განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ნატო ზერეკიძის,პროკურორ - ც------ ც---–---ის,ადვოკატ - თ----- ა------ს,ბრალდებულ - გ------ კ-----–---–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ კ-----–---–-ას, დაბადებულის 1--- წლის 1----–--ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ-----–----------–------------ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------ კ-----–---–-ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე, ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 სექტემბრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში გ------ კ-----–---–-ა სიცოცხლის მოსპობით, დაბრმავებით, დაჭრით და ცემით ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - თ------ ც-----ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფიძვლიანი შიში, მათ შორის 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისი, ხ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, გ------ კ-----–---–-ამ დანა ესროლა თავის ყოფილ მეუღლეს - თ------ ც-----ას და სიცოცხლის მოსპობოთ დაემუქრა მას, რა დროსაც თ------ ც-----ას კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 3 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ.თბილისი, გ----------------------ში მდებარე ე----- ა------ას საცხოვრებელ ბინაში, გ------ კ-----–---–-ამ გადატეხა ლითონის ჩანგალი და აღნიშნული ჩანგლის პირი მოუქნია თავის ყოფილ სიდედრს - ე----- ა------ას და სიცოცხლის მოსპობოთ დაემუქრა მას, რა დროსაც ე----- ა------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა გ------ კ-----–---–-ამ სასამართლო სხდომაზე აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, გ------ კ-----–---–-ას დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან 3 სექტემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთში გ------ კ-----–---–-ა სიცოცხლის მოსპობით, დაბრმავებით, დაჭრით და ცემით ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - თ------ ც-----ას, ასევე 2018 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 11:30 საათზე, ქ.თბილისი, ხ-------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ეზოში, გ------ კ-----–---–-ამ დანა ესროლა თავის ყოფილ მეუღლეს - თ------ ც-----ას და სიცოცხლის მოსპობოთ დაემუქრა მას, რა დროსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ხოლო 2018 წლის 3 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის მონაკვეთში ქ.თბილისი, გ----------------------ში მდებარე ე----- ა------ას საცხოვრებელ ბინაში, გ------ კ-----–---–-ამ გადატეხა ლითონის ჩანგალი და აღნიშნული ჩანგლის პირი მოუქნია თავის ყოფილ სიდედრს - ე----- ა------ას და სიცოცხლის მოსპობოთ დაემუქრა მას, რა დროსაც ე----- ა------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების თ------ ც-----ას, გ---- პ--------ის, ე----- ა------ას, მ---- კ-----–---–-ას და ლ---- კ-----–---–-ას გამოკითხვის ოქმებით, თ------ ც-----ას განცხადებით, სმს შეტყობინების ამონაბეჭდით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით: დანა და ჩანგლის ნაწილი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო ფსიქიატრიული დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა გ------ კ-----–---–-ას მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გ------ კ-----–---–-ას დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ გ------ კ-----–---–-ამ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას, სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გ------ კ-----–---–-ას აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს გ------ კ-----–---–-ა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. შესაძლებელია იზოლაციის პირობებში მოხდეს გ------ კ-----–---–-ს ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შესაძლებელია იზოლაციის პირობებში მოხდეს გ------ კ-----–---–-ს ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------ კ-----–---–-ას მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული საპატიმრო სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ გ------ კ-----–---–-ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ კ-----–---–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ კ-----–---–-ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2. გ------ კ-----–---–-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. გ------ კ-----–---–-ას პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 3 სექტემბრიდან 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
4. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ------ კ-----–---–-ას დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. 2 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; გ------ე კ-----–---–-ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: წელზე დასამაგრებელი ორი ცალი შუშის ფლაკონი, მოყავისფრო სურნელოვანი სითხით, ბილაინის სიმბარათი, ვერცხლისფერი ფირფიტა წარწერით CAPSULES, ფრჩხილის საჭრელი, საღეჭი რეზინი, საფულე, მასში არსებული დოკუმენტაციით, რომელიც ინახება ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; 1 ცალი დანა, ჩანგლის 2 ნაწილი, რომელიც ინახება ქ------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–--აში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი