განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
330100118002386312
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - მ-------------------------------------------------

 

დაცვის მხარე:

 

1. ბრალდებული ლ----------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------–---–--------------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-----–-------------------

ადვოკატი - კ---------------

 

კვალიფიკაცია:

- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტები და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი - ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

- საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდული სამყაროს წევრობა;

- საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა, გამოყენების მიზნით.

 

2. ბრალდებული მ---------------------------------------- - დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: ს------------------------------------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------------------------–-------------------------------------–--

ადვოკატი - ლ--------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;

- საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტები და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი - ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

- საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდული სამყაროს წევრობა;

3. ბრალდებული ბ------------------------------------- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: თ---–---------------------------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–-------------------------–--

 

ადვოკატი - ხ---------------------

კვალიფიკაცია:

- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტები და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი - ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

- საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილი - ქურდული სამყაროს წევრობა;

 

4. ბრალდებული რ--------------------------------------- - დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: თ---–------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------------–--

ადვოკატი - მ------------------–--------------

კვალიფიკაცია:

- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

- საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტები და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტი - ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;

სხდომის სახე - ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

I. ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობისათვის ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ მიმართ წარდგენილი ბრალდება

წარდგენილი ბრალდების არსი:

ლ-------------------------------------------------------------------------------------------- 2017 წლის 20 დეკემბერს შეთანხმდნენ, რომ ბ------------------–--- და რ-----------------------, რომლებიც ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ძალადობის გამოყენებით წაერთმიათ ფული და ნარკოტიკული საშუალება და ქურდული გარჩევის გზით მათთვის ყოველთვიურად დაეკისრებინათ ფულადი თანხის გადახდა.

ბ------------------–-- გადაადგილების მარშრუტის შესწავლის მიზნით, 2017 წლის 20 და 21 დეკემბერს ლ------------------------------------------------------------------------------------–- ელოდებოდნენ ვ-----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 2----------რს კი მათი საერთო ნაცნობის, რ---------------------- მეშვეობით ბ------------------–- ვ-----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით ჩაისვეს ლ------------------ მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში „VOLKSWAGEN JETTA”, სახ. ნომრით---------- და მიიყვანეს ბ-–---–---–-- ქუჩაზე, რა დროსაც სცემეს ბ------------------–- და იარაღის მუქარით ცდილობდნენ მისთვის წაერთმიათ ფული და ნარკოტიკული საშუალება და აიძულებდნენ დახმარებოდა ზ---------------- ხელში ჩასაგდებად.

სასამართლომ დაადგინა:

ლ------------------------------------------------------------------- და რ---------------------- 2017 წლის 2----------რს, გადაწყვიტეს უკანონოდ შეეძინათ ნარკოტიკული ნივთიერება, ბ------------------–-------- წართმევის გზით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ვ-----–-- მიმდებარე ტერიტორიაზე მათ ლ------------------ მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში - „Volkswagen Jetta“, სახ. ნომრით---------- - ჩაისვეს ბ------------------–- და სცადეს მისთვის წაერთმიათ ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლეს.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

ბ------------------–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი რ---------------------- მეგობარი და მ----------------------- ბიძაშვილია. 2017 წლის 2----------რს ნაძალადევის რაიონში, შემთხვევით შეხვდა რ---------------------- და მ----------------------, რომლებიც ავტომანქანაში ორ, მისთვის უცნობ პირთან ერთად იმყოფებოდნენ. თავადაც ჩაჯდა მანქანაში, სადაც მ---------------–--------------------------, - რომლებიც თვლიდნენ, რომ იგი ნარკოტიკულ ნივთიერებათა გამსაღებელთან ურთიერთობდა, - როგორც უფროსი ძმები, ჭკუას არიგებდნენ, შარში არ გაეხვიო, ჭკვიანად იყავიო. მანქანაში მათი ჩასხდომიდან დაახლოებით 10-15 წუთში მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს ის და მანქანაში მსხდომი ყველა პირი. მოწმე ბ---------------–-- დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებულად თავს არ მიიჩნევს, რ--------------------------------------–- მისი ახლობლები არიან და მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის - თანხის ან ნარკოტიკული ნივთიერების გამოძალვა, არც 2017 წლის 2----------რს და არც სხვა დროს არ განუხორციელებიათ, რაც გამოძიების ეტაპზე არაერთხელ დააფიქსირა კიდეც, მიუხედავად სამართალდამცველთა მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური წნეხისა. მოწმემ აღნიშნა, რომ რ-------------------------------------------–---- ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ავტომანქანაში საუბრის შემდეგ მ---------------–-- ბინაში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და საპატიმრო დაწესებულებაში მყოფებს მატერიალურადაც ეხმარება.

მოწმეებმა ი------------------------–----------------- ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–------- სამმართველოს დ------------- განყოფილების თანამშრომლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, მათმა თანამშრომელმა - გ--------–------ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში, რ--------- ქუჩა N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ლ----------------------------------------------------------------------------------------- და ბ------------------–- იმყოფებოდნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ინფორმაციის გადასამოწმებლად, მითითებულ მისამართზე, გაემართნენ სამმართველოს მ--- განყოფილების უფროსის მოადგილე ზ------------------ და თანამშრომელ დ-------------------- ერთად. ადგილზე მისვლისას შენიშნეს შავი ფერის „Volkswagen Jetta“-ს მარკის ავტომანქანა და მასთან მდგომი პიროვნება. ავტომანქანაში რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა. მათი ვინაობის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი იყვნენ ლ----------------------------------------------------------------------------------------- და ბ------------------–-, რომლებზეც ოპერატიული ინფორმაცია გააჩნდათ. ავტომანქანის საჭესთან ლ----------------- იჯდა, მის გვერდით - ბ-------------------- ხოლო უკანა სავარძელზე რ-----------------, ბ------------------–- და მ---------------–- ისხდნენ. ბ------------------–-, რომელიც რ------------------ და მ---------------–- შორის იჯდა, ძალიან შეშინებული და დაძაბული ჩანდა, რაც მისმა მეგობრებმა ნერვიულობის ნიადაგზე მისი შეუძლოდ ყოფნით ახსნეს, თავად ბ---------------–- კი ამ საკითხზე არაფერი განუმარტავს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ ლ----------------------------------------------------------------------------------------- და ბ------------------–-, მათივე თანხმობით, გადაიყვანეს ჯერ პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი - ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში, სადაც ლ------------------------------------------------------------------- და ბ------------------–-- ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს და, შესაბამისად, ნარკოტიკულ თრობაზე მათი შემოწმება ვერ მოხერხდა, ხოლო რ---------------------- დაუდგინდა მეტადონის მოხმარების ფაქტი, რაც არ გამხდარა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან მის მიერ წარმოდგენილი იქნა მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა. სხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები ლ------------------, მ-----------------------, ბ--------------------, რ---------------------- და ბ------------------–-- მიმართ არ განხორციელებულა, საამისოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არარსებობის გამო.

მოწმე დ-------------------–--, ბ------------------–-- ძმამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ რ--------------------- მისი მეგობარი და მისი შვილის ნათლიაა. ერთმანეთთან ახლობლობენ მათი ოჯახის წევრებიც. მ---------------------- მისი ბიძაშვილია. არასდროს სმენია, რომ მის ძმას რ------------------- და მ---------------–---- ურთიერთობისას რაიმე პრობლემა შექმნოდა. რ----------------- ხშირად ჭკუას არიგებდა ბ-----, რადგან გული შესტკიოდა მასზე. დღემდე ურთიერთობს რ---------------------- ოჯახის წევრებთან და ეხმარება მათ.

ბ--------–-----–--ლსა და რ---------------------- შორის კარგი, ახლობლური ურთიერთობის ფაქტი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ - ნ-----–------------–, რ---------------------- მეუღლემ.

აუდიოჩანაწერების 2017.12.21 – 12:04:10, 2017.12.25 – 16:40:20 და 2017.12.26. – 06:11:56 კრებსითი ამონაწერებით დგინდება, რომ ლ------------------ ავტომანქანაში მსხდომი პირები - ლ-----------------, მ---------------------- და ბ------------------- შეთანხმდნენ ზ----------------------, რომელიც, მათი განმარტებით, ასაღებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რ---------------------- დახმარებით წაერთმიათ ფული და ნარკოტიკული საშუალება.

„მაგას დილით უნდა დაეცე, თორემ ფული დილასა აქვს“; „მე მაგას გავიგებ, იქ როგორი ვაჭრობაა და როდისა აქვს დაგროვილი ფული“; „ერთი, თორმეტისთვის დაგროვილი ექნება“; „სულ რომ ფული არ ედოს, ვერ დაავალდებულებ ფულის დათრევას?“; „მანდ ვერ დაითრევ ამისგან ფულს“’ „ჰოოო, მაშინ ბევრი წამალი უნდა წავართვათ... ახალი წელი მოდის...“; „კაროჩე, ეგ უნდა გაიშმონოს უეჭველი“; „არა, გაშმონვა, „კაროჩე“, რომ ჩავისვათ, ისე...“; „------------ გავარკვევ მე, „კაროჩე“ რ---------- როგორ მოგვარდება ეს, იცი?“ (2017.12.21 – 12:04:10; 04:02:00 - 04:03:25 და 04:09:55 - 04:13:25);

„რ------ უფრო მეტად იმიტომ, რომ ჩემი მოგვარე მაგასთან ზის, გამიგე და მაგასთანაც ერთად აქვთ ამათ პონტი“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12:04:10, 04:47:30 - 04:48:45);

„ბიჭო, ერთი რ------ გავიყოლოთ, მე, შენ და რ------, ეს წავიყვანოთ, ბ----, დღეს...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 16:40:20, 00:34:40 - 00:39:10);

„მიდი, რა, საახალწლოდ იქნება მაგას წავართვათ, შედის რამე ფული მაგ /.../-ს?... არა, უეჭველი ედება იმას ფული, მაგას როგორ უნდა გამოიტეხოს, იცი? იმის გამოსვლა და მე და რ------ ეგრე უნდა გავიჩითოთ ბუტკიდან გამოსულზე, გაიგე, ბუტკიდან გამოსულზე უნდა გავეჩითოთ და „პახოდუ“ ეგრევე შენ მანქანაში უნდა იყო და უნდა ჩავისვათ შენთან, ისეთ პონტში, ხომ აზრზე ხარ, და ჩავისვათ და „ვსიო“... „ის რომ გაიჩითება, მე და რ------ გავიჩითებით, სიმონ, და მანქანა ახლოს უნდა იყოს... და სანამ მივა და მიბრუნებულზე ჩვენ გავეჩითებით და ახლოს რომ გაგვეჩითა, ერთი წამი მანქანაში ჩაჯექი, ეგეთი ვარიანტი...“ (აუდიოჩანაწერები 2017.12.25 – 16:40:20, 00:43:00 - 00:46:00);

„კაროჩე“, ხვალე ის მანქანა მოგვყავს უეჭველი და ერთი კიდევ კ---------- თუ კ----------... „ლიჟბი“ ფული ედოს ჯიბეში. დასაგეგმია, დასაგეგმია... რაღაცა ფული ხომ მაინც ედება... მაგას ყველა ფული ექნება დილას, დილას თუ იშოვნის, ძირითადი წამლის „დვიჟენია“... „რ------- დავურეკავ, დილით შევიხვედრებ... ამ საღამოს ვეტყვი და დილით 11 საათისთვის შევხვდები. მაგ პირველ საათამდე მიდის...“ „დავუსატკაოთ, წავართვათ რაც ედება ჯიბეში, ფაქტიც ექნება, ფულიც ექნება“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 16:40:20; 01:19:00 - 01:25:10);

„დავახტეთ ეხლა ხომ, იმ /... / გავუაროთ. აგე, „ბიტა“ მაქვს... რ------ ხოდზეა? ერთი წამალს თუ წავართმევთ მაგას, ხო, ერთი ბაში მინდა, რა ... მინდა, რომ პატივი ვცე“, „არა, მაგი ჩვეულებრივად გავინაწილოთ“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.26. – 06:11:56; 04:19:40 - 04:20:34);

„მოიტა, ის, ბიჭო, პუგაჩი“ „მე „ბიტა“ მაქვს... გადავარტყამ ეგრევე ... არც გადაირტყამს, მარა პროსტა რკინა გვჭირდება, რა... შესაშინებლად იყოს...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.26 – 06:11:56; 04:57:10 - 04:58:00)

„არ უნდა შეგვიშინდეს... არ უნდა იგრძნოს რამე... მანქანაში სანამ დაჯდება და მერე მაგის...“; „ეხლა უყურე, მაშინ, რას ვშვებით, ძმა... ეს კ--------- გვყავს უკვე მანქანაში... რკინა თავზე და ვეუბნებით, ეხლა დარეკავ შენს საყვარელთან, საიდანაც ჰყიდი წამალს“; „ბუტკაში, ვ------–---, ფულიც იქ არის, წამალიც იქ არის, ეხლა დარეკავ, ეტყვი, რომ დამიჭირეს“; „არ უნდა ისინი, ერთ-ერთი, ბიჭო, არ უნდა, რა ჰქვია, იმას, რა ჰქვია იმ ჩემ მოგვარეს გავუშვებ, მაგან იცის, სად დადის, რა...“; “მეორე ამის მოგვარეა, პახოდუ, ს------–-- (აუდიოჩანაწერი 2017.12.26 – 06:11:56; 04:59:10 - 05:40:00)

„ჩვენ ხომ ვიცით, რ------ ჩვენი „პაძელნიკია“ ამ საქმეში... არ იღებს ძმაო, გამორთული აქვს ტელეფონი, ეხლა, რ------- რომ დაველოდოთ, კიდევ გავიმაზებით“; „არა, არა, რ------- არ დაველოდოთ, მარა... ამან რომ მნახოს, გაიგე?... მანქანა ახლოს უნდა იყოს და ჩავისვათ, ყველანაირად, არ უნდა გაგვექცეს“; „მაგი, ძმაო, მოსაქაჩია, მაგას რა უნდა ვუყოთ, იცი? უნდა მოვიპაროთ, დავატყვევოთ მანქანაში და ვუთხრათ - „დავაი“ ეხლა შენს ცოლთან გაუშვი ის მეორე „პაძელნიკი“... ოღონდ „პაძელნიკსაც“ პატარას წავცხებთ. წადი ხო აზრზე ხარ ეხლა და „დავაი“ და ბუტკიდან ფაქტი და ფული, რაც არის სულ ამოიტანე, თორემ დედას ... იცოდე, არ გაგიშვებთ სახლში-თქო.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.26 – 06:11:56; 04:59:10 - 05:40:00)

აუდიოჩანაწერების 2017.12.26 – 06:11:56 კრებსითი ამონაწერით დგინდება, რომ ლ--------–---–-- ავტომანქანაში მსხდომმა პირებმა რ---------------------- გაანდეს, რომ ბ------------------–-- მეშვეობით, რომელიც, მათი განმარტებით, ზ-------------------- დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა, გეგმავდნენ ამ უკანასკნელის ხელში ჩაგდებას. „ამას ეხლა კ--------- უნდა გავაჩითინოთ სადმე, რომ გამოიწვიოს და მანქანაში ჩავაგდოთ რა...“; „წამალს ყიდის აგერ პირდაპირ, სიმონ, ხელი ხელზე და თან ტეხავს წამალს... იმენა ბარიგობს ჩვეულებრივად... ეს იმის ფეხია...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.26 – 06:11:56; 06:11:49 - 06:13:14)

აუდიოჩანაწერების 2017.12.26 – 06:11:56 კრებსითი ამონაწერით დგინდება, რომ 2017 წლის 2----------რს, რ---------------------- მეშვეობით, ბ------------------–-, შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მართლაც ჩაისვეს ლ------------------ მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, სადაც იარაღის (სავარაუდოდ - ე.წ. „პ-------“) დემონსტრირებით აშინებდნენ მას და ცდილობდნენ მისთვის ნარკოტიკული საშუალების წართმევას - „წამალი ამოიტანე, ერთი“; „ეხლა რომ შეხვედი სადარბაზოში, დაგინახე, სიმონ, სად დადე ფაქტი, თქვი“; „ხელს უწყობ ბარიგას? კ---------- ხელს უწყობ?“, „ბუტკა გაქვს გახსნილი, ბიჭო“; „ნახევარი ს----- ამაზე ლაპარაკობს“; „სადა გაქვს წამალი? ... კ---------- მოიყვან ეხლა შენ. სად ჩადევი?“; „ფაქტი მოიტა, სად არი?!“; „ვიცით, რომ ამოტანილი გაქვს. ვინ გაგიშვებს?! არავინ არ გაგიშვებს“; „ერთი გიშველის, რა, იცი? კ---------- ... ჩვენამდე თუ მოათრევ, მეტი შენ არაფერი გიშველის“; „არ გაგივარდეს! არ გაგივარდეს, რა! მოიცა, მომეცი იარაღი, რა“; „ზედ გაქვს ფაქტი თუ სად გაქვს? ზედ გაქვს? აბა, რატომ იტყუებოდი წეღან?“; „მადლობელი იყავი რ-------- და მ--------, თორემ შენ დახვრეტილი იქნებოდი“. (აუდიოჩანაწერი 2017.12.26 – 06:11:56; 06:22:40 - 06:29:00)

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ხმის მიხედვით და მონტაჟის კვალი მათ არ აღენიშნება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, სადავო, 2017.12.21 – 12:04:10, 2017.12.25 – 16:40:20, 2017.12.26. – 06:11:56 ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცთა ხმები იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამებში მოსაუბრე ბ--------------------, მ-----------------------, რ----------------------, ბ------------------–-- და ლ------------------ ხმების.

ბრალდებულებმა - ბ--------------------, მ-----------------------, რ---------------------- და ლ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშვედ არ ცნეს.

სასამართლომ გამოიკვლია სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ განმარტებები წარდგენილ ბრალდებაში მათი უდანაშაულობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ მათ ქმედებებში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. თუმცა, ამავე დროს, სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ მიერ ჩადენილია ყაჩაღობა და ნარკოტიკული ნივთიერების მისაკუთრების მცდელობა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან. კერძოდ:

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ მიერ ფულის წართმევის მიზნით ბ------------------–--- თავდასხმის ფაქტი. ზემოგანხილული აუდიოჩანაწერების კრებსები ცხადჰყოფს, რომ საახალწლო დღესასწაულისთვის თანხისა და ნარკოტიკული საშუალებების მოძიებით დაინტერესებული ბრალდებულების ინტერესის საგანს წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებათა გამსაღებელი ზ---------------, ხოლო ამ უკანასკნელთან კომუნიკაციაში მყოფი ბ------------------–----- მხოლოდ თანნაქონ ნარკოტიკულ საშუალებასა და ზ-------------------- მათ დაკავშირებას მოითხოვდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბ------------------–--- თავდასხმის განხორციელებისათვის ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ ბრალდება არ არის გამყარებული რაიმე ფაქტობრივი საფუძვლებით. შესაბამისად, ბ------------------------------------------------------------------------------–------------------------ საქართველოს სსკ 179-ე მუხლით წარდგენილმა ბრალდებამ, - რაც მოიაზრებს მათ მიერ ყაჩაღობის (თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) ჩადენას, - სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა.

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები აუდიოგრამებში მოსაუბრე პირთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. სასამართლო თვლის, რომ, გარდა იმისა, რომ ჩანაწერებში ზემოაღნიშნული პირები ერთმანეთს მიმართავენ სახელებით, საუბრებში ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ მონაწილეობას ცალსახად მოწმობს, როგორც შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, ისე გ-–-----------–------- შს სამმართველოს დაკითხულ თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებმაც 2017 წლის 2----------რს, სწორედ შემთხვევის დროს, ლ--------–---–-- ავტომანქანაში მსხდომი პირების იდენტიფიცირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების უტყუარობას ადასტურებს თავად ბ------------------–-- ჩვენებაც, სადაც იგი მართალია უარყოფს მის მიმართ ბრალდებულთა მხრივ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, მაგრამ, ამავე დროს, ადასტურებს 2017 წლის 2----------რს, პოლიციის თანამშრომელთა მიერ განყოფილებაში გადაყვანამდე ლ--------–---–-- ავტომანქანაში რ------------------თან, მ---------------–---- და ორ სხვა პირთან ერთად ყოფნის ფაქტს.

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ მიერ ჩადენილი ნარკოტიკული დანაშაულის სამართლებრივ შეფასებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული, - რაც გამოიხატა ნარკოტიკულ საშუალებათა გამსაღებელ პირთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბ------------------–----- ნარკოტიკული საშუალების წართმევის მცდელობაში, - წარმოადგენს არა ნარკოტიკული საშუალების მისაკუთრების, არამედ, მისი უკანონო შეძენის მცდელობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი ქონების მისაკუთრებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებით სახელმწიფო მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს საკუთრებით ურთიერთობებს. შესაბამისად, ბ------------------------------------------------------------------------------–------------------------ ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ 264-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების) სისხლისსამართლებრივი დაცვის დამატებითი ობიექტი, - ნარკოტიკული ნივთიერებისადმი მოპყრობისა და შეძენის კანონით დადგენილი წესით მოწესრიგებული საზოგადოებრივი ურთიერთობის გარდა, - ის საკუთრებითი ურთიერთობებია, რომლებიც დაკავშირებულია ამ ნივთიერების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს სსკ 264-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს არ წარმოადგენს იმ პირისაგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მას უკანონოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით ფლობს, რადგან სახელმწიფოს სავალდებულო კონტროლს მიღმა არსებულ, ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფიზიკური თუ იურიდიული პირის საკუთრებით უფლებებს კანონი არ ცნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ 179-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში ბ-------------------- მ----------------------, რ--------------------- და ლ----------------- უნდა გამართლდნენ, ვინაიდან მათ მიერ ფულადი თანხის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით ბ------------------–--- თავდასხმის ფაქტი გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა; ხოლო ბ--------------------, მ----------------------, რ---------------------- და ლ------------------ მიმართ საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ პუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რადგან მათ მიერ ჩადენილია არა ნარკოტიკული ნივთიერების მისაკუთრების, არამედ - მისი უკანონოდ შეძენის მცდელობა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს ნებისმიერი ფორმით მის უკანონო დაუფლებას, ანუ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის დარღვევით.

საქართველოს სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რაც საქართველოს სსკ 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განიმარტება, როგორც დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად შეკავშირებულ პირთა მიერ დანაშაულის ჩადენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, წარმოადგენს დანაშაულის მცდელობას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულების - ბ------------------------------------------------------------------------------–------------------ ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რადგან საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა სცადეს უკანონოდ, კანონმდებლობით განსაზღვრული წესის დარღვევით, მოეპოვებინათ ნარკოტიკული საშუალება.

II. ქარდული სამყაროს წევრობისათვის ბ--------------------, მ----------------------- და ლ------------------ მიმართ წარდგენილი ბრალდება

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის ნოემბრის თვეში, ლ------------------ დეიდაშვილს, გ-------------------- (მეტსახელად „--–--) და თ-------–----------- (მეტსახელად „---------) ერთმანეთთან მოუვიდათ უსიამოვნება, რადგან ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ გ-------------- მისი ავტომანქანა იმ თანხაზე 500 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად შეიძინა, ვიდრე მას უთხრა. ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთვნენ ლ-----------------, მ---------------------- და კანონიერი ქურდი ა------–------, რომელმაც თ--–----------- უთხრა თავი დაენებებინა გ--------------------. სანაცვლოდ, ლ------------------ და მ-----------------------, ა---–----------- შეთანხმებით, გ-------------- მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა ფული, რის შემდეგაც გ-------------------------------------–- და ლ--------–---–- 600 აშშ დოლარი გადასცა. მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, თ-------–----------- და სხვა პირებს, კიდევ ჰქონდათ მასთან პრეტენზიები, ლ--------–---–-- და მ---------------–------------------ მოსთხოვეს იანვრის ბოლომდე დამატებით, ნაწილ-ნაწილ, გადაეხადა 3 000 აშშ დოლარი ან საზღვარგარეთიდან წამოსული ავტომანქანა უფასოდ დაეთმო მათთვის. აღნიშნულის შემდეგ ლ----------------- პერიოდულად უკავშირდებოდა გ-------------------- და მ------------------------- შეთანხმებით სთხოვდა თანხის გადაცემას.

2017 წლის ნოემბრის ბოლოს ქურდული სამყაროს წევრებმა ლ------------------ და ბ-------------------- კანონიერ ქურდის, კ-------------–--, მეტსახელად „--–---- დავალებით, ქ. თბილისში, ე.წ. ე-–----- ბაზრობაზე მდებარე საბურავების მაღაზიაში მიაკითხეს ამ მაღაზიის მფლობელ კ-------–----------, რომელსაც „--–---- სახელით მოსთხოვეს ქურდული „საერთოსთვის“ 2 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც კ---------- რამდენიმე დღეში უნდა გადაეცა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი ძმის, კ------------- ოჯახების აწიოკებით, მაღაზიის გადაწვით და ბიზნესის დახურვით. ლ------------------ და ბ-------------------- მიაკითხეს მეორე დღესაც და იგივე მუქარით მოსთხოვეს ქურდული „საერთოსთვის“ ფულის გადახდა. კ-------–----------, შიშის გამო, მეორე დღესვე დაკეტა მაღაზია და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეწყვიტა საქმიანობა, თუმცა, შემდეგ, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა კვლავ გაეხსნა მაღაზია.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

კ-------–---------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2010 წელს ძმასთან, კ----------------- ერთად დააფუძნა კომპანია, რომელიც ახდენს მეორადი საბურავების რეალიზაციას. მათ გააჩნიათ რამდენიმე, მათ შორის, - თბილისში, ,,ე-–----- ბაზრობაზე’’ მდებარე, - მაღაზია. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ზემოაღნიშნულ მაღაზიაში მივიდა დაახლოებით 50 წლამდე ასაკის, მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელიც არ გასცნობია და კანონიერი ქურდის, ,,ე-–---’’ სახელით მოსთხოვა ერთი კვირის ვადაში მისთვის 2 000 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა მისი და მისი ძმის ოჯახების აწიოკებითა და მაღაზიის გადაწვით. დაახლოებით ერთ კვირაში, ,,ე-–--’’-ს სახელით, მაღაზიაში კვლავ მიაკითხა სხვა მამაკაცმა, რომელსაც, მუქარის განხორციელების შიშით, მოთხოვნისთანავე გადასცა 2 000 აშშ დოლარი, თუმცა უთხრა ისიც, რომ დამატებით სხვა თანხის გადახდას ვერაფრით შეძლებდა. დაახლოებით 10-15 დღეში, ნოემბრის შუა რიცხვებში, მაღაზიაში კვლავ მიაკითხა მისთვის უცნობმა ორმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი გაეცნო როგორც ბ-----------–---, ხოლო მეორე - როგორც ლ-----------------, მეტსახელად „-----. უცნობები მათი წინამორბედების მსგავსად, კანონიერი ქურდის, ,,ე-–---’’ სახელით ესაუბრებოდნენ და ქურდული საერთოსთვის, ე.წ. „ობშიაკისთვის’’ 2 000 აშშ დოლარის ყოველთვიურად გადახდას სთხოვდნენ. მომხდართან დაკავშირებით ძმას რომ ესაუბრა, ერთად გადაწყვიტეს, რომ ამგვარი გამოძალვის პირობებში ბიზნესის წარმობას აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ უარი უნდა ეთქვათ თანხის გადახდაზე და დაეკეტათ მაღაზიები. მაღაზიების დაკეტვის შემდეგ, მეორე დღეს, ვინაიდან მისი პირადად ნახვის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ბ----, რომელიც განაგრძობდა მუქარას. აღნიშნულის გამო, იძულებული გახდა გამოერთო მობილური ტელეფონი. დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ მაღაზიები, მაგრამ ვინაიდან საბანკო სესხებისა და სხვა გადასახადების გადახდას ვერ აუდიოდნენ, კვლავ გახსნეს მაღაზია და მუშაობა განაგრძეს. მას მერე ლ--------–---–-- და ბ--------–---- იგი აღარ შეუწუხებიათ.

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ 2018 წლის 15 მარტს შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–------------–-------------------------–--------------------–--- დეტექტივ-გამომძიებელ გ------------------- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, კ-------–---------- მისთვის წარდგენილ ფოტოსურათებში ამოიცნო „ბ----“ და „----- რომლებიც, მისი განმარტებით, 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ქურდული სამყაროს ე.წ. „საერთოსთვის“ მუქარით სძალავდნენ თანხას. კ---------- მიერ ამოცნობილი პიროვნებები აღმოჩნდნენ ლ----------------- და ბ-------------------.

მოწმე კ------------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მისთვის მისი ძმის, კ-------–------------- გახდა ცნობილი, რომ მათ მაღაზიაში მოდიოდნენ უცნობები, რომლებიც კანონიერი ქურდის, „--–---- სახელით სძალავდნენ ფულს. ზემოაღნიშნულის გამო დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ მაღაზიები, რადგან ბიზნესსაქმიანობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავდნენ.

კ-------–- და კ--------------- მაღაზიებში მომუშავე ბ------------–---------------------–---------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს კ-------–---------- მიერ მითითებულ პერიოდში სავაჭრო ობიექტების ორი კვირით დაკეტვის ფაქტი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2--------–-- განაჩენით დგინდება, რომ კ-------------–- მსჯავრდებულია კანონიერი ქურდობისთვის - საქართველოს სსკ 2231 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხის ამონაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ბ-------------------- სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 2017 წლის 20 ნოემბერს ორჯერ მოხდა დაკავშირება კ-------–---------- საკუთრებაში არსებულ ტელეფონის ნომერზე.

აუდიოჩანაწერების 2017.12.18 – 10:32:07, 2017.12.18 და 2017.12.19 – 06:49:31 კრებსითი ამონაწერებით ირკვევა, რომ ლ----------------- და ბ------------------- კ-------–------------- თანხის მოთხოვნისას მოქმედებდნენ კანონიერი ქურდის, „--–---- დავალებით. ამავე ჩანაწერით დგინდება, რომ კ-------–- და კ--------------- მიერ მაღაზიის გახსნის შემდეგ, ამგვარი მოთხოვნით მათთვის აღარ მიუმართავთ მხოლოდ სიფრთხილის გამო, რადგან ჩათვალეს, რომ კ-------–- და კ--------------- სხვა ქურდების მფარველობა მოიპოვეს და ამიტომ აღარ ეშინოდათ მათი. მათ ასევე განიხილეს ის შესაძლებლობაც, რომ კ-------–- და კ--------------- მიერ მაღაზიის გახსნა იყო მაპროვოცირებელი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად მათი მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვებას.

„ბიჭო, ე-–--- დამირეკა ეხლა“; „ჰო, ველაპარაკე. მოგწერე შენ. ღია აქვთ რა /.../ მაღაზია.“ „გავიდეთ“, „მაიცა, ეგრევე მივიდეთ? ეგრე მისვლა... ვაბშე ცოტა ხომ არ იმასვქნათ, ჩამოვყალიბდეთ, რა როგორ გავაკეთოთ“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 10:32:07; 03:43:50 -03:45:50)

„ბიჭო, რა ვუყოთ ეხლა ამათ, რა.“ „აბა, ვნახოთ, მივიდეთ!“ „ბიჭო, რამე ჩამწერები არ ქონდეთ ამ /.../. რამე /.../ არ ქნან, ჩემი... გაიგე, ძმაო? ეგრევე მიახტი და შენი დედა /.../ და ისა, ბოლო-ბოლო სიმონ, აბა რას იზამს? ეგრევე ჩვენ თუ გავაქცევთ ეგრე... რაღაცა სხვანაირად უნდა. ეს კ--- და თავის ცოლი რომ იყვნენ, არ შეგხმიანებია?“ „მოდი, აბა, მაგათ შევუაროთ, აბა, ხომ იქ გვყავდა გაგზავნილი, აბა, ერთი, რა იციან..“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 10:32:07; 04:30:40 - 04:33:00)

„ვაიმე, ე-–------- რომ დასარეკი გვაქვს... მოდი, არ ვაცნობოთ ვაფშე ეგ ფულის თემა, თორემ ვაფშე გაჭედავს ეხლა, ფული წაიღო იმანო, კაროჩე, არ მოისვენებს, გაიგე, თან, ხიშნიკია ე-–--, იმენა ხიშნიკი როჟაა, რა“, „ვეტყვი, მოვუყვები ყველაფერს, შენ დაგიხმარ, ანუ, იმ პონტში, რომ აა, მე და ლ-----, ორი კაცი ვხედავდით და რაღაც ისე დავუმძიმებ, რომ არაა, ბიძია, ესე - „მიდი წაართვი და დალეწე“. ის კი არაა, ზონა. გაგანია დ--------. ... მთელი---–---- ბაზრობდა, ესენი გაჩერებულები რომ იყვნენ და ეხლა ეს გააბაზრეს...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 17:17:55; 01:19:00 - 01:23:00)

“გაუმარჯოს ე-–---, როგორა ხარ?.. ე-–--, ახლა ვიყავი იქ---–-------, რაღაც ჩემს საქმეზე ჩავიარე და გაუღიათ იმათ მაღაზიები ყველაფერი, ხომ არავინ შეგხმიანებიათ თქვენ? აი, ახლა მივდივარ ბ---------, ხო, არ იცის და ახლა დავადგები, ბ----- უნდა შევხვდე, რა... იქ შემთხვევით გავიარე, რაღაც საქმეზე და ღია იყო სუყველაფერი... კი, არა, ახლა ბ----- შევხვდები მაშინ, ძმაო, და დაგირეკავთ, კაი.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 10:32:07; 03:03:10 - 03:04:10)

„კლიენტს, ძმაო, რვა მაღაზია დაკეტილი ჰქონდა, ამდენი ხანი, ტო... პაჩტი ერთი-ორ კვირაზე მეტი და ეხლა მოვიდა, გააღო და ყველაფერი დავალაგეო. არადა, არაფერი არ დაულაგებია... რომ დალაგებულიყო, ჩვენთან უნდა დაელაგებინა. მივიდეთო, ბ---- იძახის. სად უნდა მიხვიდეთ-მეთქი, უეჭველი რაღაცას თავს ატრიალებენ... ჩაგვიწერენ ყველაფერს-მეთქი, ჩემი, რატო უნდა მივიდეთ... - დავალაგეო ისე აბაზრებს, ელოდებიან ჩვენ მისვლას, როდის მივალთ.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 06:49:31; 02:08:56 - 02:10:00)

„რაის დაიკეტა მაღაზიები? ჩავეხსენით, მაგით მორჩა! იმიტომ რომ გააღეს, ძმაო, /.../ დადიან და იძახიან, სიმონ, დავალაგეთო. რაღაცას, ფაქტია, რომ ელოდებიან და ის იციან, ჰო, რომ გაიღება, უნდა მივიდეთ... და გააღეს, ე.ი. რაღაცა შემუშავებული გეგმა აქვთ... ჰო, აბა ტყუილა როგორ გააღეს?! ისევე შიში რომ ჰქონდეს, არ გააღებდა. როგორც დაკეტა, ისე დაკეტილი ექნებოდა... თუ არა, ჩვენთან რაღაცა ის უნდა ჰქონოდა, დაელაგებინა. ჩვენთან არაფერი დაულაგებია, გააღო და იძახის, დავალაგეო და მიდი ეხლა შენ და იმასქენი...თან ბლატაობს და იმას თავში რა უდევს ღმერთმა უწყის! საიდან დაალაგა. ტელეფონში კიდევ მოგაძახა, სიმონ, - ბოლო-ბოლო ტვინს ნუ /.../, თორემ მერე კი ვიცი, რასაც ვიზამო! კ-------–-- ეხლა პასპორტში ჩაუწერე, რომ /.../-ია თუ რა, /.../ არა ჰკიდია!“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 06:49:31; 02:38:00 - 02:55:15)

„გუშინ მეუბნება, რა... შენი აზრიო! - ბიჭო, რა ჩემი აზრი, - მე ვუთხარი, - ე-–--, /.../ კაცი ერთი კვირა დაკეტილი იყო, გაიქცა, დაკეტა რვა მაღაზია... მთელმა ე-–----- იცოდა, ძმაო, ტო, ერთ-ერთი ხერხემალია „პაკრიშკების ბიზნესში ეს /.../ და ბრახ და... უცებ აღებს, ბაზრობს, რომ დავლაგდით, რა დალაგდა? რა ვიცი აბა, ჩვენთან არავინ დალაგებულა!... ხოდა, მაგის დედა, ეხლა ეგ შარია მანდ, ძმაო“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 06:49:31; 03:34:23 - 03:38:00)

გ-------------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ლ----------------- - მისი დეიდაშვილი, მ---------------------- კი - მეგობარია. 2010-2011 წლიდან აქვს ავტომანქანების ბიზნესი, ინტერნეტაუქციონის საშუალებით საქართველოში ჩამოჰყავს ავტომანქანები. დაახლოებით ორი წლის წინ საზღვარგარეთ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეუძინა თ-------–-----------. მოგვიანებით თ--–---------- დაინტერესდა, მისი ავტომანქანის შესაძენად რა თანხა გადაიხადა. ეს ინციდენტი ამოიწურა, როცა თ--–----------- შესაბამისი საბუთი წარუდგინა. გ-------------- განმარტა, რომ ლ--------–---–- და მ---------------–------–--------------- მის ურთიერთობაში არ ჩარეულან. ერთხელ ლ--------–---–- მასთან იმ დროს მივიდა, როცა თ--–--------------- ავტომანქანის თანხაზე საუბრობდა, მაგრამ იგი მათი საუბრის თემით არც დაინტერესებულა. სწორედ ამ საუბრის დროს დაპირდა თ--–----------- მანქანის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენებას. მოწმე გ-------------- ასევე აღნიშნა, რომ ლ--------–---–-, მის დაკავებამდე 1000 აშშ დოლარი მართლაც მისცა, მაგრამ ეს თანხა მისთვის არავის გამოუძალავს. როგორც ლ------------------ ისე ბინის ქირით მ---------------------- იგი ფინანსურად დაეხმარა, რადგან ისინი ამას საჭიროებდნენ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ლ------------------თვის საზღვარგარეთ 400 აშშ დოლარად ნაყიდი ავტომანქანის ჩუქებას აპირებდა, რადგან ლ----- ცოლის მოყვანას აპირებდა და საქორწინო საჩუქარს უმზადებდა.

 

აუდიოჩანაწერების 2017.12.17 – 14.14.43; 2017.12.21 – 12.04.10; 2017.12.21 – 18.49.58; 2017.12.25 – 09.54.32; 1---------, 1--------- და 1--------- კრებსითი ამონაწერებით დგინდება, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში გ-------------------- („--–--) და თ-------–----------- („---------) ერთმანეთთან მოუვიდათ უსიამოვნება, რადგან ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ გ-------------- მისი ავტომანქანა იმ თანხაზე 500 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად შეიძინა, ვიდრე მას უთხრა. ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთვნენ ლ-----------------, მ---------------------- და კანონიერი ქურდი ა------–------, რომელმაც თ--–----------- უთხრა თავი დაენებებინა გ--------------------. სანაცვლოდ, ლ------------------ და მ-----------------------, ა---–----------- შეთანხმებით, გ-------------- მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა ფული, რის შემდეგაც გ-------------------------------------–- და ლ--------–---–- 600 აშშ დოლარი გადასცა. მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, თ-------–----------- და სხვა პირებს, კიდევ ჰქონდათ მასთან პრეტენზიები, მოსთხოვეს იანვრის ბოლომდე ნაწილ-ნაწილ დამატებით გადაეხადა 3 000 აშშ დოლარი ან საზღვარგარეთიდან წამოსული ავტომანქანა დაეთმო მათთვის უფასოდ, რის თაობაზეც ლ----------------- პერიოდულად უკავშირდებოდა გ-------------- და მ---------------–---- შეთანხმებით სთხოვდა თანხის გადაცემას. კერძოდ:

„მ------- ეხლა ალალად მითხარი, გიჟი სწორად გექცევა ფულებში? იხდის ისე, როგორც გადასახდელია თუ არა?... შენით არის მაგას თუ რამე აქვს, შენით აქვს და შენით იდგამს სულს და შენ ძმაო, პირში უნდა სული გიბეროს მაგან მთელი ცხოვრება და შენ თუ რამეს გიტეხავს, მე მითხარი ორი სიტყვით... ჩემი დეიდაშვილისა, რამე, სისხლი და ხორცია... მაგრამ არ მინდა, რომ მაგით შენთან ისარგებლოს...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.17 – 14.14.43; 03:20:30-03:26:00)

„ი------------ აქ პირველი ის იყო, რომ ერთმანეთის გათვალისწინება იყო, ჩემი და მაგის შორის, მიცნობს და იცის და არაფერი არ გაითვალისწინა და წახიძნიკება მოუნდა და გ-–-- გაწეწვა მოუნდა და გ-–-- როგორ გავაწეწინებდი, ტო? - დეიდაშვილია, რაც არ უნდა იყოს, იმან ვაბშე არ გაითვალისწინა, ი----------.. - მერე, პახოდუ, სიმონ, ისო, კ----- შეუთვალა, კარგიო, 500 დოლარი დამიბრუნოსო... კ----- ხომ უთხრა, ბიჭო, აგერ ჩვენი, დეიდაშვილია, ჩემი ის არის და გაეშვი რა და დანარჩენს ჩვენ ვეტყვითო მაგას, რაც სათქმელია და ამან, მოკლედო, ჩემი 500 დოლარიო, რაც მომიგოო, ის დამიბრუნოსო მაშინო...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 04:54:55-05:15:00)

„ეხლა შენ-თქო, თუ ეგეც მოტყუებული გაქვს-თქო ჩვენზე-თქო, ძმაო,- შენ დაუძაბე ... ამათმა ხომ გაიგეს სიმონ-თქო, 500 დოლარი, ჩვენ ხომ ვთქვით-თქო კ----------თქო, ეხლა, კაროჩე ესენი იძახიან 2 000 დოლარი, ესენი თუ ეხლა კ----- დაურეკავენ, ი-------- რომ დარეკოს და რომ რაღაცა გაიგონ, ბიჭო, ჩვენ შევრცხვებით, შენ მოგი...თ და მოკლედ, ეხლა, როგორ იცი? თქვი სიმართლე, მართლა 2 000 ხომ არ გაქვს მოგებული...“ „ეხლა 2 000 დოლარის, კაროჩე, ეხლა დავადგენ-მეთქი და მანდ ისეთი არაფერი გააკეთო, რომ ვაბშე სხვანაირად გამოჩნდეს, არა 500 და 2 000 და მაცოდინე-მეთქი, სიმონ, ეგ ხომ არ გაქვს მონატყუები-მეთქი. აუ, რაღაცა ეს მართლა რომ გამოგვივიდეს... ამათგან კუშის აღება კაია.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 05:17:45-05:22:00)

„გ-------- 2 000 აქვს მოგებული, უეჭველი. ჰოდა, კაროჩე-თქო, ეხლა ეს ათასი დოლარი, „პასატიც“ მოიყვანე-თქო და ის 1500 თქო კიდევ. 500 ხომ აქვს მოცემული?.. კარგია, ის „პასატი“ გზაშია, ჩამოვიდეს, ჩვენ მაგან პატარ-პატარა ფულები რომ მოგვაწოდოს, კარგი იქნება. ამ ათასი დოლარის გარდა, ათას ხუთასი რომ მოგვცეს კიდევ...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 05:42:00-05:43:00)

„გ---------... მოკლედ, 2 000 დოლარს დაობენ, ეს იძახისო, კაროჩეო, 2 000 დოლარი იყოო, გამიგე? - ეს მისულა ი------------, 2 000 დოლარია, გამიგე? კიდევ ქექავენ, მოკლედ რაღაცას... იმის ყურამდე არ მივიდეს, ბიჭო, რამე ...ობა ხომ არ არის კიდევ მაგაზე? - მანდ მეტი არაა. 600 დოლარი არ მოგეცით მაშინ, რაც იყო ძმაო?!“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 05:50:00- 05:56:00)

„ბიჭო, ეხლა უყურე, ძმაო, რას ვფიქრობ მე გ-------- მანქანაზე, გ-------- მანქანა რომ არ გამოვართვა, 3 000 დოლარი ხომ უნდა მოიტანოს... 3 000 დოლარი და ეს, სიმონ, 6 000 ლარი ხომ უეჭველი გადასახდელია, ხო? და დანარჩენი გვრჩება. მე რომ გ-------- მანქანა დავიტოვო განსაბაჟებელი, ხო, ეს მანქანა რომ გავყიდოთ, ის რაღაცა ფული, რაც უნდა დაგვრჩენოდა, ისედაც გვრჩება და ასედაც, გაიგე?.. - მაგრამ ეგ 3 000 დოლარს მოიტანს მერე? - მოიტანს, თუ არადა, ვაბშე კაროჩე, შევხედოთ რა, რა ვიცი, როგორ ჯობია, კაროჩე, სიმონ, მაგ მანქანის იმას გავიგებ და თუ არადა შევხედოთ და თუ არადა 1 000-1 000 მოვატანინოთ. - ხო, მოიტანოს, მაშინ, ეგ 1 000-1000, ესე უნდა ვრიცხოთ... - ჩვენზეა დამოკიდებული, ან იმას მოიტანს, ან ფულს მოიტანს ან „პასატს“ მოიყვანს... - არა, ორ თვეში თითო-თითოდ რომ გადაიხადოს 1500-ები.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 18.49.58; 00:27:15-00:31:50)

„იმ ი-------- დედა /.../ კ---------, ორჯერ გაილახა... რას მევაჭრები 500 დოლარზეო... ახლა გ-------- ცვეტში ისეთი /.../ ჰქონდა, აი, რა უნდა მეთქვა ი-------------... მეთქი, დავურეკოთ მაშინ კ----- და ვუთხრათ-მეთქი, რა ვქნათ, სიმონ, ხომ აზრზე ხარ, იმ დონეზე მიტყდებოდა, რომ დამერეკა და ბოლოს კაროჩე ვბჭობდით რაღაცეებს და მ------- დავურეკოთ, დავურეკოთ და დარეკა, კაროჩე... და დაირეკა და იმან შემოუთვალა, ჩვენი ახლობელიაო ანუ გაეშვიო, რა, ვაჭარიაო... -... შენ ჩემ ნათქვამზეც მია..., რა, რაღაც ფული და ის, რა, შენ კი აე გეგონოს-თქო, ბიჭო, მ------- იქიდან რამე ფული თავისთვის შეიხვედრა, სიმონ, შენზე უთხივია-თქო, სიმონ, შენ არც კი გინახია-ტქო, სიმონ...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 09.54.32; 05:17:36-05:42:30)

„მაგასთან, სიმონ, გაიგე, ყველაზე ნაღდი ის იქნება, თუ გინდა ეს რო არ დავკარგოთ, ესე ჯიბის ფულად, ელემენტარულად რო იყოს ეს გ-------–... მაგ მანქანაზე როგორი ის შეიძლება, იცი? რო ის „პასატი“ რაც მოგყავს-თქო, გაიგე, მაგი იქ ძმაო, ჩვენს ძმებთან, უფულოდ არის ბ--–----- და რამე და ჩვენი ის არის, იმედი აქვთ, ისე აქვთ-თქო და ეგეთი ლაპარაკი რო წავუყვანოთ, რო ვითომ ეგ პასატი იქ მიდიოდა, მარა „კაროჩე“ ბ--–------ გვთხოვა, რომ დამითმე, გაიგე? მე ბ--–----- მაგ ამბავში იტოგში მოყომარებული მაქ. ის იძახის ჩემი პაძერჟკა თუ გჭირდებაო, ბაზარი არ არის, თუ გინდა, კ----- დავარეკინებო გ--------------... ჰოდა, მე რო წავიყვანო ესეთი თემა, რო კაროჩე ეგ მანქანა-თქო, სიმონ, რა, თავის ფასშია, დაგვითმე-თქო იტოგში ეს „BMW“, ხო აზრზე ხარ რა და შენგან-თქო, ძმაო, იმენნა ისეთი ძმაკაცური ხოდი იქნება-თქო, რო იქ ჩვენებსაც გაუსწორდებათ და მე ხო ვაბშე გამისწორდება და გამისწორდება და კაროჩე ლამაზად რო დაიკეროს, პახოდუ ისე, შიში, იქით რო უნდა და უარის ხოდი რო არ ჰქონდეს, გაიგე? (აუდიოჩანაწერი 1--------- - „ლ------“ და „მ-------“ სატელეფონო საუბარი)

„გ---- დავურეკე ეხლა რა... დღეს და----რიოთ და კაროჩე, ბეემვე-თქო, სიმონ, ... გვკიდია, დათმე-თქო, თუ არადა, მაგ იქსიდან გადმოდი-თქო, დედასაც... - ხო, ეგრე ჯობია უკვე, თვითონ რო არაფელი არ უნდა ეხლა რო შეწუხდეს და მარტო თავისი პრობლემების დროს... (აუდიოჩანაწერი 1--------- - „ლ------“ და „მ-------“ სატელეფონო საუბარი)

„მოხოდვა მინდა, რა, თან გ-------- მინდა დღე-დღე გავუიასნო. გ-------- ცოტა ისე მინდა კაროჩე მე ერთი ერთში დავიჭერ და დავიჯინო სიმონ და გავუიასნო, რომ კაროჩე რაღაცა /.../-ს დღეში იყოს სულ და რაღაცა ფულები იხადოს, სიმონ, ხანდახან რა და ესე არ სჭირდებოდეს /.../-ში თითის გაკეთება ფულის გულისთვის... ხანდახან-მეთქი, სიმონ, მოგვაქციე ყურადღება, კაცო, რაღაცა „პაიკავოი“ დანიშნე, ძმაო...“ (აუდიოჩანაწერი 1--------- – „ლ------“ და „მ-------“ სატელეფონო საუბარი)

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ხმის მიხედვით და მონტაჟის კვალი მათ არ აღენიშნება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, სადავო, 2017.12.21 – 12.04.10; 2017.12.21 – 18.49.58; 2017.12.25 – 09.54.32 ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცთა ხმები იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამებში მოსაუბრე ბ--------------------, მ----------------------- და ლ------------------ ხმების.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ჩანაწერებში 1---------, 1--------- და 1--------- მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამაში მოსაუბრე ლ------------------ ხმის.

ლ--------–---–-- ავტომანქანაში მიმდინარე საუბრების და სატელეფონო საუბრების 1---------, 1--------- და 1--------- აუდიოჩანაწერების 2017.12.18 – 17.17.55; 2017.12.19 – 06.49.31; 2017.12.19 – 12.43.34; 2017.12.19 – 19.29.22; 2017.12.20 – 09.00.58; 2017.12.21 – 12.04.10; 2017.12.25 – 09.54.32; 2017.12.25 – 16.40.20 კრებსითი ამონაწერებით დასტურდება, რომ ლ-----------------, მ---------------------- და ბ------------------- ხშირად საუბრობდნენ იმაზე, თუ ვისთვის და როგორ გამოეძალათ ფული, მოეძიებინათ ის ადამიანები, რომელთაგანაც ყოველთვიურად მიიღებდნენ შემოსავალს, ამავე დროს, მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ კ-------------–----, ა------–----------- და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რომელთა მიმართაც გამოხატავდნენ პატივისცემას, ასრულებდნენ მათ დავალებებს, მუდმივად აყენებდნენ საქმის კურსში და უყოფდნენ გამოძალვით ნაშოვნ ფულს.

„თუკი რა სადმე შენი სახელი გაჟღერდა, გინდა ქურდებთან და გინდა აქ, სიმონ, ვინც არიან, ყველასთან როგორი დახასიათებული მყავხარ, იცი?..“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.17 – 14.14.43; 03:20:30-03:26:00)

„კ---- რომ მანდ არ არის-მეთქი, ხო აზრზე ხარ, ვიცი და ტ----------–---მეთქი და მე წამოვედი გ-–---------- ძმაკაცურად, კაცმა დამპატიჟა და დალშე მე იქით ქურდებთან მეთქი, როცა საჭირო იქნება ჩამოვალ-მეთქი ტ----------–--მეთქი...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 17.17.55; 00:08:30-00:22:00)

„აუ, ხვალე თ--------–- მივდივარ ისევე... - ყოველდღე იქა ხარ, ჰო, /.../შვილი ვიყო. - ე-–-------? - ჰო“. (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 17.17.55; 03:41:00-03:47:00)

„დავიღალე რა... რა დამგრუზა გუშინ, რა... ე-–---“; „ეხლა რომ ვიყავი კ----- მითხრა, რამე ისეთი თუ იქნებაო, ბ---- „ადვიჟენიეო“... „იმენნა“ „სალდატივით“ გყავდეს, შენ არსად წახვიდეო. ჩვენ გვიფრთხილდება...“ „ეხლა, კაცი განაბია, ვუსწორებთ, ხომ აზრზე ხარ“ „სად გავალთ ამ მანქანის დაწვით, ტო, და ეხლა, ბიჭო, მე ვუთხარი, აქ ისეთი თემაა, ძმაო, ჩვენ დაჭერას არაფერი არ უნდა... ჰო, ვსიო, არ გინდა არაფერი, ბრატ, - ტრადიცია, იქ ერთი-ორი თემა და ვსიო, მაგითი დასტურდება... მე შენ გეტყვი, რომ რომელთან /?/ ლაპარაკს ვერ დაგვიდებენ თუ რა?“ „კ----- ავუხსენი, რომ, მეთქი, აგერა ვარ, თქვენს გვერდით ვარ, მაგრამ არა იმ დოზით, რომ აქ ეხლა... თქვენს გვერდით ვარ ყველანაირად, ტო. უბნის „პარიადკაა“ თუ „დალშე“ რაც არის ყველაფერი, ხომ აზრზე ხარ, მოწესრიგებულად, ჯიგრულად და საკაიფოდ... მაგათ ომში ჩავერთოთ ჩვენ, ჩვენ გაგვჭყლიტავენ ბოლოს და ეგ იქნება.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 06.49.31; 02:38:00-02:55:15)

„ვიღაცა ბიჭი არის, შენზე იძახის, მეო, მაგასო ქურდებში დავუძახე და არ მოვიდაო და კაის არ იძახის შენზე... ეხლა მაგას ვუთხარი: მოდი მერე, რა პრობლემაა, ქურდებშია ეგ ბიჭი და მოგათხოვინებ ქურდებში, გაიგე?“ „უშუალოდ ეგ სიტყვა, რომ მე ისინი მეძახიან, ჩემთვის არ უთქვამთ, ძმაო, არავის, თორემ მივიდოდი, რაზეა ლაპარაკი, ტო? (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 01:08:30-01:25:10 – „კ-----“ და „ბ-----“ სატელეფონო საუბარი)

„-იტოგში, ყველა სანახავი გვყავს, ქურდები. - ჰო, ჩემი დედა! თ-----– ხომ სანახავი მყავს, კ----–. - კ----– სანახავი. „კაროჩე“ ორი თემაა, კ---- უეჭველი, კ---- გყავს იმიტომ, რომ... პირველი ეგაა. (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 19.29.22; 00:37:30-00:59:30)

„მერე ერთი /.../ დავიჭირეთ, იმასაც ქურდობა უნდა, რ---------–-, ეგეც ესწრებოდა ლაპარაკს და უკვე ეს დავავალდებულე, რომ მოეყვანა, გამიგე? ამას დავუძახე ქურდებთან და ეს /.../ კიდევ, ვაბშე ტელეფონი გამორთო და დაიმალა (აუდიოჩანაწერი 2017.12.20 – 09.00.58; 05:09:30-05:11:36)

„მაგი თუ დალაგდა, უკვე რომ ჩვენს ხელში იქნება, „ბრატ“, ორივეს ერთად ვურეკავთ - კ----- და ტ-------. ვაფშე, დავურეკოთ კ-----, შენ დაურეკავ კ----- და ეტყვი - მოვდივართ, რაღაცა მოგვაქვს, ტიპი მოგვყვება და იტოგში მანდ ჩამოვალთ, მანდ გავიაროთ. ბ----, ბ----– მოდის და ანუ, შენ და ბ----, რა. აქედანვე ვეტყვით, რა, რომ იქ არ დაიწყოს მერე განაბობამ ისეთი ლაპარაკი... და თოთხმეტი ათასიდან ათას-ათასი ლარი გამოგვატანონ აქეთ. ასე სადაა ბიძია?!“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.18 – 17.17.55; 01:10:00-01:16:00)

“გინდა ისე თემები, აი, ფულს არ ეხებოდა, განაბური თემა და გინდა ფულს რომ ეხებოდა, წამოსაღები იყო... ჩვენ ვაკეთებთ, ტო, მარტო გრევი ხო არ არის... ვალდებულების მიზნით კი არ ვაკეთებდით... მაგი დაინახა, რომ ჩვენ „იმენა“ „ატ სებია“ გავუტეხეთ ყველა ფული და ყველაფერი უფრო ჯიგრულად და გულიდან წამოსული და არა ისე, რა, რაღაცა, რომ გჭირდებოდეს ისეთი გაკეთებული... ერთი თემა არ არის, რომ რამე ვერ წამოგვეღოს, ისეთი ცუდი ყოფილიყოს. ფული კი არა, ვაბშე თემა.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 02:45:00-03:19:00)

„ხო, „პახოდუ“ ჯ------- სანახავი გვყავს ჩვენ, გაიგე? ჯ-------- ეხლა როგორც ქურდს ჩვენ მაგარი საქმე გავუკეთეთ...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 05:21:00-05:26:00)

„ორი სიტყვით მინდა, რაღაცა გითხრა. აქ ქ-------–- ჩამოვედით და ერთი ბიზნესმენია, რა და იქიდანო, ს----------------- მთხოვენო რაღაც ცამეტნახევარსო, რა. მაქვსო, მაგრამ არ არისო მისაცემიო და ეხლა უნდა ვნახოთ. ყველაფერს „პადრობნად“ გავიგებთ და მერე კი გეტყვით - რა როგორ არის.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 01:08:30-01:25:10 - სატელეფონო საუბრი „კ---------“)

„ -კ---- რასაც გადაწყვიტავს, ისე იქნება. - აგერ, ქურდებო, თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, ფული დევს „ნავიდუ“ და ეს იძახის არა მაქვს გადასახდელი, მარა „იმენნა“ თ--------–- რესტორანში დავხარჯავ ვაბშე ამ ცამეტნახევარს ქურდებთან... - არა ბიჭო, თვითონ ტიპი ეხლა, კ---- თავისას... რასაც გადაწყვიტავს ისე იქნება...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 04:35:00-04:44:30)

„წამოვედი მერე თ--------–-, კ---------, ჩამოვედი, ერთი ათი სული იყო, ვნახე სულ ყველა, კაკრაზ რაღაც ლაპარაკი იყო, რომ მივედი, ჩავაყენე საქმის კურსში“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.20 – 09.00.58; 05:06:00-05:07:45)

„რა გამახსენდა... მანქანის თემაზე, ბიჭო, მანქანაა „ტროიკა“ წასართმევი, სიმონ. თან, როგორი წასართმევი, „იმენნა“ ჩემია უკვე ეგ მანქანა და ჩვენია... უეჭველი ჩვენია, ბ----, რა...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 12.43.34; 02:45:00-03:19:00)

„გოიმი მოვქაჩე ერთი ი---–- /?/ 1000-1000 დოლარით ყოველთვე გადამიხდის 4 000 დოლარს. (აუდიოჩანაწერი 2017.12.16 – 17.57.19; 00:20:00-00:27:00)

„ბ----, ეგ ეხლა გ------- ის, მისაკაჩავებელია? - არ ვიცი, იქ უნდა გავარჩიოთ. - იქიდან თ----- ჩაებმება? - ჰო“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.19 – 06.49.31; 05:31:20-05:32:00)

„მაგი ვაჭარია იმენა. - მაგასაც დავუძახოთ, ჰა, მ----, რას იტყვი საახალწლოდ ერთი 15 რომ წავიღოთ... - გააძრობს ფულს, ეგ მუშაობს და 200-300 ლარი ჯიბის ფული სულ აქვს მაგას რა... - ჰო, რა, მაგი რომ დავშტრაფოთ, გადაიხდის“; „-დავიყოლიოთ ხო, ისიც დავსაჯოთ, ისიც დავსაჯოთ. - ხ----------– კაი გადამხდელია... ეგ უნდა დავაშინოთ, ბიჭო, ისიც სიმონ, - რ------– არ მგიონია, რომ გაბოზდეს... არა მგონია, მაგას ბავშვობაში სულ ართმევდნენ, სულ დედას /.../ მაგ რ------ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 04:54:55-05:15:00)

„ისე ვიზამთ, კაროჩე, რომ მე, შენ და მ------- გავტეხოთ, რა!.. მარტო ეგ მანქანა არა, ბრატ... ფული, ბიჭო...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 01:25:00-01:28:21)

„კ----- გაუტეხავ ჩვეულებრივად, ჩვენი მხრიდან საჩუქარს გავუკეთებ“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 05:15:00-05:15:55)

„ხოდა, ეს ფულები ჩვენ რასაც ვიჭერთ ხო, იქ ბ--–------ რომ გაუსწორდა, ის უფრო გაუსწორდება კ-----... ვიდრე ეხლა კ----- დაურეკავ, ათასი ლარი მაქვს, აი, როგორ /.../ კიდია იცი ეგ ათასი ლარი? პროსტა ყურადღბა უსწორდება „იასნია“ და აქეთ კი ხედავ უკვე ჩვენს მიმართ როგორაა განწყობილი, სიმონ, იმენა გკოცნი, მიყვარხარს მეტს... მაგრად უსწორდება კ-----... გამოვაცოცხლეთ უბანი...“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 09.54.32; 02:28:50-02:30:30)

„კ-----, ძმაო, ევასება ჯ-------. - ლ-----– რაღაცა აქეთ ისა და უკვე ჩვენზე არის მოყრდნობილი მაგრად და ნახე, ეგრევე, - მიდითო, ძმაო და ჩემი სახელითო ფულები მოითხოვეთო.“ „რაღაც მანდ ძაან მებალასტე მასტები არიან და მივაჯანჯღაროთ სუყველანი, კაცო! ვისაც პატრონი გამოუჩნდება, გამოუჩნდება, და ვისაც არა და... (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 09.54.32; 06:37:00-06:43:00)

„ჩამოვლა და დედის/.../ უნდა დავიწყოთ რა, უნდა ავკრიფოთ ფულები, თვეში დავუნიშნოთ ერთჯერადად... - სტავკა არ უნდა დაუდო, გაიგე? - მერე ხანდახან შეაწუხებ ხოლმე... ახალ წლებზე ახალი ფულია საჭირო, ეხლა ამ საახალწლოდ და დავაი, გრევი გააკეთეთ, აგერ, ძმაო, ხ-----– კაცს, თორემ ეგრე რომ ყოველ თვეში უნდა გადაუხადო და წილში ჩაგიჯდე, გაგიჟდებიან, ერთჯერადად გადაიხადონ, მე შევატყობ კიდე ვინ გადაიხდის და ვინ არა, იასნია, თორემ მაგი, ღმერთმა დაგვიფაროს მაგის გაბაზრება, ძმაო, როგორი ტრადიციებია, იცი? გასანსლებული, უკვე ინტერესიც აქვს მენტებს“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.25 – 16.40.20; 00:49:00-00:59:00)

„გავუგზავნი კ----- და ბ--–------ ერთ წილს, რა.“ (აუდიოჩანაწერი 2017.12.21 – 12.04.10; 05:36:15-05:40:15)

„ჰოდა, საქმეზე მინდა იფიქრო რა, იმენნა განაბური, მაფიოზური ბიჭები ხომ ვართ ძმაო და ფულით უნდა გავამყაროთ, შენს ძმობას ვფიცავარ, რაც გვჭირდება.“ – (აუდიოჩანაწერი 1404379748 - ბ--------–---------------------–---–-- სატელეფონო საუბარი)

„მე განახებ, ძმა, მაფიოზურ განაბურ ცხოვრებას, როგორ უცებ დაყენდება“ – (აუდიოჩანაწერი 1404390236 - ბ--------–---------------------–---–-- სატელეფონო საუბარი)

ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნის (ექსპერტი: ე--------–-–---–-) თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი აუდიოგრამები და ვიდეოგრამები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ხმის მიხედვით და მონტაჟის კვალი მათ არ აღენიშნება.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, სადავო, 2017.12.18 - 10:32:07, 2017.12.18 – 17.17.55; 2017.12.19 - 06:49:31, 2017.12.19 – 06.49.31; 2017.12.19 – 12.43.34; 2017.12.19 – 19.29.22; 2017.12.20 – 09.00.58; 2017.12.21 – 12.04.10; 2017.12.25 – 09.54.32; 2017.12.25 – 16.40.20 კრებსით ჩანაწერებში მოსაუბრე მამაკაცთა ხმები იდენტურია სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერსა და გამოკითხვის ვიდეოგრამებში მოსაუბრე ბ--------------------, მ----------------------- და ლ------------------ ხმების.

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით დგინდება, რომ ლ------------------ და ბ-------------------- პირადი ჩხრეკის და მ----------------------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონების საკონტაქტო ჩანაწერებში მითითებულია ა------–------ს, კ-------------–-- (“ე-–---“) და სხვა კრიმინალური ავტორიტეტების ტელეფონის ნომრები.

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით დგინდება, რომ ბ-------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მობილური ტელეფონში არსებული საკომუნიკაციო პროგრამა „whatsapp“-ის მეშვეობით განხორციელებული ზარების ჩამონათვალში ფიქსირდება ზარები ა------–-----------, კ-------------–---- („ე-–-------“) და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით (ექსპერტი: გ------------------) დგინდება, რომ ბ-------------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონში არსებულ ფოტოსურათების საქაღალდეში ნანახი იქნა ლ------------------ და ბ-------------------- ფოტოსურათები გადაღებული კ-------------–----, მ--------–---------–------, ა------–----------- და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმებით და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნით (ექსპერტი: გ------------------) დგინდება, რომ ლ------------------ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ლეპტოპში ნანახი იქნა ლ------------------ და ა------–------ს ერთობლივი ფოტოსურათები.

ბრალდებულებმა - ბ--------------------, მ----------------------- და ლ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშვედ არ ცნეს.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებულების უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ლ-----------------, მ---------------------- და ბ------------------- აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, მათ კავშირი ჰქონდათ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან და აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში, რაც გამოიხატა, როგორც კ-------–----------- და გ------------------------- თანხების გამოძალვაში, ისე სხვა პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებასა და სხვაგვარ უკანონო ქმედებებში, რომელთა მიზანიც იყო თავისთვის და კანონიერი ქურდებისთვის სარგებლის მიღება. აღნიშნულის გამო, სასამართლო არ იზიარებს დაზარალებული გ-------------- განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულების მხრიდან მის მიმართ დანაშაულებრივი ქმედება არ განხორციელებულა. სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ამგვარი პოზიცია განპირობებულია როგორც ბრალდებულ ლ--------–---–---- ნათესაური კავშირით, ისე, იმ გარემოებით, რომ ლ-----------------, მ---------------------- და ბ------------------- ორგანიზებული ჯგუფის წევრები არიან და დაზარალებულ გ-------------- შესაძლოა ამ დანაშაულებრივი ერთობის სხვა წევრების მხრიდან შურისძიების შიში ამოძრავებდეს.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილი დანაშაულად აცხადებს „ქურდული სამყაროს წევრობას“. ქურდული სამყაროს წევრის ცნების განმარტება მოცემულია „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში, რომლის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „ქურდული სამყაროს წევრია ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად“. ამავე მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემული ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის ცალკეული ელემენტების გათვალისწინებით, ქურდული სამყაროს წევრი „მოქმედებს მათ მიერვე დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.“

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, ქურდული სამყაროს წევრობა გულისხმობს ქურდული სამყაროსადმი, როგორც ორგანიზებული ჯგუფისადმი კუთვნილებას და ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად გარკვეული უკანონო ქმედებების განხორციელებას. რაც შეეხება ქურდული სამყაროს მიზნებს, - ქურდულ სამყაროს, როგორც ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ სახეს, ახასიათებს კონკრეტულად განსაზღვრული მიზანი - ქურდული სამყაროს წევრებისთვის ან სხვა პირთათვის მატერიალური სარგებლის მიღება, რომლის გარეშეც პირთა გაერთიანება ქურდულ სამყაროდ ვერ ჩაითვლება („ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი.) ანგარებით ნაკარნახევი ქმედებები ქურდული სამყაროს წევრის მიერ, მატერიალურ შემოსავლის მიღების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა უკანონო საშუალებებით, დანაშაულებრივი ხერხებითა და მეთოდებით, რაც ქურდული სამყაროს წევრობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების საფუძველია.

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლით, ”ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციითა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონით, მივიდა დასკვნამდე, რომ ლ------------------, ბ-------------------- და მ----------------------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, ლ------------------ ბ-------------------- და მ---------------------- მსჯავრი უნდა დაედოთ ქურდული სამყაროს წევრობისათვის და დაუდგინდეთ ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

III. ლ------------------ მიმართ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის

შეძენისა და შენახვისათვის წარდგენილი ბრალდება

 

სასამართლომ დაადგინა:

ლ------------------ შემდგომი გამოყენების მიზნით შეიძინა და ინახავდა, თითქოსდა, 2015 წლის 17 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მის სახელზე გაცემულ, ყალბ მართვის მოწმობას.

2018 წლის 2----------, ქ. თბილისში, თ------------------------------------- ქუჩა N5, კორპუსი N2-ში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ლ----------------- აღმოაჩნდა მითითებული ყალბი მოწმობა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 2----------, 08:35-08:50 სთ., თბილისში, თ------------------------------------- ქ. N5, კორპ. N2-ში მდებარე, მ----------------------- ბინაში ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლების - ა-–------------------–---–----------–--------------- მიერ გაჩხრეკილი იქნა ლ-----------------, რომელსაც შარვლის ჯიბეში აღმოაჩნდა მის სახელზე გაცემული, უცხოენოვანი დოკუმენტი, მართვის მოწმობა. საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის სისწორე დადასტურებულია თავად ლ--------–---–-- ხელმოწერით.

მოწმე ა-–------------------–---–--, შსს ც--------–---------------–----- პოლიციის დეპარტამენტის ო-------------–------–----–------------–-------------------------–--------------------–--- დეტექტივ-გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ზემოაღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტი და განმარტა, რომ 2018 წლის 2---------- თბილისში--------- დასახლების N5 კორპუსში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მის მიერ დაკავებული იქნა ლ-----------------, რომელსაც მოსამართლის განჩინების საფუძველზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა უცხოენოვანი საბუთი, მართვის მოწმობა.

დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის N-------- დასკვნის (ექსპერტი-------------–---–----- თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ლ------------------ სახელზე შევსებული მართვის მოწმობის ბლანკი დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ შეესაბამება ანალოგიური სახის ნამდვილ დოკუმენტს.

 

ბრალდებულმა ლ------------------ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ------------------, შემდგომი გამოყენების მიზნით შეიძინა და შეინახა ოფიციალური დოკუმენტი - ყალბი მართვის მოწმობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა. მოცემული დანაშაულის ობიექტია სისხლის სამართლის კანონით დაცული ის მმართველობითი ურთიერთობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიულ მოქმედებაში - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღების ან გამოყენების მიზნით; მისი გასაღება; გამოყენება.

ზემოაღნიშნული დანაშაულის საგანია პირადობის მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე ბეჭედი, შტამპი ან ბლანკი. ოფიცილურ დოკუმენტში იგულისხმება რაიმე უფლების დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რომელსაც სახელმწიფო ანიჭებს იურიდიულ ძალას რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად.

საქართველოს სსკ 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია და იგი დამთავრებულად ითვლება კანონში მითითებული ნებისმიერი მოქმედების ჩადენისთანავე.

რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, ამ ქმედების ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ლ------------------ ქმედებაში იკვეთება საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა, მისი გამოყენების მიზნით. შესაბამისად, არსებობს, ლ--------–---–-------- ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, ლ------------------, ბ--------------------, მ----------------------- და რ---------------------- მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულთა პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი და საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულთა მიერ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის მოხდის პირობებში, რომელიც, ამასთან, არ უნდა იქნეს გამოყენებული მინიმალური ან სასჯელის უმდაბლეს ზღვართან მიახლოებული ვადით. მათვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, უნდა ჩამოერთვას ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

მ------------------------- დაკავშირებით, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ განზრახი დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ---------------------- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

მ----------------------- მიმართ საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე.

მ---------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, მ----------------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ----------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0--------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; მოუხდელი სასჯელი, საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, დაემატოს დანაშაულთა ერთობლიობისათვის დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ---------------------- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;

მ---------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2--------------

ლ----------------- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

ლ-------------–---–-- მიმართ საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე.

ლ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ლ------------------ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ლ----------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2--------------

ბ------------------- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

ბ-------------------- მიმართ საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე.

ბ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ბ--------------------, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ-------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2--------------

რ--------------------- საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

რ---------------------- მიმართ საქართველოს სსკ 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე.

რ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

რ---------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2--------------

ნივთიერი მტკიცებულებები:

1. ლ------------------, მ-----------------------, ბ--------------------, გ-----------–-----–---–------------------------------------------------------–-–------------------------–----------- და ბ------------------–----- საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების გზით ამოღებული მობილური ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერის პროცესორი, მეხსიერების ბარათი, პლანშეტი და ტაბი - დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს; 2. ლ------------------ პასპორტი - გადაეცეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს; 3. მ----------------------- ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - დაუბრუნდეს მ---------------–-- ოჯახის წევრს; 4. ყალბი მართვის მოწმობა - განადგურდეს; 5. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე