განაჩენი

სისხლის სამართლის 04.10.2018
საქმის ნომერი
330100118002447484
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/2----18

(00----------)

04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–----------ა;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თო-----------------–---–ი (პ/ნ 1----------), დაბადებული 19---–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, მცხოვრები: დ---------–------, სოფ. ქ-----------------------------;

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-ს განაჩენით, თო-----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

თო-----------------–---–მა 2018 წლის 3------------- 2018 წლის 1--------–ამდე არაერთხელ მიაყენა მეუღლეს - ელ-------------–---–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ ელ-------------–---–ის ტანჯვა.

2018 წლის 1--------–ს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, მე---------–------ ქ. N1-ში, თო-----------------–---–ი მის მეუღლეს - ელ-------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ყელის გამოჭრით და ელ-------------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

გამოკვლეული მტკიცებულებები:

დაზარალებულმა ელ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული თო-----------------–---–ი მისი ყოფილი მეუღლეა, ისინი ერთად ცხოვრობდნენ სამი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე და შემდეგაც თ. ფა-------–---–ი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ხშირად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც დახმარების მისაღებად არაერთხელ მიუმართავს ოჯახის წევრებისათვის. 2017 წლის 04-----------ს მომხდარი ძალადობის ფაქტზე თ. ფა-------–---–ი მიცემული იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაუდგინდა პირობითი მსჯავრი. მიუხედავად ამისა, იგი სისტემატურად ურეკავდა, ხვდებოდა სახლთან, ასევე - საბავშვო ბაღთან და სკოლასთან, სადაც ბავშვები მიყავდა, რა დროსაც აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 1--------–ს იყო მათი შვილის დაბადების დღე. თ. ფა-------–---–მა დაურეკა, ბავშვთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ ბავშვი არ დაელაპარაკა, რის გამოც თ. ფა-------–---–ი აგრესიული გახდა და გინება დაუწყო. მთელი დღე განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ყელის გამოჭრით ემუქრებოდა. თ. ფა-------–---–ი რეკვას არ დასჯერდა და საღამოს მთვრალი მივიდა მის სახლთან. ამ დროს შინ ქე----------------–--ესთან ერთად იმყოფებოდა. ქუჩაში მყოფი თ. ფა-------–---–ი ამჯერად მასთან ერთად მყოფ ქე----------------–--ესაც ემუქრებოდა, ლანძღავდა და აგინებდა. ვინაიდან თ. ფა-------–---–ი არ ჩერდებოდა, მათგან გარეთ გასვლას მოითხოვდა და ყელის გამოჭრით ემუქრებოდა, ქ. ს--------–---მ „112“-ზე დარეკა და პოლიციის დახმარება ითხოვა. დაზარალებულმა ელ-------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ რეალურად შეშინდა თ. ფა-------–---–ის მუქარის გამო, რადგან ამ უკანასკნელს მასზე ხელი არაერთხელ აუღია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ყოფილი მეუღლის მიერ მასზე ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, მუდმივი სტრესის გამო, ჯანმრთელობა შეერყა.

მოწმეებმა დავ-------------–მა და გი---------------–---მ, შსს ი----------------------------–-------------------–---- თანამშრომლებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 1--------–ს, გვიან ღამით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გავიდნენ მისამართზე, სადაც დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ელ-------------–---–ი. ამ უკანასკნელთან ერთად დაბრუნდნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ელ-------------–---–ის იქ ყოფნისას მას გამუდმებით ურეკავდა თო-----------------–---–ი. ერთ-ერთ ზარს დაზარალებულმა უპასუხა და თო-----------------–---–თან საუბარი მათ მოასმენინა, რა დროსაც ეს უკანასკნელი იყო ძალიან აგრესიული. როცა თ. ფა-------–---–მა შეიტყო, რომ ელ-------------–---–ი იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და დაემუქრა, რომ პოლიციის შენობიდან გასვლის შემდეგ ყელს გამოჭრიდა. მალევე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თო-----------------–---–იც მივიდა პოლიციის განყოფილებაში. იგი სამართალდამცველთა თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნულის საფუძველზე თო-----------------–---–ი დაკავებული იქნა ოჯახურ დანაშაულში ბრალებული პირის სახით.

მოწმე სა-–-------------–---–მა, დაზრალებულ ელ-------------–---–ის დამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ თო-----------------–---–ი ელი------------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში ალკოჰოლურ სასმელს იღებდა და ოჯახში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები, რა დროსაც იგი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ე-–----ს. ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2014 წლის 04-----------ს, რის გამოც თო-----------------–---–ი დაკავებულიც იყო და იხდიდა სასჯელს. თუმცა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი კვლავ აგრძელებდა ყოფილ მეუღლეზე ძალადობას, გამუდმებით მოკვლით ემუქრებოდა, რის გამოც ე-–---- ძალიან შეშინებული იყო, მარტო ყოფნას ერიდებოდა, არ ეძინა და იმ პერიოდში ძალიან გახდა.

მოწმე ლე------------–---–მა, დაზარალებულ ელ-------------–---–ის ძმამ, სასამართლო სხდომაზე დაკიხვისას განმარტა, რომ მისი და და სიძე ერთად ცხოვრობდნენ სამი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე თო-----------------–---–ის მხრიდან გამუდმებით ჰქონდა ადგილი როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. თ. ფა-------–---–ი ხშირად სვამდა და თავს ვერ აკონტროლებდა. მას არაერთხელ დალაპარაკებია, ცდილობდა მისთვის ჩაეგონებინა, რომ ქალის დაჩაგვრა არ შეიძლებოდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირობითი მსჯავრის მიუხედავად, თ. ფა-------–---–ი აგრძელებდა ალკოჰოლის მიღებას და ე-–----ს მიმართ ძალადობას.

მოწმე ქე----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, განმარტა, რომ ოთხი წელია დაზარალებულ ელ-------------–---–თან მეგობრობს და კარგად იცნობს მის ოჯახურ პრობლემებს. ხშირად სმენია ე-–----სგან, რომ მისი ქმარი - თო-----------------–---–ი ძალადობდა მასზე. დაშორების შემდეგაც ხან საბავშვო ბაღთან, ხან ქუჩაში, ხან სხვა ადგილას ხვდებოდა ე-–----ს და სხვების თანდასწრებით ლანძღავდა. 2018 წლის 1--------–ი ელი------------–---–ის ბავშვის დაბადების დღე იყო, მასთან იმყოფებოდა სტუმრად და ე-–----მ ღამით დარჩენა სთხოვა, რადგან მამამისი სახლში არ იქნებოდა და ყოფილი ქმრის შიშით მარტო დარჩენა არ უნდოდა. დაახლოებით 23:00 საათზე, დარეკა თ--------მ, მას ბავშვთან უნდოდა ლაპარაკი, ელი------------–---–მა უთხრა, რომ ბავშვს ეძინა. თო-----------------–---–ი ამაზე გაბრაზდა. ურეკავდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით, რის გამოც ე-–---- იმდენად განერვიულდა და შეშინდა, რომ კარი და ფანჯრები დაკეტა. რადგან თო-----------------–---–ი აგრძელებდა ტელეფონზე რეკვას, ზარს ე-–----ს მაგივრად უპასუხა, რა დროსაც თ--------მ მასაც შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, „მოვალ და ორივეს გამოგჭრით ყელსო“. ცოტა ხანში იგი მართლაც მივიდა სახლთან და ქუჩიდან ყვიროდა და ლანძღავდა მათ. „112“-ში დარეკა და პოლიციის დახმარება ითხოვა. პოლიციის მისვლამდე მობილური ტელეფონით იღებდა თუ როგორ იგინებოდა მათი მისამართით თ-------- ქუჩაში. როცა ე-–----მ თ--------ს გასძახა, რომ პოლიცია ჰყავდათ გამოძახებული, თ-------- მხოლოდ მაშინ წავიდა.

მოწმე კა------------–---–მა დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 1--------–- მონაწილეობა აქვს მიღებული ბრალდებულ თო-----------------–---–ის დაკავებაში, რასაც წინ უსწრებდა, მისი და პოლიციის სხვა თანამშრომლების თანდასწრებით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი თ. ფა-------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის, ელ-------------–---–ის ლანძღვა-გინება და მუქარა, ჯერ - მობილურ ტელეფონზე, შემდეგ კი - პოლიციის განყოფილებაში.

დაკავების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 1--------–-, 00:25 საათზე, ი-------------------------------–---------------------------------------– გი---------------–--ის მიერ, ამავე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებული იქნა თო-----------------–---–ი. მისი დაკავება მოხდა იმ ვითარებაში, როცა იგი აგრესიას გამოხატავდა ყოფილი მეუღლის, ელ-------------–---–ის მიმართ, აგინებდა მას უცენზურო სიტყვებით და ემუქრებოდა მოკვლით.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ქ. სი-------–---ს მობილურ ტელეფონში არსებული, 2018 წლის 1--------–--- დათარიღებული, ორი ვიდეოჩანაწერი, სადაც ისმის თო-----------------–---–ის გინება და ყვირილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-ს განაჩენით დგინდება, რომ თო-----------------–---–ი დამნაშვედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-- განაჩენით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-ს განაჩენი დარჩა უცვლელი.

ბრალდებულმა თო-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ ოჯახური დანაშაულისათვის მისი მსჯავრდების შემდეგ ყოფილ მეუღლეს მხოლოდ ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე ეკონტაქტებოდა, რა დროსაც შეურაცხყოფა მისთვის არასდროს მიუყენებია. 2018 წლის 1--------–ს მისი შვილის დაბადების დღე იყო და ბავშვთან საუბარი სურდა, მაგრამ ყოფილმა მეუღლემ არ დაალაპარაკა. ამის გამო ძალიან გაბრაზდა და შეაგინა მას, მოგვიანებით, განყოფილებაში მყოფსაც მიაყენა ტელეფონზე საუბრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხყოფის სხვა ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულში მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგინდა თო-----------------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის, ე-–---- ჩე------–--–-ს მიმართ სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქრების ფაქტები.

სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდებულ თ. ფა-------–---–ის განმარტებას, რომ ელ-------------–---–ს მოკვლით არასდროს დამუქრებია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მხოლოდ 2018 წლის 1--------–ს და სხვა დროს ამგვარ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაში მოდის დაზრალებული ელ-------------–---–ის და მოწმეთა - სა-–-------------–---–ის, ლე------------–---–ის, ქე----------------–--ის, დავ-------------–ის, გი---------------–--ის და კა------------–---–ის ჩვენებებთან.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო თვლის, რომ სა-–-------------–---–ის, ლე------------–---–ის, ქე----------------–--ის ჩვენებები, - იმასთან დაკავშირებით, რომ ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდების შემდეგაც თო-----------------–---–ი სისტემატურად ემუქრებოდა და შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს, რითაც ამ უკანასკნელს სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებდა, - სარწმუნო და დამაჯერებელია, მით უფრო, რომ ამ პირთა მხრივ თ. ფა-------–---–ისთვის დანაშაულის დაბრალების რაიმე მოტივი საქმის სასამართლო განხილვისას დადგენილი ვერ იქნა (ამგვარის არსებობას არც თავად ბრალდებული თ. ფა-------–---–ი აღნიშნავს). ამავე მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ყოფილი მეუღლის ქმედებები უარყოფითად აისახებოდა დაზარალებული ე. ჩეკ-----–---–ის ცხოვრების წესსა და ფსიქიკაზე, მას სახლში მარტო ყოფნა და გარეთ გასვლა აშინებდა, რადგან თ. ფა-------–---–ი ხან სახლში მოდიოდა მასთან, ხან კი - ბავშვების საბავშვო ბაღთან და სკოლასთან ხვდებოდა, სადაც სხვა პირთა თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

გარდა იმისა, რომ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებული თო-----------------–---–ი სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, ელ-------------–---–ზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ 2018 წლის 1--------–ს თო-----------------–---–ი მოკვლით დაემუქრა ელ-------------–---–ს, რაც გარდა დაზარალებულისა, დადასტურებული იქნა ფაქტის თვითმხილველი მოწმის - ქე----------------–--ის მიერ. ე. ჩეკ-----–---–ის და ქ. სი-------–---ს ჩვენებებზე დაყრდნობით, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული თ. ფა-------–---–ის მუქარა დაზარალებული ე. ჩეკ-----–---–ის მიერ აღქმული იქნა რეალურ საფრთხედ, რასაც ასევე მოწმობს ქ. სი-------–---ს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ მუქარით შეშინებულმა ე. ჩეკ-----–---–მა, თ. ფა-------–---–ისგან თავის დასაცავად, ჩაკეტა სახლის კარი და დახურა ფანჯრები.

თ. ფა-------–---–ის მხრიდან ე. ჩეკ-----–---–ის მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე ზემოაღნიშნულ მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტების უტყუარობის შეფასებისას, სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო პოლიციის თანამშრომლების - დავ-------------–ის, გი---------------–--ის და კა------------–---–ის ჩვენებები, იმასთან დაკავშირებით, რომ თ. ფა-------–---–ი პოლიციის განყოფილებაში მყოფ დაზარალებულს, მათი თანდასწრებითაც ემუქრებოდა მოკვლით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნული გარემოება სასამართლოს უქმნის რწმენას იმისა, რომ ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველთა წინაშეც არ ერიდებოდა საკუთარი აგრესიის დემონსტრირებას, სხვა დროსაც, შემაკავებელი ფაქტორის არარსებობის პირობებში, მის პირისპირ მარტოდ მყოფ დაზარალებულზეც ამგვარად იძალადებდა.

ამდენად, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს თო-----------------–---–ის მიერ ბრალდებით მოცულ ქმედებათა ჩადენას. კერძოდ, სასამართლო თვლის, რომ თო-----------------–---–ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა ყოფილ მეუღლეს - ელ-------------–---–ს, რომელიც აღნიშნულის გამო განიცდიდა ტანჯვას; ამასთან, თო-----------------–---–ი ელ-------------–---–ის დაემუქრა მოკვლით, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

ა) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი

ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატურ შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია.

სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა არაერთგზის (მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, გულისხმობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ იმავე დანაშაულის ჩადენას.

დადგენილად მიიჩნია რა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი თო-----------------–---–ის მიერ მისი ყოფილი მეუღლის - ე-–---- ფა-------–---–ის სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თო-----------------–---–ის ქმედებაში აშკარად იკვეთება სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

ბ) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ამავე კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ყოფილი მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის ითვლება ოჯახის წევრად.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და მათი ერთობლიობა საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ თო-----------------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ელ-------------–---–ს და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, თო-----------------–---–ის ქმედება აშკარად შეიცავს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

თო-----------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (სისტემატურობას), რომელიც თავისთავად ზრდის დანაშაულის რეციდივის რისკებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ თ. ფა-------–---–ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ისევე, როგორც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.

ამავე დროს, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თო-----------------–---–ის მიერ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თო-----------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, თო-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1-----------–-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თო-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ თო-----------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -2018 წლის 16 აპრილიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი