განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
120100118002615834
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/344-18წ. 08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო--------------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ი------------–---–ი- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 1----------; მცხ: ქ.ბ---------ი, გ----------------–-ს ქ.N30;

ადვოკატი - ი----------------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 17 ივლისს დაახლოებით 13:10 საათზე, ქ.ბ---------ში ა----–-----–ის ქ.N15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი------------–---–მა შელაპარაკების საფუძველზე მეუღლეს ლ--–--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ასევე, 2018 წლის 17 ივლისს დაახლოებით 13:10 საათზე, ქ.ბ---------ში ა----–-----–ის ქ.N15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ი------------–---–მა შელაპარაკების საფუძველზე მეუღლეს ლ--–--------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ლ--–--------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებია, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ი------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1, მ--–--თა გამოძახების ოქმები, დაკავების შეტყობინების ოქმები, დადგენილება ლ--–--------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ლ--–--------–---–ის უფლებების განმარტების ოქმი, ლ--–--------–---–ის მოწმისა დაა დაზარალებულის სახით მიცემული ჩვენებები, დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლ--–--------–---–ის ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი და ხელწერილი, ბრალდებულ ი------------–---–ის დაკავების ოქმი, მ--–--ღა: ბ--------------–--ის, მ----------–---–ის, დ-------------–---–ის, გ----------------–---–ის, გ---------------–---–ის, ი-------------ის, მ---------------ის, დ--------–---ის, ნ-----–-----ის და ფ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მიმართვა ექსპერტს, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ხელწერილი, დადგენილება ი------------–---–ის ნიმუშის აღების შესახებ, ი------------–---–ის ნიმუშის აღების ოქმი და ხელწერილი, დადგენილება ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ი---- გ-------–---–-ს ნასამართლობის ცნობა, ი------------–---–ის ადმინისტრაციულსახდელდადების შემ--–--ბის ცნობა, მიმართვა და პასუხის სააღსრულებო ბიუროდან, მიმართვა და პასუხის პრობაციის ბიუროდან, 2016 წლის განაჩენი ი------------–---–ის მიმართ) და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

მ--–-- ლ--–--------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის მაისის თვის ბოლოს მეუღლემ ი------------–---–მა მის მიმართ დაიწყო გინება და სიტყვიერი შეურაწყოფა, ხშირად კამათობდნენ და ერთ-ერთი კამათის დროს ი------------–---–მა უთხრა, რომ აღარ უყვარდა, იმავე დღეს შეთანხმდნენ, რომ დაშორდებოდნენ რის შემდეგ ი---- სახლიდან წავიდა, ხოლო ლ--–- დარჩა სახლში შვილებთან და ი----ს მამასთან ფ-------------–---–თან ერთად, მას შემდეგ ი---- რამდენჯერმე მივიდა სახლში ბავშვების სანახავად, ამ დროს ზედმეტი არაფერი უთქვამს და არც არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ბავშვებს ნახულობდა და მიდიოდა სახლიდან. მიმდინარე წლის 17 ივლისს მოწმე იმყოფებოდა სახლში მარტო, ხოლო მისი შვილები მეზობელთან იყვნენ დილიდან გადასულები და თამაშობდნენ, ლ--–-ს მამამთილიც ეზოში იმყოფებოდა, ლ--–- კი სახლში სახლის საქმეებით იყო დაკავებული, დაახლოებით 13:00 საათზე სახლში შევიდა მისი მეუღლე ი------------–---–ი, იგი იმყოფებოდა სახლის მისაღებ ოთახში, ი----მ პირდაპირ აგრესიული ტონით ჰკითხა თუ რატომ ალაპარაკებდა ნათესავებს მასზე, ლ--–-მ კი უპასუხა, რომ არავინ არ ჭორაობდა მასზე და დაწყნარებულიყო, რის შემდეგაც ი----მ ლ--–-ს შეაგინა დედის მისამართით და აგრძელებდა სიტყვიერ შეურაწყოფას მასსა და მისი ნათესავების მიმართ, ლ--–- კი ცდილობდა მის დაწყნარებას და სთხოვდა, რომ წასულიყო სახლიდან, აღნიშნულზე ბრალდებული უფრო გაღიზიანდა და მარჯვენა გაშლილი ხელი ერთხელ პირდაპირ ჩაარტყა სახეში მარცხენა ლოყის მხარეს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი ლოყის არეში, მაშივე გავარდა მეორე საძინებელ ოთახში. ამ დროს სახლში ფ-------------–---–იც შევიდა, დაუწყო დაწყნარება და უხსნიდა რომ შეეწყვიტა ყვირილი, ლ--–- კი ეზოში გავიდა, რომ გარიდებოდა ი----ს, ხმაურზე სახლში მივიდნენ დაზარალებულის ნათესავები, ხოლო მათი მისვლის შემდეგ ი------------–---–ი გაიქცა სახლიდან. ცოტა ხანში ბრალდებული მიბრუნდა სახლში და აგრესიულად წავიდა ლ--–-სკენ, მას მარჯვენა ხელი ქონდა ზურგს უკან მოფარებული, ვიდრე მიუახლოვდებოდა უკნიდან ლ--–-ს ძმამ მოჰხვია ხელები და შებოჭა, ი----მ გაუწია წინააღმდეგობა და ორივე წაიქცა საწოლზე, რა დროსაც ი---- ლ--–-ს მისამართით იძახდა მოვკლავო, ამ დროს ლ--–-მ დაინახა, რომ ი----ს ხელში ეკავა დანა და მიხვდა, რომ მასზე იძახდა მოვკლავო, ლ--–-ს შეეშინდა მისი ძმისთვის არაფერი დაეშავებინა მიუახლოვდა მათ და ი------------–---–ს წაართვა შავტარიანი დანა და იქვე საწოლის გვერდით მიაგდო, მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში ჯანმრთელობის დაზიანების და მუქარის სისრულეში მოყვანის.

მ--–-- მ----------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის შვილს ლ--–--------–---–ს და ი------------–---–ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო ორი-სამი თვეა რაც ურთიერთობა დაეძაბათ და სულ ეჩხუბებოდა ლ--–-ს, რის გამოც ი---- სახლიდან იყო წასული და მხოლოდ ბავშვების სანახავად მიდიოდა სახლში. 2018 წლის 17 ივლისს დაახლოებით 13:00 საათზე დაურეკა დედამისმა ნ-----–-----ემ, რომელიც მუშაობს ლ--–-სა და ი----ს საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად და მ----------–---–ს უთხრა, რომ ლ--–- და ი---- ჩხუბობდნენ და ჩაეხედა მისი შვილისათვის, რადგან ლ--–-ს სახლიდან ისმოდა ყვირილის და ჩხუბის ხმა. როდესაც ლ--–-სთან მივიდა დედამისი ელოდებოდა კორპუსის სადარბაზოსთან. როდესაც სახლში ავიდნენ დახვდათ ლ--–- და ლ--–-ს მამათილი ფ-------------–---–ი, ი---- კი სახლიდან წასულიყო. ლ--–-მ უამბო თუ როგორ მივიდა გაღიზიანებული ი---- და მას დაუწყო გინება, ასევე რომ გაარტყა სახეში ხელი, რომელსაც ეტყობოდა, რომ მარცხენა ლოყის მხარეს მართლაც ჰქონდა რაღაც მოხვედრილი, რადგან ჰქონდა ძალიან გაწითლებული, ასევე ისიც უთხრა, რომ ი----ს მიუყენებია სიტყვიერი შეურაწყოფა, კერძოს შეუგინებია დედის მისამართით რამდენჯერმე. ამ დროს როდესაც ლაპარაკობდნენ ი---- შევიდა სახლში ისევ ლანძღავდა და აგინებდა, ი---- აგრესიულად წავიდა ლ--–-სკენ, მას ცალი ხელი ჰქონდა ზურგს უკან მოფარებული, სანამ მიუახლოვდებოდა მისმა ძმამ ი----ს ზურგის მხრიდან მოხვია ორივე ხელი და შებოჭა, ი----მ გაუწია წინააღმდეგობა და ორივე წაიქცნენ საწოლზე, რა დროსაც ი---- ლ--–-ს მისამართით იძახდა მოვკლავო, ამ დროს ი----ს ეკავა დანა და მიხვდა, რომ ლ--–-ზე იმუქრებოდა მოვკლავო, ყველას ძალიან შეეშინდათ, რომ მათთვის არაფერი დაეშავებინა, ლ--–- შიშით მიუახლოვდა და ი----ს წაართვა შავტარიანი დანა და იქვე დააგდო საწოლის გვერდით, ამ დროს კი კვლავ იგინებოდა და იძახდა ლ--–-ზე მოვკლავო, ამის შემდეგ მალევე მივიდა პოლიცია.

ანალოგიური ვითარება აღწერეს მოწმე მ-------------–---–მა, ნ-----–-----ემ, ფ-------------–---–მა გამოკითხვის დროს.

2018 წლის 18 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მ--–-- ლ--–--------–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა სახლში პატარა ლოჯში არსებული ფანჯარაზე სადაც მოხდა მისი მეუღლის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

2018 წლის 17 ივლისის შემთხვევის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ბ---------ში დ----- ა----–-----–ის ქ.N15-ში, სახლში არსებული ლოჯში მარცხენა მხარეს განთავსებულია მაგიდა და სკამები, გვერდით ტელევიზორი, ხოლო პირდაპირ გაშლილია საწოლი, რომლის მარჯვენა მხარეს ხალიჩაზე დაგდებულია შავი ფერის დანა.

2018 წლის 18 ივლისს სამედიცინო ექსპერტიზის N5--/0-/9-3 დასკვნით დადგენილია რომ ლ--–--------–---–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

2018 წლის 29 აგვისტოს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპეტრიზის დასკვნით დადგენილია, რომ ლ--–--------–---–ი ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ლ--–--------–---–მა ი------------–---–ის ქმედებით არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 18 ივლისის სასამართლო სამედიცინო დასკვნის N5--/0-/9-3 დასკვნის თანახმად ი------------–---–ის სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხაულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 18 ივლისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ლ--–--------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ი------------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ი------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზთვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 2 თვითა 25 დღის ვადით, საიდანაც 2 თვე და 25 დღე მოიხადა რეალურად სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს ბრალდებული იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელი ვადის მოქმედების პირობებში.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტი გავლენას ახდენს წარდგენილი კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე.

ნივთიერი მტკიცებულებები: ნერწყვის ნიმუში და პლასტმასის ტარიანი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ი------------–---–ი (პ/№1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

- ასევე, ი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით დანაშაულის რეციდივის დროს დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს 111. 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით. დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის N1/3---15 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. საბოლოოდ, ი------------–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

3. ი------------–---–ის (პ/№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 17 ივლისიდან.

4. ნივთიერი მტკიცებულებები: ნერწყვის ნიმუში და პლასტმასის ტარიანი დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი