განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N200100118002432940
№1/133-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
თელავის რაიონული სასამართლო
13 ნოემბერი 2018 წელი თელავი
მოსამართლე: მამუკა წიკლაური
სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, კ-------------–----------------------------------–--ის პროკურორი - ვ-–-------- ბ---–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ-------------–---ი
ბრალდებული: გ----- ა-–---ი
მამის სახელი: ბ---–------
დაბადებული: 0----------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: გ------–----------–-
ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში არ მყოფი
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ----–---ი
მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ----–---ი
დაკავების თარიღი: 17. 02. 2018 წელი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობა.
თარჯიმანი - ე-–------ ს---–--------ი
აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქონლისათვის განკუთვნილ საძოვარზე, გ----- ა-–---ი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მივიდა ა-–----- ი-----–---თან, რომელთანაც წარსულში მოუხდა კონფლიქტი. გ----- ა-–---ს შურისძიების მოტივით გადაწყვეტიული ჰქონდა ა-–----- ი-----–---ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ----- ა-–---მა, სანადირო თოფიდან ესროლა ა-–----- ი-----–---ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანიდან მცირე ხანში გარდაიცვალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა გ----- ა-–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, განმარტა, რომ მას ა-–----- ი-----–---ის მოკვლა არ სურდა და აჩვენა შემდეგი. წარსულში ა-–----- ი-----–---თან იჩხუბა. ჩხუბის დროს სახის არეში დაზიანებები მიიღო.
3. 2017 წლის თებერვლის თვეში, კუთვნილი „CRV-ს“ მოდელის ავტომანქანით, ცენტრალური გზით ბრუნდებოდა თავის ფერმაში. ამ გზით წარსულშიც სარგებლობდა. გზაზე მან ა-–----- ი-----–---ი დაინახა. როდესაც ხიდზე გადავიდა, მანქანა ა-–----- ი-----–---მა გააჩეებინა და ჩხუბი დაუწყო. ა-–-----მა თავის ძმას გასძახა, აქ მოდი, ეს წინანდელ დღეში ჩავაგდოთო. მას უნდოდა მანქანის დაძვრა, ამ დროს ა-–----- ი-----–---ის ძმაც მივიდა მასთან, ხოლო ა-–----- ი-----–---ი კი მანქანის წინ იდგა. მან დაძრა მანქანა, მობრუნდა და ა-–-----ი აღმოჩნდა მძღოლის მხარეს, მანქანის გვერდით, რომელიც ჯოხს ურტყამდა მანქანას. მას მანქანაში სანადირო თოფი ქონდა და თოფით, ისე რომ მანქანიდან არ გადმოსულა, წვრილი საფანტ,ი ფეხების ქვევით, ესროლა ა-–----- ი-----–---ს. არნიშნულის შემდეგ ის წავიდა სახლში. როდესაც პოლიცია მივიდა მასთან მან პოლიციელებს ანახა მანქანაში შენახული თოფი.
4. დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჰ----–- ი-----–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი ა-–----- ი-----–---ი მისი მეუღლე იყო. 2018 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა, გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოში, საძოვარზე არსებულ ბინაში. შემდეგ წავიდა ცხვართან და ა-–----- ი-----–---ი შეცვალა, რომ საჭმელი ეჭამა. მან დაინახა, რომ გ----- ა-–---ი ლურჯი ფერის „ჰონდას“ მარკის მანქანით მივიდა მათთან, სამი მეტრის მოშორებით გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი, მას უყურებდა. ამ დროს, ა-–----- ი-----–---ი უკვე ბინაში იყო და საჭმელს ჭამდა. საკვების მიღების შემდეგ, ა-–-----მა შეცვალა იგი და ის დაბრუნდა ბინაში. მან დაინახა, რომ გ----- ა-–---მა მანქანით გაიარა, დაინტერესდა და გახედა. დაინახა, რომ გ----- ა-–---ი მანქანით მივიდა ა-–----- ი-----–---თან ცხვარში. ვინაიდან, ა-–-----ს და გ-----ს არ ქონდათ კარგი ურთიერთობა, ნაჩხუბრები იყვნენ, იგი უყურებდა მათ. ა-–----- ი-----–---ი ამ დროს ჯოხზე დაყრდნობილი იდგა. გ----- ა-–---ი გადავიდა თუ არა მანქანიდან მაშინვე იარაღი ესროლა ა-–----- ი-----–---ს, შემდეგ ისევ მანქანაში დაბრუნდა და წავიდა იმ გზით, რომელიც გ-----ს ფერმისკენ მიდიოდა. ა-–----- ი-----–---ი წაიქცა. თვითონ გაიქცა ა-–-----ისკენ, მივიდა და ნახა, რომ ა-–-----ი სისხლიანი იყო. ა-–-----მა უთხრა, რომ „ჯონგულმა“ ესროლა. „ჯონგულს“ გ----- ა-–---ს ეძახიან. ა-–----- ი-----–---ს მარცხენა გვერდზე ჰქონდა დაზიანება.
5. მისივე განმარტებით, სროლის ადგილიდან მის ადგილსამყოფელამდე, საიდანაც თვალს ადევნებდა, 100-150 მეტრი იყო და მან დაინახა გ----- ა-–---ი. მან ასევე დაინახა, გრძელი თოფი და ორი გასროლის ხმა გაიგო. სროლა მიყოლებით იყო.
6. მისთვის, ხალხისგან ცნობილია, რომ, რომ გ----- ა-–---ი წარსულში მომხდარი უსიამოვნების გამო, ემუქრებოდა მის მეუღლეს.
7. ადვოკატის შეკითხვებზე განმარტა, რომ წინათ, როდესაც იჩხუბეს გ----- ა-–---მა და ა-–----- ი-----–---მა, მაშინ მისი მაზლი ჩხუბის დაწყების მერე მივიდა და აშველებდა მათ.
8. მოწმის ა----–--- ი-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი არის მისი ძმა. შემთხვევის დღეს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა ძმის, ა-–----- ი-----–---ის ცხვრის ფერმაში. იქ ასევე იმყოფებოდნენ ა---- ი-----–---ი, ჰ--–--- ი-----–---ი და მ---------ი. შუა დღის საათებში, სასადილოდ მივიდა ა---- ი-----–---ის ბინაში. სადაც ა-–----- ი-----–---ი და მ---ც იმყოფებოდნენ. ამ დროს ჰ--–--- ი-----–---ა ცხვართან იყო. საჭმლის ჭამის შემდეგ ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა. მან დაინახა, რომ „ბ--–--------ის“ მხრიდან მოდიოდა ლურჯი ფერის „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა. მანქანამ არხთან ა-–-----ის ბინის მხარეს გადაუხვია. შორიდან ვერ მიხვდა ვისი მანქანა იყო, როდესაც 10-15 მეტრზე მოუახლოვდა, დაინახა, რომ საჭესთან გ----- ა-–---ი იჯდა. მანქანამ გაიარა ა-–-----ის ბინასთან. მან ა-–-----ს დაურეკა მაშინვე, რადგან გ----- ა-–---ს მისთვის რამე არ დაეშავებინა და გააფრთხილა გ----- ა-–---ის იქ ყოფნის თაობაზე. გ----- ა-–---ი ადრე შეეცადა მისი ძმის მოკვლას და ამიტომ პოლიციისგან აკრძალული ჰქონდა იმ გზაზე გავლა. გ----- ა-–---ი ემუქრებოდა მის ძმას, მასაც კი უთხრა, რომ მის ძმას არ შეარჩენდა და აუცილებლად მოკლავდა. გ----- ა-–---მა გზიდან გადაუხვია და მანქანით მივიდა მის ძმასთან, ა-–----- ი-----–---თან. გადმოვიდა მანქანიდან და ცალლულიანი საანადირო თოფი 4-5 მეტრის მანძილიდან სასიკვდილოდ ესროლა მის ძმას. თვითონ დაახლოებით 200-300 მეტრიდან უყურებდა ყველაფერს. სროლის შემდეგ ა-–----- ი-----–---ი წაიქცა, ხოლო გ----- ა-–---ი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. ამ ვითარებაში, თვითონ ბინისკენ გაიქცა, რომ მანქანით მისულიყო დაჭრილთან. ამ დროს მ--- და ჰ----–- მისულები იყვნენ ა-–-----თან. ა-–-----ი ძალიან ცუდად იყო და შველას ითხოვდა. ა-–----- ი-----–---ს მარცხენა მხარეს მუცლის არეში ჰქონდა დაზიანება და საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა.
9. მოწმის მ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 თებერვალს იმყოფებოდა საქონლის ბინაში, სოფელ კ-------თან ახლოს. იქ ასევე იმყოფებოდნენ ა---- ი-----–---ი, ა-–-----ინ და ა----–---ი და ჰ--–---. ა---- ი-----–---ი მისი მეუღლეა, ა-–-----ი და ა----–---ი მისი მაზლები არიან, ხოლო ჰ--–--- რძალია. მათ ისადილეს. სადილობისას ყველანი ერთად იყვნენ, გარდა ჰ--–---სი, რომელიც იმ დროს ცხვარს მწყემსავდა. საკვების მიღების შემდეგ, ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა. მან დაინახა, რომ გ----- ა-–---ის მანქანა მივიდა ა-–----- ი-----–---თან, ესროლა და წავიდა. მანქანა, რომ გ-----ს ეკუთვნოდა მოგვიანებით გაიგო, როდესაც ა-–-----თან მივიდა. იგი მოშორებით იყო ძროხებთან და იარაღი და სროლის მომენტი არ დაუნახავს, ხმა გაიგო. შემდეგ დაინახა, რომ ა-–-----ი წაიქცა. ეს ყველაფერი 200 მეტრის მანძილიდან დაინახა. ა-–-----თან დასახმარებლად თვითონ ა----ი და ჰ--–--- მივიდნენ, შემდეგ მანქანით მივიდა ა----–---ი. ის როდესაც მივიდა ა-–-----თან, ა-–-----მა თქვა, რომ მას გ----- ა-–---მა ესროლა. მან ნახა, რომ ა-–----- ი-----–---ს გვერდზე ჰქონდა დაზიანება. ა-–----- ი-----–---ი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მანვე გადმოცემით იცის, რომ გ----- ა-–---ი ამბობდა, რომ ა-–----- ი-----–---ს მოკლავდა.
10. მოწმის ზ----- თ-------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა და გ----- ა-–---ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ მან 2018 წლის 17 თებერვალს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - გურჯაანის რაიონის სოფელ ჯ-----ის მიმდებარე ე.წ. „ს-------ს“ ტერიტორიაზე. მასთან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები. დათვალიერებისას ამოიღეს ტანსაცმელი, სისხლის ლაქები და ე.წ. „პიჟი“ . ექსპერტებმა გადაიღეს ფოტოები და დალუქეს ამოღებული ნივთები. მან შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, არავის შენიშვნა არ გამოუთქვამს. მან დაადასტურა ოქმის სისწორე.
11. მანვე 2018 წლის 17 თებერვალს სოფელ კ----–---ში დააკავა გ----- ა-–---ი და გაჩხრიკა იგი. რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში. მან შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სრულად აღწერა მიმდინარეობა და ადასტურებს მის სისწორეს. მანვე შეადგინა სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, გ----- ა-–---ს ექიმმა აუღო სისხლი, რასაც ესწრებოდა თვითონაც. ყველა საგამოძიებო მოქმედებას ასევე დაესწო თარჯიმანი. (იხ. 10.09.2018 წლის ხდომის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი - ტომი პირველი - ს.ფ- 10-21, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი - ტომი პირველი ს.ფ. 88-95, გ----- ა-–---ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი პირველი - ს.ფ.-128-129)
12. მოწმის თ----- ზ-----–-–---–ის ჩვენებით და სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ მუშაობს ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოში ექსპერტის თანამდებობაზე. მან 2018 წლის 17 თებერვალს ა-–----- ი-----–---ის გვამზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა-–----- ი-----–---ის გვამს აღენიშნებოდა მრავლობითი სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლის არეში - კუჭის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და მათი ჯორჯლის დაზიანებით. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგად. ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს. ჭრილობა თეთრ ხახხე, მახვილისებური მორჩიდან ბოქვენამდე განვითარებულია სამედიცინო მანიპულაციის შედეგად.
13. ა-–----- ი-----–---ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლოვანება განვითარებული ცეცხლნასროლი ჭრილობებით მუცლის არეში, რასაც მოჰყვა მუცლის ღრუს ორგანოების ტლანქი დაზიანებები. სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლებ 4 საათისა. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან. სხვა მიმართულებების განსაზღვრა საფანტის გაშლის გამო შეუძლებელია.
14. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ამოღებაში, გამომძიებელს წარუდგინა სისხლის ფრჩხილების და თმების ნიმუში. (იხ. სხდომის ოქმი 26.09.2018 წელი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - ტომი პირველი-ს.ფ.266-277)
15. მოწმის ა---- ი-----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, ა----–--- ი-----–---თან ერთად იმყოფებოდა ბინაში. გურჯაანის რაიონის სოფელ კ-------ის ბოლოში. ფერმაში ასევე იყვნენ თავისი მეუღლე მ---------ი, ა-–----- ი-----–---ი და ა-–-----ის მეუღლე ჰ--–--- ი-----–---ი. იმ დღეს, როდესაც პურს ჭამდნენ მან დაინახა, რომ გ----- ა-–---მა მანქანით გაიარა ბინასთან და გაჩერდა ხიდთან. სადილობას რომ მორჩნენ, ყველა თავის საქონელთან წავიდა. ამ დროს გ----- ა-–---მა მანქანით ჩაირა, მივიდა ა-–----- ი-----–---თან, გაჩერდა 6-7 მეტრში, გადმოვიდა მანქანიდან, ესროლა ა-–-----ს, მოტრიალდა მანქანით და წავიდა. სროლის მომენტში ა-–----- ი-----–---ი ჯოხზე იყო დაყრდნობილი და სროლის შემდეგ წაიქცა. იგი დასახმარებლად მივიდა ა-–----- ი-----–---თან და დაჭრილმა უთხრა, რომ გ----- ა-–---მა ესროლა. ა-–----- ი-----–---ს მკლავზე და მუცელში ქონდა დაზიანება. დაჭრილი ა----–--- ი-----–---ის მანქანით წაიყვანეს, გზაზე შეხვდათ სასწრაფოს მანქანა და იქ გადაიყვანეს, თუმცა ა-–----- ი-----–---ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
16. მან გადმოცემით იცის, რომ ა----–--- ი-----–---ისათვის უთქვამს გ----- ა-–---ს, რომ ა-–----- ი-----–---ი უნდა მოეკლა.
17. მოწმის ფ------- მ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ----- ა-–---ი მისი მეუღლეა. 2017 წლის 17 თებერვალს მეუღლემ მოუყვა მას, რომ მინდორში ა-–----- ი-----–---მა მას გზა ჩაუკეტა და ის იძულებული გახდა სანადირო თოფიდან ესროლა ა.ი-----–---ისთვის. სროლის შემდეგ რა დაემართა ა.ი-----–---ს, მეუღლეს მისთვის არ უთქვამს. გარდაცვალების ფაქტი კი, მეორე დღეს გაიგო. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მის მეუღლეს და ა.ი-----–---ს წარსულში ერთმანთთან ჩხუბი მოუვიდათ.
18. მანვე აჩვენა რომ მისი მეუღლე ავტომანქანის საბარგულში ინახავდა თოფს და ესწრებოდა ავტომანქანიდან თოფის ამოღებას.
19. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების ი-----–- თ---–-----–-–---–ის, ზ------ ჯ------–---–ის, მ-----– ხ-----–---–ის, მ-----------------ის, ე–--- ი-----–---ის, ი-–--- ი-----–---ის, ა----– ი-----–---ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო დოკუმენტების ამოღების ოქმით, (გამომძიებელი - დ--------------–---–ი), ტანსაცმლის ამოღების ოქმით, (გამომძიებელი - დ--------------–---–ი), ჰონდას მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, (გამომძიებელი - დ-----------–---–ი), გ----- ა-–---ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და სათავსოების ჩხრეკის ოქმით, (გამომძიებელი - დ-----------–---–ი), თამაზ ზედელაშვილთან ჩატარებული ამოღების ოქმით, (გამომძიებელი დ--------------–---–ი), გ----- ა-–---ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით (გამომძიებელი დ----------------–ი), ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სტაციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნთ, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური და ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
სამართლებრივი შეფასება:
20. სასამართლო, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში აანალიზებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული და არასადავოდ გამხდარი მოწმეების ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები, ექსპერტთა დასკვნები, ადასტურებენ გ----- ა-–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას და დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი. სახელდობრ, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ გ----- ა-–---ის მიერ ნასროლი ჭურვით ა-–----- ი-----–---ს მიადგა სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გარდაიცვალა.
21. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-–----- ი-----–---ის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი ცეცხლნასროლი ჭრილობები მუცლის არეში - კუჭის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და მათი ჯორჯლის დაზიანებით. ეს დაზიანებები განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რაც უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. ცეცხლსასროლი ჭრილობები მარცხენა წინამხრის არეში განვითარებულია ცეცხლმსროლი იარაღიდან გასროლის შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
22. ა-–----- ი-----–---ის სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოდაგი სისხლნაკლებობა მუცლის არეში განვითარებული ცეცხლსასროლი ჭრილობებით, რასაც მოჰყვა მუცლის ღრუს ორგანოების ტლანქი დაზიანებები. სიკვდილიდ დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასულია არა ნაკლენ 4 საათი.
23. ჭრილობის არხის მიმართულებაა წინიდან უკან.
24. სასამართლო-ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ----- ა-–---ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მართსაწინააღმდეგო ქმედების დროს იგი ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავის ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის. თავის ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიული დახმარებას ან იძულებით მკურნალობას არ საჭიროებს.
25. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 12 ნოემბრის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი, (გ----- ა-–---ის კუთვნილი) ერთლულიანი სანადირო თოფი, ნომრით y----- ლულაზე არსებული ნომრით A----- წარმოადგენს 16 კალიბრის И---- მოდელის სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს და ვარგისია სროლისათვის. იარაღიდან სასხლეტზე დაჭერის გარეშე, (თვითგასროლა) არ ხორციელდება.
26. 1 ცალი პიჟი და 8 ცალი საფანტი წარმოადგენენ სანადირო ვაზნის, მუხტის შემადგენელ ნაწილებს, შესაბამისად, არა არის გამორიცხული გასროლილი იყოს გამოსაკვლევი თოფიდან.
27. გარდაცვლილ ა-–----- ი-----–---ის ტანსაცმელზე - მოწითალო გრძელსახელოიან მაისურზე და უმკლავებო მაისურზე, ქურთუკზე, ქამარზე, შარვალზე, საცვალზე, განივზოლიან მაისურზე, ჯემპრსა და ჟაკეტზე აღინიშნება ცეცხლსასროლი დაზიანებები, რაც თავის მხრივ, (პიჟ-კონტეინერის ჩათვლით) არ გამორიცხავს წარმოდგენილი თოფიდან N1 საფანტის გასროლის შედეგად იყოს გამოწვეული.
28. ხსენებული დაზიანების გაშლის ზომის (დიამეტრის) გათვალისწინებით სროლა ნაწარმოები უნდა იყოს წინიდან უკან, დაახლოებით 5-7 მეტრის მანძილის ფარგლებში.
29. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, ნაკეთობათა, მასალათადა მცენარეთა ექსპერტიზის 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნით დადგენილია, რომ გ----- ა-–---ის შარვალზე და ქურთუკზე, ასევე გ----- ა-–---ის ნესტოებიდან, სახიდან და ხელებიდან აღებულ ანაწმენდზე, აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
30. ა-–----- ი-----–---ის შარვალზე, ასევე პაკეტში მოთავსებულ ქურთუკზე და ჟაკეტზე, აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.
31. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ მას არ უნდოდა ა-–----- ი-----–---ის მოკვლა და სწორედ ამიტომ თოფი ესროლა ფეხებში, შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა-–----- ი-----–---ის გვამს ფეხებზე ცეცხლნასროლი დაზიანებები არ აქვს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანებები მიყენებული აქვს მარცხენა წინამხრის არეში, მუცლის არეში, კუჭის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების და მათი ჯორჯლის დაზიანებით. ფეხების მიმართულებით ახლო მანძილიდან გასროლით, რასაც ადასტურებენ ბრალდებული და მოწმეები, გარდაცვლილი წინამხრის და მუცლის არეში დაზიანებებს ვერ მიიღებდა, ანუ სასამართლო სამედიცინო დასკვნას ეწინააღმდეგება ბრალდებულ გ----- ა-–---ის ჩვენება.
32. თვითმხილველი მოწმეების ჰ----–- ი-----–---ას, ა----–--- ი-----–---ისდა და ა---- ი-----–---ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ დაინახეს, რომ გ----- ა-–---ი გადმოვიდა მანქანიდან, ახლო მანძილიდან, (დაახლოებით 4-5 მეტრს ასახელებს ა----–--- ი-----–---ი, ხოლო 6-7 მეტრს ა---- ი-----–---ი,) ესროლა ა-–----- ი-----–---ს, დაჯდა მანქანაში და წავიდა.
33. მოწმე მ---------ა, ადასტურებს, რომ მან გასროლის ხმაზე მიიხედა და დაინახა, თუ როგორ დაეცა ძირს ა-–----- ი-----–---ი.
34. თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დგინდება, რომ გ----- ა-–---ი გადმოვიდა ავტომანქანიდან და ახლო მანძილიდან ესროლა სანადირო თოფით ა-–----- ი-----–---ს.
35. ახლო მანძილიდან სროლის ფაქტს ჩვენებაში ადასტურებს ბრალდებული გ----- ა-–---იც. მართალია ამას პირდაპირ არ ამბობს, თუმცა განმარტავს, რომ მის ავტომანქანას წინ გადაუდგა ა-–----- ი-----–---ი, თავის ძმას გასძახა, რომ მიხმარებოდა მის ცემაში. ბრალდებული აჩვენებს, რომ ა-–-----მა თავის ძმას გასძახა, აქ მოდი, ეს წინანდელ დღეში ჩავაგდოთო. მას უნდოდა მანქანის დაძვრა, ამ დროს ა-–----- ი-----–---ის ძმაც მივიდა მასთან, ხოლო ა-–----- ი-----–---ი კი მანქანის წინ იდგა. მან დაძრა მანქანა, მობრუნდა და ა-–-----ი აღმოჩნდა მძღოლის მხარეს, მანქანის გვერდით, რომელიც ჯოხს ურტყამდა მანქანას. ანუ ბრალდებულის განმარტებით ა.ი-----–---ი სროლის დროს დგას ავტომანქანის გვერდით, მძღოლის მხარეს იმ მანძილში, რომ ჯოხს ურტყავს მის ავტომანქანას. ბრალდებულის ჩვენებით, სწორედ ამ მანძილიდან, ავტომანქანიდან გადმოუსვლელად ესროლა ა-–----- ი-----–---ს.
36. განზრახვის შესაფასებლად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და ქმედების ჩადენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ, ბრალდებულის ჩვენებაც რომ გავიზიაროთ, მას ავტომანქანის წინ ედგა ა.ი-----–---ი. მან დაძრა მანქანა, მობრუნდა და ა-–-----ი აღმოჩნდა მძღოლის მხარეს, მანქანის გვერდით. ანუ მას ადგილიდან წასვლის საშუალება აქვს, მიუხედავად ამისა, ის ხელში იღებს სანადირო თოფს, განზრახ ესვრის ა. ი-----–---ს და ამის შემდეგ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მოწმეების ჩვენებით დადგენილია, რომ სროლის შედეგად ა.ი-----–---ი ძირს დაეცა. გ----- ა-–---ი არც კი დაინტერესებულა ამით, ისე დატოვა შემთხვევის ადგილი.
37. წერილობითი მტკიცებულებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 მარტის განაჩენით (ს.ფ.279-283) დადგენილია, რომ ა-–----- ი-----–---მა და ხ--–----- ი-----–---მა 2017 წლის 6 იანვარს 23:00 საათზე სოფელ ჯ-----ის ტერიტორიაზე ცემეს გ----- ა-–---ი. ა.ი-----–---ს დაენიშნა ჯარიმა 500 ლარი. აღნიშნული ამყარებს შურისძიების მოტივს და მოწმეების ჩვენებას, რომ გ.ა-–---ი შურისძიებით ემუქრებოდას ა.ი-----–---ს.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ გ----- ა-–---მა შურისძიების მოტივით სანადირო თოფიდან გასრილით განზრახ მოკლა ა-–----- ი-----–---ი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
39. ბრალდებულ გ----- ა-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
40. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
41. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ გ----- ა-–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომლის ოდენობაც, ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
42. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ე.წ. „პიჟი“, ექსპერტ თ----- ზ-----–-–---–ისგან ამოღებული: სისხლის ნიმუში, ა-–----- ი-----–---ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, გ----- ა-–---ისგან აღებული სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს.
43. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, მ-----------------ისაგან ამოღებული ა-–----- ი-----–---ის ტანსაცმელი: წითელი ფერის მაისური, ნაცრისფერი მაისური, ხაკისფერი შარვალი, ტყავის ქამრით, ლურჯი ფერის ქვედასაცვალი, სპორტული შარვალი, შავი ნასკები, გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰონდას მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანა, გ----- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი: შავი ფერის ჯინსის შარვალი, პერანგი, სამხედრო ხაკისფერი ქურთუკი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ოჯახის წევრს.
44. გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰონდას მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 85-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით ,დ ა ა დ გ ი ნ ა:
45. ბრალდებული გ----- ა-–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლით.
46. გ----- ა-–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2018 წლის 17 თებერვლიდან.
47. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ე.წ. „პიჟი“, ექსპერტ თ----- ზ-----–-–---–ისგან ამოღებული: სისხლის ნიმუში, ა-–----- ი-----–---ის გვამიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები, ფრჩხილის ნიმუში, თმის ნიმუში, გ----- ა-–---ისგან აღებული სისხლის ნიმუში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
48. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ტანსაცმელი, მ-----------------ისაგან ამოღებული ა-–----- ი-----–---ის ტანსაცმელი: წითელი ფერის მაისური, ნაცრისფერი მაისური, ხაკისფერი შარვალი, ტყავის ქამრით, ლურჯი ფერის ქვედასაცვალი, სპორტული შარვალი, შავი ნასკები, გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰონდას მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანა, გ----- ა-–---ისგან ამოღებული ტანსაცმელი: შავი ფერის ჯინსის შარვალი, პერანგი, სამხედრო ხაკისფერი ქურთუკი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ოჯახის წევრს.
49. გ----- ა-–---ის კუთვნილი „ჰონდას მარკის (სახელმწიფო ნომრით T------) ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ერთლულიანი სანადირო თოფი, როგორც დანაშაულის ჩადენის საგანი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას.
50. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
51. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მამუკა წიკლაური