განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
120100118002661771
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ა---––--ის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/378-18წ. 15 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ა---––--ე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ----------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - შ--–-----------ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 03.0-.1--- წელს, პ/ნ 1---------- მცხ: ქ.ა---––--ე, ს------–ი ა–-----ი.

ადვოკატი - ტ------–----–-----–---–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2017 წლის 2- ოქტომბერს ა---––--ის რაიონული სასამართლოს გა--ჩენით არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის ნასამართლევმა შ--–-----------ემ 2018 წლის 0- სექტემბერს ა---––--ის რაიონის ს------– ა–-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მეუღლეს ა--------------–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძლიერად მოქაჩა თმებიდან და ხელის დარტყმით სახისა და თავის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შ--–-----------ის ძალადობრივი ქმედების შედეგად ა--------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შ--–-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა შ--–-----------ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება და--შაულის ჩადენის შესახებ, ა--------------–---–ის 0-.0-.2018 წ. და 0-.0-.2018 წ მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმები, მიმართვა და დადგენილება ა--------------–---–ის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, დადგენილება ა--------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, შ--–-----------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი მიმართვა ა---––--ის დ.მ.ი.-ს ბრალდებულ შ--–-----------ის შესახლების შესახებ, ოქმი დაკავებულის ოჯახის წევრზე შეტყობინების შესახებ, ცნობები შ--–-----------ის ადმინისტრაციულ სახდელდადებისა და ნასამართლობის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, ა--------------–---–ის ხელწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე თანხმობის გაცხადების შესახებ, ა--------------–---–თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ფოტოილუსტრირებით, გ----------------ის 0-.0-.2018 წ. მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ოქმი გარეშე პირის მოწვევის შესახებ, ფ-–---------–--ის 0-.0-.2018 წ. მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ლ---–---------–--ის 0-.0-.2018 წ. მოწმის სახით გამოძახების და გამოკითვის ოქმები, მიმართვა სამცხე ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შ--–-----------ის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 0-.0-.2018 წლის N 7--/0-/9–3 დასკვნა ა--------------–---–ის სხეულის დაზიანების შესახებ, ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- ოქტომბრის გა--ჩენი შ--–-----------ის მიმართ, დადგენილება ა--------------–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდავო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თა--ხმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

დაზარალებულის ა--------------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა---––--ის რაიონის ს------– ა–-----ში შვილთან გ----------------ესთან, დედასთან ფ-–---------–--ესთან და მეუღლესთან შ--–-----------ესთან ერთად. 2018 წლის 0- სექტემბერს დილით 08:30 საათზე, სახლში ყოფნის დროს მისმა მეუღლემ შ--–-----------ემ დაიწყო მისი მისამართით სრულიად უმიზეზოდ უწმაწური სიტყვებით გინება და ლანძღვა, ამავდროულად იგი ვინაიდან იყო წინა ღამის ნამთვრალევი აშკარად ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული. აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. თუმცა მიზეზი იყო გაუგებარი. ამავდროულად მისმა მეუღლემ ხელები მოჰკიდა თმებში და ძლიერად მოითრია რამდენიმეჯერ, რა დროსაც განიცადა ძლიერი და აუტანელი ტკივილი, მერე კი მან გაშლილი ხელი არაერთხელ დაარტყა სახის არეში, ერთ ერთი დარტყმული მოხვდა ზედა ტუჩზე, შიგნიდან გაუსკდა და წამოუვიდა სისხლი.

მოწმე ფ-–---------–--ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 0- სექტემბერს დილით სახლში იმყოფებოდნენ მისი შვილი ა--------------–---–ი და სიძე შ--–-----------ე, ოჯახური უთანხმოების საფუძველზე, შ--–-----------ემ ა--------------–---–ს დაუწყო ლანძღვა საშინელი სიტყვებით, დაითრია თმიდან და ათრია, შემდეგ ხელები ურტყა გამეტებით სახის და თავის არეში, რის შედეგადაც ა--ს გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულს შეესწრო თვითონ და იქ სხვა არავინ არ ყოფილა. მოწმის განმარტებით როდესაც შ--–-----------ე იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში ის ყოველთვის აყენებს სიტყვიერ შეურაწყოფას ა--------------–---–ს.

მოწმე ლ---–---------–--ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ რომ მუშაობს ქ.ა---––--ეში გადაუდებელი დახმარების ცენტრში მორიგე ექიმად, 2018 წლის 0- სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ა---––--ის რაიონის ს------– ა–-----ში ესაჭიროებოდათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ჯგუფი მალევე გავიდა ადგილზე სადაც მისვლისას დახვდა შუა ხნის ქალბატონი რომელიც როგორც შემდეგ გაარკვია იყო ა--------------–---–ი იგი იყო აღელვებული და იტკიებდა თავს, რომელმაც მასთან პირად საუბარში განმარტა, რომ მისმა ქმარა სცემა. ასევე მან უთხრა, რომ ცემის დროს ტუჩიც გაუსკდა და სისხლიც წამოუვიდა. ქალბატონს ჩაუტარა გადაუდებელი დახმარება და დატოვა ბინაზე.

ბრალდებულის შ--–-----------ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა---––--ის რაიონის ს------– ა–-----ში ოჯახის წევრებთან შვილთან გ----------------ესთან, სიდედრთან ფ-–---------–--ესთან და მეუღლესთან ა-- ფაფაკერამვილთან ერთად. 2018 წლის 03 სექტემბერს დალია სპირტიანი სასმელი და უკვე 4 სექტემბრის 0-:00 საათზე დაბრუნდა სახლში. დილით საყოფაცხოვრებო უთანხმოების გამო გაბრაზებულმა უცენზურო სიტყვებით აგინა მეუღლეს, შემდეგ კი თმით ითრია და გაშლილი ხელით დაარტყა ძლიერად მის მეუღლეს თავისა და სახის არეში.

2018 წლის 0- სექტემბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული დაზარალებულის ა--------------–---–ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 2018 წლის 0- სექტემბრის დილის საათებში მეუღლის შ--–-----------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალები.

ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N9--/0-/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თა--ხმად, ა--------------–---–ის ზემო ტუჩის შიგნითა ზედაპირის არეში არსებული სისხლჩაქცევა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 2- სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თა--ხმად, ა--------------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქ/პუნქტით.

სასამართლოს დასკვნა შ--–-----------ის მიერ აღნიშნული და--შაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი გა--ჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

შ--–-----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება ნასამართლობა.

ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- ოქტომბრის გა--ჩენით შ--–-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 წლით. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 წელი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, და--შაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აა--ზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი და--შაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, შ--–-----------ეს გა--ჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი და--შაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ--–-----------ე (პ/№1----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით ,,ე,, პუნქტით გათვალისწინებული და--შაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით გაუქმდეს ა---––--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2- ოქტომბრის N2---17წ. გა--ჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა გა--ჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. საბოლოოდ, შ--–-----------ეს გა--ჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის 6 თვის ვადით.

3. შ--–-----------ის (პ/№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 4 სექტემბრიდან.

4. გა--ჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთა--ვე;

5. გა--ჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ა---––--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი