განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002480784
1/52-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – დავით მელიქიძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ო----- ა----------- ძე ა---–------ი (დაბადებული 19---–-–-----------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი დ-----------–-);
ადვოკატი: პაატა მანველიშვილი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ნინოწმინდაში, ს------ ა----------ს და ხ---- ვ----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ო----- ა---–------მა და მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა, კერძოდ თავდაპირველად ო----- ა---–------მა დაარტყა ს------ ა----------ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა, წაქცეულზე ო----- ა---–------მა მასთან ერთად მყოფ სხვა პირებთან ერთად გააგრძელა მისი ცემა, ასევე მათ ხ---- ვ----------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული პირების დარტყმის შედეგად ს------ ა----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად, ასევე ხ---- ვ----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2018 წლის 09 აპრილს, ნინოწმინდაში კარლ მარქსის ქუჩაზე ავტო სამრეცხაოში 18:00 სთ. ო----- ა---–------სა და ს------ ა----------ს შორის იყო სიტყვიერი შეკამათება იმის თაობაზე, რომ ო----- ა---–------მა ს------ ა----------ი ავტო სამრეცხაოდან გააგდო. ამის შემდეგ, იმავე დღეს 22:00 სთ. მათ შორის კამათი გადაიზარდა ჩხუბში ქ. ნინოწმინდაში კარლ მარქსის ქუჩაზე ს------ ა----------ის სახლიდან 150 მეტრის მოშორებით.
დაცვის მხარემ არ უარყო აღნიშნული კონფლიქტის ფაქტი.
მტკიცებულებები: დაზარალებულების ს------ ა----------ს და ხ---- ვ----------ს, ასევე მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებები, მოწმეების - ხ---- ა-–--------ის, ა---------–-----ის, ხ--------- ა----------ის ჩვენებები, ს------ ა----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
2.1.2. 2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, აღნიშნულ ჩხუბის დროს ს------ ა----------ს და ხ---- ვ----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ო----- ა---–------მა და მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა, კერძოდ თავდაპირველად ო----- ა---–------მა დაარტყა ს------ ა----------ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა, წაქცეულზე ო----- ა---–------მა მასთან ერთად მყოფ სხვა პირებთან ერთად გააგრძელა მისი ცემა, ასევე მათ ხ---- ვ----------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა, რომ მართალია ხელი დაარტყა დაზარალებულებს, თუმცა მიუთითა, რომ მარტომ და არა სხვებთან ერთად.
მტკიცებულებები: დაზარალებულების ს------ ა----------ს და ხ---- ვ----------ს, ასევე მოწმეების - ხ---- ა-–--------ის, ა---------–-----ის, ხ--------- ა----------ის ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენება;
2.1.3. აღნიშნული ცემის შედეგად ს------ ა----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად, ასევე ხ---- ვ----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სამედიცინო დოკუმენტაცია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- ა---–------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულების ს------ ა----------ის და ხ---- ვ----------ის ჩვენებები, მოწმეების ხ--------- ა----------ის, ა---------–-----ის და ხ---- ა-–--------ის ჩვენებები, ს------ ა----------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ს------ ა----------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ო----- ა---–------ის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულები და ბრალდებული დაიკითხნენ, რის შემდეგაც დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა. ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- ა---–------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ და გ ქვეპუნქტაბი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 09 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ნინოწმინდაში, ადგილი ჰქონდა ცემას, ჩადენილი ჯგუფურად, კერძოდ ს------ ა----------ს და ხ---- ვ----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ო----- ა---–------მა და მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა... აღნიშნული ცემის შედეგად ს------ ა----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მის მოუშლელად, ხოლო ხ---- ვ----------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა (ძალადობა ჯგუფურად) და შედეგს შორის, მაშინ ო----- ა---–------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს;
4.3. ბრალდებული დაზარალებულებთან შერიგებული არ არის, მაგრამ დაზარალებულებს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია არ გააჩნიათ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა, გადახდილი გირაოს თანხის ოდენობით (გადახდილი აქვს გირაო 2000 ლარის ოდენობით), ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მუხლის სანქცია ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგი მართალია ნაწილობრივ, თუმცა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად;
5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, ანუ დანაშაული ჩაიდინა პირველად (იხ. 4.1.). შესაბამისად თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.3.2. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 2000 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ძალადობრივი ხასიათს, ასევე რომ დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, თუმცა ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს, დაზარალებულთან შერიგებული არ არის, ამასთან არ იკვეთება, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ასევე რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან;
შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ჯარიმის სახით დამატებით სასჯელის გამოყენება.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული კომბინირებული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო----- ა---–------ი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის საფუძველზე ო----- ა---–------ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. ო----- ა---–------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს; განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
3. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან