გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.11.2018
საქმის ნომერი
340210017002208133
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017002208133

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.11.2018 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი

მოსარჩელე რა----- ბუ----–--ლი,მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერია,მოპასუხის წარმომადგენელი ქ---------------–---–-----–----–--–-–---–-

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება -5000 ლარის ოდენობით .

 

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისროს მისი, როგორც ,,სახაზინო საწარმო ქი----------–ის" დირექტორის, საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება -5000 ლარის ოდენობით .

გუ-------ის რაიონული სასამართლოს 14.06.2018 წლის განჩინებით ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხის წარმომადგენელმა როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1998 წელს სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაცია მოხდა ვალების გამო, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფოს, ამიტომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია და არც მისი საქმიანი რეპუტაცია შეულახავს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, არსებობს გუ-------ის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია .

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

უდავო გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე რა----- ბუ----–--ლი ,,სახაზინო საწარმო ქი----------–ის“ დირექტორად მუშაობდა .

 

3.2.2. 1997 წლის 04 სექტემბერს ყვ----–ის რაიონის გამგეობამ მიიღო #169 დადგენილება ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო სახაზინო საწარმო ქი----------–ის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის არსებული ვალის ანგარიშში გადაცემის შესახებ". ყვ----–ის რაიონის გამგეობის 22.09.1997 წლის #183 დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული დადგენილების მოქმედება შეჩერდა, გამგეობის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ყვ----–ის რაიონის გამგეობის დადგენილებები (ს.ფ. 19, 26)

 

3.2.3. 1998 წლის 20 იანვარს ყვ----–ის რაიონის გამგეობამ მიიღო N7 დადგენილება სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაციის შესახებ. ამ დადგენილების საფუძველზე სახაზინო საწარმო ქი----------–ის სამართალმემკვიდრედ სავალდებულო საბიუჯეტო დავალიანების მიმართ ჩაითვალა სახაზინო საწარმო გვ-----ი . ამავე დადგენილებით ამოქმედდა ყვ----–ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 04 სექტემბრის #169 დადგენილება , რითაც მოხდა არსებული ვალის ანგარიშში სახაზინო საწარმო ქი----------–ის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების მთლიანი ღირებულების სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის გადაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ყვ----–ის რაიონის გამგეობის დადგენილებები (ს.ფ. 22, 19 )

 

3.2.4. ყვ----–ის რაიონის გამგეობის 01.10.1997 წლის #184 დადგენილებით რა---- ბუ----–--ლი გათავისუფლდა სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორობიდან, საბიუჯეტო გადასახადების სისტემატიური გადაუხდელობის და სამეურნეო საფინანსო საქმიანობის ჩაშლის გამო. გუ-------ის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით რა---- ბუ----–--ლი აღდგენილი იქნა სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 27)

 

3.2.5. თბ--–--ის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მაისის განჩინებით, ბათილად იქნა ცნობილი ყვ----–ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 04 სექტემბრის N169 დადგენილება და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.10.2000 წლის განჩინებით დარჩა ძალაში .

სასამართლომ დაადგინა, რომ სახაზინო საწარმო ქი----------–ის დაფუძვნების და ლიკვიდაციის დროს გამგეობის მიერ დარღვეული იყო ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 2.3. პუნქტი, რადგან სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონება არ წარმოადგენდა ყვ----–ის რაიონის გამგეობის განცალკევებულ ქონებას, და გამგეობას, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, სახაზინო საწარმო ქი----------–ის არც დაფუძვნების და არც ლიკვიდაციის უფლებამოსილება არ ჰქონდა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 100)

 

3.2.6. თბ--–--ის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 08.11.2000 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორად მითითებულია სახაზინო საწარმო ქი----------–ის შრომითი კოლექტივის ნაწილი, წარმომადგენელი რა----- ბუ----–--ლი, ხოლო მოვალედ- ყვ----–ის რაიონის გამგეობა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 24)

 

3.2.7. ყვ----–ის რაიონის გამგეობამ 08.09.2004 წელს მიიღო #75 დადგენილება ,,თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ". აღნიშნული დადგენილებით გამგეობამ ბათილად გამოაცხადა 1997 წლის 04 სექტემბრის #169 დადგენილება და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #7 დადგენილება (ს.ფ. 104)

 

3.2.8. 2007 წლის 17 იანვარს კა----ის საოლქო პროკურატურაში დაიწყო წინასწარი გამოძიება #4307806 სისხლის სამართლის საქმეზე, ყვ----–ის რაიონის გამგეობის ყოფილ ხელმძღვანელ პირთა მიმართ. გამოძიებას საფუძვლად დაედო ყოფილი სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორის რ. ბუ----–--ლის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ ყვ----–ის რაიონის გამგეობამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაციის და მისი ქონების სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის გადაცემის შესახებ, რასაც სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონების უკანონო გასხვისება მოყვა.

 

#4307806 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ აგროფირმა ქი----------–ის ქონება არ წარმოადგენდა ყვ----–ის რაიონის გამგეობის განცალკევებულ ქონებას, ამიტომ ყვ----–ის რაიონის გამგეობას არ ჰქონდა უფლება, რომ საწარმო ლიკვიდირებულად გამოეცხადებინა და მისი ქონება სახაზინო საწარმო „გვ-----ისთვის“ ვალში გადაეცა. მიუხედავად ამისა, ყვ----–ის რაიონის მაშინდელმა გამგებელმა დ. ლა-----–---–მა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა 1997 წლის 4 სექტემბრის N169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებებს, რითაც გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ყვ----–ის რაიონის გამგებლის დ. ლა-----–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სს კოდექსის 187 მუხლით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა, მის მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონების რეალიზაცია მოხდა კანონიერად

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს 11.09.2007 წლის დადგენილება (ს.ფ. 17)

 

3.2.9. გუ-------ის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რა---- ბუ----–--ლის სარჩელი, ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, რაც თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2014 წლის განჩინებით ძალაში არის დატოვებული .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გუ-------ის გუ-------ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 62 )

- თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 168 )

 

3.2.9. 2017 წელს მოსარჩელემ წერილობით მიმართა ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწია სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონებას ლიკვიდაციის შემდეგ და როგორ განიკარგა იგი, რაც გამგეობამ უპასუხოდ დატოვა . სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის მერიას ასეთი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია არ გააჩნია .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რ. ბუ----–--ლის მიმართვა (ს.ფ. 134)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

 

საქმეში წარმოდგენილია გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინება, რითაც დგინდება, რომ 2012 წელს რა----- ბუ----–--ლმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 5000 ლარის დაკისრების მოთხოვნით .

 

გუ-------ის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, რა----- ბუ----–--ლის სარჩელის ძირითადი საფუძველი იყო ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 01.10.1997 წლის #184 დადგენილებით რა---- ბუ----–--ლის სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორობიდან გათავისუფლების გამო მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა და გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ აღძრული სარჩელის ძირითადი საფუძველია 1997 წლის 04 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებაში მითითებული სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაციის საფუძველი ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა'', რამაც, მოსარჩელის მითითებით, მისი, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაციის შელახვა გამოიწვია, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით (ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით), პირს უფლება ჰქონდა, სასამართლოს მეშვეობით მოეთხოვა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, თუ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებდა, რომ ისინი სინამდვილეს შეესაბამებოდა. 2004 წლის 24 ივნისს დასახელებულ მუხლში შევიდა ცვლილება, რომლითაც კანონმდებელმა გაითვალისწინა მე-18 მუხლში მითითებული უფლებების დაცვა ,,კანონით დადგენილი წესით“.

 

2004 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. ამ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განისაზღვრა ცილისწამების ცნება. აღნიშნული ნორმით, ასეთად ჩაითვლება არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, ინფორმაცია .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანისაგან დამოუკიდებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე (2012 წლის 20 იანვრის განჩინება საქმეზე №ას-1156-1176-2011). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა. პალატის განმარტებით, კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.“

 

ზოგადი წესების შესაბამისად, მორალური ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების (სახელის უფლება, საავტორო უფლებები და ა. შ) ან არამატერიალური სიკეთის (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ა. შ.) ხელყოფის შემთხვევაში. მორალური ზიანი არის იმ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი შესატყვისი არ გააჩნია და განცალკევებულია პირის ეკონომიკური მხარისაგან. იგი მატერიალური ზიანის საპირისპიროა და არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ ზარალთან, შემოსავლების შემცირებასთან ან გამდიდრების არარსებობასთან.

 

მოცემულ საქმეზე დავის საგანია მოპასუხის მიერ სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაციის გამო საწარმოს დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებას უკავშირებს არაქონებრივ უფლებათა დარღვევას- მისი, როგორც საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას .

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის N2/1/241 გადაწყვეტილებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,მეცნიერებაში დამკვიდრებული განმარტების მიხედვით ,,პატივის“ ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ, ხოლო ,,ღირსების“ ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების შეფასება თავად პიროვნების მიერ. პატივისა და ღირსების შელახვა გულისხმობს პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას პირის მიერ კანონის ამ მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. ამავდროულად, ეს ცნობები არ უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს.“

 

რაც შეეხება საქმიან რეპუტაციას, პირის საქმიანი რეპუტაცია არის კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი, შეფასება, ხოლო საქმიანი რეპუტაციის შელახვა გულისხმობს პირის მიმართ არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელებას, გავრცელებული ცნობების, ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობას, რაც პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციების, მისი პროფესიული თვისებების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული .

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვად ჩაითვლება კონკრეტული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ რომელიმე სიკეთეს ლახავს .

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად შემდეგი გარემოებები მიუთითა :

 

-ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახაზინო საწარმო ქი----------–ის, რომლის დირექტორიც თვითონ იყო, ლიკვიდაცია და მის ბალანსზე რიცხული ქონების სახაზინო საწარმო გვ-----ისათვის გადაცემა მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ, ჩადენილი დანაშაულით, მოგონილი, ცრუ საფუძვლით „სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის“ გამო, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მითითებით, რადგან სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საწარმოს დირექტორის უფლება-მოვალეობათა შემადგენელი ნაწილია, ხოლო 1997 წლის 04 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები მიღებულია სწორედ ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის" საფუძველზე, ანუ საწარმოს დირექტორის მიერ საქმიანობის არასათანადოდ, არაკეთილსინდისიერად წარმართვის გამო, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზემოაღნიშნული დადგენილებების მიღებით და შესრულებით მოსარჩელის, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, საქმიანი რეპუტაცია შელახა.

 

- თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი ყვ----–ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 04 სექტემბრის N169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ დასახელებულია ყვ----–ის რაიონის გამგეობა, ხოლო კრედიტორად- რა----- ბუ----–--ლი. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ყვ----–ის რაიონის გამგეობა, როგორც მოვალე, ვალდებული იყო სახაზინო საწარმო ქი----------–ი აღედგინა იურიდიულ პირად, და მისთვის დაებრუნებინა სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის ვალის ანგარიშში გადაცემული ქონება, რაც ყვ----–ის რაიონის გამგეობამ არ შეასრულა. მოპასუხის ამ ქმედებით დაირღვა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები, კერძოდ, სახაზინო საწარმო „ქი----------–ი“ დღესაც ლიკვიდირებულია მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი საფუძვლით- ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო", ასევე თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო არ მოხდა სახაზინო საწარმო ქი----------–ის იურიდიულ პირად აღდგენა, რამაც თავის მხრივ შეუძლებელი გახადა გუ-------ის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება, რითაც იგი აღდგენილ იქნა სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორად, ამიტომ ვერ ხდება მისი შელახული საქმიანი რეპუტაციის რეაბილიტაცია, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს.

 

- თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახაზინო საწარმო ქი----------–ის ლიკვიდაციის და ვალის ანგარიშში ქონების სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის გადაცემის საფუძვლად მითითებული 1997 წლის 04 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები, შესაბამისად, ლიკვიდირებული სახაზინო საწარმო ქი----------–ის ბალანსზე რიცხული ქონების კანონიერად გასხვისების საფუძველი აღარ არსებობდა, ამიტომ მოპასუხემ საწარმოს ქონება ჯერ გადამალა, ხოლო შემდეგ ფიქტიურად შედგენილი ყალბი სააღსრულებო დოკუმენტებით უკანონოდ გაასხვისა იგი, ამ ქმედებით გამგეობამ თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 29.05.2000 წლის გადაწყვეტილების და გუ-------ის რაიონული სასამართლოს 16.02.1998 წლის გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადა, რის გამოც ვერ მოხდა სახაზინო საწარმო ქი----------–ის იურიდიულ პირად, ხოლო მოსარჩელის სახაზინო საწარმო ქი----------–ის დირექტორად აღდგენა, შესაბამისად, ვერ მოხდა მისი საქმიანი რეპუტაციის რეაბილიტაცია, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს.

 

- მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით საჯაროდ და უსაფუძვლოდ აბრალებს, რომ ,,მან (რა---- ბუ----–--ლმა) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ვალები დაუტოვა შპს ქი----------–ს , რომელიც გაკოტრდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია", რითაც საჯაროდ ლახავს მოსარჩელის ღირსებას და საქმიან რეპუტაციას .

 

- 2016 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა ქონება გადაეცა სახაზინო საწარმო ქი----------–ისგან სახაზინო საწარმო გვ-----ს და რა ბედი ეწია ამ ქონებას, რაც ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხოდ დატოვა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის და დოკუმენტაციის გადამალვა თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულებაში და შესაბამისად, მისი საქმიანი რეპუტაციის აღდგენაში ხელშეშლას უკავშირდება, რის გამოც მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას .

 

სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებით მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ დასტურდება, რადგან ყვ----–ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 04 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილებები მიღებულია სახაზინო საწარმო ქი----------–ის და არა ამ საწარმოს დირექტორის მიმართ, შესაბამისად, დადგენილებებში სადავო ჩანაწერი, ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა“, რასაც შედეგად მოყვა ვალის ანგარიშში სახაზინო საწარმო ქი----------–ის ბალანსზე რიცხული ქონების სახაზინო საწარმო გვ-----ისთვის გადაცემა და საწარმოს ლიკვიდაცია, შეიცავს სახაზინო საწარმო ქი----------–ის და არა მისი დირექტორის შესახებ ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ჩანაწერი უშუალოდ მოსარჩელის, როგორც საწარმოს დირექტორის, შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს და ვერც მისი საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას გამოიწვევს .

 

ამასთან , სასამართლოს მოსაზრებით, საწარმოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია , არ უნდა იქნეს განხილული, როგორც იმგვარი ცნობების შემცველი ინფორმაციის გავრცელება, ან იმგვარი ქმედება, რომელიც ამ საწარმოს დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შელახვას გამოიწვევს , რაც ასევე გამორიცხავს მითითებული ფაქტობრივი საფუძვლით პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როცა 1997 წლის 04 სექტემბრის #169 და 1998 წლის 20 იანვარის N7 დადგენილებები, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 16.02.1998 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილია სამუშაოზე, შესაბამისად, დადგენილებები, რომელიც მოსარჩელის მოსაზრებით, მისი საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციას იწვევს, სასამართლოს მიერ ბათილად არის ცნობილი, ამიტომ მოსარჩელის მტკიცება, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებებით ხდება მისი საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაცია, რასაც ხანგრძლივი და დენადი ხასიათი აქვს, ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ საწარმოს მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, მისი დირექტორის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებად ვერ ჩაითვლება, მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება, რომ ყვ----–ის რაიონის გამგეობის 04.09.1997 წლის #169 და 20.01.1998 წლის N7 დადგენილებები არსებითად მცდარ, სინამდვილესთან სრულიად შეუსაბამო ფაქტს ემყარება, და რომ სინამდვილეში სახაზინო საწარმო ქი----------–ს სახაზინო საწარმო გვ-----ის მიმართ დავალიანება არ გააჩნდა და ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის" გამო საწარმოს ლიკვიდაცია მოსარჩელის, როგორც ამ საწარმოს დირექტორის, დისკრედიტაციას და მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

 

მოსარჩელემ სახაზინო საწარმო გვ-----ის მიმართ ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის“, ანუ ვალის არარსებობის ფაქტის მტკიცებად თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 11.09.2007 წლის დადგენილება, გუ-------ის რაიონული სასამართლოს 16.02.1998 წლის გადაწყვეტილება და თბ--–--ის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მაისის განჩინება მიუთითა, თუმცა ამ წერილობითი დოკუმენტებით არ დასტურდება, რომ ყვ----–ის რაიონის გამგეობის 04.09.1997 წლის #169 და 20.01.1998 წლის N7 დადგენილებებში მითითებული ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობა“ არსებითად მცდარ, სინამდვილესთან სრულიად შეუსაბამო ფაქტს ემყარება. აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, სადავო დადგენილებების ბათილობას არა ,,სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის“, როგორც ფაქტის არარსებობა, არამედ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 2.3. პუნქტის დარღვევა დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვით, სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონება არ წარმოადგენდა ყვ----–ის რაიონის გამგეობის განცალკევებულ ქონებას და შესაბამისად, გამგეობას სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სამინისტროს თანხმობის გარეშე სახაზინო საწარმო ქი----------–ის არც დაფუძვნების და არც ლიკვიდაციის უფლებამოსილება არ ჰქონდა .

 

სასამართლო თვლის, რომ საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად არც თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღუსრულებლობა გამოდგება, რადგან ჯერ ერთი, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია და სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია არა რა----- ბუ----–--ლი, არამედ სახაზინო საწარმო ქი----------–ის შრომითი კოლექტივი, რომლის წარმომადგენელიც იყო რა----- ბუ----–--ლი, ამიტომ ეს გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის, უფლებამოვალეობებს არ განსაზღვრავს, და შესაბამისად, მისი აღუსრულებლობა მორალურ ზიანსაც არ გამოიწვევს. ეს გარემოება ასევე დადგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2014 წლის განჩინების 4.6. პუნქტით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

ზემოაღნიშნულის გარდა სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სასამართლომ ბათილად ცნო ყვ----–ის რაიონის გამგეობის 1997 წლის 04 სექტემბრის #169 დადგენილება და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები. ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყვ----–ის რაიონის გამგეობამ 08.09.2004 წელს მიიღო #75 დადგენილება, ,,თბ--–--ის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ„ , რითაც ბათილად გამოაცხადა 1997 წლის 04 სექტემბრის #169 დადგენილება და 1998 წლის 20 იანვრის N7 დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, ანუ განახორციელა ის ქმედება, რაც სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, ამიტომ სასამართლოს მოსაზრებით, გარდა იმისა, რომ მოპასუხის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული დადგენილებები უშუალოდ მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ჩანაწერს არ შეიცავს, მოპასუხის მხრიდან არც გადაწყვეტილების აღუსრულებლობაა სახეზე, ამიტომ მითითებული ფაქტობრივი გარემოება პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს .

 

რაც შეეხება მხარის მტკიცებას, რომ მოპასუხემ ლიკვიდირებული საწარმოს ქონება ჯერ გადამალა, ხოლო შემდეგ ფიქტიურად შედგენილი ყალბი სააღსრულებო დოკუმენტებით მოახდინა ქონების რეალიზაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმეს არ ერთვის რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მხრიდან სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონების გადამალვის და ფიქტიურად შედგენილი ყალბი სააღსრულებო დოკუმენტებით რეალიზაციის ფაქტს და შესაბამისად, ამ ქმედებით გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელშეშლის ფაქტს დაადასტურებს. საამისო მტკიცებულებად არ გამოდგება მოსარჩელის მიერ მითითებული თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს 11.09.2007 წლის დადგენილება, რადგან ეს დადგენილება ვალის ანგარიშში გადაცემული სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონების უკანონოდ, ყალბი სააღსრულებო დოკუმენტებით რეალიზაციის შესახებ ფაქტებს არ შეიცავს.

 

ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ ,,სახაზინო საწარმო ქი----------–ის ქონების განკარგვის ირგვლივ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საწარმო „ქი----------–ის“ კრედიტორების დავალიანების ანაზღაურების მიზნით ყვ----–ის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 12 ივნისის და უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიული და კერძო პირების დავალიანების დაფარვის მიზნით დაყადაღებულ იქნა საწარმო „ქი----------–ის“ ქონება. აღსრულება მიექცა საწარმო „ქი----------–ის“ იმ ქონებაზე, რომელიც ვალის ანგარიშში გადაეცა საწარმო „გვ-----ს“. ასევე დადგენილია, რომ საწარმო „გვ-----ს“ ერიცხებოდა დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 1 360 097 ლარის ოდენობით, რის გამოც ყვ----–ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა დაედო საწარმო „გვ-----ის“ ქონებას, რაც გაყიდულ იქნა აღმასრულებელ გ. ლო-–---ძის მიერ. ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაიფარა სახელმწიფო ბიუჯეტის და საწარმო „ქი----------–ის“ კრედიტორების დავალიანება. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2002 წელს შემოწმებულ იქნა სახაზინო საწარმო „ქი----------–იდან“ სახაზინო საწარმო „გვ-----ისთვის“ გადაცემული ქონების რეალიზაციისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხი, რაზედაც შედგენილ იქნა აქტი 2002 წლის 14 თებერვალს. ამ აქტის მიხედვით დგინდება, რომ სახაზინო საწარმო „ქი----------–ის” ქონების უკანონოდ განკარგვას ადგილი არ ჰქონია."

 

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს,6.4. მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასევე მიუთითა ის გარემოება, რომ 2016 წელს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა ქონება გადაეცა სახაზინო საწარმო ქი----------–ისგან სახაზინო საწარმო გვ-----ს და რა ბედი ეწია ამ ქონებას, რაც ყვ----–ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხოდ დატოვა. მოსარჩელის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ინფორმაციის და დოკუმენტაციის გადამალვა გადაწყვეტილების აღსრულებაში და შესაბამისად, მისი საქმიანი რეპუტაციის აღდგენაში ხელშეშლას უკავშირდება, რის გამოც მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას .

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

 

ამდენად, საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადების უპასუხოდ დატოვება შესაძლოა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების სამართლებრივ საფუძველს, რაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება, და არა არაქონებრივი უფლებების ხელყოფისთვის მორალური ზიანის დაკისრების საფუძველს .

 

6.5. მოსარჩელემ საქმიანი რეპუტაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ასევე მიუთითა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული და სასამართლო პროცესზე გაჟღერებული შემდეგი ინფორმაცია ,,მან (რა---- ბუ----–--ლმა) ზიანი მიაყენა სახელმწიფოს და ვალები დაუტოვა შპს ქი----------–ს , რომელიც გაკოტრდა და მოხდა მისი ლიკვიდაცია"

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, რომელიც გაკეთებულია: ბ) წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე, სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ან საკრებულოს, აგრეთვე მისი კომიტეტის/კომისიის სხდომაზე, პირის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში;

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხის შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების გამო მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული .

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რა----- ბუ----–--ლს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. რა----- ბუ----–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი