განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წელი ქ-----------ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი-----–-------------
პირადი ნომერი: №2----------;
დაბადებული: 02.03.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: არასრული საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი და ფაქტობრივად მცხოვრები მ--------–-ს რაიონი, სოფელი ქ-–--–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ.
ადვოკატი - თემურ პოპიაშვილი
თარჯიმანი - ნურანა გაჯიევა
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
_ 2018 წლის იანვრის ბოლოს, ზუსტი რიცხვი უცნობია, ქალაქ რუსთავში, მ----–---–ის მ--------------–--–-ს N-----ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა მუცელში, რითაც ა-–--–---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
_ დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ რუსთავში, მ----–---–ის მ--------------–--–-ს N-----ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ი-----–------------- მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზეზებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რომლის მოვალეობა იყო მხოლოდ მისი მომსახურეობა და მორჩილება, რითაც ა-–--–---------ა განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. გარდა ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------------მა, შელაპარაკებისას, მეუღლის ა-–--–---------ას დედას - რ-----------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - რ------------ას თანდასწრებით, ხელი ჰკრა, რითაც წააქცია იატაკზე და ფეხი დაარტყა წვივის არეში და მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ა-–--–---------ამ უსაყვედურა მას მომხდარი გამო, ხელი გაარტყა მხარში და მუშტი ოთხჯერ დაარტყა თავში, რითაც რ--- და ა-–--–---------ებმა ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1 სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა-–--–---------ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მეუღლის) ი-----–-------------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.2 სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ-----------ამ განმარტა, რომ ი-----–------------- არის მისი სიძე ხოლო ა-–--–---------ა მისი შვილია. 2018 წლის 31 მარტს ი-----–------------მა ცოტა დალია ალკოჰოლური სასმელი რაზეც რ-----------ა და მისი შვილი გაბრაზდნენ და ა-–--–---------ამ ამის გამო გამოიძახა პოლიცია. ი-----–-----------ს მისთვის არასდროს უჩხუბია. როდესაც პოლიცია მივიდა ი-----–- წაიყვანეს, თავად სახლში დარჩა. მოგვიანებით რ-----------აც წაიყვანეს პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები რაღაცას წერდნენ, მაგრამ არ იცის რას. რაც შეეხება თარჯიმანს, იგი 1 კვირის შემდეგ მივიდა მასთან სახლში.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა რ-----------ას გამოკითხვის ოქმი. გამოქვეყნების შემდეგ დაზარალებულმა რ-----------ამ აღნიშნა, რომ ი-----–-----------ი იყო ნასვამი, მაგრამ მას არანირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც რ-----------ასთვის და არც ა-–--–---------ასთვის.
3.3 სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-----------------ემ განმარტა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--- პ---–-–----------ლ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი ი-----–-----------ს რ-----------ას და ა-–--–---------ას იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 31 მარტს იგი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, საღამოს საათებში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომ ქ-----------ში, მ----–---–ის მ--------------–--–-ს 8----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ი-----–------------მა მის მეუღლეს ა-–--–---------ას და სიდედრს რ-----------ას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით აღიძრა სს საქმე, სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით. იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–-----------ი, ა-–--–---------ა, რ-----------ა და მცირეწლოვანი ბავშვი. ა-–--–---------ა და რ-----------ა ადასტურებდნენ, რომ ი-----–-----------მა მათ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ი-----–------------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა საცხოვრებელ ბინაში, დაკავებისას მან გარკვეული წინააღმდეგობის გაწევაც სცადა. დაკავების შემდგომ იგი გადაყვანილი იქნა პ---–-–----------ლ განყოფილებაში. ბრალდებული იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც თავი შეუძლოდ იგრძნო, გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას გაეწია სამედიცინო დახმარება. ი-----–-----------ი მოთავსებული იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მას გააცნო ბრალის შესახებ დადგენილება და მისი უფლება-მოვალეობები. მის მიერ ასევე დაზარალებულად იქნენ ცნობილი ა-–--–---------ა, რ-----------ა და დაკითხული იქნენ დაზარალებულის სახით.
3.4 სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------–--–--–---–მა განმარტა, რომ მუშაობს რ---------------–-----------------–--- პ---–-–----------ლ განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი ი-----–-----------ს და ა-–--–---------ას იცნობს საქმიდან გამომდინარე. 2018 წლის 31 მარტს საღამოს საათებში რ---------------–-----------------–--- პ---–-–----------ლ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის თაობაზე, რომელშიც ფიქსირდებოდა, რომ ა-–--–---------ას და დედამისს რ-----------ას ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი ა-–--–---------ას მეუღლესთან ი-----–------------თან, რასაც შეესწრო არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნულ ფაქტზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. ინფორმაციის მიღების შემდგომ გამომძიებელი გ-----------------ე დაუყონებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე ორ სხვა პოლიციის თანამშრომელთან ერთად, რომელთა სახელი და გვარებიც არ ახსოვს. გამომდინარე იქიდან, რომ მოწმე დაკავების მომენტში შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა მან არ იცის იქ რა ხდებოდა. ამის შემდეგ განყოფილებაში მიიყვანეს ა-–--–---------ა და რ-----------ა, რომლებიც მის მიერ იქნენ გამოკითხული. მან ა-–--–---------ა პირადად გამოკითხა, რ-----------ას გამოკითხვას დაესწრო თარჯიმანი. აღნიშნულის შემდგომ მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც არაფერი არ იქნა ამოღებული. მეორე დღეს მან დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა ა-–--–---------ასთან მიმართებაში. იმავე დღეს ვერ მოხდა რ-----------ას შემოწმებაც ვინაიდან მან განაცხადა, რომ იყო შეუძლოდ და ვერ შეძლებდა ექსპერტთან მისვლას, ამიტომ რ-----------ას შემოწმება რამოდენიმე დღის შემდეგ მოხდა. მან ასევე გამოკითხა არასრულწლოვანი მოწმე გოგონა, ა-–--–---------ას ერთ-ერთი შვილი სოციალური მუშაკის თანდასწრებით. გამოკითხვის დროს ა-–--–---------ა საკმაოდ აღელვებული იყო და აღნიშნავდა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მეუღლემ მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.5 სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–----------------მა განმარტა, რომ მუშაობს ქ-------------–--------------–-------–-–--–- პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოცხადდა შსს რ---------------–-----------------–--- პირველ განყოფილებაში და ალკო ტესტის საშუალებით შეამოწმა ი-----–-----------ი, რომელსაც დაუდგინა ალკოჰოლური თრობა 1.617 პრომილეს ოდენობით, რაზეც შეადგინა ოქმი. იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნების შემოწმება ხდება ალკოტესტით მას პირველ რიგში ეკითხებიან სურს თუ არა აღნიშნული. მოცემულ შემთხვევაში ი-----–-----------მა თანხმობა განაცხადა ალკოტესტით შემოწმებაზე.
3.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N0-------- (ტომი N1, ს.ფ 34-36) დგინდება რომ მოქალაქე რ-----------ას 03.04.18 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი თავის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.7. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-------------–---მ და განმარტა, რომ იგი არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქ-------------–-------------–-------------სი. არ იცნობს ი-----–-----------ს, რ-----------ას და ა-–--–---------ას. რ---------------–-----------------–--- პირველი განყოფილების გამომძიებლის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა და წარმოდგენილი იქნა პირადად რ-----------ა. მას ობიექტური შემოწმებით აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი თავის მოდამოში, რაც მიყენებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მეშვეობით. იგი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მან პირადად შეამოწმა რ-----------ა და ამის საფუძველზე გასცა დასკვნა. ექსპერტიზის ჩასატარებლად რ-----------ა გამომძიებელმა მიიყვანა ადგილზე 3 აპრილს. დათვალიერებისას მან შეამჩნია მოლურჯო-მოყვითალო დაზიანება, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 31 მარტს მომხდარ ფაქტს.
3.8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 03 აპრილის N0-------- დასკვნის თანახმად მოქ. ა-–--–---------ას გარეგანი დათვალიერებით 02.04.18 წ. სხეულის მექანიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.
3.9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დგინდება, რომ 2018 წლის 31 მარტს საქართველოს შსს რ---------------–-----------------–--- პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სს საქმეზე N0----------- საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 126.1 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დანაშაულის გარემობაში მითითებული, რომ ქ-----------ში, მ----–---–ის მ-----------–--–-, N8----ში მცხოვრები 16.12.1--- წელს დაბადებულმა ა-–--–---------მა განაცხადა, რომ მ/წლის 31 მარტს, ზ/აღნიშნულ მისამართზე მისმა მეუღლემ ი------------მა მას და მის დედას რ-----------ას, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.10 2018 წლის 01 აპრილის ოქმით ი-----–-----------ის ალკოტესტით შემოწმების შესახებ დგინდება, რომ იგი იმყოფებოდა ალკოჰოლური თრობის ქვეშ (1,617 პრომილით).
3.11 2018 წლის 01 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------ში, მ----–---–ის მ-----------–--–-, N8----ში. კორპუსის მეორე სადარბაზო, მეორე სართულზე, კიბიდან ხელმარცხნივ. შსს რ---------------–-----------------–--- პირველი განყოფილების გამომძიებელ გ------–--–--–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა ზ/აღნიშნული ბინა. მოწმე ა-–--–---------ას მითითებით მისაღების ცენტრში მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა.
3.12 ბრალდებულმა ი-----–------------მა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3.6. 2018 წლის 24 აგვისტოს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში არსებულ ყველა სხვა დანარჩენ მტკიცებულებას, სამართლებრივი შეფასება მიეცეს გამოკვლევის გარეშე და ისინი სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადგენილად მიაჩნია, რომ _ 2018 წლის იანვრის ბოლოს, ზუსტი რიცხვი უცნობია, ქალაქ რუსთავში, მ----–---–ის მ--------------–--–-ს N-----ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------------მა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა მუცელში, რითაც ა-–--–---------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ რუსთავში, მ----–---–ის მ--------------–--–-ს N-----ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ი-----–------------- მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიზეზებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობით, მიიჩნევდა თავის საკუთრებად, რომლის მოვალეობა იყო მხოლოდ მისი მომსახურეობა და მორჩილება, რითაც ა-–--–---------ა განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. გარდა ფსიქოლოგიური ძალადობისა, 2018 წლის 31 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ზემოაღნიშნულ მისამართზე მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–------------მა, შელაპარაკებისას, მეუღლის ა-–--–---------ას დედას - რ-----------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - რ------------ას თანდასწრებით, ხელი ჰკრა, რითაც წააქცია იატაკზე და ფეხი დაარტყა წვივის არეში და მეუღლეს - ა-–--–---------ას, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ა--–--–----------მ უსაყვედურა მას მომხდარი გამო, ხელი გაარტყა მხარში და მუშტი ოთხჯერ დაარტყა თავში, რითაც რ--- და ა-–--–---------ებმა ყველა შემთხვევაში განიცადეს ფიზიკური ტკივილი. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და საკმარისია ბრალდებულის ი-----–-------------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ი-----–------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს
4.2. ბრალდებულის ი-----–-----------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება და გულწრფელი მონანიება. დაზარალებულებთან შერიგება.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–-------------ს მიერ საპატიმრო ადგილას გატარებული პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მას გაეაზრებინა მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგები, მან გააკეთა ყველაფერი დაზარალებულთან შესარიგებლად და სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მას დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, მაგრამ უნდა მოხდეს მისი პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, რადგან სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება სწორედ ამ ღონისძიების გამოყენებით. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში იგი გარკვეულ კონტროლს იქნება დაქვემდებარებული პრობაციის ორგანოების მიერ, ხოლო თუ მისი მხრიდან კვლავ ექნება ადგილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდება და სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აღსრულდება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულისთვის გამოსაცდელი ვადის დანიშვნა ადეკვატური და პროპორციულია, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ი-----–-----------ს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ი-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
3. ი-----–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
4. ი-----–-----------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
6. განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
7. მსჯავრდებულს დაევალოს გაიაროს პრობაციის ბიუროში ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი