განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2598593-1/331-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გი-----------–---–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – გი-----------------------------–---–ი, დაბადებული 1-----–-–------------------ს, პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო--------- რ-ნი სოფ. რ---–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირ---–- ნაწილით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 ივნისს, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გი----------------–---–- ადმინისტრაციული სახდელი დაედო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირ---–- ნაწილით, ამასთან 2018 წლის 06 ივლისს ბო--------- რაიონის სოფელ რ---––ი, გი----------------–---–- არ დაემორჩილა, მის მიმართ 2018 წლის 05 ივლის გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნებს, კერძოდ მას აკრძალული ქონდა მიახლოებოდა ყოფილი მეუღლისა და შვილის საცხოვრებელ სახლს, რაც არ გაითვალისწინა გი----------------–---–-ა და მითითებულ ადგილას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ლა------------ს.
2. წარდგენილი ბრალდება.
2018 წლის 06 ივლისს გი----------------–---–-ს დაკავებულ იქნა, ხოლო 2018 წლის 07 ივლისს გი----------------–---–- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირ---–- ნაწილით;
3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინებით გი----------------–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გი----------------–---–-ა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირ---–- ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
ლა------------ს ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 6 ივლისს დილით დაახლოებით 08:00 საათზე ლა------------ს ყოფილი სიძე გი----------------–---–- მივიდა მათთან სახლის ეზოში, იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში ისე რომ სიარულიც კი უჭირდა და სთხოვა ლა------------ს დაეძახა მისი შვილიშვილისთვის მა---------–----------ის, რაზეც ლა------------მ უპასუხა, რომ მას ეძინა და ვერ ნახავდა, ამის შემდეგ სთხოვა გი----------------–---–-ა რომ დახმარებოდა და თავის სახლში მიეყვანა, რაზეც ლა------------მ იგი წაიყვანა სახლში და იქვე ბალკონზე დააწვინა და თვითონ უკან სახლში დაბრუნდა. დაახლოებით იქნებოდა შუადღე, როდესაც კვლავ დაბრუნდა გი----------------–---–- ისევ ნასვამ მდგომარეობაში და ისევ თავისი შვილის ნახვა ითხოვა, მან უთხრა რომ არ იცოდა სად იყო მა------- ამაზე ძალიან გაღიზიანდა და დაუწყო უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა ლანძღვა გინება. აღნიშნულზე გამოიხედა ლა------------ს რძალმა ნი------------მ, რომელიც ასევე შეესწრო ლა------------ს და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტს გი----------------–---–-ს მხრიდან.
იხ. ს.ფ. 49-51;
მა---------–-----ს ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 6 ივლისს იმყოფებოდა სახლში, ჭამის შემდეგ გართობის მიზნით ჩავიდა სახლის ეზოში, რა დროსაც ეზოში შემოვიდა მისი მამა გი----------------–---–-, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მივიდა მა--------- და დაუწყო ლაპარაკი, ეუბნებოდა რომ ქურდულად მოქცეულიყო და როცა ის მიდიოდა მასთან მაშინვე პოლიციაში ნუ რეკავდა, მ-------ს ბებიაც ეზოში იყო და გი----------------–---–- დაუწყო რაღაცეებზე საუბარი, რაღაც ძველ ამბებზე ლაპარაკობდნენ და ლა------------ რომ რაღაცას ეტყოდა ის ბრაზდებოდა და ხმამაღლა აგინებდა, მა------- ეს ვეღარ მოითმენდა გაიქცა სახლის უკან იქ დაიმალა და იქიდან დარეკა 112-ში. შეატყობინა რომ მამამისი გი----------------–---–- იმყოფებოდა მათთან სახლში მიუხედავად იმისა რომ მას შემაკავებელი ორდერით აქვს აკრძალული მათთან მიახლოება.
იხ. ს.ფ. 54-56;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით გი----------------–---–- ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 1752-ე მუხლის პირ---–- ნაწილით.
იხ. ს.ფ. 41-43;
გი----------------–---–-ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები, მოწმეების შო---------------ის, პა--------–-–---–-ს, და------------–---–ის, გი-------–--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
7. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გი----------------–---–-ა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირ---–- ნაწილით.
8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი----------------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
გი----------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება.
9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირ---–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი----------------–---–- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გი----------------–---–-ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით გი----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ ზ----------–--–---–- განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გი----------------–---–- (პ/ნ №1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირ---–- ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის №1/123-18წ განაჩენით დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი 2 წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის №1/123-18წ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან-თავისუფლების აღკვეთა 1 წელი.
საბოლოოდ, გი----------------–---–- განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2.მსჯავრდებულის გი----------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 06 ივლისიდან.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე