განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№---------
№(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაია
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ა------- გ-------–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ბ--------- ქ-----ა - დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-ს რაიონი სოფელი ო------------------------.
ადვოკატები: ა-–---------- კ------ე, ნ---- ლ-------ე
კვალიფიკაცია:
ბ--------- ქ-----ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 14 თებერვალს ბ--------- ქ-----ა ვ-–- ქ----ის ბინიდან მატერიალური ფასეულობების დაუფლების მიზნით მივიდა ვ-–- ქ----ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–---, მ------------------ი, 2-------------ი, ბ-------ში და შეეცადა უკანონო შეღწევის გზით დაუფლებოდა მატერიალურ ფასეულობებს, რა დროსაც იგი შენიშნა ამავე კორპუსში მცხოვრებმა - შ--–-- მ------–---–მა, რის გამოც ბ--------- ქ-----ამ ვერ შეძლო თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა. იგი სწრაფად გაეცალა კორპუსს და ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ვ-–- ქ----ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში ვ---------–---, მ-----------------------, 1--–-------------------------------–-, ბ-------ში. მიმდინარე წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა პირად საქმეებზე, რა დროსაც დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ სცადეს მისი ბინის გაქურდვა. შ--–-- მ------–---–ისგან, რომელიც ცხოვრობს მისი ბინის ზედა სართულზე, შეიტყო რომ, როცა სახლში მიდიოდა და არბოდა კიბეებზე, დაინახა ვ-–- ქ----ის კართან მდგომი უცნობი პიროვნება, რომელმაც შ--–-- მ------–---–ის დანახვაზე მიატოვა იქაურობა და წავიდა. შ--–-- მ------–---–მა დაინახა კართან დაყრილი საკეტის ნამტვრევები და მოტეხილი სახელური. 2018 წლის 15 თებერვალს ვ-–- ქ----ე იმყოფებოდა თბილისში, ზ-------------ის ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა წითელი ფერის ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრი’’. მეზობლების გადმოცემით ამგვარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ეჭვმიტანილი პირი. ვ-–- ქ----ე დაუკავშირდა გამომძიებელს და ოპერატიული ჯგუფმა დააკავა პიროვნება, რომელიც ჯდებოდა ავტომანქანაში. შ--–-- მ------–---–ის აღწერით ის პიროვნება იყო 40-45 წლის, თხელი ცხვირით, თხელი ტუჩებით. ვ-–- ქ----ემ მიუთითა ბრალდებულზე, რომ მისი გარეგნობა ზუსტად ემთხვეოდა შ--–-- მ------–---–ის მიერ აღწერილი პიროვნების გარეგნობას; მოწმის განმარტებით, ბინაში არავინ შესულა, კარის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 40 ლარი.
2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე შ--–-- მ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის - ვ---------–---, მ-------------------ის, 2-------------ის ეზოში, ადიოდა სახლში, პირველ სადარბაზოში, მესამე სართულზე, რა დროსაც მეორე სართულზე შენიშნა ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბინის კართან მდგომი პიროვნება, რომელიც მოტრიალდა და გვერდზე გაუარა, მას ეფარა ქუდი, ეცვა ნაჭრის ქურთუკი და ლურჯი ფერის შარვალი. შ--–-- მ------–---–მა დაინახა, რომ ხელზე ეკეთა წითელი სამუშაო ხელთათმანები და ეჭირა ყვითელტარიანი სახრახნისი, საკეტი იყო დაშლილი. სადარბაზოს ჭრილიდან დაინახა, რომ ეს პიროვნება გავიდა სადარბაზოდან, ხელთათმანები ჩაიდო ჯიბეში, დაახლოებით 30 მეტრში მდებარე ფაცხასთან, გასასვლელ ბილიკზე დააგდო სახრახნისი; შ--–-- მ------–---–იც გაყვა ისე, რომ ეს პიროვნება ვერ ხედავდა, შევიდა მესამე სადარბაზოში, დაახლოებით ათი წამი გაჩერდა სადარბაზოს კართან და მერე გააგრძელა მოძრაობა წინ, ავტოფარეხებთან წითელი ფერის ავტომანქანა „ ტოიოტა ქამრიში“ ჩაჯდა. შ--–-- მ------–---–ის თხოვნით გ------- ს----–---–მა ტელეფონით დააფიქსირა მანქანა, გამოსვლისას გ-------ს მამა - გ------- ს----–---–ი გადაუდგა მანქანას გაჩერების მიზნით, მძღოლმა აარიდა, სიჩქარეს მოუმატა და წავიდა. გ------- ს----–---–მა დარეკა პოლიციაში, პოლიციელებმა ამოიღეს სახრახნისი. შ--–-- მ------–---–მა პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო ბ--------- ქ-----ა.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ------- (გ-------) ს----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს 13:40 საათზე იმყოფებოდა ეზოში მის კუთვნილ მანქანასთან, სადაც მოვიდა მეზობელი შ--–-- მ------–---–ი, რომელიც იძახდა, დაეფიქსირებინათ წითელი მანქანა, რომელშიც იჯდა „ქურდი“. გ------- ს----–---–მა ტელეფონით გადაიღო ყველაფერი, მამამისი - გ------- ს----–---–ი და შ--–-- მ------–---–ი მანქანას გადაეღობნენ და ხმამაღლა დაუძახეს, რომ გაეჩერებინა, მაგრამ მძღოლი არ დაემორჩილა და დიდი სიჩქარით გავიდა ეზოდან. შ--–-- მ------–---–ის თხოვნით მამამისმა - გ------- ს----–---–მა დარეკა 1---ში, შ--–-- დეტალურად მოუყვა პოლიციის თანამშრომლებს მომხდარის შესახებ, ვიდეო-ჩანაწერი გ------- ს----–---–მა დისკზე ჩაიწერა და ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციას.
2.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ------- ს----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც დაინახა, რომ გამორბოდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც უკან მოყვებოდა მეზობელი შ--–-- მ------–---–ი, უცნობმა პირმა დაარტყა წრე და ჩაჯდა წითელი ფერის მანქანაში. შ--–-- მ------–---–მა აცნობა, რომ ეს პიროვნება ცდილობდა ბინის გაქურდვას და უკანა გზით მიმალვას. გ------- ს----–---–ი შეჩერების მიზნით წინ გადაუდგა მანქანას, თუმცა მან მოუმატა სიჩქარეს და მიიმალა. შ--–--ს თხოვნით გ------- ს----–---–მა გადაუღო ვიდეო მანქანას.
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ი----------------------------–-----–---------–- განყოფილების თანამშრომელმა ზ----- ზ-----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, თანამშრომლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ის და ს------ გ--–----–---–ი გავიდნენ მისამართზე ზ-------------ის ტერიტორიაზე, სადაც ინფორმაციის თანახმად, რესტორან ,,ნ----–---------------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო პირი, რომელმაც ჩაიდინა ბინის ქურდობის მცდელობა. ზ----- ზ-----–---–სა და ს------ გ--–----–---–ს მისამართზე დახვდა დაზარალებული ვ-–- ქ----ე, რომელმაც მიუთითა ავტომანქანაზე, წითელი ფერის ,,ტოიოტა ქამრიზე“, რომლითაც გადაადგილდებოდა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირი, დაახლოებით 2 წუთში, პიროვნება, როგორც შემდგომ დადგინდა ბ--------- ქ-----ა, მივიდა მანქანასთან და კარის გაღების დროს, პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება, ადგილზე გამოიტანეს დადგენილება და ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედეგადაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა, მოხდა ავტომანქანის ამოღება, დაილუქა და გადაყვანილ იქნა ავტოსადგომზე.
2.6. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ს------ გ--–----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბ--------- ქ-----ა ინანიებდა ჩადენილ ქმედებას.
2.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ვ------- ბ-----------ამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ბინის კარი იყო ჩაკეტილი, დაზიანებები აღენიშნებოდა საკეტებს, ბინაში შეღწევას ადგილი არ ქონია, კარის ნოხიდან კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში, გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, ამოღებულ იქნა სახრახნისი და საკეტის გულები, დაქტილოსკოპიურად დამუშავდა კარი, მაგრამ კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა. მეორე დღეს დაზარალებულმა შეატყობინა, რომ ავტომობილი - წითელი ფერის ,,ქამრი“, რომლითაც ქმედების შესაძლო ჩამდენმა პირმა მიატოვა შემთხვევის ადგილი იყო მ------- ,,ს--------ს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფორმაცია პატაკით ეცნობა ხელმძღვანელობას.
2.8. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ------- ფ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და განმარტა, რომ იგი აწარმოებდა განსახილველი საქმეს, დაკითხა დაზარალებული ვ-–- ქ----ე და მოწმეები შ--–-- მ------–---–ი და მამა-შვილი გ------- ს----–---–ები, გამოკითხა ბრალდებული, გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალის შესახებ, დაკითხა პოლიციის თანამშრომლები და დანიშნულ იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, ჩაატარა პიროვნების ამოცნობა შ--–-- მ------–---–თან, დაათვალიერა ვიდეოფირი.
2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა შ--------------------------–----------------------------ს კინოლოგიის სამსახურის ექსპერტებმა კ--- კ------ემ და ლ-–- ჯ-----–---–მა დაადასტურეს, რომ მათი მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც აიღეს სუნის კვალის ნიმუში და გაუშვეს სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა უკანა ეზოდან ხელმარჯვნივ, სადაც 5-10 მეტრში ნანახი იქნა სახრახნისი, ყვითელი ტარით, ძაღლმა შემოუარა კორპუსს და გაჩერდა N-- კორპუსის მიმდებარედ.
2.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში ვ---------–---, მ------------------------ში მდებარე ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბ------. ბინა მდებარეობს აღნიშნული კორპუსის 1--------------–-----------------–ზე, კიბიდან ხელმარცხნივ. ბინას აქვს რუხის ფერის შესასვლელი რკინის ერთფრთიანი კარი, კარის წინ კიბის ბაქანზე გაფენილია ფეხსაცმელების საწმენდი ხალიჩა, კარს გააჩნია ორი ცალი საკეტი მექანიზმი. ერთი მდებარეობს სახელურთან, ხოლო მე-2 კარის ქვედა ნაწილში. სახელურთან მდებარე საკეტის გულა არის გატეხილი, ქვედა საკეტი შედგება ურდულის გადამწევისაგან და უშუალოდ საკეტი მექანიზმისაგან, რომლის გულა და დამცავი ხუფი არის გატეხილი და აგდია კიბის ბაქანზე. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილად, კერძოდ აღნიშნული ბინის კარის წინ ბაქანზე ფეხსაცმელების საწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან...სუნის კვალზე შემთხვევის ადგილიდან გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც ჩავიდა პირველ სართულზე, გავიდა სადარბაზოს უკანა გასასვლელიდან, წავიდა მარცხნივ და გაჰყვა სუნის კვალს. რამდენიმე მეტრში ბალახის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ტარის მქონე სახრახნისი, სამძებრო ძაღლი შემდეგ ისევ გაჰყვა სუნის კვალს და გავიდა კორპუსის წინა მხარეს, სადაც გაჩერდა 2--- კორპუსის მიმდებარედ. ბინაში შესასვლელ კართან, ზემოთაღნიშნული ორივე საკეტი მექანიზმი არის მოშლილ მდგომარეობაში, კარი ჩაკეტილია. კარის გაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახელურთან არსებული საკეტი მექანიზმის გულა გატეხილია ორ ნაწილად, ექსპერტების მიერ მოხდა ზემოაღნიშნული ორივე საკეტი მექანიზმის გულების ამოღება, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში F--------- ბინაში რაიმე სახის არეულობა არ აღინიშნება, ვ-–- ქ----ის განმარტებით ბინიდან რაიმე ნივთი დანაშაულებრივი გზით დაუფლებული არ არის. ექსპერტების მიერ მოხდა სამძებრო ძაღლის მიერ აღმოჩენილი სახრახნისის ამოღება, რომელიც დაილუქა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში F--------- წინა შესასვლელი კარი დამუშავდა დაქტილოსკოპიური ფხვნილით, მაგრამ ხელის კვლები აღმოჩენილი ვერ იქნა ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
2.10.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ვ------- ბ-----------ამ.
2.11. ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა შ--–-- მ------–---–მა წარდგენილ პირთაგან ამოიცნო მარცხნიდან პირველი, მარჯვნიდან მესამე პირი-ბ--------- ქ-----ა, რომელიც 14 თებერვალს ცდილობდა ვ-–- ქ----ის ბინის გაქურდვას, რასაც ის პირადად შეესწრო. ამომცნობმა ამოსაცნობი პირი ამოიცნო ასაკით, აღნაგობით, სახის კანის ფერით, თვალების ფერით, თხელი ტუჩების მოყვანილობით, შემელოტებული ჭაღარაშერეული თმებით, სიმაღლით და მთლიანობაში. შ--–-- მ------–---–ი ამოცნობის სისწორეში დარწმუნებულია.
2.11.1. ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ------- ფ-----–---–მა.
2.12. ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ ბ--------- ქ-----ასგან ექსპერტ ლ---- ხ--–-–---–ის მიერ აღებულ იქნა სუნის კვალის ნიმუში.
2.12.1. ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ლ---- ს--–-----–-–---–მა და ექსპერტმა ლ---- ხ--–-–---–მა.
2.13. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის N--------- თანახმად: 1. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------ს გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან და ბრალდებულისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის.
2. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თ---–--–-------------–--------------------------------------------ის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ ადგილიდან, კერძოდ: აღნიშნული ბინის კარების წინ ფეხის საწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ბ--------- ქ-----საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2.13.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ---–--ემ.
2.14. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 თებერვალს მოწმე გ------- ს----–---–მა, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დასართავად გამოძიებას ნებაყოფლობით წარმოუდგინა მის მიერ 14 თებერვალს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ვ-–- ქ----ის ბინის გაქურდვის მცდელობის ჩამდენი პირის მიერ შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მომენტი. ჩანაწერი მოთავსებულა CD დისკზე, გახსნისას დისკზე ჩაწერილი აღმოჩნდა ერთი ჩანაწერი, ჩანაწერის გახსნისას კადრში ჩანს ვ---------–---, მ-----------------------ს კუთხე და ავტოფარეხების ბოლო ნაწილი, წითელი ფერის TOYOTA QAMRI-ს მოდელის ავტომანქანა ტრიალდება და მიდის 2-----------ის გასწვრივ ცენტრალურ გზაზე გასასვლელისკენ. გასასვლელში მანქანის გაჩერებას ცდილობს ორი ადამიანი. ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ელვაშესაკრავიანი ზედა ჩასაცმელი და მეორე უფროსი ასაკის ჭაღარა თმებიანი მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ტყავის ქურთუკი და ახურავს შავი ფერის ქუდი, ჩანაწერის ხანგძლივობაა 17 წამი. გ------- ს----–---–ის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცი არის შ--–-- მ------–---–ი, რომლის მითითებითაც მან გადაიღო ეს ვიდეო, უფროსი კაცი კი არის მამამისი გ------- ს----–---–ი, რომელსაც ყველა იცნობს სახელით ზ----, ვიდეო ჩანაწერში ჩანს ა/მანქანის სახელმწიფო ნომერი Q--------- დათვალიერების შემდეგ ჩანაწერი ატვირთულ იქნა გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში, თვითონ CD დისკი კი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში, დაილუქა N-------- ლუქის ბეჭდით და დაერთო სისხლის სამართლის N0----------- საქმეს.
2.14.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ------- ფ-----–---–მა.
2.15. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 15 თებერვალს ჩხრეკის შედეგად წითელი ფერის ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრი’’ სახელმწიფო ნ------------------ ამოღებულ და გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისის ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში, სადაც დაილუქა N-------- ლუქის ბეჭდებით, რომლებზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა თარიღი. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
2.15.1. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ზ----- ზ-----–---–მა.
დაცვის მხარის მტკიცებულებები:
2.16. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ--–- ქ-----ამ განმარტა, რომ ბ--------- ქ-----ა არის მისი ოჯახის ახლობელი, 2018 წლის 13 თებერვალს საღამოს დაურეკა გ-------– მ-----მ და აცნობა, რომ ბ---- ქ-----ა უნდა მისულიყო მასთან სტუმრად, 14 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გ--–- ქ-----ა გავიდა მისი საცხოვრებელი სახლიდან ვ---------–---------–----------------------ე კორპუსიდან, რა დროსაც მის სახლთან ახლოს, ვ---------–---, მ------------------ში, დაინახა ბ---- ქ-----ა, რომელიც იყო ფეხით, მისი მანქანიდან დაახლოებით 7-8 მეტრის მოშორებით, გზის მეორე მხარეს, დაუძახა ორჯერ, თუმცა მან ვერ გაიგო, ჩაჯდა თავის მანქანაში და წავიდა, გ--–- ქ-----ა მივიდა გ-------– მ-----სთან, დაახლოებით 20-25 წუთში ბ----ც მივიდა, სასმელს არ სვამდა, რადგან იყო ავტომანქანით. გ--–-მ და გ-------– მ-----მ დალიეს, საღამომდე ისაუბრეს და დაიშალნენ. გ--–- ქ-----ას განმარტებით, სამივე სახლი არის ახლოს.
2.17. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ-------– მ-----მ დაადასტურა, რომ ბ--------- ქ-----ა არის მისი ოჯახის ახლობელი, რომელიც ნახა 2018 წლის თებერვლის დასაწყისში მ--------–-ს რაიონის სოფელ ო-------ში. 2018 წლის 13 თებერვალს საღამოს ბ--------- ქ-----ამ დაურეკა და აცნობა, რომ იყო თბილისში და სურდა მისი ნახვა, გ-------– მ-----მ დაპატიჟა სახლში სტუმრად, 2018 წლის 14 თებერვალს, გ-------– მ-----მ ასევე დაპატიჟა გ--–- ქ-----ა, რომელიც ასევე მისი ოჯახის ახლობელია. 2018 წლის 14 თებერვალს დღის მეორე ნახევარში, შუადღისას გ--–- მივიდა მასთან, შემდეგ მივიდა ბ---------ი, ისაუბრეს მან და გ--–-მ დალიეს, ბ---- არ სვამდა, მანქანით იყო. გ-------– მ-----მ განმარტა, რომ ბ--------- ქ-----ას მისი სახლისთვის ადვილად არ მიუგნია, რადგან მისამართი, კერძოდ, კი კორპუსი შეეშალა.
2.18. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ნ---- ს-----–--ემ განმარტა, რომ არის ელექტრიკოსი, ბ--------- ქ-----ას იცნობს შორიდან, 2018 წლის 14 თებერვალს გამოძახება ქონდა ვ---------–---, მ------------------ის, 2-----------–------------ სართულზე, მაგრამ ბინა დახვდა დაკეტილი და ჩამოვიდა ფეხით. მესამე სართულზე შეხვდა პიროვნება - ბ--------- ქ-----ა, რომელმაც კითხა სად ცხოვრობდა გ-------– მ-----, ნ---- ს-----–--ემ აუხსნა, რომ არ იყო ამ უბნელი და შემთხვევით იყო ამ კორპუსში. ისინი ერთად ჩამოვიდნენ კიბეებზე, გამოვიდნენ ცენტრალური გამოსასვლელიდან და დაცილდნენ ეზოში, ბ--------- ქ-----ა ჩაჯდა წითელი ფერის მანქანაში და წავიდა.
2.19.სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბ--------- ქ-----ამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 13 თებერვალს სოფლიდან ჩამოვიდა თბილისში, დაურეკა გ-------– მ-----ს, რომელმაც დაპატიჟა სახლში. 14 თებერვალს დაახლოებით 10-11 საათისთვის გადაურეკა გ-------– მ-----ს, ეძებდა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც მდებარეობდა ვ---------–------------------------------------------, უცნობ ქალს კითხა მე--- კორპუსი, რომელმაც მიასწავლა, მანქანა გააჩერა კორპუსთან, შევიდა სადარბაზოში და ავიდა მესამე სართულზე, მეოთხე სართულიდან ჩამოდიოდა უცნობი მამაკაცი, რომელიც ადგილობრივი ეგონა და კითხა ხომ არ იცოდა სად ცხოვრობდა გ-------– მ-----, მამაკაცმა უთხრა, რომ იქ არ ცხოვრობდა და არ იცოდა. კორპუსის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კორპუსი არ იყო N--, ბ--------- ქ-----ა და ის პიროვნება ერთად ჩამოვიდნენ სადარბაზოში, რადგან ბ--------- ქ-----ამ თვითონ ვერ მიაგნო გ-------– მ-----ს მისამართს თავისი ავტომანქანით ჩავიდა ვ---------–ის მ-------სთან, აიყვანა ტაქსი, რომელმაც დაახლოებით 30-40 წუთში მიიყვანა გ-------– მ-----სთან.
2.20. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ბ--------- ქ-----ას ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ საქმეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლები; მოწმე გ------- ს----–---–ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოჩანაწერი კანონდარღვევით არის მოპოვებული; დაცვის მხარის მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ბ--------- ქ-----ა ვ-–- ქ----ის ბინის გაქურდვის მიზნით არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე; საქმეში არ არის უტყუარ მტკიცებულების მინიმალური ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
2.21. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ბ--------- ქ-----ას წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის.
2.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და მაღალი სოციალური საშიშროებით ხასიათდება. ქურდობა ხელყოფს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და გულისხმობს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლებას. ქურდობა დამთავრებულ დანაშაულად ითვლება მას შემდეგ, როცა პირს მიეცემა რეალური შესაძლებლობა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული სხვისი ნივთის განკარგვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------- ქ-----ას სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ--------- ქ-----ას ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:
2.22.1. დაზარალებულ ვ-–- ქ----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მისი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს ქ. თბილისში ვ---------–---, მ-----------------------, 1--–-------------------------------–-, ბ-------ში. მიმდინარე წლის 14 თებერვალს სახლში არავინ იმყოფებოდა და ადგილი ქონდა მისი ბინის გაქურდვის მცდელობას. ამასთანავე, ვ-–- ქ----ემ სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მიუთითა ბრალდებულზე და აღნიშნა, რომ ბრალდებულის გარეგნობა ზუსტად ემთხვევა შ--–-- მ------–---–ის მიერ მისი ბინის გაქურდვაში ეჭვმიტანილი პირის აღწერილობას.
2.22.2. მოწმე შ--–-- მ------–---–ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--–-- მ------–---–მა დაინახა ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბინის კართან მდგომი პიროვნება, რომელსაც ხელზე ეკეთა წითელი სამუშაო ხელთათმანები, ეჭირა ყვითელტარიანი სახრახნისი და კარების საკეტი იყო დაზიანებული. მანვე დაინახა, რომ ეს პიროვნება გავიდა სადარბაზოდან, ხელთათმანები ჩაიდო ჯიბეში, გასასვლელ ბილიკზე დააგდო სახრახნისი, ჩაჯდა წითელი ფერის ,,ტოიოტას’’ ფირმის ავტომანქანა ,,ქამრიში“ და დატოვა შემთხვევის ადგილი. შ--–-- მ------–---–ის მიერ შემდგომში ამოცნობილ იქნა ის პირი, რომელიც ცდილობდა ვ-–- ქ----ის ბინის კარის დაზიანებას, იგი აღმოჩნდა ბ--------- ქ-----ა. სასამართლოს არა აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე შ--–-- მ------–---–ის ჩვენების სისწორეში, რადგან იგი არ არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, ამასთანავე, მისი ჩვენება თანხვედრაშია მამა-შვილ გ------- და გ------- ს----–---–ების ჩვენებებთან, ამოცნობის ოქმთან, დათვალიერების ოქმთან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან და საქმის სხვა მტკიცებულებებთან.
2.22.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ-–- ქ----ის შესასვლელი რკინის კარის ორივე საკეტი დაზიანებულია. კარი ჩაკეტილია. კარის გაღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სახელურთან არსებული საკეტი მექანიზმის გულა გატეხილია ორ ნაწილად. ამავე ოქმით დადგენილია, რომ სუნის კვალზე შემთხვევის ადგილიდან გაშვებული სამძებრო ძაღლის მიერ აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ტარის მქონე სახრახნისი.
2.22.4. ბ--------- ქ-----ას ბრალდების დასადასტურებლად სასამართლო ემყარება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის ფეხსაცმელების საწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალი იდენტურია ბ--------- ქ-----ასაგან აღებული სუნის კვალის.
2.22.5. სასამართლო ბ--------- ქ-----ას ბრალდების მტკიცებულებად არ იზიარებს 2018 წლის 17 თებერვალს მოწმე გ------- ს----–---–ის მიერ გამოძიებისთვის ნებაყოფლობით წარდგენილ (14 თებერვალს მობილური ტელეფონით გადაღებულ) ვიდეო ჩანაწერს და მისი დათვალიერების ოქმს, რომელშიც ასახულია ქ----ის ბინის გაქურდვის მცდელობის ჩამდენი პირის მიერ შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მომენტი. სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებისას დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლისა და მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ,,თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით’’, კომპიუტერული სისტემაში შედის მობილური ტელეფონიც. საქმეში ამგვარი წესით არ არის დამაგრებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაცია.
2.22.6. დაცვის მხარის მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ბ--------- ქ-----ა ნამდვილად იმყოფებოდა ქ. ვ---------–---, მ------------------ში, 2-------------ში, წითელი ფერის ავტომანქანით, საიდანაც წავიდა გ-------– მ-----ს სახლში, სადაც დღის მეორე ნახევარში ერთად იმყოფებოდნენ ბ--------- ქ-----ა, გ-------– მ----- და გ--–- ქ-----ა, მაგრამ დაცვის მხარის მოწმეები გ--–- ქ-----ა და გ-------– მ----- ვერ იძლევიან ინფორმაციას თუ სად იყო და რა ქმედება განახორციელა ბ--------- ქ-----ამ გ-------– მ-----სთან მისვლამდე. შესაბამისად, აღნიშნულ პირთა ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის უდანაშაულობის დასადასტურებლად.
2.22.7. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის უდანაშაულობის დასადასტურებლად დაცვის მხარის მოწმის ნ---- ს-----–--ის ჩვენებას, რადგან ნ---- ს-----–--ე არ აჩვენებს 2018 წლის 14 თებერვალს ვ---------–---, მ------------------ის, 2-----------–-------------------–ზე რომელ სადარბაზოში და რა დროს შეხვდა ბ--------- ქ-----ას; სასამართლოსთვის გაურკევევლია ნ---- ს-----–--ეს რა ურთიერთობა გააჩნია ბ--------- ქ-----ასთან; ამასთანავე, ნ---- ს-----–--ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და საფუძვლიანად ჩნდება ეჭვი ხომ არ წარმოადგენს ნ---- ს-----–--ე ბ--------- ქ-----ას მიერ შექმნილ ხელოვნურ ალიბს.
2.22.8. სასამართლო ასევე არადამაჯერებლად მიიჩნევს ბრალდებულ ბ--------- ქ-----ას ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და გ-------– მ-----ს საცხოვრებელი ბინის ძებნისას შემთხვევით მოხვდა ვ-–- ქ----ის ბინასთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------- ქ-----ას აღნიშნული ჩვენება აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიზნად ისახავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
2.22.9. დაზარალებულ ვ-–- ქ----ის, მოწმე შ--–-- მ------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ--------- ქ-----ამ შ--–-- მ------–---–ის გამოჩენის გამო ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა - ვ-–- ქ----ის ბინაში უკანონოდ შეღწევა და მისი კუთვნილი ნივთების მართლსაწინაღმდეგოდ დაუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ბ--------- ქ-----ას ქმედებას აფასებს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების მიზნით ვ-–- ქ----ის საცხოვრებელ ბინაში შეღწევის მცდელობად, რა დროსაც დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი ბ--------- ქ-----ასაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
2.22.10. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ბ--------- ქ-----ამ გადაწყვიტა ვ-–- ქ----ის ბინიდან მატერიალური ფასეულობების დაუფლება. ამ მიზნით იგი მივიდა ვ-–- ქ----ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–---, მ------------------ის, 2-------------ის, 1--–--------------------------------–-, ბ-------ში და შეეცადა უკანონო შეღწევის გზით დაუფლებოდა მატერიალურ ფასეულობებს, რა დროსაც იგი შენიშნა ამავე კორპუსში მცხოვრებმა პირმა - შ--–-- მ------–---–მა, რის გამოც ბ--------- ქ-----ამ ვერ შეძლო თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა, იგი სწრაფად გაეცალა კორპუსს და ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან.
2.23. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდებულმა ბ--------- ქ-----ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობის მცდელობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
2.24. დაზარალებულ ვ-–- ქ----ის, მოწმე შ--–-- მ------–---–ის ჩვენებებით, შეთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბინაში - მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–---, მ------------------------ბ-------ში, იმ დროს, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა, ბ--------- ქ-----ა ცდილობდა უკანონოდ შეღწევას, რაც შემჩნეულ იქნა ვ-–- ქ----ის მეზობლის შ--–-- მ------–---–ის მიერ, რის გამოც ბ--------- ქ-----ას განზრახვა - ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ შეეღწია ვ-–- ქ----ის ბინაში და დაუფლებოდა მის კუთვნილ ნივთებს, ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი.
2.25. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არა აქვს, რაც ხორციელდება წინააღმდეგობის გადალახვის გზით ბინაში შესვლით. კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბ--------- ქ-----ა, რომელსაც არანაირი კანონიერი უფლება არ ქონდა შესულიყო ვ-–- ქ----ის საცხოვრებელ სახლში, დაბრკოლების, კერძოდ, შესასვლელი კარების საკეტის დაზიანების გზით, შეეცადა უკანონოდ შეეღწია ვ-–- ქ----ის საცხოვრებელი ბინაში - მდებარე ქ. თბილისში, ვ---------–---, მ-----------------------, 1--–---------------- ბ-------ში.
2.26. ზ/აღნიშნულ გარემოებების ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ბ--------- ქ-----ამ ჩაიდინა ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ--------- ქ-----ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბ--------- ქ-----ას ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბ--------- ქ-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის მისაღწევად.
5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ბ--------- ქ-----ა არის ნასამართლობის არ მქონე პირი, მის მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბ--------- ქ-----ას ქმედების ხასიათი - ბინაში შეღწევით ქურდობის მცდელობა, წარმოადგენს მომეტებული სოციალური საშიშროების მქონე დანაშაულს.
5.3. სასჯელის დანიშვნისას ბ--------- ქ-----ას უნდა განესაზღვროთ სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
5.4. სასჯელის აუცილებლობის, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ბ--------- ქ-----ას დაუდასტურდა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის მცდელობა და არ გააჩნია დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბ--------- ქ-----ას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ზღვარის ოდენობით.
5.5. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნით სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
6. ნივთიერი მტკიცებულებების ბედის გადაწყვეტა:
6.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სახრახნისი, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული ,,კლიტის“ ნაწილები, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.4. ბ--------- ქ-----ას სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
6.5. ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრი“ სახელმწიფო ნომრით Q--------- რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6.6. ერთი ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6.7. ერთი ცალი CD დისკი გ. ს----–---–ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------- ქ-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2. ბ--------- ქ-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
3. ბ--------- ქ-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
4. ბ--------- ქ-----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 15 თებერვლიდან.
5. ნივთმტკიცება:
5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სახრახნისი, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული ,,კლიტის“ ნაწილები, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.4. ბ--------- ქ-----ას სუნის ნიმუში, რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
5.5. ავტომანქანა ,,ტოიოტა ქამრი“, სახელმწიფო ნომრით Q--------- რომელიც ინახება ი----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
5.6. ერთი ცალი CD დისკი შემთხვევის ადგილის ფოტოებით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5.7. ერთი ცალი CD დისკი გ. ს----–---–ის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ჩანაწერით, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/