განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002207550
N1/162-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- დ------- ძე ჭ----------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, თ----- მ----- ქ--------;
ადვოკატი - ნ---- ვ----–---–-;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის ა--------- თვის ეპიზოდი); 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2017 წლის ს----------- თვის ეპიზოდი); 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - 2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2011 წლის დ--------- თვიდან, ნ--- მ----ე ქორწინებაში იმყოფება გ------- ჭ----------ესთან. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ქ.ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში. თანაცხოვრების პერიოდში, მათ შეეძინათ შვილები - ი-–-- ჭ----------ე (ხუთი წლის) და ნ-- ჭ----------ე (ორი წლის). დაქორწინების შემდეგ, გ------- ჭ----------ესა და ნ--- მ----ეს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რომლის მოტივიც გახდა გენდერული შეუწყნარებლობა, რაც გამოიხატებოდა გ------- ჭ----------ის მიერ მეუღლის ნ--- მ----ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევაში, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობის აკრძალვაში, მეუღლის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლის და ქცევის კონტროლში. 2017 წლის ა--------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ემ, მეუღლეს, ნ--- მ----ეს, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, უმიზეზოდ, სამჯერ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. 2017 წლის ს----------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ემ, მეუღლეს, ნ--- მ----ეს, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებთან არასათანადო დამოკიდებულების გამო მომხდარი შელაპარაკებისას, ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში. მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
3. 2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------- ჭ----------ემ, მძინარე მეუღლეს - ნ--- მ----ეს, ფეხი დაარტყა საჯდომზე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მეუღლის მოწოდებაზე დაწყნარებულიყო, გახდა უფრო აგრესიული და მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარცხენა თვალბუდის და ცხვირის არეში, კისერში მოუჭირა ორივე ხელი და განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. აღნიშნულზე გაიღვიძა არასრულწლოვანმა შვილმა - ნ-- ჭ----------ემ, რომელმაც მომხდარის გამო დაიწყო ტირილი. მიუხედავად ამისა, გ------- ჭ----------ე განაგრძობდა მეუღლის მიმართ ძალადობას, რა დროსაც ნ--- მ----ემ კბენის შედეგად გ------- ჭ----------ეს გააშვებინა ხელი და თავი დააღწია მოძალადეს. აღნიშნულზე, გ.ჭ----------ე გახდა მეტად აგრესიული და სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ნ--- მ----ეს, თმებში მოჰკიდა ხელი, გადმოაგდო საწოლიდან და ერთხელ დაარტყა ფეხი თავში. ოჯახის წევრების აქტიური ჩარევის შედეგად, მოძალადე განარიდეს ნ--- მ----ეს. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. მომხდარის გამო ნ--- მ----ე შვილებთან ერთად დასაძინებლად გავიდა სხვა ოთახში და მოძალადისაგან თავდაცვის მიზნით ჩაკეტა ოთახის კარები. დაახლოებით 24:00 საათზე, გ------- ჭ----------ე მეუღლესთან - ნ--- მ----ესთან ოთახში შევიდა ფანჯრიდან, გააღვიძა მძინარე მეუღლე და სთხოვდა გარეთ გაყოლასბ უარის მიღების შემდეგ, განაწყენებულმა გ------- ჭ----------ემ, მარჯვენა ფეხის მუხლი ჩაარტყა ცხვირში, ამავდროულად აყენებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას. ხმაურზე გაიღვიძა არასრულწლოვანმა შვილმა ნ-- ჭ----------ემ, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო ტირილი, რის გამოც გ------- ჭ----------ემ თავი დაანება მეუღლის მიმართ ძალადობას და გავიდა ოთახიდან. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგადქ ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. რამოდენიმე ხანშიქ მეუღლეებს შორის სიტყვიერი კამათი კვლავ გაგრძელდა, რა დროსაცქ გ------- ჭ----------ე სთხოვდა მეუღლეს ხელზე კბენის მიზეზის განმარტებასბ კამათისასქ გ------- ჭ----------ექ განაწყენდა და მეუღლეს, ნ--- მ----ეს, თავში ჩაარტყა ჯოხი. გ------- ჭ----------ის მხრიდან განხორცილებული ძალადობრივი ქმედების შედეგადქ ნ--- მ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
სასამართლომ დაადგინა:
4. 2017 წლის ა--------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ეს, მეუღლის, ნ--- მ----ის მიმართ, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძალადობა არ განუხორციელებია.
5. 2017 წლის ს----------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ეს, მეუღლის, ნ--- მ----ის მიმართ, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძალადობა არ განუხორციელებია.
6. 2017 წლის 23 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ გ------- ჭ----------ეს, მეუღლის - ნ--- მ----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და არც მისი დასწრების გარეშე, ძალადობა არ განუხორციელებია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- დ---–--ემ განაცხადა, რომ გ------- ჭ----------ე არის მისი სიძე, ქალიშვილის - ნ--- მ----ის ქმარი და ისინი ერთად ცხოვრობენ ქ.ზ----------–-.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------- გ-----–-–---–მა განაცხადა, რომ გ------- ჭ----------ე და ნ--- მ----ე არიან ცოლ-ქმარი.
9. 2016 წლის 27 ივნისს გაცემული ი-–-- ჭ----------ის დაბადების მოწმობის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ--- მ----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ------- ჭ----------ე.
10. 2017 წლის 15 ა--------- გაცემული ნ-- ჭ----------ის დაბადების მოწმობის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ნ--- მ----ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ------- ჭ----------ე.
11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ჭ----------ე და დაზარალებული ნ--- მ----ე არიან ოჯახის წევრები.
ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ:
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ-------- გ-----–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში გ---–- ნ------------ ერთად და საღამოს, დაღლილები მივიდნენ ქ.ზ----------–-, თ----- მ----- ქუჩაზე, დ----- ჭ----------ის სახლში, სადაც ცხოვრობდა გ.ნ------------ ერთად. სახლში სტუმრები იყვნენ, გ-------ს სიდედრი და სიმამრი. მათი მისვლის დროს, სტუმრები იშლებოდნენ, თუმცა დ------ მიიპატიჟა სუფრასთან და ისინიც დასხდნენ. დაახლოებით 3-4 ჭიქა დალიეს. შემდეგ ადგნენ და წავიდნენ დასაწოლად, სახლის პირველ სართულზე. დაძინებიდან რამდენიმე ხანში, გააღვიძა ხმაურმა და როდესაც ადგნენ, ნახეს, რომ ნ--- და გ------- კამათობდნენ. დააწყნარეს ისინი და დაწვნენ. ღამე, დაახლოებით 02:00 საათზე, ისევ გააღვიძა ხმაურმა და როდესაც ადგნენ, ნახეს, რომ გ------ ჭ----------ე დაკავებული ჰყავდა პოლიციას. იქვე იყო ნ--- მ----ე, რომელიც იძახდა, რომ სცემა გ-------მ. მოწმის განმარტებით, ის იდგა ნ--- მ----ისგან დაახლოებით სამ მეტრში და მასზე დაზიანება არ შეუნიშნავს. არც მომავალში დაინტერესებულა ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ამბით. ასევე, სხვა დროს, არასდროს შესწრებია მეუღლეებს - ნ--- მ----ესა და გ------- ჭ----------ეს შორის კამათს.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- დ---–--ემ განაცხადა, რომ ის არის ნ--- მ----ის დედა და გ------- ჭ----------ის სიდედრი. 2017 წლის 23 ოქტომბერს, სტუმრად იმყოფებოდა სიძის, გ------- ჭ----------ის ოჯახში, მეუღლესთან, ედიშერ მ----ესთან ერთად, სადაც გაიშალა სუფრა. საღამოს, როდესაც დაიშალნენ, ის და მისი მეუღლე წავიდნენ სახლში. ღამე, დაახლოებით 03:00 საათზე, მას დაურეკა გ-------ს დედამ და უთხრა, რომ ნ---მ გ-------ს უჩივლა, დააჭერინა, მისულიყო, მიშველებოდა. ვინაიდან მეუღლე გულით ავადმყოფი ჰყავს, იმ დღეს არაფერი უთხრა, ხოლო მეორე დღეს უთხრა და წავიდნენ გ-------სთან და ნ---სთან. როდესაც მივიდა სახლში, ნახა ნ--- მ----ე, რომელსაც დაზიანებები, სილურჯეები ემჩნეოდა სახეზე და მის კითხვაზე უპასუხა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, გ------- ჭ----------ემ სცემა. დეტალებით არ დაინტერესებულა, მოჰკიდა შვილს ხელი და წაიყვანა სახლში. მოწმის განმარტებით ნ---ს მისთვის არ უთქვამს სტკიოდა თუ არა დაზიანებული ადგილები. ასევე, მისივე განმარტებით, გაიგო, რომ მეუღლეებს შორის მომხდარ კონფლიქტს შეესწრო მისი შვილიშვილები, რომლებიც იწვნენ საძინებელში.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ-სამსახურში, კერძოდ კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2017 წლის 23 ოქტომბერს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა ფოტო გადაღება. ასევე, ამოღებული იქნა იატაკის ჯოხი, დაზიანებულ მდგომარეობაში. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ც---–----მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მათთან გამოცხადდა მოქალაქე ნ--- მ----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ცემა. აღნიშნულის შესახებ, თავის მხრივ მოახსენა ხელმძღვანელობას. მეწყვილე ი.თავაძესთან ერთად, გავიდა ნ.მ----ის მიერ მითითებულ მისამართზე და მოახდინეს გ------- ჭ----------ის დაკავება და გადაყვანა სამმართველოში.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- თ------ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 24 ოქტომბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც სამმართველოში გამოცხადდა მოქალაქე ნ--- მ----ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, გ------- ჭ----------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე, სამმართველოში დაიწყო გამოძიება და ხელმძღვანელობისგან, გ--- ც---–----სთან ერთად დაევალა გ------- ჭ----------ის დაკავება. გ.ც---–----სთან ერთად, გამოცხადდა გ.ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში და მოახდინეს მისი დაკავება. დაკავებულ გ.ჭ----------ეს განუმარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულ ნ--- მ----ის თანხმობით ჩატარებული აქვს ამ უკანასკნელის გარეგნული დათვალიერების ოქმი, რა დროსაც, ასევე, მოახდინა ფოტო-გადაღება. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო გ------- ჭ----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, წარუდგინა ბრალი გ.ჭ----------ეს და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.
20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 24.10.2---–--------------თ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ნ--- მ----ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (უჩივის ტკივილს სახისა და მარჯვენა მტევნის მიდამოში. მარცხენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 5.3X1.4სმ. მარჯვენა თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2.3X0.4სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში ცენტრალურად ხერხემლის ხაზზე აღენიშნება ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 4.2X2.3 სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ----------ემ.
21. 2017 წლის 24 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონი, თ----- მ----- ქ---------ში, გ------- ჭ----------ის საცხოვრებელ სახლში..... იატაკზე დაგდებული არის იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელსაც აღენიშნება გატეხვის კვალი. ამოღებული იქნა აღნიშნული ჯოხი და დაილუქა ერთ პაკეტად ორ შებრუნებულ პოლიეთილენის პარკში, რომლის ნომრებია F-- 5----- და F-- 5-----. სახლის მეორე სართულის აივანზე ავდივართ ბეტონის საფეხურეებიანი კიბით, კიბეებზე გდია მოჩუქურთმებული ჯოხი, რომელიც არის გატეხილ მდგომარეობაში. ამოღებული იქნა ორივე ნატეხი და დაილუქა ერთ პაკეტად პოლიეთილენის პარკში F-- 5-----..... პირველი საძინებელი ოთახი თ----- ჭ----------ის განმარტებით არის გ------- ჭ----------ისა და ნ--- მ----ის. ოთახში დევს ტახტი, ტანსაცმლის კარადა და კომოდი.
22. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის M-- 0--- 0------- მომართვით დასტურდება, რომ გ------- დ------- ძე ჭ----------ე (დაბადებული: 3----.1--- წელს, პირადი ნომერი 1----------, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, თ----- მ----- ქ--------) აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2--------- წლის N1/175-2016 განაჩენის საფუძველზე, რომლითაც მიესაჯა პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელად დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
23. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ა--------- N1/175-2016 წლის განაჩენით დასტურდება, რომ გ------- ჭ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 2 (ორი) წელი; გ------- ჭ----------ეს, საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 70 (სამოცდაათი) საათის ვადით.
24. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის M-- 9--- 0------- მომართვით დასტურდება, რომ გ------- დ------- ძე ჭ----------ემ (დაბადებული: 3----.1--- წელს, პირადი ნომერი 1----------, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, თ----- მ----- ქ--------) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 ა--------- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოხდა დაასრულა 0--------- წელს.
25. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნ-- და აღარ მოითხოვა მოწმეების გ---–- ნ--------, მ------ ჭ--–-–---–--, გ------- გ-------–-–---–ის და ა-----– ა---–------ის დაკითხვა.
26. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ--- მ----ემ და მოწმეებმა თ----- ჭ----------ემ და დ----- ჭ----------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო ბრალდებულმა გ------- ჭ----------ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
27. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა (ჩარტყმა), ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ ცემის ანდა სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. ამ მუხლის მე-2 ნაწილით, ერთერთ დამამძიმებელ გარემოებად ითვლება, იგივე ქმედების ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრის მიმართ. აქ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არასრულწლოვანის თანდასწრებით ამგვარი ქმედების ჩადენა, მის ფსიქიკაზე სავალალო ზეგავლენას ახდენს.
28. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- ჭ----------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლებით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს გ------- ჭ----------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------- ჭ----------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში (ორი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა გ------- ჭ----------ის მხრიდან დაზარალებულ ნ--- მ----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნ--, რომ: 1) 2017 წლის ა--------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ეს, მეუღლის, ნ--- მ----ის მიმართ, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძალადობა არ განუხორციელებია; 2) 2017 წლის ს----------- თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), გ------- ჭ----------ეს, მეუღლის, ნ--- მ----ის მიმართ, ზ----------–-, თ----- მ----- ქ---------ში, მათ საცხოვრებელ სახლში, ძალადობა არ განუხორციელებია; 3) 2017 წლის 23 ოქტომბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფ გ------- ჭ----------ეს, მეუღლის - ნ--- მ----ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით და არც მისი დასწრების გარეშე, ძალადობა არ განუხორციელებია.
სამართლებრივი შეფასება:
29. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
30. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
31. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
32. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
33. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
34. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
35. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ------- ჭ----------ის მიერ ნ--- მ----ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - ნ---- დ---–--ის, ფ-------- გ-----–-–---–ის და გ---–- ნ-------- ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ------- ჭ----------ის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. ხოლო რაც შეეხება, გ------- ჭ----------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, გათვალისწინებულს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2017 წლის ა--------- თვის ეპიზოდი და 2017 წლის ს----------- თვის ეპიზოდი, აღნიშნულის დამადასტურებელი არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენ--. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2017 წლის ა--------- თვეში, ს----------- თვეში ან 23 ოქტომბერს, გ------- ჭ----------ემ ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - ნ--- მ----ის მიმართ. ზოგადად მოწმე ნ---- დ---–--ემ მიუთითა, რომ მეორე დღეს, როდესაც მივიდა გ.ჭ----------ის და ნ.მ----ის სახლში, ნახა ნ--- მ----ე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სილურჯის სახით, ნ---მ უთხრა, რომ ცემა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ. თუმცა ტკიოდა თუ არა დაზიანებული ადგილები, არ უთქვამს. მოწმე ფ-------- გ-----–-–---–მა კი დაადასტურა ის ფაქტი, რომ პირველად როცა ხმაურმა გააღვიძა, კამათი იყო ნ---სა და გ-------ს შორის. ხოლო როდესაც მეორედ გაეღვიძა, გ------- პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ, ხოლო ნ--- იძახდა, რომ სცემა გ-------მ. ანალოგიური გარემოებებია დადასტურებული მოწმე გ---–- ნ-------- მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში, რომელიც დაცვის მხარემ მიიჩნ-- უდავო მტკიცებულებად. ზოგადად მოწმეთა ჩვენებებში მითითებულია გ------- ჭ----------ის მიერ ნ--- მ----ის ცემის შესახებ, თუმცა დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში, რა ადგილებში მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, მოწმეებს არ უთქვამთ. არც არასრულწლოვანი მოწმეების ფაქტის შესწრების შესახებ უთქვამთ მოწმეებს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ნ--- მ----ის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ანდა სხვაგრავი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ გ------- ჭ----------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ სამი ირიბი მოწმის ჩვენებების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, გ------- ჭ----------ე უნდა გამართლდეს: 1) საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ა--------- თვის ეპიზოდი); 2) სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ს----------- თვის ეპიზოდი) და 3) სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
36. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ჭ----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ა--------- თვის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის ს----------- თვის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;
გ------- ჭ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
გამართლებულ გ------- ჭ----------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იატაკის საწმენდი ხის ჯოხი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოჩუქურთმებული ჯოხის ორი ნატეხი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ,,CD-R’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე