განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002361830
N1-270/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12.11. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - და------------ლი
1. ბრალდებული: ბე----–------–---–ი
მამის სახელი: რეზო
დაბადებული: 3--09.1982 წელი
პირადი ნომერი: 6---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–--ი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვ-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი
ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი - თე----------ძე
2. ბრალდებული: თუ--------------------ნ
მამის სახელი: აჰ----------ი
დაბადებული: 2--07.1984 წელი
პირადი ნომერი: 1---------8
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
განათლება: სა–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: თურქეთის რესპუბლიკა, ქ ბა-–------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი
ბრალდებულის ინეტერსების დამცველი ადვოკატები - პა-----–----ე, და-----------ძე,თარჯიმანი - ინ---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N172150218005
1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1.1 ბე----–------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,152 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2018 წლის 15 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვ-----ეში თავისი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ავტოფარეხიდან იქნა ამოღებული;
1.2 თუ--------------------ნმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,224 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომელიც 2018 წლის 15 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვ-----ეში საავტომობილო გზაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონოდ შეძენა, შენახვა
2.1. 2018 წლის 15 თებერვლის ინფორმაციული პატაკით დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვ-----ედან ქობულეთის მიმართულებით თეთრი ფერის „ნ-----ს“ ფირმის ავტომანქანით სახ. NG-------- გადაადგილდებიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თუ--------------------ნ და საქართველოს მოქალქე ბე----–------–---–ი, რომლებსაც თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება და ასევე უნდა იმყოფებოდნენ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ( იხ. ს/ფ 3);
2.2. მოწმის სახით დაკითხვისას რა----------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ხუცუბნის პოლიციის განყოფილებაში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე; 2018 წლის 15 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ კვ-----ეს საავტომობილო გზაზე მოძრაობდა თეთრი ფერის „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანა და მასში მყოფ ორ მოქალაქეს თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება; ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი იმყოფებოდნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ; გადაამოწმეს საინფორმაციო ბაზაში; დადგინდა, რომ ისინი არ სარგებლობდნენ რაიმე სახის იმუნიტეტით და აღნიშნულის თაობაზე ეცნობა ხელმძღვანელობას; მას რაიმე სახის სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია; მან მხოლოდ დაამუშავა მიღებული ინფორმაცია და მიაწოდა ხელმძღვანელს (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 18.05.2018წ 13:20:27სთ-13:22:17სთ )
2.3. მოწმის სახით დაკითხვისას მა----------------ემ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ორი მანქანით; მას ევალებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება; იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, მასთან ერთად იყო თარჯიმანი; რადგან მიღებული ინფორმაციის თანახმად ერთერთი მოქალაქე უნდა ყოფილიყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე; მას უშუალოდ კავშირი ჰქონდა თუ--------------------ნთან; მან ჩაატარა თუ--------------------ნთან პირადი ჩხრეკა, თავად მან ნებაყოფლობით წარმოადგინა აბები დაჭრილი ცალ ცალკე, ის მოთავსებული იყო სიგარეტის კოლოფში; მისთვის თარგმნა ხორციელდებოდა, საგამოძიებო მოქმედებაში წინააღმდეგობის გარეშე იღებდა მონაწილეობას, არც რაიმე სახით შენიშვნას გამოთქვამდა; თარჯიმანი იყო ლი--–-–--–-ძე, მასთან დაკავშირება მოხდა ხელმძღვანელის მეშვეობით; ის თანამშრომლობს სათარჯიმნო ბიუროსთან, აქვს საკონტაქტო ნომერი; სათარჯიმნო ბიუროდან აცნობეს, რომ ლ--- უნდა დაკავშირებოდნენ; თავად მასაც აქვს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მოიყვანა და ერთად წავიდნენ; თარჯიმანთან მიმართებით პრეტენზია შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, მშვიდად საუბრობდნენ, თარგმნა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში;
მას მეორე პირისთვის ყურადღება არ მიუქცევია; შეჩერებული იყო ორი პირი, მათ შეეძლოთ თუ არა კონტაქტი და ხედავდნენ თუ არა ერთმანეთს ვერ დაადასტურებს, თუმცა გადაძახილი და არ ყოფილა;
ზოგადად საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა ძალიან მშვიდ გარემოში კომუნიკაცია იყო კარგი, არც საგამოძიებო მოქმედების მიდინარეობისას და არც მისი დასრულების შემდეგ პრეტენზია რაიმე სახით არ წარმოდგენილა, ბრალდებულმა თვითონ ნებაყოფლობით წარმოადგინა მათან არსებული ნარკოტიკული საშუალებები; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 05.07.2018წ, 12:21:24სთ-12:29:38სთ);
2.4. მოწმე თე-------------ემ განაცხადა, რომ განყოფილებაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბე----–------–---–ი უნდა მოძრაობდეს ქობულეთის მიმართულებით სოფელ კვ-----ედან, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან ერთად და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული ნივთიერებები, თანვე უნდა იმყოფებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ; გავიდნენ სამსახურებრივი ავტომანქანებით, მასთან ერთად იმყოფებოდა ოლ-----------ძე - გამომძიებელი და მი-------------ლი;
შენიშნეს, რომ სოფელ ქვედა კვ-----ედან ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა ავტომანქანა „ნ-----ს“ მარკის; ასევე მათათან ერთად გავიდა მეორე ჯგუფი, თან ახლდათ თარჯიმანი ლი--–-–--–-ძე; გადაუსწრეს ავტომანქანით, შეაჩერეს მძღოლის გვერდით მჯდომ პირთან მივიდა მა----------------ე მი-------------ლი და თარჯიმანი; თარჯიმნის მეშვეობით წარუდგინეს თავი; განუმარტეს პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე; შეჩერებულ პირმა განაცხადა, რომ ის ინახავდა ტანზე ცმულ შარვლის ჯიბეში ნარკოტიკულ საშუალებას; ჯიბიდან ამოიღო კ----ის ფირმის სიგარეტის კოლოფი; დათვალიერდა და აღმოჩნდა, რომ მასში მოთავსებული იყო 28 ცალი აბი სათითაოდ დაჭრილი, სხვა რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა; რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქისრებია; თარჯიმნის მეშვეობით აცნობა მა----------------ემ, რომ იყო დაკავებული , განუმარტეს უფლებები გადაიყვანეს განყოფილებაში;
ჩხრეკასა და დაკავებაში იღებდა მონაწილეობას და თან მოაწერა ხელი; საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას დასაწყისიდან დასასრულემდე ესწრებოდა თარჯიმანი; ჟესტიკულაციითაც არ ჩანდა, რომ მისთვის რაიმე იყო გაუგებარი; თავად არ ფლობს თურქულ ენას, ამიტომ აცხადებნს, რომ ჟესტიკულაციით მაინც მიანიშნებდა მათ, რომ იყო რაიმე მისთვის გაუგებარი, მაგრამ ასეთი არ ყოფილა;
მეორე პირი იყო ბე----–------–---–ი მათ შორის მანძილი იქნებოდა 5-6 მეტრი ; ჩხრეკის დროს პირადად თურგუთმა წარმოადგინა ნარკოტიკული საშუალებები, თარჯიმნის მეშვეობით გასაგები გახდა, რომ რომ ინახავდა; თარჯიმანს იცნობს; ხშირად იწვევს და მიუღია მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში; თარჯიმანთან არც ხმამაღალ საუბარს ან შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია, ჩვეულებრივად საუბრობდნენ; თუ--------------------ნი გადაიყვანეს ცალკე; ბრალდებულებს ერთმანეთთან საუბარი არ ჰქონიათ; ბე----–------–---–ის მიმართ არ იცის დაზუსტებით რა ხდებოდა, რადგან პასუხისმგებლობა ჰქონდა მასთან მყოფ პირზე; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 18.06.2018წ, 12:42:28სთ-12:52:05სთ);
2.5. მოწმის სახით დაკითხვისას მი-------------ლმა განაცხადა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ, სოფელ ქვედა კვ-----ედან ქალაქის მიმართულებით მოძრაობდა თეთრი ფერის „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანა; აღნიშნული ავტომანქანა შეჩერებული იქნა ; ცნობილი იყო რომ ავტომანქანაში იმყოფებოდა ბესიკი შაქარიშვილი და თურქეთის მოქალაქე; თურქეთის მოქალაქესთან იღებდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, ჩამოსვეს ავტომანქანიდან; გამომძიებელმა მას განუმარტა უფლებები; მოქალაქემ შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, რომელშიც იყო აბები; თარჯიმანი ესწრებოდა და მას განმარტებები გაუკეთდა თარჯიმნის მონაწილეობით ასევე საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა ექსპერტიც, მისი თანდასწრებით მოხდა დალუქვა, მან ნებაყოფლობით წარმოადგინა, ხელი მოაწერა და რაიმე სახით პრეტენზია არ დაუფიქსირებია; ჩხრეკის ჩატარების შემდეგ ეს პიროვნება დააკავეს და გადაიყვანეს სამმართველოში; საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა გამომძიებლის მიერ და ადგილზე; დაკავებულს რაიმე სახით პრეტენზია არ გამოუთქვამს, მისი ნებით წარმოადგინა; ხელიც მოაწერა, თარგმნიდა თარჯიმანი, თავად ბრალდებულის ჟესტებით ხვდებოდა, რომ მისთვის გასაგები იყო ყველაფერი. თარჯიმანი თავიდან ბოლომდე ესწრებოდა რადგან მათთვის არ იყო ცნობილი თურქული ენა და თარჯიმანი ეხმარებოდა მათ; თარჯიმანი ესაუბრებოდა, ის თავს იქნევდა და მისთვის ყველაფერი იყო გასაგები; ბრალდებულს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს;
მანქანის მეორე მხარეს იყო შაქარიშვილი, არ იცის შეეძლო თუ არა დაენახა რა ხდებოდა თუ--------------------ნს, ბრალდებულის ჟესტიკულაციით დარწმუნება შეიძლებოდა რომ მისთვის გასაგები იყო იქ არსებული ვითარება; თარჯიმანს თავადაც ესაუბრებოდა;
მან ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს სოფელ კვ-----ეში, ბე----–------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ავტოფარეხის უკანა არის პატარა ოთახი სადაც მიწაში ჩაფლული იყო პატარა ქილით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება; შაქარიშვილი განყოფილებაში რა პერიოდი იყო, არ ახსოვს; ექსპერიმენტის დროს მითითების თანახმად გაყვა გამომძიებელს, გამოკითხვის პროცესს არ ესწრებოდა და არც აკვირდებოდა; ბე----–------–---–მა თავად აჩვენა მათ ადგილი, თავად ამოიღო და მან ჩადო ასევე პოლიეთილენის პარკშიც; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 14.06.2018წ 12:48:10სთ -13:05:11სთ)
2.6. მი---------------ძემ განაცხადა, რომ სამსახურში იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოში, როცა დაუკავშირდნენ; მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო მოქმედებაში ქვედა კვ-----ეში იყო საავტომობილო გზაზე იყო გაჩერებული თურქეთის მოქალაქე , ჩხრეკას ატარებდა გამომძიებელი მა----------------ე, თავად შეჩერებულმა პირმა ამოიღო შარვლის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი კ----ი და შიგ ეწყო დაჭრილი აბები; რაოდენობა ზუსტად არ ახსოვს; თავად დაასურათა სპეციალურ პაკეტში დალუქა და გადასცა გამომძიებელს; იქ იყო ასევე თარჯიმანი, რომელიც უთარგმნიდა და ესაუბრებოდა; მოქალაქე პრეტენზიას არ აცხადებდა, არც თარჯიმნის მიმართ ახსოვს, რომ ჰქონდა პრეტენზია; როცა ადგილზე მივიდა თარჯიმანი გვერდით იდგა, მისი თანდასწრებით ესაუბრებოდა, ამით მიხვდა, რომ თარჯიმანი იყო; ბრალდებული იყო მშვიდად; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.06.2018წ 12:54:55სთ - 13:03:43სთ)
2.7. მოწმის სახით დაკითხვისას ოლ-----------ძემ განაცხადა, რომ ჩაატარა პირადი ჩხრეკა გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ; ბე----–------–---–ს თანხმობის ხელწერილის საფუძველზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა; ასევე ჩაატარა ბე----–------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკა; გამოიტანა დადგენილება ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების შესახებ და მიიღო პასუხები შემოწმების შედეგების შესახებ; ასევე მან გი--------ისა და მი-------------ლის მონაწილეობით ბე----–------–---–ის ჩვენების თანახმად ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი; საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს თავად ბე----–------–---–ის მითითებით ავტოფარეხის უკანა ოთახიდან მის მიერვე მიწიდან ამოღებული იქნა ქილა რომელშიც მოთავსებული იყო 19 აბი; ბე----–------–---–ის გამოკითხვა აწარმოა მა----------------ემ;
თავდაპირველად კვ-----ეს საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას შეჩერების დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ბე----–------–---–ის პირადი ჩხრეკის და მისი ავტომანქანის ჩხრეკის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები ან ნივთები არ ამოღებულა; ამ დროსაც მისივე თანხმობით ჩატარდა და ხელიც მოაწერა ;
შეჩერებისას ბე----–------–---–ი იჯდა ავტომანქანის საჭესთან , ხოლო მის მანქანაში ასევე იჯდა სხვა პირიც, რომელთანაც ასევე ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები; მეორე გამომძიებელი ატარებდა დაახლოებით 10-15 ან 20 მეტრის მოშორებით მიმდინარეობდა ეს მოქმედებები; ბე----–------–---–ს შესაძლებელია ვერც დაენახა ან შეეძლო დაენახა იქ სხვა პირთან რა ხდებოდა, რადგან მას მთელი ყურადღება ჰქონდა მისი ავტომანქანისკენ; მეორე პირთან საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა თარჯიმანი, ის იდგა გამომძიებლის გვერდით, თუმცა მათი საუბარი მას არ ესმოდა; მისთვის კოლეგებისგან ცნობილი გახდა, რომ იუზაართანს აღმოაჩნდა ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები, ზუსტი რაოდენობა არ ახსოვს თარჯიმანი იყო ლი--–-–--–-ძე, რომელსაც ზოგადად იძახებენ საგამოძიებო ორგანოში, როგორც თარჯიმანს; ვინაიდან ბე----–------–---–ის ავტომანქანაში მყოფ პირს აღმოაჩნდა სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ბე----–------–---–იც წაიყვანეს ჩვენების მიცემის მიზნით სამმართველოში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება, როგორც იცის, მიიღო ხელმძღვანელმა; ბე----–------–---–ის გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი და თავად ბე----–------–---–მა მიუთითა, რომ თავადაც ინახავდა საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკული საშუალებას , მას განყოფილებაში დიდი დროით ყოფნა არ მოუხდა, უბრალოდ რაც დაჭირდა მის გამოკითხვას, ამის შემდეგ წავიდნენ მის საცხოვრებელ სახლში და თავად მიუთითა ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ადგილზე, პოლიციის თანამშრომლებისთვის რა თქმა უნდა ის ვერც იქნებოდა ცნობილი; თავად წარმოადგინა და თავად ამოიღო; გარეთ ეზოში იყვნენ მისი ოჯახის წევრებიც, როგორც იცის;
შაქარიშვილი საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ რაც მისივე მითითებით და ნებაყოფლობით წარმოდგენით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები , - დააკავეს; ბე----–------–---–ს რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა წინააღმდეგობის გარეშე და მისთვის რაიმე სახით პრეტენზიის შესახებ ბრალდებულ თუ--------------------ნის მხრიდანაც ცნობილი არ არის; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 18.05.2018წ 13:33:33სთ -13:45:18სთ)
2.8. გი--------ემ განაცხადა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს იყო მორიგე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ სოფელ კვ-----ეში გადაადგილდებოდნენ „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანით პირები და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშულება; გავიდა ოპერატიული ჯგუფი ბე----–------–---–ი წარმოდგენილი იქნა განყოფილებაში, მან გამოკითხვისას აჩვენა, რომ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშულებებს; თავად მიიყვანა ისინი საცხოვრებელი სახლის მარჯვენა მხარეს ავტოფარეხიდან გასასვლელი კარები იყო ღია და იქ სარდაფში დაიხარა თავად მოთხარა მიწა და ამოიღო ქილა, რომელშიც იყო პოლიეთილენის პარკი; გახსნა და წარმოადგინა 19 აბი, ექსპერტებმა ამოიღეს დაასურათეს და დალუქეს; ამოღების დასრულების შემდგომ ბე----–------–---–ი გამომძიებლის მიერ იქნა დაკავებული, თავად ესწრებოდა დაკავებას; თავად არ ესწრებოდა ავტომაქანის შეჩერებას; მისი სამოქმედო ტერიტორიაა, როცა გაჩერებული ყავდათ, გარე პერიმეტრზე იდგა და იცავდა ადგილს სადაც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები; ბე----–------–---–მა განყოფილებაში გამომძიებელს თვითონ განუცხადა, რომ სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და მიწაში ჰქონდა დამარხული; თავად ამოიღო; სხვაგვარად მათთვის ვერც იქნებოდა ცნობილი, არც იცოდნენ სად იყო ; ოჯახის წევრები იყვნენ სახლში, როგორც ახსოვს; ადასტურებს, რომ ბე----–------–---–ის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია მან წაიყვანა თავისი ნებით და აჩვენა მათ, თუ სად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 18.05.2018წ 13:25:31სთ-13:30:58სთ);
2.9. მი---------–------–მა განაცხადა, რომ მონაწილეობდა ბესიკი შაქარიშვილის პირად ჩხრეკასა და ავტომანქანის ჩხრეკაში; საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ ქვედა კვ-----ეში, გამომძიებელი იყო ოლ-----------ძე, არც პირადი ჩხრეკის და ავტომანქანის ჩხრეკის დროს არაფერი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა;
ამავე პერიოდში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა უტარდებოდა დაახლოებით 10 მეტრში სხვა მოქალაქეს, თუმცა მისთვის დეტალები ცნობილი არ არის; შემდეგ გაიგო კოლეგებისაგან, რომ ამოიღეს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები; შემთხვევის ადგილზე გავიდნენ ორი მანქანით, ორი ჯგუფი , ასევე მათ ახლდა თარჯიმანი ლი--–-–--–-ძე; ბე----–------–---–ი ნებაყოფლობით იღებდა მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში; ზოგადად საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი 29.06.2018წ 13:06:36სთ-13:12:20სთ);
2.10. ბრალდებულ თუ--------------------ნის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის მა----------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თემურ ანთაძის და და მი-------------ლის, თანჯიმნის ლი--–-–--–-ძის, ექსპერტ კრიმინალისტის მი---------------ძის მონაწილებით 2018 წლის 15 თებერვალს, თუ--------------------ნს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 19:40 საათიდან 20:10 საათამდე დროის შუალედში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვედა კვ-----ეში. პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვედა კვ-----ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეჩერებული იქნა თეთრი ფერის ,,ნ-----ს’’ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით G--------, რომლის წინა მარჯვენა სავარძელზე ზის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თუ--------------------ნ, რომელიც გადმოყვანილი იქნა ავტომანქანიდან და თარჯიმნის ლი--–-–--–-ძის მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან მის მიერ წარმოდგენილი იქნა სიგარეტი ,,კ----ის’’ ერთი კოლოფი, რომლის გახსნის შემდეგ მასში აღმოჩნდა 28 (ოცდარვა) ცალი ქარხნულად შეფუთული ტაბლეტი, რომლებიც სათითაოდ გამოჭრილია თავისი ქარხნული ფირფიტებიდან, რომლის ზედაპირი ვერცხლისფერია, ხოლო უკანა მხრიდან ლურჯი ფერის საღებავებით უცხოური ასოებით გააჩნია წარწერა ,, bvprenorphiner/naloxo’’ ასევე იკითხება შემდეგი ,,tablets’’. აღნიშნული აბები დასურათებული იქნა ექსპერტის მიერ, რის შემდეგ მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ადგილზევე დაილუქა ლუქით FCD673559.
ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან მის მიერ წარმოდგენილი შავი ფერის ,,ს--------ს’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც გათიშულ მდგომარეობაში მოთავსდა სპეციალურ პაკეტში და ადგილზევე დაილუქა ლუქით FCD673568. გაკეთდა ხელმოწერები ჩხრეკაში მონაწილე პირების მიერ ( იხ. ს/ფ 8-17 ).
2.11. ბრალდებულ თუ--------------------ნის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის მა----------------ის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების თე-------------ის და მი-------------ლის, თანჯიმნის ლი--–-–--–-ძის, მონაწილეობით 2018 წლის 15 თებერვალს, 20:10 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვ-----ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თუ--------------------ნი ( იხ. ს/ფ 23-28).
2.12. ბრალდებულ ბე----–------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშემწე-გამომძიებლის ოლ-----------ძის, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მი---------–------–ის და ლე-------------–-–---–ის, მონაწილებით 2018 წლის 15 თებერვალს, ბე----–------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 19:39 საათიდან 20:12 საათამდე დროის შუალედში, პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვედა კვ-----ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკის დროს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აბ ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა.( იხ. ს/ფ 33-37).
2.13. ბრალდებულ ბე----–------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშემწე-გამომძიებლის ოლ-----------ძის, უბნის ინსპექტორ გამომძიებლების მი---------–------–ის და ლე-------------–-–---–ის, მონაწილებით 2018 წლის 15 თებერვალს, 20:15 საათიდან 21:00 საათამდე დროის შუალედში, ავტომობილის სახ. N G-------- ჩხრეკა მიმდინარეობდა ნებაყოფლობით, ხელოვნური განათების პირობებში, ღრუბლიან ამინდში. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვედა კვ-----ეში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბე----–------–---–ის ავტომანქანაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აბ ნივთიერება ნაპოვნი და ამოღებული ვერ იქნა.( იხ. ს/ფ 33-37).
2.14. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშემწე-გამომძიებლის ოლ-----------ძის, მი---------------ძის, გი--------ის, მი-------------ლის მონაწილებით 2018 წლის 15 თებერვალს, 23:00 საათიდან 23:55 საათამდე დროის შუალედში, ღამის საათებში, ხელოვნური განათების პირობებში, ღრუბლიან ამინდში, თანხმობის ხელწერილის საფუძველზე, 2018 წლის 15 თებერვალს, ბე----–------–---–ს განემარტა მისი უფლება მოვალეობები, ხელწერილით განაცხადა თანხმობა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოდან, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებთან ერთად, სამსახურეობრივი ავტომობილით, ბე----–------–---–ის მითითებით გავიდნენ რუსთაველის ქუჩით რკინიგზის სადგურის მიმართულებით, ხოლო სადგურის გავლის შემდეგ წავიდნენ ქობულეთის რაიონის სოფელ ქვედა კვ-----ეს მიმართულებით. როდესაც მივიდნენ სოფელ კვ-----ეში, ბე----–------–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში გააჩერებინა ავტომანქანა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და მიუთითა პირველ სართულზე მდებარე ავტოფარეხის კარებზე, საიდანაც შევიდნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ავტოფარეხში და მისი გავლით გავიდნენ უკანა მხარეს ე.წ ,,პადვალში’’ , სადაც მარჯვენა მხარეს მიუთითა მიწაში ჩაფლულ პატარა ზომის მინის ქილაზე, რომელიც ამოიღო თავისი ხელით და რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა მოწითალო ფერის პოლიეთილენის პარკში გახვეული 19 (ცხრამმეტი) ცალი ქარხნული წესით დალუქული ტაბლეტები, რომლებიც დაჭრილი იყო სათითაოდ. აღნიშნული ტაბლეტები მოთავსებული იქნა იმავე ცელოფანში, რის შემდეგაც მოთავსდა იმავე მინის ქილაში და შემდეგ ექსპერტის მიერ, ბე----–------–---–ის თანდასწრებით მოთავსებული იქნა სპეციალურ პაკეტში ნომრით FCD 673569 და დაილუქა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ყველა საგამოძიებო მოქმედება ,,ნიკონის’’ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით იქნა გადაღებული ექსპერტების მიერ, რა დროსაც დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტი.( იხ. ს/ფ 60-67).
2.15. ბრალდებულ ბე----–------–---–ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ოლ-----------ძის, დეტექტივის გი--------ის მონაწილეობით, 2018 წლის 15 თებერვალს, 23:55 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვ-----ეში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბე----–------–---–ი ( იხ. ს/ფ 68-72).
2.16. ქიმიური ექსპერტიზის Nქ--- დასკვნით, 16 .02.2018 წ დადგენილია, რომ სს N172150218005 საქმეზე წარდგენილი, თუ--------------------ნისგან ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ლოგო ,,N8’’-ის მქონე 28 (ოცდარვა) ცალი მთელი ტაბლეტი, მათ საერთო წონა 11,2 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს - 0,224 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას - ,,ბუპრენორფინს’’. ( იხ. ს/ფ 87-91);
2.17. ქიმიური ექსპერტიზის Nქ--- დასკვნით, 16 .02.2018 წ დადგენილია, რომ სს N172150218005 საქმეზე წარდგენილი, ბე----–------–---–ისგან ამოღებული 1 (ერთ) ცალად დაფასოებული ლოგო ,,N8’’-ის მქონე 19 (ცხრამმეტი) ცალი მთელი ტაბლეტი, მათ საერთო წონა 7,6 გრამზე გადაანგარიშებით, შეიცავს - 0,152 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას - ,,ბუპრენორფინს’’. ( იხ. ს/ფ 95-98);
2.18. საქმის განხილვისას მე---------–-ძემ განმარტა, რომ შენაფუთი წარმოდგენილი იყო ორ ცალად; მათი მთლიანობა დარღვეული არ იყო; ერთერთის გახსნისას მასში აღმოჩნდა კ----ის სამარკო აღნიშვნის სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო 28 ნაჭერი; ყველა მონაჭერის შემოგარსვა მიკროსკოპით იქნა შესწავლილი და დადგინდა, რომ მთლიანობა არცერთ მათგანზე დარღვეული არ არის, აბებზე სამარკო აღნიშვნები დატანილია თანაბრად; გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთგვაროვანი ტაბლეტები მათი ფიზიკური პარამეტრები ემთხვეოდა ერთმანეთს; მათგან აღებული იქნა ნიმუშები და ისინი დაექვემდებარა რამოდენიმე ეტაპიან კვლევას;, კვლევით აღმოჩნდა, რომ მათ გააჩნიათ ბუპრენორფინისათვის დამახასიათებელი თვისობრივი რეაქცია; გამოკვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნა; იმავე დღეს გაიცა მეორე დასკვნა ბესიკი შაქარიშვილის მიმართ; ანალოგიურად იგივე სტადიებით წავიდა კვლევა და გაკეთდა შესაბამისი დასკვნა; დასკვნის სისწორეს ადასტურებს; დარჩენილი ნაწილი საკვლევი ობიექტების დაილუქა და დაერთო დასკვნას; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი, 29.06.2018წ, 12:44:54სთ-12:52:23 სთ)
2.19. საქმის განხილვისას ბრალდებულმა თუ--------------------ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას მას და ბე----–------–---–ს გადაუდგნენ წინ ავტომანქანებით, გადმოიყვანეს იძულებით , დააწვინეს საავტომობილო გზაზე და დაადეს ხელბორკილები; მას თარჯიმანი მიუყვანეს გვიან , მას მოუწია რამოდენიმე საათით გზაზე ხელბორკილით ყოფნა, თარჯიმნის მოსვლის შემდეგ პოლიციის თანამშრომლება მაოუღეს მათ მიერვე ჩადებული სიგარეტის კოლოფი „კ----ის“ ფირმის, ამ ფირმის სიგრეტს კი ის არ ეწევა და თან არასდროს ჰქონია ; მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება თან არ ჰქონია; ოქმზე გააკეთა მინაწერი, რომ მისთვის გაურკვეველი იყო რაზე აწერდა ხელს; ასევე გაურკვეველი იყო იმ ოქმის შინაარსი, რომელსაც ხელი მოაწერა; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი08.11.2018წ);
2.2-- საქმის განხილვისას ბრალდებულმა ბე----–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ის ნამდვილად მოძრაობდა თუ--------------------ნთან ერთად 15 თებერვალს ავტომანქანით კვ-----ეს საავტომობილო გზაზე, ბოლო ოთხი წელია მეგობრობს თურგუთთან , ეწევიან კერძო სახის საქმიანობს, და იმ დღესაც საქმეზე საუბრობდნენ , თან აპირებდნენ ახალი საქმის წამოწყებას და ნახაზებიც მანქანაში ჰქონდათ; მოულოდნელად წინა გადაუჭრეს გზა, რამდენიმე პოლიციელი ერთად მივიდა მასთან, იძულებით გადმოიყვანეს დააგდეს გზაზე და დაადეს ხელბორკილები, იქ იყო რამდენიმე საათით; შემდეგ წაიყვანეს განყოფილებაში, გამოკითხეს და ამის შემდგე სახლში, თავად პოლიციელები მოძრაობდნენ ავტოფარეხის კარი ღია იყო და თავად დამარხეს ალბათ მიწაში და თავად ამოიღეს, მას არ ჰქონია შენახული, არც გამოკითხვისას უჩვენებია გამომძიებლისთვის, რომ ინახავდა, არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი გამოკითხვის ოქმს, გამომძიებელმა უთხრა, რომ პირადი ჩხრეკისას რომ არაფერი იქნა ამოღებული, ამასთან დაკავშირებით იყო ოქმი შედგენილი; ის არ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს, არ იცის საიდან გაჩნდა იქ; მის მისვლამდე იყვნენ იქ პოლიციელები და არ იცის მათ რა მოიმოქმედეს; (იხ სასამართლო სხდომის ოქმი 08.11.2018წ )
2.21. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2.22. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბე----–------–---–მა და თუ--------------------ნმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება;
კერძოდ, მოწმე რა----------–---–ის ჩვენებითა და პატაკით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბე----–------–---–ი და თუ--------------------ნი გადაადგილდებიან ავტომანქანით სოფელ კვ-----ეში და მათ თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალებები; რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას;
გამომძიებლებმა მა----------------ემ და ოლეგ გოპგიოტიძემ განმარტეს, რომ 2018 წლის 15 თებერვალს თუ--------------------ნის პირადი ჩხრეკისას ნებაყოფლობით, მისივე წარმოდგენით ამოიღეს სიგარეტი კოლოფში მოთავსებული 28 აბის მონაჭერი; სგამოძებო მოქმედებების მსვლელობისას მას არც ჟესტიკულაციით (თუკი მისთვის გაურკვეველი და გაუგებარი იყო) და არც სხვაგვარად წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც პრეტენზია დაუფიქსირებია;
ასევე 2018 წლის 15 თებერვალს ბე----–------–---–ის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისივე მონაწილეობით ნებაყოფლობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას ამოღებული იქნა ბე----–------–---–ის მიერ წარმოდგენილი ქილა მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბებით; ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში; მათი ჩატარებისას არანაირ პრეტენზიას და წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია; დადასტურებულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებულ იქნა ბე----–------–---–ის მითითებით.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ 2018 წლის 15 თებერვალს თუ--------------------ნის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 28 ცალ აბში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,224 გრამი, ხოლო ბე----–------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 19 ცალ აბში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონაა - 0,152 გრამი;
2.23. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მთელ რიგ პოზიციებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლობის არიდებისაკენ, კერძოდ დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ თუ--------------------ნთან საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონდარღვევით, რაც გამოიხატა მასში, რომ ის არ იყო უზრუნველყოფილი თარჯიმნით , რომელიც მას ჯეროვნად უთარგმნიდა საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას და იქ არსებულ ვითარებას; ასევე ბრალდებულის განმარტებით, თავად პოლიციის თანამშრომლებმა დადეს ავტომანქანაზე სიგარეტის კოლოფი „კ----ი“, და ის არასდროს მოიხმარს კ----ის ფირმის სიგარეტს, და შემდეგ ჩაუდეს მას შარვლის ჯიბეში და იქედან ამოიღეს; სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია სრულიად საპირისპირო ; მართალია ბრალდებულმა განმარტა, რომ მისთვის თარგმნა ხორციელდებოდა არაჯეროვნად, და მან წერილობით ოქმზე შენიშვნის სახით მიუთითა, რომ მისთვის გაურკვეველია რაზე აწერს ხელს, თუმცა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირების განმარტებით ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და იქედან გამომდინარე, რომ მათ არ ესმით თურქული ენა, ამიტომ აკვირდებოდნენ რა ბრალდებულს, ის არც ჟესტებით გამოხატავდა, არათუ საუბრით, რომ მისთვის რაიმე იყო გაუგებარი და გაურკვეველი; აღნიშნულის რწმენას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თარჯიმანი ლი--–-–--–-ძე იყო რა დაცვის მხარის გამოსაკვლევ მტკიცებულებებში მითითებული, თავად დაცვის მხარემ არ მოისურვა მისი გამოკვლევა და მტკიცებულებათა რიცხვიდან თარჯიმანი ლი--–-–--–-ძე ამორიცხა; რაც შეეხება ბრალდებულის ჩვენებას, რომ ის არ ეწევა სიგარეტს „კ----ის“ ფირმის , ნაკლებად დამაჯერებელი და სარწმუნოა და ის ვერ იქნება იმის დამადასტურებელი, რომ მას აბები არ შეიძლებოდა ჰქონოდა მოცემული ფირმის სიგარეტის კოლოფში;
2.24. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბე----–------–---–ის და მის ინტერესების დამცველი ადვოკატის მტკიცებას საგამძიებო მქომედებების კანონდარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებით; კერძოდ, ბე----–------–---–ი აჩვენებს საქმის განხილვისას, რომ მას აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მისი დაკავება მოხდა ჩხრეკის ჩატარებისათანავე და დაკავებული გადაიყვანეს განყოფილებაში, ასევე უარყოფს, რომ მისი მითითებით მოხდა ნარკოტიკული საშუალებების ამოღება, რადგან ბრალდებულის ჩვენება ნაკლებად დამაჯერებელი და სარწმუნოა, იქედან გამომდინარე, რომ მოწმის სახით დაკითხული პირები ცალსახად და ერთი და იგივე შინაარსით მიუთითებდნენ, რომ ბე----–------–---–ი მოწმის სახით ჩვენების მისაცემად წაიყვანეს რა განყოფილებაში, - მან თავად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და მისივე ჩვენებით მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში, თავად მიიყვანა ისინი ავტოფარეხის გვერდით არსებულ ოთახში და ამოიღო მიწაში დამარხული ქილა მასში არსებული ნარკოტიკული საშუალებებით;
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბრალდებულმა თავად მოაწერა ხელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და დაადასტურა მისი შინაარსი, ცხადია იმ პირობებში, თუ მას პოლიციელების მიმართ პრეტენზია ჰქონდა, საერთოდ ლოგიკას მოკლებულია, მისი მხრიდან გამოკითხვის ოქმის ხელმოწერა წაუკითხავად, რაზეც ასევე ჩვენების მიცემისას განმარტა ბრალდებულმა;
2.25. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის განხილვისას არცერთი მოწმის დაკითხვისას არცერთ ბრალდებულს რაიმე სახის შეკითხვა არ დაუსვამს საგამოძიებო მოქმედებებთან, მათი უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ ჩვენების მიცემისას გააკეთეს განმარტებები, რომ მათი უფლებები დაირღვა და არცერთ მათგანს ნარკოტიკული საშუალებების შენახული და შეძენილი არ ჰქონია;
გამოკვლეული მტკიცებულებების კი სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდებას. სასამრთლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა უკანონო შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები;
2.26. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. თუმცა სასამართლო ვერ გაითვალისწინებს ზოგადად ბრალდებულების ჩვენებებს პოლიციელების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით , რადგან სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეთა ჩვენებებსა და გაამყარებდა დაცვის ვერსიას, წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება, როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრ მტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია შეჯიბრებითობის პირობებში მის ინტერესშია. დაცვის მხარის მიერ კი წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ვერსიები.
2.27. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულების თუ--------------------ნის და ბე----–------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.28. სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა-შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი.
ამ წესს არეგულირებს ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი.
რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენას-შენახვა რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა სამართალდამცავების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს.
2.29. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ბუპრენორფინი (BUPRENORPHINE), იმავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობებს განსაზღვრავს ნუსხა:
ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებულ I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის №2 დანართით და მისი განუყოფელი ნაწილია;
დანართი #2-ის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი და გამოკვლეული ქიმიური ექსპერტიზის Nქ/466 დასკვნით დადგენილია, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ბუპრენორფინის ოდენობა მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას;
ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებია და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
ასეთი ნებართვა ბრალდებულებს ბე----–------–---–ს და თუ--------------------ნს არ ჰქონიათ.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასებისას, მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, რომელთა გამოკვლევაც მოხდა მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა ბე----–------–---–მა და თუ--------------------ნმა ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის განხილვისას მოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილი ბრალდებით ბე----–------–---–ის და თუ--------------------ნის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბე----–------–---–ის და თუ--------------------ნის ბრალეულობაში, რის გამოც ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას; მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზნით;
ბრალდებულების მიმართ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით ანუ დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა იყოს მსუბუქი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულების პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბე----–------–---–ს და თუ--------------------ნს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ბე----–------–---–ის და თუ--------------------ნის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის თითოეულს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულებს უნდა ჩამოერთვათ კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;
6. ნივთმტკიცების საკითხი
ნივთიერი მტკიცებულება - თუ--------------------ნის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,224 გრამი, რომელიც დალუქული ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე----–------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,152 გრამი, რომელიც დალუქული ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ბე----–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ბე----–------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ ბე----–------–---–ის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ ბე----–------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ ბე----–------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ბრალდებული თუ--------------------ნ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
თუ--------------------ნს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.
მსჯავრდებულ თუ--------------------ნის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;
მსჯავრდებულ თუ--------------------ნს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ თუ--------------------ნის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - თუ--------------------ნის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,224 გრამი, რომელიც დალუქული ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ბე----–------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საერთო წონით - 0,152 გრამი, რომელიც დალუქული ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე