განაჩენი

სისხლის სამართლის 22.10.2018
საქმის ნომერი
330100118002589470
თარიღი
22.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

#0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

22 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ხ---------–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ყ-----–-----------;

 

ადვოკატი - უ–---------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი)

 

დისპოზიცია:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი - გამართლდა);

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი);

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ხ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ-------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ქ. თბილისში, მ--------–------------–-----------–--------ზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ---------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------------ას, კერძოდ, ხელი წაუჭირა ყელში, მიაყენა კედელთან და გაშლილი ხელი დაარტყა თავის მიდამოში, რა დროსაც ნ----------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ხ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი).

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ხ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ-------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–------------–---, მ-------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ---------–---–მა ნ----------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნ----------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ხ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი).

 

1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ხ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ-------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

თანაცხოვრების პერიოდში ხ---------–---–ი ნ----------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ----------------ას ტანჯვას.

 

ე.ი. ხ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ხ---------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

2.2. ხ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ--------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–------------–---, მ-------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ---------–---–მა ნ----------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნ----------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.3. ხ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ--------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

თანაცხოვრების პერიოდში ხ---------–---–ი ნ----------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ----------------ას ტანჯვას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. დაზარალებულმა ნ----------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ხ---------–---–ი არის მისი შეყვარებული, რომელსაც სამი წელია იცნობს და დაახლოებით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისი, მ-------------------ში. ამ დროის განმავლობაში ხ---------–---–ი მას ბევრ რამეში ზღუდავდა, რის გამოც ნ----------------ამ არაერთხელ სცადა დაშორება, მაგრამ უშედეგოდ. ხ---------–---–მა ურთიერთობისას ცუდი ხასიათი გამოამჟღავნა, კერძოდ მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ----------------ას მასთან ყოფნა აღარ სურდა. ზოგჯერ დღეში ორჯერ ან სამჯერ ხდებოდა მსგავსი ფაქტი. ხ---------–---–ი მას ნათესავებთან დარჩენასაც უკრძალავდა და არც სამსახურის დაწყების უფლებას აძლევდა. ხ---------–---–ი არც თავად მუშაობდა და დაზარალებულს მატერიალურად მშობლები ეხმარებოდნენ. ბრალდებული ნ----------------ას ემუქრებოდა, თუ მუშაობას დაიწყებ, სამსახურში მოგივარდებიო. იგი დაზარალებულს არსად უშვებდა მარტო, მათ შორის არც კლასელებთან შეხვედრაზე. ნ----------------ას ნათესავებმა აღნიშნული ფაქტების შესახებ არ იცოდნენ 2018 წლის 13 ივლისამდე. ხ---------–---–მა ნ----------------ას დედამისის სახლში სტუმრობის დროსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამ დროს სახლში არავინ იყო, თუმცა ქუჩაში მყოფმა პირებმა დაინახეს, რომ ხ---------–---–მა თმებით შეათრია აივნიდან სახლში ნ----------------ა.

2018 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე ხ---------–---–ი და ნ----------------ა იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ყ-----–--------ზე და მიდიოდნენ სახლში, რა დროსაც მათ ერთმანეთთან მოუვიდათ უთანხმოება მაღაზიაში შესვლასთან დაკავშირებით. ამ კამათის დროს ხ---------–---–მა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხელი ყელში მოუჭირა, მიაყენა მოაჯირთან და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. ამის შედეგად ნ----------------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და შეშინებულმა სახეზე ხელები აიფარა. ამ დროს ქუჩაში გამვლელმა ოთხმა პიროვნებამ შეაჩერა ხ---------–---–ი, რომლებმაც პოლიციაში დარეკვა შესთავაზეს ნ----------------ას, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა პოლიციაში დარეკვაზე, რადგან არ იცოდა შემდეგ რას მოიმოქმედებდა ხ---------–---–ი, ხ-----თან მისი მეგობრებიც კი მივიდნენ და უთხრეს რას აკეთებ თავი დაანებეო. იმ ღამეს ხ---------–---–ი სახლში წავიდა და მეორე დილით დაბრუნდა ნ----------------ასთან.

2018 წლის 13 ივლისს, ხ---------–---–ი მივიდა ნ----------------ასთან სახლში, რომელიც მას ჩვეულებრივად შეხვდა და უთხრა, რომ მათი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა, რადგან ძალიან შეშინებული იყო მისგან. ხ---------–---–ს ამ ყველაფერზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა და ყვირილი დაიწყო. ნ----------------ა მას სთხოვდა გაჩუმებულიყო, რადგან მეზობლები გაიგონებდნენ. მიუხედავად ამისა, ხ---------–---–ი არ გაჩერდა და ნ----------------ას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი დაახლოებით 7-ჯერ დაარტყა სახეში გაშლილი ხელი. ნ----------------ა ბრალდებულს სთხოვდა გაჩერებულიყო, მაგრამ ეს უკანასკნელი მას მაინც ურტყამდა. შემდეგ წავიდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაბრუნდა დაზარალებულთან, რომელსაც კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ წავიდა. აღნიშნული ძალადობრივი აქტის შედეგად ნ----------------ას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ სახე ჰქონდა დალურჯებული და თვალთან მოსდიოდა სისხლი. ნ----------------ამ მაშინვე დაურეკა თავის ნათესავს მ-------–--–--–-ილს, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ და სთხოვა სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა მისთვის. მ-------–--–--–-ილმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება და თავადაც ძალიან სწრაფად მივიდა მასთან. ადგილზე ასევე გამოცხადდნენ სამართალდამცავები, რომლებმაც შემდეგ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

დაზარალებულის განმარტებით, ხ---------–---–ი მას ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ბევრჯერ უფიქრია თვითმკვლელობაზე. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ცნობილი იყო მ-------–--–--–-ილისთვისაც. ნ----------------ას განცხადებით, იგი თანახმაა, რომ ხ---------–---–ს მიესაჯოს მსუბუქი, არასაპატიმრო სასჯელი.

 

3.2. მოწმე მ-------–--–--–-ილმა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ნ----------------ა არის მისი ნათესავი და ბავშვობის მეგობარი, ხოლო ბრალდებულ ხ---------–---–ს იცნობს ნ----------------ასგან, რომელთანაც აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. თავდაპირველად ნ----------------ასა და ხ---------–---–ს ჰქონდათ კარგი სასიყვარულო ურთიერთობა, ისინი სულ ერთად დადიოდნენ და ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა. ხ---------–---–ს არაერთხელ გამოუვლენია არასათანადო საქციელი ნ----------------ას მიმართ, თუმცა ნ----------------ას სჯეროდა, რომ ხ---------–---–ი გამოსწორდებოდა და მათი ურთიერთობაც დალაგდებოდა. ნ----------------ა ხშირად მიდიოდა მასთან, რა დროსაც ხ---------–---–ი ურეკავდა, ეჩხუბებოდა, აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მ-------–--–--–-ილი დაზარალებულს ურჩევდა, რომ დაშორებოდა ხ---------–---–ს, მაგრამ ყოველი ჩხუბის შემდეგ ისინი ისევ რიგდებოდნენ და ვერ შორდებოდნენ, რაც მოწმეს ძალიან უკვირდა. მ-------–--–--–-ილი ფიზიკური ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია ნ----------------ას მიმართ, მაგრამ ხვდებოდა, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რადგან ნ----------------ა ხშირად ტიროდა და ყელზე არსებულ დაზიანებებს შარფით მალავდა, თუმცა მას არაფერს უყვებოდა.

2018 წლის 13 ივლისს, დილის საათებში მ-------–--–--–-ილი სახლში იმყოფებოდა, რა დროსაც მას დაურეკა ნ----------------ამ, რომელიც ,,განადგურებული“ და ატირებული იყო. დაზარალებულმა მას დახმარება და მასთან სწრაფად მისვლა სთხოვა, რადგან ხ---------–---–ისგან იყო ნაცემი. მ-------–--–--–-ილი დაუყოვნებლივ მივიდა ნ----------------ასთან, კიბეზე ასვლისას მას ხმაური და ჩხუბის ხმა შემოესმა ბუ-------ვას ბინიდან; აღნიშნული ბინის კარი ღია დახვდა, მაგრამ არ შევიდა, რადგან ჩხუბის შეეშინდა. ცოტა ხანში ბინიდან ხ---------–---–ი გამოვიდა, ბინაში შესვლისას ადგილზე დახვდა ნ----------------ა, რომელიც იყო ნაცემი, თვალიდან სისხლი მოსდიოდა და თვალთან ჰქონდა სამი ხაზი. მოწმემ ნ----------------ას თანხმობით დარეკა 112-ში და გამოიძახა სამედიცინო დახმარება. ადგილზე სასწრაფოსთან ერთად მივიდა პოლიციაც.

 

3.3. შეტყობინების 1------ და 1------ ოქმებით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 ივლისს 15:51 საათზე მ-------–--–--–-ილმა დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ქ. თბილისში, მ-------------------ში, ნ----------------ა სცემა თავისმა შეყვარებულმა, რის შედეგადაც ნ----------------ას თვალი ჰქონდა დასიებული (ს.ფ. 2-3).

 

3.4. 2018 წლის 13 ივლისის 1------ განცხადებით დასტურდება, რომ ნ----------------ამ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------------------–--ის გამომძიებლის მიმართ წარდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ 2018 წლის 13 ივლისს იგი სცემა ხ---------–---–მა, რის გამოც გამოძახებული ჰყავდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ექიმების მიერ მას გაეწია სამედიცინო დახმარება. ნ----------------ამ გამომძიებელს ასევე წარუდგინა სასწრაფო დახმარების ექიმების მიერ მისთვის გადაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი 3--, სადაც დაფიქსირებულია მისი მარცხენა თვალის დაზიანება (ს.ფ. 8).

 

3.5. 2016 წლის 05 სექტემბრის 0----- შემაკავებელი ორდერითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 სექტემბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ხ---------–---–ის მხრიდან დედამისის - მ----------–---–ის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობას (ს.ფ. 13-17).

 

3.6. 2018 წლის 13 ივლისის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, მ--------–------------–---, მ-------------------ში მდებარე ნ----------------ას საცხოვრებელი სახლი. მისაღებ და საძინებელ ოთახში მოთავსებულია საწოლი, რომელზეც გადაკრულია გადასაფარებელი, თუმცა საწოლის გადასაფარებელი და საწოლზე მოთავსებული სხვა ნივთები მოთავსებულია უწესრიგოდ და შეინიშნება არეულობის კვალი. დათვალიერებაში მონაწილე ნ----------------ამ მიუთითა აღნიშნულ საწოლზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ საწოლზე ჰკრა ხელი ხ---------–---–მა 2018 წლის 13 ივლისს დილის საათებში, რის გამოც ნ----------------ა წაიქცა საწოლზე, რის შედეგადაც ხ---------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ურტყამდა გაშლილ ხელს სახის არეში (ს.ფ. 36-46).

 

3.7. 2018 წლის 30 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი 3---ის ჩანაწერების მიხედვით, მოქალაქე ნ----------------ას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება 2018 წლის 13 ივლისს, 14:31 საათზე, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, მხრის სარტყლისა და მხრის ზედაპირული ტრამვა (დაჟეჟილობა), ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრამვა.

ნ----------------ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას მარცხენა თვალის ზემო ქუთუთოზე აღინიშნებოდა ჭრილობა და სისხლნაჟღენთი, მარცხენა წინამხრის მიდამოში - ნაჭდევი, მარჯვენა ბარძაყის და მარჯვენა წვივის მიდამოში - სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ქ---------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შემოწმებისას ნ----------------ამ მას უთხრა, რომ მას 2018 წლის 13 ივლისს მეუღლემ მიაყენა დაზიანებები.

 

3.8. 2018 წლის 30 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ----------------ა სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით ხ---------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თ-------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.9. ბრალდებულმა ხ---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში ფაქტობრივად ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ ნ----------------ა იყო მისი შეყვარებული და მასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. იგი მას მომავალ მეუღლედ თვლიდა და ხშირად რჩებოდნენ ერთად სახლში, მათ საერთო საკუთრება არ ჰქონიათ. 2018 წლის 13 ივლისს მომხდარი შემთხვევა რეალურად დაიწყო 12 ივლისს, რაც გამოწვეული იყო ნ----------------ას ეჭვიანობით, იგი ყველგან უთვალთვალებდა მას. ხსენებულ დღეს ხ---------–---–ი ქუჩაში ერთ გოგოს გამოელაპარაკა, რა დროსაც მოულოდნელად მასთან მივიდა ნ----------------ა და ყვირილით დაუწყო შეკითხვების დასმა, თუ ვინ იყო აღნიშნული გოგო, რატომ გამოელაპარაკა და ა.შ. ხ---------–---–ს აღნიშნული გარემოება ეუხერხულა ხსენებულ გოგოსთან, რის გამოც მან ნ----------------ას პირზე ააფარა ხელი და აწყნარებდა, ხოლო ყელში საერთოდ არ წაუჭერია. მეორე დღეს, - 2018 წლის 13 ივლისს ნ----------------ამ თავის სახლში კვლავ ისტერიულად ეჩხუბა ხ---------–---–ს იგივე თემასთან დაკავშირებით. ხ---------–---–მა დაადასტურა, რომ კამათის დროს დაწყნარების მიზნით მან მართლაც დაარტყა ხელი ნ----------------ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. ბრალდებულმა მას სისხლი გაუჩერა და უყურადღებოდ არ დაუტოვებია. იგი ნანობს დარტყმის ფაქტს და აცნობიერებს, რომ მათი ურთიერთობა ბოლო პერიოდში იყო აუტანელი და უმჯობესი იყო დაშორებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მისი ეს საქციელი პროვოცირებული იყო დაზარალებულის მხრიდან. ხელის დარტყმა განპირობებული იყო ნ----------------ას ისტერიული ქცევით. გარდა ამ ფაქტისა, ხ---------–---–ს არაერთი კამათის მიუხედავად, ნ----------------ასთვის ხელი არასდროს დაურტყამს. ასევე არ მოუხდენია მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, პირიქით, ნ----------------ა ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

 

3.10. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.11. სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს დაზარალებულ ნ----------------ას ჩვენების უტყუარობაში, მაგრამ მისი ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი, თუნდაც ერთი მტკიცებულებით 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი ხ---------–---–ის მიერ ნ----------------ას მიმართ 2018 წლის 12 ივლისს განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხ---------–---–ის მიმართ 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ხ---------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ხ---------–---–ის მიმართ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის დაზარალებულ ნ----------------ას ჩვენება, სასამართლოს სურს ყურადღება გაამახვილოს დაზარალებულის ჩვენების ამ ნაწილზე და აღნიშნავს: - დაზარალებულ ნ----------------ას ჩვენების სინამდვილეში რომელიც ასახავს 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდს - სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არც ერთი პირდაპირი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხ---------–---–ის მიერ ნ----------------ას მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტს. მაშინ როდესაც დაზარალებული ნ----------------ა მიუთითებდა, რომ 12 ივლისის ძალადობრივი ქმედება მოხდა ღია სივრცეში - ქუჩაში, სადაც გამვლელებმა დახმარებაც კი შესთავაზეს დაზარალებულს, ამასთან თავად ხ---------–---–ის მეგობრებიც კი მივიდნენ ბრალდებულთან და უთხრეს, რომ დაენებებინა თავი ნ----------------ასათვის, ამ ქმედების დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებაც კი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში ამ ფაქტის დადასტურებისათვის, ხოლო დაზარალებულ ნ----------------ას მიერ მიცემული ჩვენება საკმარისი არ არის ხ---------–---–ის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის. ამასთან სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ნ----------------ას აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით არც მის ახლო მეგობრისთვის უთქვამს და არც ექსპერტთან გასაუბრებისას დაუფიქსირებია რაიმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ხ---------–---–ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.13 შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ხ---------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი)

 

3.14. რაც შეეხება 2018 წლის 13 ივლისისა და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ნ----------------ასა და მ-------–--–--–-ილის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

ასევე სასამართლო მიუთითებს მოწმე ა-------------ის ჩვენებაზე (რომლებიც მხარეებმა მიიჩნეს უდაოდ) სადაც იგი გამოძიებისას ადასტურებს, რომ მისი სახლის ეზოში ცხოვრობს ნ----------------ა, რომელთანაც ხშირად მოდიოდა და რჩებოდა მისი უბნელი ხ----. 2018 წლის 13 ივლისს, ნ----ს ოთახიდან გაიგონა ხმამაღალი და ემოციური ლაპარაკი, უფრო ესმოდა ხ---- ხმა.

ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან (რომლითაც დასტურდება, რომ დაზარალებული ნ----------------ა გამოძიებას ბინაში უთითებს იმ ადგილს, სადაც ხ---------–---–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ადგილზე შეინიშნება არეულობის კვალი), სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (სადაც დადგენილია თუ რა სახისა და სიმძიმის დაზიანებები აქვს ნ----------------ას), სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (რომლითაც დასტურდება, რომ ხ---------–---–ის ქმედებების შედეგად ნ---- ბ----------ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას), 112-ში შეტყობინების ოქმები (რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს მ-------–--–--–-ილმა დარეკა 112-ში და შეატყობინა ნ----------------ას ცემის ფაქტზე), დაზარალებულის განცხადება (რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ნ----------------ამ მიმართა გამომძიებელს და წარუდგინა დოკუმენტი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), შემაკავებელი ოქმი და სასამართლოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ოქმის დამტკიცების თაობაზე (რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ხ---------–---–მა ადრეც ჩაიდინა ძალადობის აქტი საკუთარი ოჯახის წევრის - დედის მიმართ).

2018 წლის 13 ივლისს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობის (ხელის დარტყმის) ფაქტს ასევე არ უარყოფს თავად ბრალდებული ხ---------–---–იც, გარდა ამ ფაქტისა, ხ---------–---–ი ადასტურებს მასსა და ნ----------------ას შორის გახშირებულ კამათს, თუმცა მას ნ----------------ასთვის ხელი არასდროს დაურტყამს.

 

3.15. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

3.16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ--------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–------------–---, მ--------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ---------–---–მა ნ----------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნ----------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

თანაცხოვრების პერიოდში ხ---------–---–ი ნ----------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ----------------ას ტანჯვას.

 

3.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ხ---------–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

3.18. ნ----------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სახეზე და სხეულზე (კერძოდ, დაუზუსტებელი დაზიანებები მხრის სარტყლისა და მხრის ზედაპირული ტრამვა (დაჟეჟილობა), ქუთუთოს და პერიოკულური მიდამოს სხვა ზედაპირული ტრამვა; მარცხენა თვალის ზემო ქუთუთოზე აღენიშნებოდა ჭრილობა და სისხლნაჟღენთი, მარცხენა წინამხრის მიდამოში - ნაჭდევი, მარჯვენა ბარძაყის და მარჯვენა წვივის მიდამოში - სისხლნაჟღენთები) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; ამასთანავე სამედიცინო ექსპერტმა ქ---------------–---–მა სასამართლოს უჩვენა, რომ შემოწმებისას ნ----------------ამ მას უთხრა, რომ 2018 წლის 13 ივლისს მეუღლემ მიაყენა აღნიშნული დაზიანებები; მოწმე მ-------–--–--–-ილის ჩვენების თანახმად, ადგილზე მისვლისას დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები, მას თვალიდან სისხლი მოსდიოდა და თვალთან ჰქონდა ხაზები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია დაზარალებულის ჩვენებას, რითაც დადასტურებულია, რომ მან ძალადობის შედეგად განიცადა ტკივილი. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ----------------ასთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი ნ----------------ა უჩიოდა ტკივილს.

 

3.19. იგივე მტკიცებულებებითა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თანაცხოვრების პერიოდში ხ---------–---–ი ნ----------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ----------------ას ტანჯვას.

 

3.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.22. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.23. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა.

 

3.24. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავს ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ხ---------–---–ის მსჯავრდებისათვის.

 

3.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ნ----------------ა და მოწმე მ-------–--–--–-ილი სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ხ---------–---–ის წინააღმდეგ.

 

3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ხ---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს 2018 წლის 12 ივლისს ხ---------–---–ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს დაზარალებულ ნ----------------ას გარდა.

 

4.3. ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ნ----------------ას ჩვენებას, სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

 

4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ხ---------–---–მა 2018 წლის 12 ივლისს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხ---------–---–ის მიმართ 2018 წლის 12 ივლისს ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ხ---------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - 2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

4.14. რაც შეეხებათ 2018 წლის 13 ივლისისა და სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლენად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

4.15. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. სუბიექტური მხრივ განზრახი დანაშაულია და ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

 

4.16. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

4.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხ---------–---–ი და ნ----------------ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი ითვლება ოჯახის წევრებად.

 

4.18. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

4.19. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ----------------ა და ხ---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ერთად ქ. თბილისი, მ--------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში.

2018 წლის 13 ივლისს დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. თბილისში, მ--------–------------–---, მ--------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ---------–---–მა ნ----------------ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ჰკრა ნ----------------ას, რომელიც დაეცა ლოგინზე, რის შემდგომაც ორივე ხელი წაუჭირა მკლავებზე და რამდენიმეჯერ სახეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

თანაცხოვრების პერიოდში ხ---------–---–ი ნ----------------ას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ----------------ას ტანჯვას.

 

4.20. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულების - ოჯახში ძალადობის (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ხ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს მისი სინანული ნ----------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი ხასიათდება დადებითად, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ხ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დაზარალებულის შემწყნარებლური დამოკიდებულება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ხ---------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს (ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირზე, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რის გამოც იგი განიცდიდა ტანჯვას).

 

6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ხ---------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხ---------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 12 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ხ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 13 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ხ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ხ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ხ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ხ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტო-ცხრილი 1(ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე