განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-0100118002711530-1/420-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
1- ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ა---––---- რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი -კ---------–---–---–-, გ-------–----------;
დაცვის მხარე: ბრალდებული - ი--------------–---–-, დაბადებული 1-.0-.1---წელს ა------ში, პ/ნ 0---------- საქართველოს მოქალაქე, ა------ი, სოფ,ბ---–--------.
ადვოკატი - ზ-------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ბ" ქ/პ-ით.
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი--------------–---–-ს მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, 2018 წლის 07 ოქტომბერს ა------ის რაიონ სოფელ ბ---–-------–- მცხოვრები, ქურდობის ჩადენისთვის ნასამართლევი ი--------------–---–- ა------ის რაიონ სოფ.უ---–- თ------------–-–---–-ს კუთვნილი ვაშლის ბაღიდან მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაეუფლა 942კილოგრამის ოდენობით ვაშლს, რომელიც ჩააბარა 94(ოთხმოცდათოთხმეტ) ლარად და აღებული თანხა გამოიყენა პირადი დანიშნულებისამებრ.
ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ------------–-–---–- მიადგა 94 ლარის ოდენობის ზიანი.
ამდენად, ი--------------–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის,,ბ" ქ/პ-ით.
1.3. წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
ი--------------–---–- საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაეთვლება პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდება ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვლება პირობით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი--------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვლება პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ი--------------–----–-- მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მ---------------, თ------------–-–---–-ს, ი-----------–---–--, პ---–---------–---–--- გ-------–---–---–--, ი--------------–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაზარალებულად ცნობის დადგენილებადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორს კ---------–---–---–- ბრალდებულ ი--------------–---–- და მის ადვოკატს ზ-------------ს შორის.
3.2. პროკურორმა კ---------–---–---–-- ა---––---- რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ი--------------–---–-ს მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა კ---------–---–---–--, ბრალდებულმა ი--------------–---–-- და მისმა ადვოკატმა ზ-------------მ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს, ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ბრალდებულებს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, ბრალდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. ამასთან, ბრალდებულები სრულყოფილად აღიქვამენ საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.5. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული: ი--------------–---–- სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21--ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადონ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.6. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველებს, რომ ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქმის მასალებისა და ბრალდებულების მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ი--------------–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის. ამასთან, სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ა---––---- რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---------–---–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუალის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის კ---------–---–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ი--------------–---–- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2.1. ი--------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩაეთვლოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ა---––---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად კვლავ ჩაეთვალოს პირობით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი--------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების პირველი ნაწილებისა და 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ჩაეთვლოს პირობითად, ამავე (ხუთი წელი) გამოსაცდელი ვადით.
2.2. ი--------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არაა უზრუნველყოფილი გაუქმდეს.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი მოთხოვნები.
- თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე გია ბერაია