გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/2784-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე
მოსარჩელე - ს---–-------–---------ი
წარმომადგენელი - ე----------------ე
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თ---------------ა
მესამე პირი - ა-–-------–---------ი
წარმომადგენელი - ც--------------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, 2018 წლის 1 მარტის N0-------- გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ს---------------ში ს---–-------–---------ის რეგისტრაციიდან მოხსნის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, 2018 წლის 5 აპრილის, N0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ს---–-------–---------ის ნაწილში
1.3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ს---------------ში ს---–-------–---------ის რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი ა-–-------–---------ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს წარედგინა ა-–-------–---------ის N2----- განცხადება, რომლის მიხედვითაც მოთხოვნილ იქნა, მისამართზე: ქ. თბილისში, ს---------------ში რეგისტრირებული ს---–-------–---------ის, ც---–-------------ვის, რ-----------------ის, რ-------–---------ის, რ--------–---------ის, ა---------–---ის, ა------------–---ის, ს---–-------–---------ის, მ---------–---------ის და ვ--------–---------ის რეგისტრაციიდან მოხსნა. განცხადებაში აღინიშნა, რომ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები უკანასკნელი 6 თვეზე მეტია აღარ ცხოვრობდნენ მისამართზე: თბილისი, ს---------------ში.
განცხადებას თან ერთვოდა ორი სრულწლოვანი მოწმის: მნ-–----ი ო---------ის და მ-----–----–---------ის მიერ შევსებული ახსნა-განმარტებები, რომელთა მიხედვითაც დასტურებოდა, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირები უკანასკნელი 6 თვეზე მეტია აღარ ცხოვრობდნენ ზემოთმითითებულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–-------–---------ი განცხადება N2----- (ს.ფ. 89);
- მნ-–---- ო---------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 90-91);
- მ-----–----–---------ის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 92-93);
4.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2017 წლის 13 დეკემბრის N2----- განცხადების საფუძველზე, რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირებს გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები.
2017 წლის 21 და 22 დეკემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს N2-----, N25----, N2---- და N------ განცხადებებით მიმართეს მოქალაქე ს---–-------–---------მა, რამინ ალესკეროვნა, ა---------–---მა და რ--------–---------მა. ასევე 2018 წლის 9 იანვარს N---- განცხადებით მიმართა ს---–-------–---------მა. აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ ისინი ცხოვრობენ მისამართზე: ქალაქი თბილისი, ს--------------.
2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებაში მონაწილეობდნენ ს---–-------–---------ი, ი------–--ე, ს-----–---------------ი და თ----–-----–---ი. აღნიშნულ ოქმში დამსწრე პირბმა დაადასტურეს ს---–-------–---------ის წინა დღით სახლში ყოფნის ფაქტი, მათვე მიუთითეს დანარჩენი პირების ცხოვრების ფაქტზე წილების მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები, შეტყობინებები (ს.ფ. 94-105);
- საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 86-88);
4.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის N0-------- გადაწყვეტილებით, ა-–-------–---------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ ს---–-------–---------ი, ც---–-------------ვი, რ-----------------ი, რ-------–---------ი, რ--------–---------ი, ა---------–---ი და ა------------–---ი მოიხსნენ რეგისტრაციიდან მისამართიდან: ქ. თბილისი, ს---------------დან. მოთხოვნა ს---–-------–---------ის (არასრულწლოვანი პირი), მ---------–---------ის და ვ--------–---------ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის N0-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 106-108);
4.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 მარტს N5---- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის პირველი მარტის N0-------- გადაწყვეტილებით რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირებმა, რომელთაც აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა და მისამართზე: ქ. თბილისი, ს---------------ში რეგისტრაციის აღდგენა მოითხოვეს.
2018 წლის 28 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილ პირის მიერ შედგა დათვალიერების ოქმი, რომლის თანახმად მისამართზე: ქ. თბილისი, ს---------------ში იმყოფებოდნენ რ-------–---------ი, რ--------–---------ი და ს---–-------–---------ი, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2011-2013 თბილისის განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე შენობის დემონტაჟი/რეკონსტრუქცია. მშენებლობის შემდეგ სახლი გადაეცათ ე.წ. შავი კარკასის მდგომარეობაში და ეკონომიკური მდგომარეობის გამო დღემდე არ დაუსრულებიათ რემონტი. დამსწრე პირებმა განმარტეს, რომ ისინი პერიოდულად რჩებიან სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 28 მარტის დათვალიერების ოქმი (ს.ფ. 113-115);
4.5. 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, ს---------------ში მდებარე შენობა შესული იყო სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში, ხოლო მოსარგებლე წარმოადგენდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართის მფლობელსა და ფართით მოსარგებლეს. ვინაიდან გარდაიცვალა უ---------–---ი, რომელთანაც ფონდს გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 2011 წლის 27 იანვარს, როგორც ფართით მოსარგებლესთან, ხოლო აღნიშნული ფართის მოსარგებლეს ასევე წარმოადგენდა რ--------–---------ი, ფონდი წყვეტდა 2011 წლის 27 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას და აფორმებდა ახალ ხელშეკრულებას იმის თაობაზედ, რომ მოსარგებლის მიერ მისაღები საცხოვრებელი ფართი განისაზღვრებოდა არანაკლებ 40,74 კვადრატული მეტრი ფართით ახლადაშენებულ შენობაში, რომელიც მდებარეობდა ს---------------ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 27 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20);
- 2012 წლის 31 ოქტომბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22);
4.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N0---------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ს---–-------–---------ის, რ-------–----------ს, რ--------–---------ის, ა---------–---ის და ა------------–---ის 2018 წლის 5 მარტის N5---- ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 01.03.2018 წლის N0-------- გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის N0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 169-173);
4.7. კომუნალური გადასახადების დამადასტურებელი ქვითრებით დასტურდება, რომ მისამართზე: ქ. თბილისი ს-------------- ყოველთვიურად ხდებოდა აბონენტზე მოხმარებული თანხის დარიცხვა და გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვითრები (ს.ფ. 40-51).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლის და გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი.
7.სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული აქტები არიან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.
7.2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.
ამავე წესის მე-19 მუხლი განსაზღვრავს პირის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხს. მოცემული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრე არ არის, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, განცხადებას უნდა ერთვოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ განმცხადებელი იმ საცხოვრისის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის N0-------- გადაწყვეტილებით, ა-–-------–---------ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ს---–-------–---------ი, ც---–-------------ვი, რ-----------------ი, რ-------–---------ი, რ--------–---------ი, ა---------–---ი და ა------------–---ი მოიხსნენ რეგისტრაციიდან მისამართიდან: ქ. თბილისი, ს---------------დან. მოთხოვნა ს---–-------–---------ის (არასრულწლოვანი პირი), მ---------–---------ის და ვ--------–---------ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ა-–-------–---------ის განცხადება და პირის მისამართზე არცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე მ-----–----–---------ის და მნ-–---- ო---------ის ახსნა-განმარტება.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სადავო მისამართზე მოსარჩელე ცხოვრობს. საქმეში დაცულია დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ს---------------ში არსებულ შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ ფართი ჩაბარდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რემონტს აკეთებენ ნაწილ-ნაწილ და შესაბამისად სახლში ჯერ სრულად არ არის საცხოვრებელი პირობები მოწყობილი. მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა რომ ფართში ძირითადად ცხოვრობს ს---–-------–---------ი, ვინაიდან შვილები ამჟამად ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე ოჯახებით და მათთან ოჯახის წევრთა სიმრავლის გამო ცხოვრება არ შეუძლია. საქმეს ასევე ახლავს კომუნალური გადასახადების დამადასტურებელი ქვითრები, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად ფიქსირდება მოხმარებისა და გადახდის შემთხვევები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ს-----–---------------ი, რომელმაც დაადასტურა რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის ბოლო 6 თვის განმავლობაში ს----------ში ცხოვრების ფაქტი. მოწმემ დაადასტურა, რომ ს---–-------–---------ი ძირითადად ცხოვრობს ს---------------ში მდებარე ბინაში, ხოლო დანარჩენი ოჯახის წევრები საცხოვრებელი პირობების არქონის გამო ცხოვრობენ სხვა მისამართებზე, თუმცა ინარჩუნებენ კავშირს ამავე ბინასთან. რაც შეეხება ს---–-------–---------ს, მას ბინაში სისტემის გაუმართაობის გამო წყალი გადაკეტილი აქვს, რის გამოც ს---–-------–---------ი, როგორც მეზობელი სარგებლობს მისი სახლის სველი წერტილებით. საქმეში დაცულია ასევე საცხოვრებელი ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც ასახულია დათვალიერებაში მონაწილე პირთა განმარტებები. აღნიშნული განმარტება შინაარსობრივად თანხვედრაში მოდის მოწმის ჩვენებასთან (ს.ფ. 86-88).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის 01 მარტის N0-------- გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული და სრულფასოვნად შეფასებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასათანადოდ შეფასდა რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი, ვინაიდან როგორც წარდგენილი განცხადებებით, ისე ადგილზე დათვალიერებისას გამოკვლეული გარემოებები იძლეოდა იმ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ს---–-------–---------ი, ბინაში არსებული პირობების გათვალისწინებით შესაძლოა ყოველდღიურად ვერ რჩებოდა ს---------------ში არსებულ ბინაში, თუმცა პერიოდულად კავშირი ჰქონდა აღნიშნულ საცხოვრებელ სახლთან და სხვა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი მას არ გააჩნდა.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ?? ???????? VI ????? გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წინააღმდეგობაშია მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რაც ქმნის წანამძღვრებს მათი ბათილად ცნობისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი იქნა ყველა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ს---------------ში ს---–-------–---------ის რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, მოპასუხეები ვალდებული არიან მოსარჩელეს აუნაზღაურონ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-13, 22-23-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---–-------–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 1 მარტის N0-------- გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 აპრილის, N0---------- გადაწყვეტილება;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. თბილისში, ს---------------ში ს---–-------–---------ის რეგისტრაციის აღდგენის თაობაზე;
4. მოპასუხეებს დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ს---–-------–---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე