განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
330100118002556156
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1--------

№(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 ოქტომბერი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ნინო მაისაია

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

 

პროკურორი - ი-----–- ქ--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

გ------- ა---–-–---–ი - დაბადებული 1--- წლის 9----–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონე (მოხსნილი), რეგისტრირებული: ქ. თბილისი, დ------–--–--, ა-------–-–---–-------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ------–--–--, ვ-–----–----–--------.

 

ადვოკატი: მ--- ჯ---–----ე

 

კვალიფიკაცია:

 

გ------- ა---–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებოდნენ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის მაისში, ქ. თბილისი, ს-----------------–----------------------------ში გ------- ა---–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ეჯაჯგურებოდა ხელებზე და დაარტყა მხრების არეში. გ------- ა---–-–---–ის ქმედების შედეგად ა--- კ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, კ----------------–--–ზე, მაღაზია ნ-------ს მიმდებარედ არსებულ ჩიხში, გ------- ა---–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ეჯაჯგურებოდა ხელებზე და დაარტყა მხრების არეში და უკბინა ხელის მარჯვენა მტევანზე. გ------- ა---–-–---–ის ქმედების შედეგად ა--- კ----------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის აპრილში, ქ. თბილისი, ს-----------------–----------------------------ში, გ------- ა---–-–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ სახის დასერვით, რა დროსაც ა--- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.4. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის მაისში, ქ. თბილისი, ს-----------------–----------------------------ში, გ------- ა---–-–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, სახის დასერვით, რა დროსაც ა--- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.5. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის 13 ივნისს, ქ. თბილისი, კ----------------–--–ზე, მაღაზია ,,ნ-------ს’’ მიმდებარედ არსებულ ჩიხში გ------- ა---–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს წაართვა ა--- კ----------ის კუთვნილი ,,აიფონ 5S” მოდელის მობილური ტელეფონი, დაახეთქა ძირს და დააზიანა. გ------- ა---–-–---–ის ქმედების შედეგად ა--- კ----------ს მიადგა 230 (ორასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი.

 

მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებოდნენ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გ------- ა---–-–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ხუთივე ეპიზოდთან დაკავშირებით და სადაოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, აღიარა ის ფაქტი, რომ ყოფილ მეუღლესთან ხშირად ქონდა კონფლიქტი, რასაც ინანიებს და განაცხადა, რომ სურს ა--- კ----------თან ოჯახის აღდგენა.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა--- კ----------მა განაცხადა, რომ 6 წელია იცნობს გ------- ა---–-–---–ს, რომელთანაც 2012 წლიდან იყო არაოფიციალურ ქორწინებაში. მათ ჰყავთ საერთო შვილი. ა--- კ----------ის განმარტებით, მას და გ------- ა---–-–---–ს შორის ურთიერთობა დაიძაბა ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ. გ------- ა---–-–---–ი იყო ეჭვიანი, მის მიმართ იყო აგრესიულად განწყობილი და ხშირად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის ზაფხულში ა--- კ----------სა და გ------- ა---–-–---–ს აერიათ ურთიერთობა, გ------- ა---–-–---–ი ა--- კ----------ს ეჩხუბებოდა ჩაცმულობასთან დაკავშირებით და ასევე უცხადებდა, რომ სხვა მამაკაცს ხვდებოდა. 2017 წელს ა--- კ----------მა პოლიციას მიმართა და მოითხოვა გ------- ა---–-–---–ის მიმართ გაცემულიყო შემაკავებელი ორდერი, რაზეც ი--------------------–-–-------------------–--ის მიერ გ------- ა---–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შემდეგ გ------- ა---–-–---–ი სახლიდან სხვაგან წავიდა საცხოვრებლად. გ------- ა---–-–---–ი ცდილობდა ა--- კ----------თან შერიგებას, ამავდროულად იგი ა--- კ----------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამდენიმეჯერ სცემა კიდეც. კერძოდ, 2018 წლის იანვრის თვეში, ა--- კ----------თან მივიდა გ------- ა---–-–---–ი და ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ემუქრებოდა მოკვლით, აღნიშნულის გამო ა--- კ----------ი იყო შეშინებული; 2018 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში გ------- ა---–-–---–ი კვლავ მივიდა ა--- კ----------თან სახლში, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინებდა და ლანძღავდა; 2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, როდესაც ა--- კ----------ი იმყოფებოდა კ----------------–--–ზე მდებარე მაღაზიაში, შუა დღის საათებში მივიდა გ------- ა---–-–---–ი, რომელმაც ა--- კ----------ი ძალის გამოყენებით წაიყვანა სახლში, სადაც დაუწყო ხმამაღლა ყვირილი, ლანძღვა-გინება. გ------- ა---–-–---–ი ა--- კ----------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ეჯაჯგურებოდა ხელებზე და ურტყამდა მხრების არეში, ამავდროულად ემუქრებოდა სახის დასერვით და მოკვლით. აღნიშნულის გამო ა--- კ----------ი ტიროდა და ითხოვდა თავი დაენებებია გ------- ა---–-–---–ს; 2018 წლის 13 ივნისს ა--- კ----------ი იმყოფებოდა კ----------------–--–ზე მდებარე მაღაზიაში, რა დროსაც მასთან მივარდა გ------- ა---–-–---–ი და ხმამაღლა დაუწყო ყვირილი, ითხოვდა ა--- კ----------ს მისთვის გადაეცა მობილური ტელეფონი და ეჩვენებინა სმს შეტყობინება, აღნიშნულზე უარი განუცხადა ა--- კ----------მა, რასაც გ------- ა---–-–---–ისგან მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, გ------- ა---–-–---–მა ა--- კ----------ს დაუწყო ხელებზე ძიძგილაობა და მხრებში ხელების დარტყმა, ცდილობდა ტელეფონის წართმევას. გ------- ა---–-–---–მა ა--- კ----------ს მარჯვენა ხელის მტევანზე უკბინა, რის გამოც ა--- კ----------ს წამოუვიდა სისხლი. ძიძგილაობაში ა--- კ----------ს გ------- ა---–-–---–მა წაართვა მობილური ტელეფონი და ძირს დაახეთქა. შემდეგ ა--- კ----------ი მის დასთან მივიდა სახლში, სადაც გ------- ა---–-–---–ი მიუვარდა და კვლავ დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ამ ეტაპზე ა--- კ----------ს გ------- ა---–-–---–თან რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.

 

2.3. გ------- ა---–-–---–ის ბრალდებებს ასევე ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ: მოწმეების ლ--–- ქ---------ის, ვ--–------- ს------------------ს, ს----- ე-----–--ის, ი----- ბ----ის, მ---- ჟ---–---–---–ის, გ---–- ბ----------–ის, გ------- ქ---------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ზეპირი შეტყობინების ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ,,აიფონ 5S”-ის მოდელის მობილური ტელეფონი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა; მითითებული მტკიცებულებები სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

2.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

2.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დარღვევას, რაც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით. კონკრეტულ საქმეზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ა---–-–---–ი და ა--- კ----------ი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; 2018 წლის მაისში და 13 ივნისს გ------- ა---–-–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა ა--- კ----------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, რასაც შედეგად მოყვა ა--- კ----------ის სხეულის დაზიანება, რა დროსაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.5.1. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის აპრილში და მაისში გ------- ა---–-–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა ა--- კ----------ის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რაც გამოიხატა შეურაცხყოფაში, ჯანმრთელობის დაზიანების იმგვარ მუქარაში, რომ ა--- კ----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.5.2. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 13 ივნისს, გ------- ა---–-–---–მა თავის ყოფილ მეუღლეს ა--- კ----------ს წაართვა ა--- კ----------ის კუთვნილი ,,აიფონ 5S” მოდელის მობილური ტელეფონი, დაახეთქა ძირს და დააზიანა. გ------- ა---–-–---–ის აღნიშნული ქმედებით ა--- კ----------ს მიადგა 230 (ორასოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.6. სასამართლომ შეაფასა რა გ------- ა---–-–---–ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- ა---–-–---–ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებოდნენ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლოს კიდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- ა---–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისიწინებული შედეგი, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებოდნენ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 -151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 -187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3.4. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში (გარდა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა--- კ----------ის ჩვენებისა) არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

3.5. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ------- ა---–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ა---–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: გ------- ა---–-–---–ს წარსული ნასამართლობები მოხსნილი აქვს; დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია; მიუხედავად იმისა, რომ გ------- ა---–-–---–ს ბრალი ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენაში, ბრალდებულის ქმედებები გამოირჩევა მომეტებული სოციალური საშიშროებით, რადგან ჩადენილია ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გ------- ა---–-–---–მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

6.1. ა--- კ----------ის კუთვნილი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ი------------------------------–--- პ---–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. გ------- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 13 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

5. გ------- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 111 -151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

6. გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

7. გ------- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 111 -151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

8. გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

9. გ------- ა---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 111 -187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

10. გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, გ------- ა---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

12. გ------- ა---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

13. გ------- ა---–-–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 13 ივნისიდან.

 

14. ნივთმტკიცება:

14.1. ა--- კ----------ის კუთვნილი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ი------------------------------–--- პ---–-–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/