განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
080100118002537199
დავის ტიპი
19 - 378 (2) 1 , 339 2
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/6---18 (№0-----------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი 2018 წელი ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ალ---------ე ხაჭაპურიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და---- შვ--------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი------ ჩა----ს ძე ხო-------ი - დაბადებული 19-- წლის 2- ივ-–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ლენტეხის რაიონი, სოფ. ნა–---–-.

 

ადვოკატი - ალ---------ე მუ-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

დისპოზიცია: ქრთამის მიცემა კერძოდ, მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედება; პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენის მცდელობა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 23 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ხა-------- ქუჩა №8--ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების ''--- კორპუსის №4-- საკანში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა გი------ ხო-------მა, იმავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორს და---- ლო----–---–ს, ქრთამის სახით გარკვეული ოდენობის ფულის მიცემის სანაცვლოდ შეთავაზა უკანონო ქმედების ჩადენა, კერძოდ დაწესებულებაში აკრძალული საგნების - ნარკოტიკული საშუალების და მობილური ტელეფონის ფარულად შეტანა და მისთვის გადაცემა, ამ მიზნით, 2017 წლის 07 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, მე-–---–---–ის ქუჩაზე, და---- ლო----–---–ს გი------ ხო-------ის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ამ უკანასკნელის დამ - მა----- ხო-------მა გადასცა დაწესებულებაში შესატანად გამზადებული და შესაბამისი ფორმით შენიღბული აკრძალული საგნები - ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელში ე.წ. ''ბოტასის'' ძირებში კუსტარულად ჩამაგრებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი სიმბარათი, სამუხტი მოწყობილობები და სადენები, ასევე 0,521 გრამი ნარკოტიკული საშუალება ''მარიხუანა'', რომელთაგან 2018 წლის 28 იანვარს, იმავე დაწესებულების ''--- კორპუსის პირველ სართულზე არსებულ სამედიცინო ოთახში და---- ლო----–---–მა გი------ ხო-------ს გადასცა აღნიშნული სპორტული ფეხსაცმელი მასში მოთავსებული აკრძალული საგნებით, თუმცა მათი შეძენა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან ისინი სრულად იქნა ამოღებული გი------ ხო-------ისაგან.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ გი------ ხო-------ის აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (წერილობითი შეტყობინებები და პატაკები დანაშაულის შესახებ, მოწმეების: და---- ლო----–---–ის, ალ---------ე ლო-–-----ს, მა----- ხო-------ის და გ--–- მშ---–-----ს დაკითხვისას და გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და მიწოდებული ინფორმაციები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნის და დათვალიერების ოქმები, დოკუმენტის დათვალიერების ოქმი, დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებების და პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, ამოღების ოქმები, პირადი ჩხრეკის ოქმი და მოსამართლის განჩინებები, გი------ ხო-------ის ნასამართლობის ცნობა, განჩინება და განაჩენები გი------ ხო-------ის მიმართ, და---- ლო----–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, 0--------- წლის ქიმიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, კომპიუტერული და ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, ოქმი პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული საგნების ჩამონათვალის გი------ ხო-------ისათვის გაცნობის შესახებ, მოსამართლის განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების და ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი სატელეფონო საუბრები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები, ინფორმაცია გი------ ხო-------ის პირადი საქმიდან, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა გი------ ხო-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მათი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ, მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ დადასტურებულია, რომ გი------ ხო-------მა ჩაიდინა ქრთამის მიცემა კერძოდ, მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შეძენის მცდელობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გი------ ხო-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გი------ ხო-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ვინაიდან განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით) ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა და გი------ ხო-------ი ნასამართლევი პირია მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა გი------ ხო-------ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გი------ ხო-------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას, დანაშაულთა ერთობლიობისას - გამოყენებული უნდა იქნეს შთანთქმის, ხოლო განაჩენთა ერთობლიობისას ნაწილობრივი შეკრების პრინციპი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გი------ ხო-------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4 (ოთხი) ცალი DVD-R დისკი და 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, რომელზეც ასახულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო/აუდიო და სატელეფონო ჩანაწერები დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების (დოკუმენტი ქაღალდის ფურცელზე დაწერილი მა----- ხო-------ის მობილური ტელეფონის ნომერი, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (თავდაპირველად საერთო წონით 0.435 გრამი, საიდანაც ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგად დარჩა წონით 0.435 გრამი, ხოლო გაიხარჯა წონით 0.086 გრამი) და მოყვითალო ფერის ქაღალდი ფურცელი, და---- ლო----–---–ისადაგნ ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“, გი------ ხო-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“, ორი ცალი მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი სიმბარათით, სამუხტი მოწყობილობები, სადენები, პოლიეთილენის პარკები, მა----- ხო-------ის სისხლის ნიმუში, 2 (ორი) ცალი DVD-R დისკის, რომელზედაც ასახულია მობილური ტელეფონების სიმბარათებიდან ამოღებული ინფორმაცია) ბედი გადაწყდეს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გი------ ხო-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19, 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 19,3782-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და დანაშაულთა ერთობლიობით გი------ ხო-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლადდანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გი------ ხო-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გი------ ხო-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 27 სექტემბრიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

4 (ოთხი) ცალი DVD-R დისკი და 1 (ერთი) ცალი CD-R დისკი, რომელზეც ასახულია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეო/აუდიო და სატელეფონო ჩანაწერები დალუქული ერთ პაკეტად, რაც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების (დოკუმენტი ქაღალდის ფურცელზე დაწერილი მა----- ხო-------ის მობილური ტელეფონის ნომერი, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (თავდაპირველად საერთო წონით 0.435 გრამი, საიდანაც ქიმიური ექსპერტიზის კვლევის შედეგად დარჩა წონით 0.435 გრამი, ხოლო გაიხარჯა წონით 0.086 გრამი) და მოყვითალო ფერის ქაღალდი ფურცელი, და---- ლო----–---–ისადაგნ ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“, გი------ ხო-------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“, ორი ცალი მობილური ტელეფონი, ოთხი ცალი სიმბარათით, სამუხტი მოწყობილობები, სადენები, პოლიეთილენის პარკები, მა----- ხო-------ის სისხლის ნიმუში, 2 (ორი) ცალი DVD-R დისკის, რომელზედაც ასახულია მობილური ტელეფონების სიმბარათებიდან ამოღებული ინფორმაცია) ბედი გადაწყდეს სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური