გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/6351-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ოქტომბერი, 20-- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელეები: და-------------–---–ი, გი-------------–-–---–ი, ჯე---–---------–ი, მა---------ე
წარმომადგენელი: ირ---–-------ა
მოპასუხეები: შპს ,,X კ--------ი”, და--------------ე, რუ-----------------ე, და-------------–---–ი
წარმომადგენელი: ბუ----------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს შპს ,,X კ--------ი“-ს, და--------------ეს, რუ-----------------ესა და და-------------–---–ს მოსარჩელე და-------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისროთ 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს შპს ,,X კ--------ი“-ს, და--------------ეს, რუ-----------------ესა და და-------------–---–ს მოსარჩელე გი-------------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისროთ 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
1.3. მოპასუხეებს შპს ,,X კ--------ი“-ს, და--------------ეს, რუ-----------------ეს და და-------------–---–ს მოსარჩელე ჯე---–---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისროთ 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 546,66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,1- აშშ დოლარი.
1.4. მოპასუხეებს შპს ,,X კ--------ი“-ს, და--------------ეს, რუ-----------------ეს და და-------------–---–ს მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისროთ 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
მოსარჩელეებმა 20-0-20-3 წლებში სხვადასხვა პერიოდში სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს შპს მისო ,,X კ--------თან“. ოთხივე ხელშეკრულების საგნის თანახმად, ზემოხსენებულმა ფიზიკურმა პირებმა, როგორც გამსესხებლებმა სესხის სახით შესაბამისი ფულადი სახსრები დროებით სარგებლობაში გადასცეს მსესხებელს შპს მისო ,,X კ--------ს“.
მიუხედავად სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების პირობებისა და მოქმედების დასრულების სხვადასხვა ვადისა, მოსარჩელეები გარკვეული ხნის განმავლობაში უკვე ვეღარ იღებდნენ სარგებელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, სესხის ძირი თანხების დაბრუნებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რის გამოც შპს მისო ,,X კ--------ი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა (მისოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რუ-----------------ე, და--------------ე, და-------------–---–ი და დირექტორმა ი-----–--------ემ) მოსარჩელეები დაარწმუნეს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შეიძლება გამხდარიყო გადახდისუუნარო და გამსესხებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შესთავაზეს მათ მიერ გასესხებული თანხების ბუღალტრულად ტრანზაქცირება-პორტირება შპს მისო ,,X კ--------ი“-ს ურთიერთდამოკიდებულ პირთან, იმავე სახელწოდების შპს ,,X კ--------ში“, რომელსაც მათი განმარტებით, გააჩნდა საკმაოდ სოლიდური აქტივი მოვალეების ვალერიან სიორიძისა და ქეთევან აბაშიძის ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე. კერძოდ, 20-2 წლის 18 სექტემბრის N--------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 20-3 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 626869 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, შპს მისო ,,X კ--------ი“-ს ზემოხსენებულმა ხელმძღვანელმა პირებმა მოსარჩელეები დაარწმუნეს, რომ მათ მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა 20-2 წლის 18 სექტემბრის ზემოხსენებული N--------- იპოთეკის ხელშეკრულებით. უფრო მეტიც, სახელშეკრულებო ფარგლებში დაპირდნენ მსესხებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში და თანხის (მათ შორის სარგებლის, პირგასამტეხლოს და სესხის ძირის) ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გამსესხებელთა სასარგებლოდ ვალდებულების პროპორციული მოთხოვნის უფლების დათმობას 20-2 წლის 18 სექტემბრის N--------- იპოთეკის ხელშეკრულებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ზიანი ნამდვილად ძლიერი დარტყმის ქვეშ დააყენებდა მოსარჩელეების ოჯახის ბიუჯეტს, ისინი იძულებული გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ შპს მისო ,,X კ--------ი“-ს ხელმძღვანელებისათვის.
20-- წლის 24 სექტემბერს მოსარჩელეებმა სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორთან და--------------ესთან. ოთხივე ხელშეკრულების საგნის თანახმად, მოსარჩელეებმა, როგორც გამსესხებლებმა სესხის სახით შესაბამისი ფულადი სახსრები დროებით სარგებლობაში გადასცეს უკვე ახალ მსესხებელს შპს ,,X კ--------ს“.
მიუხედავად ზემოხსენებული დაპირებისა, სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებისა და დათქმული ვადისა, მსესხებელს შპს ,,X კ--------ს“ ჯეროვნად შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები, ვალდებულება არ შესრულდა.
20-5 წლის 04 მარტს მოსარჩელეებმა ცალკ-ცალკე წერილობითი განცხადებებით მიმართეს შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორს და--------------ეს სესხის თანხის, მასზედ დარიცხული სარგებლისა და თანხის დაბრუნების დღისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაუყოვნებლივ დაბრუნების მოთხოვნით. შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორის მხრიდან მოსარჩელეებმა 20-5 წლის 20 სექტემბერს მიიღეს ერთნაირი შინაარსის შაბლონური წერილები, რომ: ,,ამ ეტაპზე კომპანიას შექმნილი აქვს ფინანსური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია კომპანიის კ--------ორთა დავალიანების გამო და მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები. აღნიშნული სააღსრულებო პროცედურების დასრულებისთანავე კომპანია განახორციელებს თქვენს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას“.
მნიშვნელოვანია, რომ 20-3 წლის 1- დეკემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში შპს ,,X კ--------ი“-ს მიერ მოვალეების მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება N-------- და ამ სააღსრულებო საქმის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო უძრავი ქონების აქუციონის წესით რეალიზაცია. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეებმა გაიგეს მაშინ როდესაც 20-- წლის 24 დეკემბერს მოქმედების ვადა გაუვიდა 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებებს და მოითხოვეს სესხის თანხის, მასზედ დარიცხული სარგებლის დაბრუნება. სწორედ მაშინ შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორმა და--------------ემ და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რუ-----------------ემ, და--------------ემ და და-------------–---–მა განუცხადეს მოსარჩელეებს, რომ დაწყებული ჰქონდათ სააღსრულებო პროცედურები, რომელიც 20-- წლის 09 ნოემბრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს 06.1-.20--წ. N---- ბრძანების შესაბამისად 3 თვის ვადით იყო შეჩერებული, მაგრამ შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ მჭიდრო ვადებში დაასრულებდნენ სააღსრულებო პროცედურებს და შპს ,,X კ--------ი“ სრულად დაფარავდა მოსარჩელეების ფულად დავალიანებას.
დღეისათვის მოსარჩელეებისათვის უკვე ნათელია, რომ ისინი მოტყუებულნი არიან მოპასუხეთა მხრიდან, ვინაიდან შპს მისო ,,X კ--------ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რუ-----------------ემ, და--------------ემ და და-------------–---–მა განიზრახეს ოთხი კ--------ორი მოეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, დაარწმუნეს მოსარჩელეები, რომ იმავე სახელწოდების შპს ,,X კ--------ი“-ს გააჩნდა საკმაოდ სოლიდური აქტივი მოვალეების ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე, კერძოდ კი 20-2 წლის 18 სექტემბრის N--------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 20-3 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 626869 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და რომ მათ მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა 20-2 წლის 18 სექტემბრის ზემოხსენებული N--------- იპოთეკის ხელშეკრულებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორის 20-5 წლის 20 სექტემბრის წერილობით პასუხში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორს და--------------ეს, როგორც კ--------ორს 20-3 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 626 869 აშშ დოლარი შეუმცირებია, 12.12.20-3 წლის სააღსრულებო ფურცელში 20-5 წლის 13 იანვარს N--------- სანოტარო აქტის საფუძველზე შეუტანია ცვლილება და შპს ,,X კ--------ი“-ს სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - 626869 აშშ დოლარის ნაცვლად შპს ,,X კ--------მა“ დაიტოვა მხოლოდ 1-2 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის მოთხოვნა დაუთმო სხვა ორ ფიზიკურ პირს.
მოსარჩელეები თვლიან, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებების გამო მათ სესხის სახით გაცემული თანხების ფაქტიურად დაკარგეს. მოსარჩელეები, როგორც გამსესხებელთა ვითომდა ინტერესების დაცვის მიზნით თანხების ბუღალტრულად ტრანზაქცირება-პორტირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,X კ--------ი“-ს ურთიერთდამოკიდებულ პირთან, იმავე სახელწოდების შპს ,,X კ--------ში“ იყო წინასწარ განზრახ და გამიზნული ქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის მიმართებით მოსარჩელეების, როგორც კ--------ორების მხრიდან მოთხოვნის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთი ფაქტობრივი რეალობის შექმნას, სადაც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი საზოგადოების სამართლებრივი შეზღუდვის (ბოროტად) გამოყენების საფუძველზე ერთობლივად ახორციელებენ ისეთ ქმედებას, რომ განზრახ ბრალეულად მიაყენონ საზოგადოებას და საზოგადოების კ--------ორებს ზიანი - საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აარიდონ კ--------ორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას. მაშინ როცა საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებსა და დირექტორს აკისრიათ განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე ე.წ. ,,ფიდუციური მოვალეოებები“, რომელთა დარღვევით სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ პირდაპირ და უშუალოდ. შპს ,,X კ--------ის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებები მოსარჩელეების, როგორც საზოგადოების კ--------ორების მიმართ აშკარაა, შესაბამისად მათი პირადი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლებიც სახეზეა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,X კ--------მა“ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, ძრითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში.
მოპასუხემ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შეთანხმებისათვის დადგენილია წერილობითი ფორმა და განსაზღვრული უნდა იყოს მხარეების მიერ. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებების ვადა განსაზღვრული იყო 3 თვის ვადით, ხოლო ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობას ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ პერიოდზე.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 302-304).
2.2. მოპასუხე და-------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
შპს ,,X კ--------ან“ დადებული 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებები არ ყოფილა უზრუნველყოფილი გარიგებები. ხელშეკრულების 1.4. პუნქტი არ ითვალისწინებდა გარიგების უზრუნველყოფას და არ წარმოუშვია გარიგების უზრუნველყოფა. ასევე, აღნიშნული დათქმა არის უცილოდ ბათილი გარიგება, რადგან უზრუნველყოფის ფორმა არ ყოფილა დაცული. ხოლო რაც შეეხება 20-2 წლის 18 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების დათმობას, აღნიშნული დათქმა ასევე არ ყოფილა გარიგების უზრუნველყოფა და ეს დათქმა საერთოდ ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არის ბათილი. ამდენად, მოსარჩელეთა განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს, არავის დაურწმუნებია მოსარჩელეები თანხის გასესხებაში, პირიქით, მოსარჩელეებს მიწოდებული ჰქონდათ სრული ინფორმაცია შპს ,,X კ--------ის“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ და იმ პირობების შესახებ, რაც შეიძლებოდა გარიგების შესრულებას დადებოდა საფუძვლად. კ--------ორებმა ისე დადეს გარიგებები, რომ მათთვის მიწოდებული იყო ყველა ინფორმაცია და იცნობდნენ გარიგების შესრულების რისკებს.
გარდა ამისა, მოპასუხე უთითებს, რომ და-------------–---–ს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არ მიუღია მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების დადებაში მონაწილეობა. აღნიშნული გარიგებების დადება არ ყოფილა მისი როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის კომპეტენცია და სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა არ გაუცია.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 2-6-2-9).
2.3. მოპასუხე და--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
ხელშეკრულების 3.6. პუნქტით გათვალისწინებული პირობა არ შესრულებულა, რადგან მისი შესრულება ფიზიკურად შეუძლებელი იყო და საზიანო იქნებოდა კომპანიის ინტერესებისათვის. რაც შეეხება 20-5 წლის 20 სექტემბრის წერილს, მოსარჩელეებისათვის ასეთ წერილს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან მოსარჩელეები ისედაც ფლობდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ. წერილი ბუნებრივია არავითარ სამართლებრივ ურთიერთობას ან/და ვალდებულებას არ წარმოშობდა და კომპანიას ნამდვილად ჰქონდა განზრახული სესხის დაბრუნება პირველივე შესაძლებლობისთანავე. მოთხოვნის დათმობაც ნამდვილად მოხდა, თუმცა აღნიშნული ასევე ემსახურებოდა კომპანიის ინტერესებს და მოსარჩელეების მოთხოვნებიდან შედარებით უფრო ადრე დამდგარი ვალდებულებების შესრულებას, რაც კომპანიას კომპანიის სხვა მოვალეების მიერ მათი ვალდებულებების დროულად შესრულების შემთხვევაში შეიძლებოდა მოყოლოდა კომპანიისათვის საკმარისი სახსრების მოპოვება მოსარჩელეთა მოთხოვნის დროულად დასაკმაყოფილებად.
და--------------ეს არ უმოქმედია კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ და იგი როგორც დირექტორი ასრულებდა დამფუძნებლის გადაწყვეტილებებს და ახორციელებდა საზოგადოებისათვის ყველაზე ხელსაყრელ მოქმედებებს. რაც შეეხება და--------------ის, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ქმედებებს, სამეთვალყურეო საბჭო არ მონაწილეობდა არც მოსარჩელეებთან ხელშეკრულების დადებაში და არც მოთხოვნის უფლების დათმობის გარიგების დადებაში, რამდენადაც აღნიშნული არ ყოფილა მისი კომპეტენცია.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 245-248).
2.4. მოპასუხე რუ-----------------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
რუ-----------------ეს არ მიუღია მონაწილეობა მოსარჩელეებთან ხელშეკრულებების დადებაში. აღნიშნული გარიგებების დადება არ ყოფილა მისი, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, კომპეტენცია. აბსურდულია მოსარჩელეთა მითითება რაიმე ტიპის იძულებაზე.
რუ-----------------ეს არ უმოქმედია კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შესაბამისად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითება მოსარჩელეთა მხრიდან დაუსაბუთებელია და არ არსებობს აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობები რუ-----------------ის მიმართ.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 273-276).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-- წლის 24 სექტემბერს შპს ,,X კ--------სა“ და და-------------–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X კ--------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 0,02%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 72-73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 20-- წლის 24 სექტემბერს შპს ,,X კ--------სა“ და გი-------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X კ--------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 0,02%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 74-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 20-- წლის 24 სექტემბერს შპს ,,X კ--------სა“ და ჯე---–---------–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X კ--------მა“ ისესხა 15300 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 0,02%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 77-78);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 20-- წლის 24 სექტემბერს შპს ,,X კ--------სა“ და მა---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,X კ--------მა“ ისესხა 15000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით.
ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის მსესხებელს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირითადი თანხისა და სარგებლის 0,02%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 80-81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შპს ,,X კ--------მა“ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, შესაბამისად, და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის მიმართ, 20-- წლის 24 სექტემბრის სესხი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს ,,X კ--------ი-ს ერიცხება დავალიანება ჯამში - 73 861,26 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:
ა) და-------------–---–ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
ბ) გი-------------–-–---–ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
გ) მა---------ის მიმართ - 18 438,2 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი;
დ) ჯე---–---------–ის მიმართ - 18546,66 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,1- აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულებები (ს.ფ. 72-81);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,X კ--------ი“ 25.05.20-0 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში (საიდენტიფიკაციო კოდი: 4--------) საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორებს წარმოადგენენ ე-----------ე 50 %, ა-–----------------ე 50%.
მოპასუხე და--------------ე არის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, ამავე დროს არის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
მოპასუხეები რუ-----------------ე და და-------------–---–ი არიან ასევე საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 58-60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეები მოპასუხეთათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ და--------------ემ, რუ-----------------ემ და და-------------–---–მა დაარღვიეს ზრუნვისა და კეთილსინდისიერების მოვალეობა, ე.წ. ,,ფიდუციური მოვალეობები“.
მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ შპს ,,X კ--------ი“-ს მიმართ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი და კანონიერია.
რაც შეეხება და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის სასარჩელო მოთხოვნას საწარმოს დირექტორის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრისათვის თანხის დაკისრების შესახებ, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 20--ე, 1-2-ე, 1-3-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 361-ე, 41--ე, 418-ე, 420-ე, 623-ე მუხლები.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-9, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხე - შპს ,,X კ--------მა“ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე არსებული დავალიანების ძირი თანხის - ჯამში 60 300 აშშ დოლარისა და პროცენტის - ჯამში 2713,5 აშშ დოლარის ნაწილში, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი განმარტავს სესხის ხელშეკრულების ცნებას, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
მსესხებელმა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, იმ ვადაში, რაც მხარეებმა განსაზღვრეს - 20-- წლის 24 დეკემბრამდე, ანუ მან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანება ჯამში შეადგენს 73 861,26 აშშ დოლარს, კერძოდ, და-------------–---–ის მიმართ 18438,2 აშშ დოლარს, გი-------------–-–---–ის მიმართ - 18438,2 აშშ დოლარს, ჯე---–---------–ის მიმართ - 18 546,66 აშშ დოლარს, ხოლო მა---------ის - 18438,2 აშშ დოლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.4. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს განმარტებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა, გამორიცხავდა ვადის გასვლის შემდეგ პირგასამტეხლოს დაკისრებას.
მხარეებს შორის 20-- წლის 24 სექტემბერს დადებული თითოეული სესხის ხელშეკრულების 1.2. პუნქტით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობა და მისი გადახდის ვალდებულება, მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, კერძოდ: ,,სესხისა და მასზე დარიცხული სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო ფულადი სახით სესხის თანხის 0,02% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - შპს ,,X კ--------ს“ , მის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.20-0 წ.საქმე №ას-1220-1-80-09).
სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.20-5წ. საქმე №ას-1--8-1--4-20--, 1-.02.20-6წ. საქმე №ას-1265-1-87-20-5).
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 41--418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-20-6, 4 ოქტომბერი, 20-6 წელი).
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კ--------ორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-20-6, 4 ოქტომბერი, 20-6 წელი).
სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-20-6; 20-6 წლის 2 ნოემბერი).
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ სესხის ხელშეკრულება თითოეულ მოსარჩელესთან დადებულია 20-- წელს. ხელშეკრულება დადებული იქნა 3 თვის ვადით, ხოლო ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის, რაც ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით შეადგენს 4 წელზე მეტს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ისა და მა---------ის მოთხოვნის ნაწილში თითოეულისათვის - 2763,2 აშშ დოლარი (15675*0,02=3,1-*880 კალენდარული დღე), ხოლო ჯე---–---------–ის მოთხოვნის ნაწილში - 2558,1- აშშ დოლარი (15988,5*0,02=3,19*880 კალენდარული დღე), განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
6.6. სარჩელში მითითებული დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებასაც ითხოვენ მოსარჩელეები, მათ წარმოეშვათ შპს ,,X კ--------თან“.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,X კ--------ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის, როგორც ფიზიკური პირის, პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, შემდეგს:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კ--------ორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.
თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კ--------ორების წინაშე კომპანიის დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კ--------ორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საზოგადოების დირექტორს, როგორც ხელმძღვანელ ორგანოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრია საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავდროულად, საზოგადოების ინტერესები და უფლებები დაცულია არა მხოლოდ დირექტორის, არამედ სააქციო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ორგანოების (აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო) კანონშესაბამისი ხელმძღვანელობითი და მაკონტროლირებელი საქმიანობით. უდავოა, რომ საზოგადოების დირექტორს თავის მოვალეობათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ, ამავდროულად, დავის შემთხვევაში ზუსტად უნდა გაირკვეს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა უშუალოდ ზიანი. დირექტორის არამართლზომიერი ქმედება ძირითადად ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველს განეკუთვნება ე.წ კანონისმიერი მოვალეობების დარღვევა (მოვალეობები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული), ხოლო მეორეს - მოვალეობები, რომლებიც დირექტორის გადაწყვეტილების თავისუფლების სფეროდან მომდინარეობს (გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა).
საგულისხმოა, რომ კანონი ითვალისწინებს რა დირექტორის პასუხისმგებლობას ვალდებულების დარღვევისათვის, ამავდროულად ადგენს სოლიდარულ პასუხისმგებლობასაც იმ უფლებამოსილი პირების - სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ, თუკი ისინი დირექტორებთან ერთად ღებულობდნენ მონაწილეობას საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ არამართლზომიერ ქმედებაში. კანონი სააქციო საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს განიხილავს, როგორც საზოგადოების ძირითადი ორგანოს, ამომწურავად განსაზღვრავს მის კომპეტენციას და სხვა მის მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად სწორედ მას აკისრებს საზოგადოების დირექტორების დანიშვნისა და მათი გამოწვევის უფლებამოსილებას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა კანონით პირდაპირ დაკისრებული აქვს დირექტორს, მისი ამ საქმიანობის სათანადოდ განუხორციელებლობა არ გამორიცხავს სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობას უმოქმედობისათვის, თუკი მისთვის ცნობილი იყო დირექტორის არამართლზომიერი ქმედების თაობაზე.
სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები განმარტავენ, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორის განზრახ ბრალეული ქმედებების გამო მათ სესხის სახით გაცემული თანხების ფაქტიურად დაკარგეს. მოსარჩელეების, როგორც გამსესხებელთა ვითომდა ინტერესების დაცვის მიზნით თანხების ბუღალტრულად ტრანზაქცირება-პორტირება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,X კ--------ი“-ს ურთიერთდამოკიდებულ პირთან, იმავე სახელწოდების შპს ,,X კ--------ში“ იყო წინასწარ განზრახ და გამიზნული ქმედება, რათა თავიდან აეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის მიმართებით მოსარჩელეების, როგორც კ--------ორების მხრიდან მოთხოვნის სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.
მოსარჩელეთა განმარტებით, ადგილი აქვს ისეთი ფაქტობრივი რეალობის შექმნას, სადაც საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორი საზოგადოების სამართლებრივი შეზღუდვის (ბოროტად) გამოყენების საფუძველზე ერთობლივად ახორციელებენ ისეთ ქმედებას, რომ განზრახ ბრალეულად მიაყენონ საზოგადოებას და საზოგადოების კ--------ორებს ზიანი - საზოგადოების გადახდისუუნარობამდე მიყვანითა და მისი სამართლებრივი შეზღუდვის ბოროტად გამოყენების გზით, რათა თავი აარიდონ კ--------ორების მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას.
მოსარჩელე მხარე დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებების დადასტურების მიზნით უთითებს შემდეგ გარემოებებზე: შპს მისო ,,X კ--------ი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა რუ-----------------ემ, და--------------ემ და და-------------–---–მა განიზრახეს ოთხი კ--------ორი მოეცილებინათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, დაარწმუნეს მოსარჩელეები, რომ იმავე სახელწოდების შპს ,,X კ--------ი“-ს გააჩნდა საკმაოდ სოლიდური აქტივი მოვალეების ფულადი ვალდებულების შესრულებიდან გამომდინარე. 20-2 წლის 18 სექტემბრის N--------- იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 20-3 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გათვალისწინებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 626869 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში და რომ მათ მიერ გაცემული სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა 20-2 წლის 18 სექტემბრის ზემოხსენებული N--------- იპოთეკის ხელშეკრულებით. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორის 20-5 წლის 20 სექტემბრის წერილობით პასუხში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორს და--------------ეს, როგორც კ--------ორს 20-3 წლის 12 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 626 869 აშშ დოლარი შეუმცირებია, 12.12.20-3 წლის სააღსრულებო ფურცელში 20-5 წლის 13 იანვარს N--------- სანოტარო აქტის საფუძველზე შეუტანია ცვლილება და შპს ,,X კ--------ი“-ს სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის - 626869 აშშ დოლარის ნაცვლად შპს ,,X კ--------მა“ დაიტოვა მხოლოდ 1-2 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის მოთხოვნა დაუთმო სხვა ორ ფიზიკურ პირს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო ემტკიცება ის გარემოება რომ საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არამართლზომიერი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება რომელიც მათი განმარტებით ადასტურებს მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე 20-5 წლის 13 იანვრის სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც შპს ,,X კ--------ი“-ს, მი-------–--------------ესა და თ-------–--------------ეს შორის 20-- წლის 23 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების (დამოწმებული ნოტარიუს ა-–--–-------ს მიერ 23.12.20--წ. რეგისტრაციის N---------, N---------, N---------) საფუძველზე ცვლილება შევიდა 20-3 წლის 12 დეკემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 626 869 აშშ დოლარით, აქედან შპს ,,X კ--------ი“-ს მოთხოვნის მოცულობა შეადგენს 1-2 ლარს, მი-------–--------------ის მოთხოვნის მოცულობა - 503 919 აშშ დოლარს და თ-------–--------------ის მოთხოვნის მოცულობა - 122 950 აშშ დოლარს.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე, შპს ,,X კ--------ი“-ს 1-0% წილის მფლობელი პარტნიორის და-------------–---–ის 20-5 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნა მოთხოვნის დათმობისა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება.
მხარეებისათვის სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,X კ--------ი“ არის მეწარმე, რომელსაც აკისრია ვალდებულება გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კუთვნილი გადასახადი. მისი გადასახადის გადახდის ვალდებულება გამომდინარეობს როგორც საგადასახადო კოდექსიდან, აგრეთვე სასესხო ურთიერთობიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს, საწარმოს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს. მით უმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს, მი-------–--------------ესა და თ-------–--------------ეს შორის 20-- წლის 23 დეკემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ა-–--–-------ს მიერ 23.12.20--წ. რეგისტრაციის N---------, N---------, N---------) მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად იქნა დადებული და ემსახურებოდა არა სხვა კ--------ორის ვალდებულების შესრულებას, არამედ მოსარჩელეთა მიმართ სამეწარმეო საქმიანობით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას. მხარის მიერ მოთხოვნის დათმობის ფაქტი არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედების უტყუარ მტკიცებულებას.
რაც შეეხება მოსარჩელეების განმარტებას, სესხის ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სესხის უზრუნველყოფას 20-2 წლის 18 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების მოთხოვნის უფლებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
იმ შემთხვევაშიც თუ ვივარაუდებთ, რომ სესხის ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერი (1.4. პუნქტი) წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფის საგანს, მაინც არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, რადგან 31-- მუხლით განსაზღვრული გარიგება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მოპასუხეების მიერ ერთგულებისა და კეთილსინდისიერების მოვალეობის დარღვევას ადგილი არა აქვს, ხოლო საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, რომ შპს ,,X კ--------ი“-ს დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები სადავო პერიოდში მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, რის გამოც სარჩელი მოპასუხეების და--------------ის, რუ-----------------ისა და და-------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეების მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 5384,88 ლარი (ს.ფ. 1---1-9).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხე შპს ,,X კ--------მა“ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში (საერთო სასარჩელო მოთხოვნის 85,31%). შესაბამისად, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ მოპასუხე მხარის მიერ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4593,88 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეების და--------------ის, რუ-----------------ისა და და-------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს, სრულად დაეკისრა მოთხოვნილი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს თითოეული მოსარჩელის და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ისა და მა---------ის სასარგებლოდ ცალკ-ცალკე უნდა დაეკისროს 1344,1 ლარის 1-,98%-ის 20-,49 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელე ჯე---–---------–ის სასარგებლოდ - 1352,58 ლარის 13,79%-ის 186,05 ლარის გადახდა, მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 07 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხეებს და--------------ესა და რუ-----------------ეს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის სარჩელი მოპასუხეების და--------------ე, რუ-----------------ისა და და-------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,X კ--------ი“-ს, და--------------ის, რუ-----------------ისა და და-------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე და-------------–---–ის სასარგებლოდ დაკისროს 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე გი-------------–-–---–ის სასარგებლოდ დაკისროს 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
1.3. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე ჯე---–---------–ის სასარგებლოდ დაკისროს 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 546,66 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 300 აშშ დოლარი, სარგებელი 688,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2558,1- აშშ დოლარი.
1.4. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ დაკისროს 20-- წლის 24 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 438,2 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი 675 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 2763,2 აშშ დოლარი.
2. და-------------–---–ის, გი-------------–-–---–ის, ჯე---–---------–ისა და მა---------ის სარჩელი მოპასუხეების და--------------ის, რუ-----------------ისა და და-------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე და-------------–---–ის სასარგებლოდ დაკისროს 20-,49 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე გი-------------–-–---–ის სასარგებლოდ დაკისროს 20-,49 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე მა---------ის სასარგებლოდ დაკისროს 20-,49 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. მოპასუხე შპს ,,X კ--------ი“-ს მოსარჩელე ჯე---–---------–ის სასარგებლოდ დაკისროს 186,05 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. და-------------–---–ს, გი-------------–-–---–ს, ჯე---–---------–სა და მა---------ეს დაუბრუნდეთ ირ---–-------ას მიერ 20-7 წლის 06 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 4593,88 ლარის ოდენობით.
(გადახდის თარიღი - 06.03.20-7; საგადასახადო დავალება #1; გადამხდელი - ირ---–-------ა; გადამხდელის ბანკი - სს ბანკი ,,რესპუბლიკა“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
8. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 07 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:
7.1. მოპასუხე და--------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ--–---------–-----–----------------–--–---------------------------------–-------------------------------- კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.0-.0--.0--.0-.0-.0--- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7.2. მოპასუხე რუ-----------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული 1/3 წილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ--–---------–----------------------------–-----------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.1-.0--.0--.0-.0-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7.3. მოპასუხე რუ-----------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული 1/4 წილი უძრავი ქონების, მდებარე: მ----–----–------------------------------–-------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.2-.1-.1-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7.4. მოპასუხე რუ-----------------ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: მ–------------------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.1-.1-.2-6 - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი