამოკითხვაზე) მისგან მოშორებით დაინახა ბ------ და გაახსენდა, რომ მაღაზიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდი სწორედ აღნიშნული პიროვნება იყო.
ტრასოლოგიურ ექსპერტიზის №------- დასკვნის (ექსპერტი-------------- თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის (ექსპერტი------------- თანახმად, №------------ საქმეზე დადგინდა შემდეგი:
Ø ობიექტი №------------- არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის მოდელი ,------------. პისტოლეტზე რაიმე კონსტურქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და სროლისთვის ვარგისია.
Ø მჭიდში მოთავსებული ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნა, განკუთვნილი 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და სროლისთვის ვარგისია.
Ø 02 (ორი) ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი-მასრა, განკუთვნილი 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტებისათვის. იგი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ორივე მასრა ვარგისია იდენთიფიკაციისათვის და გასროლილია სისხლის სამართლის №------------ საქმეზე წარმოდგენილი №------------- პისტოლეტში.
2018 წლის 2------------ ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექსპერტიზის #--------- დასკვნის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ნაწილის თანახმად:
Ø მ---------------- ფსიქოლოგიური თავისებურებანი მოყვანილია დასკვნის ნაწილში.
Ø ბ-------------------- ქმედებების შედეგად მ---------------- განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.
ბრალდებულმა ბ-------------------- საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებებში თავი სცნო დამნაშავედ.
ბ-------------------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მოწმეების მ-------------------------------------------- მიერ მიცემული ჩვენებებისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმეების: ნ--–----------–-–---–--------–----------–-–---–------------------–---–-------------–--------–---–--
გამოკითხვის ოქმებს, ბ--------------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, ამოღებული მასრებებს, ხმოვანი პისტოლეტს, დათვალიერების ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სა----თველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულ ბ--------------- სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეების მ-------------------------------------------- მიერ მიცემული ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სა----თველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლებაა. ამ დანაშაულის შემადგენლობისათის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ)ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქურდობა, ე.ი. ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი, და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე, მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს, ვინაიდან ეძლევა შესაძლებლობა, განკარგოს იგი თავისი შეხედულებისამებრ.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ-------------------- კუთვნილი ალკოჰოლური სასმელები დაზარალებულის მფლობელობიდან გავიდა მისი ნებისგან დამოუკიდებლად, ხოლო ბ------------------- სრულად აცნობიერებდა, რომ მის მიერ დაუფლებული ნივთები იყო სხვისი საკუთრება და არა მისი, იგი უკანონოდ დაეუფლა სხვის ქონებას, რითაც ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რ------------------------- ჩაიდინა ქურდობა ე.ი. ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ორი ეპიზოდი), სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ადევნება, ე.ი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, ასევე სისტემატიური განზრახი ქმედება, რამაც გამოიწვია პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული სა----თველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბ-------------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილი დანაშაულებრივ ქმედებებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე. სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე. ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილების სანქციით დადგენილ ფარგლებში ბ-------------------------- სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმრავლეს, მიყენებული ზიანის ოდენობას და თვლის, რომ ბ-------------------- მიმართ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სა----თველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 25 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის 26 მარტის ეპიზოდი) - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა დანაშაულმა შთანთქოს სსკ-ის 177-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები და საბოლოოდ, ბ-------------------- სასჯელად განესაზღვროს 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ-------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2-------------
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ორი ცალი მასრა და დანა - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს. 2. ბ--------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხმოვანი პისტოლეტი - დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი ებანოიძე