განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6---18 (№0-----------)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა------ ჭუ--------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კა------ თა------ ძე ჩო------ე - დაბადებული 19-- წლის 2------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, შო---------------–ი გამზ. მე-- ჩიხი, N-;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
კა------ ჩო------ემ, დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ქალაქ ქუთაისში, შ. რ---------–-ს ქუჩაზე, მე-- ჩიხი N--ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეორე სართულზე არსებულ კომოდის უჯრაში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, სროლისათვის ვარგისი, 9 მმ კალიბრის ,,G-------------“ მოდელის N5---- პისტოლეტი.
2018 წლის 16 ივნისს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკების მიერ, კა------ ჩო------ის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნიული ცეცხლსასროლი იარაღი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
წინასასამართლო სხდომაზე მხარეების პოზიციიდან გამომდინარე მტკიცებულებები მიჩნეული იქნა უდავოდ, სასამართლო ასევე გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ კა------ ჩო------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი - წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, კა------ ჩო------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - და---- სო----ს, რე---- ქო----–--ს, ამ----- ად----ს, ლ-–- ფი--–---–-–---–ის, ნ--- ჩო------ის, გუ---- კუ----ს გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, მასალებით, დოკუმენტებით და ინფორმაციის ერთობლიობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულ კა------ ჩო------ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ კა------ ჩო------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
კა------ ჩო------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი.
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დგინდება ბრალდებულის ნასამართლობა განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის. ასევე დადგენილია, რომ კა------ ჩო------ის მიმართ განხორციელებული შეღავათები („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება) ვერ გახდა მისი შემდგომი ნორმალური ქცევის გარანტი, აღნიშნული კი ბრალდებულს ახასიათებს როგორც არაკანონმორჩილ მოქალაქეს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა კა------ ჩო------ის პიროვნული მახასიათებლისა და წარსულის მქონე პირის მიერ კი წარმოადგენს კიდევ უფრო მომეტებულ საფრთხეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება კა------ ჩო------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, ვინაიდან სხვა სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი.
5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:
სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, კერძოდ:
ბრალდებულ კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული N5------ მმ კალიბრის სროლისათვის ვარგისი ,,G-------------“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული 9 მმ კალიბრის N5---- პისტოლეტის ლულიდან აღებული ანაწმენდი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი; კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული 9 მმ კალიბრის N5---- პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები - განადგურდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კა------ ჩო------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის განხილვის ამსახველი აუდიოჩანაწერის CD დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
კა------ ჩო------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
კა------ ჩო------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ კა------ ჩო------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივნისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ბრალდებულ კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული N5------ მმ კალიბრის სროლისათვის ვარგისი ,,G-------------“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი-პისტოლეტი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული 9 მმ კალიბრის N5---- პისტოლეტის ლულიდან აღებული ანაწმენდი და ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საკონტროლო ნიმუშის დარჩენილი ნაწილი; კა------ ჩო------ის სახლიდან ჩხრეკით ამოღებული 9 მმ კალიბრის N5---- პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები - განადგურდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კა------ ჩო------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის განხილვის ამსახველი აუდიოჩანაწერის CD დისკი - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური