განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
080100118002681233
დავის ტიპი
236 1
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/927-18 (N090011215001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

13.11.2018 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ჭ----------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ------- წ-----ე

მამის სახელი: ი-----

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ბაღდათის რაიონი სოფელი დ---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (27.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქცია);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- წ-----ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- წ-----ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში მდებარე საკუთარ სახლში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ,,GOLD STAR – 2002” მოდელის N36490 პისტოლეტი, რაც 2015 წლის პირველ დეკემბერს, აღნიშნულ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პოლიციის მუშაკების მიერ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2018 წლის 31 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- წ-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- წ-----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ------- წ-----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ი-----–- მ----–---–ის, ი----- წ-----ის, ზ------ ჭ--–--ის, გ------- გ---–--–--ის, გ------ კ------ს, ნ---- მ-------–---–ის, მ------ ც-------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; ჩხრეკის ოქმით და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; ბალისტიკური ექსპერტიზის N240/ბ დასკვნით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ------- წ-----ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (27.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით’’.

 

გ------- წ-----ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ოჯახში ჰყვს ხანდაზმული მშობლები. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ნასამართლობის არ მქონეა.

 

სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- წ-----ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნით, რომელიც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ამ ეტაპზე პირობით არ იქნება მოყვანილი სისრულეში შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- წ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (27.06.2018 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

3. მსჯავრდებულს გ------- წ-----ეს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

4. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ გ------- წ-----ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

5.1. 9 მმ ნომინალური კალიბრის ,,GOLD STAR – 2002” მოდელის N36490 პისტოლეტიდან ექსპერიმენტულად გასროლილი 3 ცალი მასრა, რაც ინახება საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტყვიამასროთეკაში - გადაეცეს მასვე.

5.2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ,,GOLD STAR – 2002” მოდელის N36490 პისტოლეტი, დალუქული შსს NFCI560756 ლუქის ბეჭდით, რაც ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს მეშვეობით მოხდეს მისი, როგორც დანაშაულის საგნის საპროცესო კონფისკაცია.

 

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე