განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
330100118002679258
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზა-----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ე-–----- შ----–ის ძე ი-----–---ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის მომენტისათვის), პირადი #----------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–----------–--------–----–-------------.

 

ადვოკატი - პ------------–---–ი

 

თარჯიმანი - ე-–------------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილი (ოთხი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ე-–----- ი-----–---მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,289 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე მან გაასაღა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 9 აგვისტოს, ქ. მარნეულის ცენტრში, შ. რ---------–-------------ში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0749 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

· 2018 წლის 14 აგვისტოს, ქ. მარნეულში, შ------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,05 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

· 2018 წლის 16 აგვისტოს, ქ.მარნეულში, შ-----------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0746 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

· 2018 წლის 27 აგვისტოს, ქ.მარნეულში, შ-----------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ე-–----- ი-----–---მა 0,0895 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი 2 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა შ--–-- წ--–------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; ამოღების ოქმები; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნა; ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მიღებული მასალები;) ერთობლიობა ე-–----- ი-----–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–----- ი-----–---მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (4 ეპიზოდი), დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი).

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ე-–----- ი-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას (გარდა უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია ნარკოტიკული საშუალების არაერთჯერადი გასაღების ფაქტი), უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ე-–----- ი-----–---ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული, სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ე-–----- ი-----–---ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა განმარტებით, ე-–----- ი-----–---ი ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული იქნა 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით და აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების ვადა არაა გასული, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ე-–----- ი-----–---ის მიმართ საბოლოო სასჯელი განსაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:

 

სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

- ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერები 3 (სამი) ცალ DVD დისკზე შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ე-–----- ი-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, ე-–----- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ე-–----- ი-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.

 

ე-–----- ი-----–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ე-–----- ი-----–---ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეოჩანაწერები 3 (სამი) ცალ DVD დისკზე შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია