გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.10.2018
საქმის ნომერი
211210018002579747
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

211210018002579747-2/096-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ოქტომბერი, 2018 წელი დ. ადიგენი

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი მოსამართლე ადიგენის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი

მოსარჩელე - სს ,,--------------“

წარმომადგენელი - ზაალ ქაფიანიძე

მოპასუხე - ე--------------------------------

წარმომადგენელი - ნ------------------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულებების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ე--------------------------------ს სს ,,--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 460,93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი - 113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ე--------------------------------ს სს ,,--------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებილი საქმისწარმოების საფასური.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წლის 29 აპრილს შპს „მ-----------------------------–-----------ს“ (ამჟამად სს ,,--------------“) და მოპასუხე ე--------------------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 12 თვით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 1,88 %-ის ოდენობით.

 

სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).

 

მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა.

 

2018 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,--------------ს“ წინაშე შეადგენს 460,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი - 113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე--------------------------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სრულად აქვს გადახდილი თანხები და ბანკის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 29 აპრილს შპს „მ-----------------------------–-----------ს“ (ამჟამად სს ,,--------------“) და მოპასუხე ე--------------------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რომლის საფუძველზეც ე--------------------------------მ სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 12 თვით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 1,88%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება N2------------;

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება N2------------;

- ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკი;

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

3.1.3. ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის თანახმად, სესხის დაფარვის ბოლო თარიღია 2015 წლის 01 მაისი, ყოველთვიურად შესატანია 156.00 ლარი, სულ მთლიანი შენატანი 1.879.20 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა თვეში 3.25 ლარი, სულ 39.00 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება N2------------;

- ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკი;

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

3.1.4. შპს „მ-----------------------------–-----------მ“ შეიცვალა სახელწოდება და გარდაიქმნა საქციო საზოგადოება ,,კ-------------დ“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხე ე--------------------------------მ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება N2------------;

- გაფრთხილება მიმდინარე დავალიანების დაფარვაზე;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

3.2.2. 2018 წლის 07 მაისს სს ,,--------------ს“ მიერ გადახდილია 100 ლარი აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებილი საქმისწარმოების საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საგადასახადო დავალება N206459;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.3. 2018 წლის 06 აგვისტოს მდგომარეობით მოპასუხე ე--------------------------------ს დავალიანება სს ,,--------------ს“ წინაშე შეადგენს 460,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი - 113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სესხის ხელშეკრულება N2------------;

- სესხის გადახდის გრაფიკი;

- 2018 წლის 06 აგვისტოს N020 ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა-ახსნა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ,,--------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.

 

ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 29 აპრილს შპს „მ-----------------------------–-----------ს“ (ამჟამად სს ,,--------------“) და მოპასუხე ე--------------------------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N2------------, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 1500 ლარი 12 თვით, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 1,88 %-ის ოდენობით.

 

სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.

 

ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,27%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებაზე).

 

ე-------------------------------- ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული კრედიტის თანხა დაეფარა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,--------------ს“ მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ე-------------------------------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი. შესაბამისად, ე-------------------------------- ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა 12 თვის ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:

ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა სს ,,კ------------სა“ და ე--------------------------------ს შორის 2014 წლის 29 აპრილს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება დარღვეული იქნა ე-------------------------------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას კრედიტორის წინაშე დადგენილ ვადაში სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება სს ,,--------------ს“ წინაშე შეადგენს 460,93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი - 113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 144,83 ლარს, შეესაბამება, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს და არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს ,,კ------------სა“ და ე--------------------------------ს შორის 2014 წლის 29 აპრილს გაფორმებული სესხი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ე--------------------------------ს მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხეს დავალიანება სს ,,--------------ს’’ წინაშე შეადგენს 460,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი - 113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: `პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.~

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~

ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს”.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის და გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარის ოდენობით.

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ე-------------------------------ს, მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 50 ლარის და გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „კ------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ე-------------------------------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 460,93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 189,7 ლარი, დარიცხული პროცენტი-113,4 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 13 ლარი, რიცხული პირგასამტეხლო - 144,83 ლარი;

 

3. მოპასუხე ე-------------------------------ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე სს „კ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული პროცესის ხარჯის საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი გამარტივებული წარმოების საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ადიგენის მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი