გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210118002316958
საქმე №2/134-18წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.09.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე - მა---- გ---–----–-–---–-
წარმომადგენელი - გი-----ი ზე----–-–---–ი
მოპასუხეები - მი---ლ ტუ--–---–ი, მ------–- სუ----ე
მ------–- სუ----ის წარმომადგენელი- ნი--- ჩა-------–---–ი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქ-----–---–ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო - სიღნაღის რაიონის ქა-–-- წნ----–-, მ--------------------– შე------–------ში მდებარე 23.01.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N146496 აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება, კერძოდ:
1.1.1. № 78378 ტელევიზორი hisense 1 ცალი;
1.1.2..№ 78379 დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში;
1.1.3. № 78380 მაცივარი samsung (ორი კარით)
1.1.4. № 78381 გაზქურა efes (ვერცხლისფერი შავით)
1.1.5..№ 78382 სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით თეთრი შავი, პრიალა ზედაპირით სკამები ტყავის ზედაპირით.
1.1.6. № 78384 სარეცხი მანქანა LJ თეთრი შვიდ კილოიანი;
1.1.7. № 78385 სამზარეულოს სკამები 2 ცალი - შავი თეთრში.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელე მა---- გ---–----–---–-- წარმომადგენელმა გი-----ი ზე----–-–---–მა განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის თ------- ქ-----–---–ის მიერ მოხდა მოძრავი ნივთების დაყადაღება და აღწერა - დაყადაღების აქტის შედგენა წარმოადგენს მოსარჩელე მა---- გ---–----–-–---–-ს საკუთრებას. ამ სახლში არსებული ყველა ავეჯი და საყოფაცხოვრებო საქონელი , რომელიც მითითებული იქნა 23.01.2018 წლის აღწერა - დაყადაღების აქტში შეძენილია და ეკუთვნის მოსარჩელე მა---- გა--–----–-–---–ს. მოპასუხე მი---ლ ტუ--–---–ი არის მისი შვილი და ჩამოთვლილი ნივთებიდან მას არაფერი შეუძენია და ეს ნივთები მი---ლ ტუ--–---–ს არ ეკუთვნის.
2017 წლის 20 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი №2/461-15 რომლის მიხედვით მი---ლ ტუ--–---–ს მოსარჩელის შვილი პ/ნ 4----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების ვა–- ტუ--–---–ის (დაბ.27.02.2---წ, პ/ნ4----------) და ლუ-- ტუ--–---–ის (დაბ.05.07.2---წ, პ/ნ4----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად 85 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე. კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელეების სახლში დაყადაღებული იქნა მა---- გ---–----–-–---–-ს საკუთრებაში არსებული (აღწერა - დაყადაღების აქტში მითითებული) შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ტელევიზორი hisense, 2. დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში; 3. მაცივარი samsung (ორი კარით), 4. გაზქურა efes (ვერცხლისფერი შავით), 5. სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით თეთრი შავი, პრიალა ზედაპირით სკამები ტყავის ზედაპირით, 6. სარეცხი მანქანა LJ თეთრი შვიდ კილოიანი; 7. სამზარეულოს სკამები - შავი თეთრში.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ნივთები მან შეიძინა და მისი საკუთრებაა და ამის გამო ყველა დაყადაღებული ნივთები ამოღებული უნდა იქნეს აღწერა - დაყადაღების აქტიდან და ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს აქტში აშეტანილი ქონება.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1 1 მოპასუხე მ------–- სუ----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ აღმასრულებელი მოქმედებდა კანონის შესაბამისად, ვინაიდან ყადაღა დაადო მოვალის მისამართზე არსებულ ქონებას. მი---ლ ტუ--–---–ი თავს არიდებს ალიმენტის გადახდას და გადაწყვეტიების აღსრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება. ამასთან, მ------–- სუ----ემ განმარტა, რომ აქტში მითითებული მოძრავი ნივთებიდან - 1) დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში, 2) სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამი თეთრი შავში პრიალა ზედაპირით, სკამები ტყავის ზედაპირით 3) სამზარეულოს სკამები შავი თეთრში - შეძენილია მოსარჩელის მიერ. ხოლო დანარჩენი ნივთები (1. ,,hisense“-ს ფირმის ტელევიზორის, ,,samsung“-ს ფირმის მაცივარი, ,,efes“ -ს ფირმის გაზქურა, ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანა თეთრი შვიდ კილოიანი) მისი შეძენილი იქნა მისი ხელფასიდან მეუღლესთან ქორწინების პერიოდში.
2.2 მოპასუხე მი---ლ ტუ--–---–მა სარჩელი ცნო სრულად და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული დაყადაღებული ნივთები შეძენილია მა---- გ---–----–-–---–-ს მიერ.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი №2/461-15 რომლის მიხედვით მი---ლ ტუ--–---–ს (მოსარჩელის შვილი პ/ნ 4----------) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების ვა–- ტუ--–---–ის (დაბ.27.02.2---წ, პ/ნ4----------) და ლუ-- ტუ--–---–ის (დაბ.05.07.2---წ, პ/ნ4----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად 85 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან 2015 წლის 20 ოქტომბრიდან მათი სრულწლოვანების მიღწევამდე. კრედიტორის განცხადების საფუძველზე აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის და მოპასუხე მი---–-----------–-ს საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული იქნა 1. ტელევიზორი hisense, 2. დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში; 3. მაცივარი samsung (ორი კარით), 4. გაზქურა efes (ვერცხლისფერი შავით), 5. სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით თეთრი შავი, პრიალა ზედაპირით სკამები ტყავის ზედაპირით, 6. სარეცხი მანქანა LJ თეთრი შვიდ კილოიანი; 7. სამზარეულოს სკამები - შავი თეთრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქ-----–---–ის მიერ 23.01.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს/ფ 24) ;
3.2. 17.08.2007 წელს მი---ლ ტუ--–---–მა წნორის „ელიტ ე-–-------------ს“ მაღაზიაში შეიძინა “SAMSUNG RL335”-ს ფირმის მაცივარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (04.09.2018 წლის სხდომის ოქმი ) ;
-17.08.2007 წლის საგარანტიო წერილი (ს/ფ18)
3.3. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის სახლში დაყადაღებული ნივთები კერძოდ: 1. დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში; 2. სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით თეთრი შავი, პრიალა ზედაპირით სკამები ტყავის ზედაპირით, 3. სამზარეულოს სკამები - შავი თეთრში, წარმოადგენს მა---- გ---–----–-–---–-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.01.2018 წლის აღწერა - დაყადაღების აქტი;
- საქმეზე დართული მტკიცებულებები.
- მხარეთა განმარტებები;
3.4 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 23 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოსარჩელის სახლში დაყადაღებული ნივთები - 1. ტელევიზორი hisense, 2. მაცივარი samsung (ორი კარით), 3. გაზქურა efes (ვერცხლისფერი შავით), 4. სარეცხი მანქანა LJ თეთრი შვიდ კილოიანი არ წარმოადგენს მა---- გ---–----–-–---–-ს საკუთრებას და იგი შეძენილია მოპასუხე მ------–- სუ----ის და მი---ლ ტუ--–---–ის მიერ ერთობლივად, მათი ქორწინების პერიოდში და წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 23.01.2018 წლის აღწერა - დაყადაღების აქტი;
- საქმეზე დართული მტკიცებულებები.
- მხარეთა განმარტებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ იხელმძღვანელა „ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ კანონის 32-ე, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე, 131-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ ქ. წნ----–-, მ--------------------– შესახვევში, ქუჩა N4-ში მდებარე ბინაში 2018 წლის 23 იანვარს მოხდა აღმასრულებლის მიერ ნივთების აღწერა და აქტის შედგენა. უდავოა, რომ მოსარჩელე დღემდე ახორციელებს სადავო ნივთების ფლობას და სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთები მათი საკუთრებაა, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ისევე როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავი ნივთის შეძენის წესს და ადგენს, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი მიჩნეულია: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.
მოსარჩელე მხარემ მტკიცებულებად წარმოადგინა დაყადაღებულ ტექნიკაზე განვადების დოკუმენტები და ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან , საიდანაც დგინდება, რომ ,,samsung“-ს ფირმის მაცივარი შეძენილ იქნა მოპასუხე მი---ლ ტუ--–---–ის მიერ. ხოლო მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ 1) დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში, 2) სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამი თეთრი შავში პრიალა ზედაპირით, სკამები ტყავის ზედაპირით 3) სამზარეულოს სკამები შავი თეთრში - შეძენილია მოსარჩელის მიერ. მოპასუხე მ------–- სუ----ის განმარტებით, აღნიშნული მოძრავი ნივთები იმყოფებოდა მისი მეუღლის მი---ლ ტუ--–---–ის საცხოვრებელ სახლში. ამავე დროს მოსარჩელე მ------–- სუ----ემ განმარტა, რომ,,hisense“-ს ფირმის ტელევიზორი მისი სახსრებით ნაყიდია, ,,efes“ -ს ფირმის გაზქურა შეიძინა 2016 წელს, ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანა იყიდა ნაჩუქარი ფულით. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება მხარეთა მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში ერთმა მოპასუხემ მთლიანად, ხოლო მეორემ ნაწილობრივ ცნეს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მ------–- სუ----ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა სარჩელის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქ-----–---–ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 23.01.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებულია მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის ქა-–-- წნ----–-, მ--------------------– შესახვევში, ქ.---ში მდებარე- 1) დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში, 2) სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამი თეთრი შავში პრიალა ზედაპირით, სკამები ტყავის ზედაპირით 3) სამზარეულოს სკამები შავი თეთრში - შეძენილია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
მოსარჩელემ ვერ დაადასტუა ,,hisense“-ს ფირმის ტელევიზორის, ,,samsung“-ს ფირმის მაცივარი, ,,efes“ -ს ფირმის გაზქურა, ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანა თეთრი შვიდ კილოიანის წარმომავლობა და მის კავშირი ნივთებთან. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს ნივთები შეძენილია მი---ლ ტუ--–---–ის და მ------–- სუ----ის მიერ ერთობლივად, მათი ქორწინების პერიოდში. ამრიგად, ეს ნივთები უნდა დაექვემდებაროს აუქციონზე რეალიზაციას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შეჩერდა კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო აღმასრულებლის თ------- ქ-----–---–ის 23.01.2018 წლის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ქონების რეალიზაცია.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ ეტაპზე არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი- ,,hisense“-ს ფირმის ტელევიზორის, ,,samsung“-ს ფირმის მაცივარის (ორი კარით), ,,efes“ -ს ფირმის გაზქურის (ვერცხლისფერი შავით), ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანის, თეთრი ფერის, შვიდ კილოიანის -რეალიზაციის შეჩრების ნაწილში და ამ ნაწილში უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249, 257-ე, 2591 -ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ------- ქ-----–---–ის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის გამო 23.01.2018 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N146496 აქტით დაყადაღებული მოძრავი ქონება - სიღნაღის რაიონის ქა-–-- წნ----–-, მ--------------------– შესახვევში, ქ.---ში მდებარე- 1) დივანი და ორი კრესლო წითელ და შავ ფერებში (აქტის № 78379), 2) სამზარეულოს მაგიდა ოთხი სკამით, თეთრი შავში პრიალა ზედაპირით, სკამები ტყავის ზედაპირით (აქტის № 78382 ) 3) სამზარეულოს სკამები შავი თეთრში (აქტის78385)
2. hisense“-ს ფირმის ტელევიზორის (აქტის N78378), 2) ,,samsung“-ს ფირმის მაცივარის, ორი კარით, (აქტი N78380), 3),,efes“ -ს ფირმის გაზქურის, ვერცხლისფერი შავით (აქტის N78381), 4) ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანის, თეთრი ფერის, შვიდ კილოიანის (აქტის N78384) ყადაღისაგან განთავისუფლებაზე, მოსარჩელეს ეთქვას უარი.
3. მოსარჩელე მა---- გა--–----–-–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
(საგადახდო დავალება - №16201755; 21.02.2018წ; გადამხდელის ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკი“, მიმღები - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი TRESGE22; თანხა - 100 ლარი, გადამხდელი - მა---- გ---–----–-–---–-).
4. გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ,,hisense“-ს ფირმის ტელევიზორის, ,,samsung“-ს ფირმის მაცივარის (ორი კარით), ,,efes“ -ს ფირმის გაზქურის (ვერცხლისფერი შავით), ,,LJ“-ს ფირმის სარეცხი მანქანის, თეთრი ფერის, შვიდ კილოიანის -რეალიზაციის შეჩერების ნაწილში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: პაატა ნოზაძე