გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9547-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ლე-----------ე
წარმომადგენელი - ლა---------------ე
მოპასუხე - შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ი“
წარმომადგენელი - მა--------–-–---–ი
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაე--ლოს შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ს“ ლე-----------ისათვის ამ უკანასკნელის გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გადაცემა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე ლე-----------ე 200- წლის 25 აგვისტოს ჩაირიცხა და სწავლობდა შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ში“. 2003 წლის 3- ივნისს იგი გარიცხეს უ-------------იდან ბრძანება №11--1-ის საფუძველზე, თუმცა ამის შესახებ მისთვის წერილობით არ შეუტყობინებიათ. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე ისევ აღადგინეს, ხოლო შემდეგ 200- წელს ისევ გარიცხეს, თუმცა ამჯერადაც წერილობით არ შეუტყობინებიათ გარიცხვის მიზეზი და შესაბამისად მისთვის უცნობია უ-------------იდან გარიცხვის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი.
განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის 200- წლის 09 ოქტომბრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 20-- წლის 19 მ------ს წერილების თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს ისარგებლოს მობილობის უფლებით გარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში.
მოსარჩელემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთხელ მოსთხოვა უ-------------იდან გარიცხვის შესახებ ზემოთ აღნიშნული ბრძანების ასლის გადაცემა, რათა ესარგებლა მობილობის უფლებით. ასევე, არაერთხელ მიმართა შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ს“ აღდგენის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
სა---------–-----------–------------–---------------------ოს 20-7 წლის 07 ივნისის წერილიდან ირკვე--, რომ მოსარჩელისათვის საჭირო ინფორმაცია სა---------–-----------–------------–---------------------ოს არქივში ინახება. მოპასუხემ კი ჩაიბარა მოსარჩელის წერილები, თუმცა არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. მოსარჩელის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულ შპს-ს შეჩერებული აქვს საქმიანობა და როგორც უ-------------ი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს სწავლა.
ლე-----------ის წარმომადგენელმა ბრძანების გაცემის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სა---------–-----------–------------–---------------------ოს და მიიღო პასუხი, რომ სამინიტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა, რადგან იგი არ წარმოადგენს ხარისხის მართვის სასწავლო უ-------------ის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა, რეალურად სადავო პერიოდში მოპასუხეს განათლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ჰქონდა ინსტიტუციური აკრედიტაცია და მის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტები აღიარებული იყო სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, როგორც ხარისხის მართვის უ-------------ი, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ მოსარჩელის, როგორც სტუდენტის საქმის მასალებისა და ბრძანებების წარმოება და დაცვა.
მოსარჩელის განმარტებით, წარმოდგენილი სარჩელის მიმართ მის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს - ისარგებლოს მობილობის უფლებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი ბრძანება არასოდეს გამოცემულა და შესაბამისად არც არსებობს. მოსარჩელე მართლაც სწავლობდა 200- წელს შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ში“, თუმცა საგნების ჩაუბარებლობის გამო, გარიცხულ იქნა უ-------------იდან 2003 წელს. მას შემდეგ მისი აღდგენა არ მომხდარა. მოსარჩელისათვის ცნობილია მისი გარიცხვის ბრძანების თარიღი და ნომერი - 2003 წლის 3- ივნისის ბრძანება №11--1. ამდენად, მოსარჩელე უ-------------იდან გარიცხულ იქნა 2003 წელს და მობილობის უფლება ჰქონდა 20-3 წლამდე.
20-4 წლის 11 ივნისის (შიდა სარეგისტრაციო №0-/1-7) განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისმა ოჯახის წევრებმა 200- წელს მიმართეს უ-------------ს აღდგენის მოთხოვნით, თუმცა 200- წელს ასეთი სახის განცხადება უ-------------ში არ შემოსულა. შესაბამისად, მოსარჩელის აღდგენაც არ მომხდარა და ამის შესახებ მათ უნდა სცოდნოდათ. ამასთან, უ-------------ის წარმომადგენელმა მა----ა მა---------მ წერილი ჩაიბარა 20-4 წლის 12 ივნისს, თუმცა რამდენადაც უ-------------ს ამ დროს აღარ ჰქონდა აკრედიტაცია ვერანაირი რეაგირება ვერ მოხდა.
საქმეში წარმოდგენილია 200- წლის 14 აპრილს უ-------------ის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად მოსარჩელე სწავლობდა უ-------------ში 1-ლ კურსზე დაუსწრებელ განყოფილებაზე, ხოლო უ-------------ის დამთავრების ვადად მითითებულია 2009 წელი, ასევე მითითებულია შესაბამისი ბრძანების ნომერი და თარიღი №12-, 200- წლის 15 ივლისი. თუმცა, აღნიშნული ბრძანება ეხება სხვა უ-------------ებიდან გადმოსული სტუდენტების ჩარიცხვას და არა გარიცხულების აღდგენას. შესაბამისად, მოსარჩელე მასში მითითებული ვერ იქნებოდა და არც იყო მითითებული. ამ პერიოდში უ-------------ში სწავლობდა რამდენიმე იმავე გვარის სტუდენტი (კა-----ე), რამაც შესაძლოა გამოიწვია შეცდომა (200--200- წლის საკონკურსო გამოცდების შედეგების შესახებ 200- წლის 15 სექტემბრის ბრძანება №0-) ცნობის გაცემისას. მას შემდეგ რაც მოსარჩელე 2003 წელს გაირიცხა უ-------------იდან მას აღდგენის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს და ის არ ყოფილა უ-------------ში აღდგენილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ლე-----------ე სწავლობდა შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ში“ 200- წლიდან 2003 წლამდე. კერძოდ, იგი შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ის“ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა 200- წლის 25 აგვისტოს №31 ბრძანების საფუძველზე და უ-------------იდან გაირიცხა 2003 წლის 3- ივნისს №11--1 ბრძანების საფუძველზე, პროგრამით გათვალისწინებული საგნების ჩაუბარებლობის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.0-.200-წ. №1- ცნობა (იხ. ს.ფ. 2-);
- ჩათვლის წიგნაკი (იხ. ს.ფ. 24);
- 25.0-.200-წ. №8- ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 86-92);
- 3-.06.2003წ. №11-- ბრძანება სტუდენტების გარიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 82-85);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ლე-----------ეს 2003 წლიდან დღემდე არ უსარგებლია მობილობის უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ 2003 წლის 3- ივნისს (ბრძანება №11--1) შპს „სა---------–---------------------------–---–------------------იდან“ გარიცხვის შემდგომ, ლე-----------ეს კვლავ აღუდგა სტუდენტის სტატუსი, ხოლო 200- წელს, კი ისევ გაირიცხა უ-------------იდან შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს, თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 1-3-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მ------ვი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვე--ში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - დაე--ლოს შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ს“ ლე-----------ისათვის ამ უკანასკნელის გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გადაცემა. ამასთან, სარჩელში მითითებულია, რომ ლე-----------ე მას შემდეგ რაც 2003 წელს გაირიცხა უ-------------იდან კვლავ აღუდგა სტუდენტის სტატუსი და 200- წელს ისევ გარიცხეს, რის შესახებაც მოსარჩელისათვის არ უცნობებიათ და შესაბამისად, მისთვის უცნობია 200- წლის გარიცხვის შესახებ ბრძანების ნომერი და თარიღი. აღნიშნულის დასტურად, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ის“ მიერ 200- წლის 14 აპრილს გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ კა-----ე ლე--ნ გო--ს ძე, დაბადებული 1983 წელს, ნამდვილად სწავლობს სა---------–----------------------- უ-------------ში იურიდიული ფაკულტეტის 1-ლ კურსზე დასწრებულ განყოფილებაზე. უნივერსტიტეტის დამთავრების ვადაა 2009 წელი. საფუძვლად მითითებულია 200- წლის 15 ივლისის №12- ბრძანება.
ზემოთ აღნიშნულ ცნობასთან დაკავშირებით, მოპასუხე განმარტავს, რომ ცნობაში მითითებული ბრძანება ეხება სხვა უ-------------ებიდან გადმოსული სტუდენტების ჩარიცხვას და არა გარიცხულების აღდგენას. შესაბამისად, მოსარჩელე მასში მითითებული ვერ იქნებოდა. ამ პერიოდში უ-------------ში სწავლობდა რამდენიმე იმავე გვარის სტუდენტი (კა-----ე), რამაც შესაძლოა გამოიწვია შეცდომა (200--200- წლის საკონკურსო გამოცდების შედეგების შესახებ 200- წლის 15 სექტემბრის ბრძანება №0-) ცნობის გაცემისას. მას შემდეგ რაც მოსარჩელე 2003 წელს გაირიცხა უ-------------იდან მას აღდგენის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს და ის არ ყოფილა უ-------------ში აღდგენილი. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული - 200- წლის 15 ივლისის №12- ბრძანება, რომელიც არის სასწავლებელში გადმოსული სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება და მასში ლე-----------ე მოხსენიებული არაა. ასევე, წარმოდგენილია შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ის“ 200- წლის 15 სექტემბრის №0- ბრძანება 200--200- სასწავლო წლის საკონკურსო გამოცდების შედეგების მიხედვით აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ, სადაც ასევე არ არის მითითებული ინფორმაცია ლე-----------ის უ-------------ში ჩარიცხვის შესახებ.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 200- წელს ლე-----------ისათვის აღდგენილ იქნა სტუდენტის სტატუსი, ხოლო 200- წელს იგი ისევ გაირიცხა უ-------------იდან, ვინაიდან აღნიშნული გარემოება, გარდა 200- წლის 14 აპრილის ცნობისა, სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.0-.200-წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 22);
- 15.09.200-წ. №0- ბრძანება აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 48-52);
- 15.07.200-წ. №12- ბრძანება გადმოსული სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ (იხ. ს.ფ. 53);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე-----------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვე--ში, მოსარჩელე მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის -„კეთილსინდისიერების პრინციპის“ (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) გამოხმაურებაა.
სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ამასთან, უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლოა მოხდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა ჩაითვალოს მათ შორის შემთხვე--, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი.
მოსარჩელის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ლე-----------ე 2003 წელს გაირიცხა შპს „სა---------–----------------------- უ-------------იდან“, მისთვის აღდგენილ იქნა სტუდენტის სტატუსი 200- წელს, ხოლო შემდგომ ისევ გარიცხულ იქნა 200- წელს, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული (იხ გადაწყევტილების 3.2. პუნქტი), ამდენად, ვინაიდან არ იქნა დადასტურებული 200- წელს ლე-----------ის უ-------------იდან გარიცხვის ფაქტი, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან თუკი არ არსებობს 200- წლის ბრძანება ლე-----------ის უ-------------იდან გარიცხვის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს ვერც მისი მოსარჩელისათვის გადაცემის ვალდებულება დაეკისრება. სხვანაირად რომ ითქვას, თუ არ არსებობს უფლება, ვერც ამ უფლების ბოროტად გამოყენებას ექნება ადგილი.
ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს მოსარჩელეს, რომ განსახილველ შემთხვე--ში თუნდაც მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებით, იგი ვერ შეძლებდა მისი დარღვეული უფლებების აღდგენა/რეალიზებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინიდან თუკი არ მოხდა მოპასუხის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება, უნდა მოხდეს იძულებითი აღსრულება. მოსარჩელის მოთხოვნის იძულებითი აღსრულება, კი იმთავითვე შეუძლებელია და თუკი იგი თავად მოპასუხის მიერ არ შესრულდა, არ არსებობს ბერკეტი მისი სხვა ფორმით აღსრულებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.2. ამას გარდა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტება გააკეთოს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვე--. სასამართლო აღნიშნული მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვე--ში.
სასამართლო, ასევე განმარტავ, რომ აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწე--ა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი.
განსახილველ შემთხე--ში, მოსარჩელე მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით უთითებს, რომ გარიცხვის შესახებ ბრძანების გადაცემის შემდგომ იგი შეძლებს ისარგებლოს მობილობის უფლებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-- წლის 0- თებერვლის №1-/ნ ბრძანების მე-1- მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (გარდამავალი დებულებები), ამ წესის ძალაში შესვლამდე გარიცხული/ამორიცხული სტუდენტი განიხილება სტუდენტის სტატუსის შეჩერებულ პირად გარიცხვის/ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემიდან ათი წლის განმავლობაში და ამ ვადაში უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულებას სტუდენტის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, თუ გარიცხვის/ამორიცხვის საფუძველი არ არის ამ წესით დადგენილი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
განსახილველ შემთხვე--ში, დადგენილია, რომ ლე-----------ე 2003 წლის 3- ივნისს №11--1 ბრძანების საფუძველზე გაირიცხა სა---------–---------------------------–---–------------------იდან პროგრამით გათვალისწინებული საგნების ჩაუბარებლობის გამო. ამასთან, დადგენილად არ იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნულის შემდგომ მისთვის ისევ იქნა აღდგენილი სტუდენტის სტატუსი, ხოლო 200- წელს, კი ისევ გარიცხეს უ-------------იდან. ამდენად, ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, ლე-----------ეს 2003 წლის 3- ივნისიდან მხოლოდ 1- წლის განმავლობაში 20-3 წლის 3- ივნისამდე შეეძლო ესარგებლა მობილობის უფლებით. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 20-8 წლის 29 მარტს, ხოლო უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ლე-----------ეს მობილობის უფლებით არ უსარგებლია. შესაბამისად, ამ დროისათვის გასულია მობილობით სარგებლობის ბრძანებით დადგენილი ვადა. ამასთან, თუკი დავუშვებთ იმას, რომ ლე-----------ეს ნამდვილად აღუდგა სტუდენტის სტატუსი, ხოლო აღნიშნულის შემდგომ 200- წელს იგი კვლავ გარიცხეს, ასეთ შემთხვე--შიც გასულია მობილობის უფლების გამოყენებისათვის დადგენილი 1- წლიანი ვადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20-- წლის 0- თებერვლის №1-/ნ ბრძანებით, ასევე განსაზღვრულია მობილობის წესი. კერძოდ, ბრძანების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ხოლო, მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
ამდენად, მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახდენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო სტუდენტს, სურვილის შემთხვე--ში, შეუძლია სასწავლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად დარეგისტრირდეს ცენტრის ელექტრონულ პორტალზე და ისარგებლოს მობილობის უფლებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის აპელირება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე თავად იყო ვალდებული განეხორციელებინა ლე-----------ის მობილობა სხვა უ-------------ში. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ს“ 200- წლის შემდგომ აღარ გააჩნია აკრედიტაცია.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუნდაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვე--ში, საბოლოოდ ვერ იქნება მიღწეული მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიული შედეგი. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელე მხარეს, რომ ურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. ამ შემთხვე--ში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ზოგადად იურიდიული ინტერესის არსებობა, არამედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული იურიდიული ინტერესი იყოს ნამდვილი და მიღწე--დი, რაც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას და რასაც ადგილი არა აქვს განსახილველ შემთხვე--ში, რის გამოც სარჩელი ამ თვალსაზღისითაც უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვე--ში, ლე-----------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვე--ში, სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლე-----------ის სარჩელი შპს „სა---------–---------------------------–---–------------------ის“ მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვე--ში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე