გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.11.2018
საქმის ნომერი
330310018002626302
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5757-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - ინგ-----–---–--ე;

 

მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძე;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების - 112.80 (ას თორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს დაეკისროს მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლო 290.36 (ორას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

1.3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ ავთ------–---თაძეს შორის 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვას უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის (აფთიაქის) დაცვა. 1.2. და 2.1. პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 146 ლარი. დაცვამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, დამკვეთის მიერ კი დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 112.80 ლარის ოდენობით. დამკვეთის 2017 წლის 10 თებერვლის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 15 თებერვლიდან შეწყდა მომსახურება. ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, შესაბამისად დამკვეთს ასევე გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხის მიერ დაცვის მომსახურების საფასური - ჯამში 112.80 ლარი, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხელშეკრულების 6.7. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ოდენობით, სულ 90,36 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ავთ------–---თაძეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური 112.80 ლარი, პირგასამტეხლო სულ 290.36 ლარი, საერთო ჯამში 403,16 ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ავთ------–---თაძე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ (რეგისტრაციის თარიღი: 31.05.2010), საიდენტიფიკაციო ნომერი: 5----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 25-26);

 

3.1.2. 2016 წლის 17 ნოემბერს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (დაცვა) და ი/მ ავთ------–---თაძეს (დამკვეთი) შორის გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება (პერიმეტრი), ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფს დამკვეთის აფთიაქის დაცვას, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, კალოუბნის N35 კორპუსი, შენობა N8. 1.2. მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. 2.1. მუხლის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 146 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 3.2.13 მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დაცვას გადაუხადოს 200 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო. 6.7. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 1.2. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.11.2016 წლის N------ ხელშეკრულება (ს.ფ. 12-15);

 

3.1.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 22.11.2016 წლის N2912806 ბრძანებით, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის“ განყოფილებას დაევალა 22.11.2016 წლიდან უზრუნველეყო ქ. თბილისი, კალოუბნის ქუჩა, კორპუსი N35, შენობა N8-ში მდებარე ი/მ ავთ------–---თაძეს ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 22.11.2016 წ. N2912806 ბრძანება (ს.ფ. 18);

 

3.1.4. 2016 წლის 28 დეკემბერს ი.მ ავთ------–---თაძემ განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსს და ითხოვა ურთიერთშორის გაფორმებული 17.11.2016 წლის N------ ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი/მ ავთ------–---თაძის 28.12.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 20);

 

3.1.5. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 15.02.2017 წლის N377983 ბრძანებით, 15.02.2017 წლიდან შეწყდა ი.მ ავთ------–---თაძეს ობიექტის (ქ. თბილისი, კალოუბნის ქუჩა, კორპუსი N35, შენობა N8) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 15.02.2017 წლის N377983 ბრძანება (ს.ფ. 19);

 

3.1.6. დებიტორული დავალიანების შესახებ 02.04.2018 წლის ცნობის თანახმად, ი/მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 17.11. 2016 წლის N------ ხელშეკრულების (მუხლები 2.1. და 6.7) საფუძველზე 02.04.2018 წლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 403.16 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დებიტორული დავალიანების შესახებ 02.04.2018 წლის ცნობა (ს.ფ. 21)

- თანხის ბრუნვა და ვალები (22-24);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ი.მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 403,16 (ოთხას სამი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა, ვინაიდან ი.მ ავთ------–---თაძეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ აქვს შესრულებული დადგენილ ვადაში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი.მ ავთ------–---თაძეს შორის 17.11.2016 წელს გაფორმებული N------ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი/მ ავთ------–---თაძეს შორის 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმებულ იქნა N------ ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. და 1.3. პუნქტების თანახმად, დაცვას უნდა უზრუნველეყო დამკვეთის ობიექტის (აფთიაქის) დაცვა. 1.2. და 2.1. პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 146 ლარი. დაცვამ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, დამკვეთის მიერ კი დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება 112.80 ლარის ოდენობით. დამკვეთის 2017 წლის 10 თებერვლის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 15 თებერვლიდან შეწყდა მომსახურება. ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, შესაბამისად დამკვეთს ასევე გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით. ვინაიდან მოპასუხის მიერ დაცვის მომსახურების საფასური - ჯამში 112.80 ლარი, არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ხელშეკრულების 6.7. პუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით დაერიცხა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ოდენობით, სულ 90,36 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ავთ------–---თაძეს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური 112.80 ლარი და პირგასამტეხლო 290.36 ლარი, საერთო ჯამში 403,16 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების - 112.80 (ას თორმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 290.36 (ორას ოთხმოცდაათი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე - ი/მ ავთ------–---თაძეს (პ/ნ 5----------) მოსარჩელე - შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი