გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310018002604512
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ თოდუა
მოსარჩელე სს ფ-------–--------–--------–------------------------
წარმომადგენელი ა-----------–--ე
მოპასუხე ს-------–---–---------------------------------------------------------------------------------------------------------–-----------------------–---–----------------------------------------------------------------–-------
წარმომადგენელი შ--------------ა
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად და
ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ს--------–--------- ს-------- ს--–---–----- მ-------------ს ს----------–-------ს უფროსის N04-09/2224 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მ-------------ს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ს-------–---–--------------------------------- უფროსის 2018 წლის 08 ივნისის დანართი 2 გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილებულ ნაწილში.
მოსარჩელის პოზიცია:
ს--------–--------- ს-------- ს--–---–----- მ-------------ს ს----------–-------ს უფროსის მოადგილის N04-09/2224 გადაწყვეტილებით უარი ეთქვათ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პაციენტის სამედიცინო მ-------------ს ღირებულების ანაზღაურებაზე (დანართი 1).
უარის მიზეზად მითითებულია - „ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შემთხვევა არ ანაზღაურდება, თუ : „ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/ შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/ შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის /შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.
მათ მიერ სწორად არის დაფიქსირებული სათანადო ინფორმაცია, კოდები, არ არის დარღვეული ინფორმაციის მიწოდების ვადა, ამიტომ გაუგებარია რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრდა, მაგრამ სააგენტომ N04/41957 გადაწყვეტილებით (დანართი 2) უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. N 04/41957 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, დარღვეულია მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. კერძოდ: ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდა მხარის მონაწილეობის გარეშე (ზაკ-ის 95. 2 მ.), განხილვაში არ იქნა უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა (ზაკ-ის 95.1), არ მიეცათ საკუთარი მოსაზრებებისა და შუამდგომლობების წარდგენის საშუალება (ზაკ-ის 98 მ.) არ მიეცათ საშუალება გაცნობოდათ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს (ზაკ-ის 99მ), ადმინისტრაციული სახდელის დადება მოხდა კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სახელდობრ, ს--–---–----- მ-------------ს სააგენტოს გადაწყვეტილება გამოცემულია საანგარიშებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 თვეზე გვიან, რითაც დარღვეულია სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ინსპექტირების ორთვიანი ვადა (მე-14.2მ) დარღვეულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვერვათა კოდექსის 38-ე მუხლის. პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის შეფარდების ორთვიანი ვადა, ასევე დარღვეულია ადმინისტრაციულ - სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნები.
მაკონტროლებლის მხრიდან რაიმე არგუმენტი, მტკიცებულება სამართალდარღვევის არსებობის შესახებ აქტში არ მოიპოვება.
სადავო გადაწყვეტილებით სამართალდარღვევაზე ცალ-ცალკე დაედოთ 2 სახდელი (შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი და ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის 10 % ), რითაც დაირღვა ასკ-ის 25.2 მუხლის დანაწესი - ორი სახდელის დადების გამორიცხვის თაობაზე.
გააჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ძირითდი კოდი, უარი ეთქვათ დამატებითი კოდის ანაზღაურებაზე და დაჯარიმდნენ ძირითადი კოდის 10%-ით. გადაწყვეტილებაში მითითებულია: მიმწოდებელი არ დაეთანხმა, შესაბამისად შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ანაზღაურდება“, გაუგებარია რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიიღო ს--–---–----- მ-------------ს სააგენტომ გადაწყვეტილება არ დაეფინანსებინა მათივე მიერ ასანაზღაურებლად აღიარებული თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ დაეთანხმნენ დაკისრებულ სახდელს. ადმინისტრაციული ორგანოს პირობა ასანაზღაურებლად აღიარებული თანხის მხოლოდ იმ პირობით გადახდაზე, თუ მიმწოდებელი დაეთანხმება სხვა შემთხვევის კორექტირებას, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პირობას, კანონიერებას.
ს-------–---–--------------------------------- N04/40401 გადაწყვეტილების (დანართი 2) სამოტივაციო ნაწილით შეუძლებელია დადგინდეს, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, რა ქმედება შეფასდა სამართლებრივად, შეიცვალა სამართალდარღვევის მაკვალიფიცირებელი მუხლი, ნაცვლად „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მ. მე-2 პუნქტის „კ“ქვეპუნქტისა, რომელიც სახდელად აწესებს შემთხვევის არასწორი ნაწილის ანაზღაურებაზე უარს, საჩივრის განმხილველმა კომისიამ N 37 44 69 337 შემთხვევაზე სამართალდამრღვევად ცნეს მე-15მ, მე-2 პუნქტის, „ე“ ქვეპუნქტში, რომელიც ითვალისწინებს მთლიანი შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს, ანუ მოახდინა საუარესოდ შებრუნება.
მოპასუხის პოზიცია:
ს-------–---–-------------------------------------------------------------–-----------------------–---–----------------------–------- არ ეთანხმება სარჩელს, ითხოვს უარი ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე, რამეთუ ორივე შემთხვევაში არასწორად არის მინიჭებული კოდები.
მოპასუხე მხარის შუამდგომლობით, რასაც დაეთანხმა მოსარჩელეც საქმეში სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნა ცენტრის კონტროლის მონიტორი თ------------–ია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-----------------------–---–---------------------------------–-------- 2018 წლის 20 მარტის N 04-09/2224 გადაწყვეტილება “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მ-------------ს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“.
ამ გადაწყვეტილების ადრესატია: სს „ქ. ფ-------–--------–--------–--------- ს--------------“ ს.კ 2-------- (დირექტორი თ----------–--ლი).
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: „დანართის სახით, გეგზავნებათ იმ სამედიცინო შემთხვევის რეესტრი, რომლებზეც საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლინდა მიმწოდებლის მხრიდან პროგრამის განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევები:
თ------------–--–-ვა, 1--------- (შემთხვევის ნომერი), 6---------- (პირადი ნომერი), 2--------- (შესრულების ნომერი), N218-3 გადაუდებელი სტაციონარი (კომპონენტი);
ლ--–---------ია, 3-------- (შემთხვევის ნომერი), 4---------- (პირადი ნომერი), 1--------- (შესრულების ნომერი), N36-3 გადაუდებელი სტაციონარი (კომპონენტი).
ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითადი ნოზოლოგიური კოდი და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთის მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ (ებ)-ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების დაფიქსირებას, ასეთ შემთხვევაში არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%. მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზაკ-ით და/ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების დანართის სახით წარმოდგენილ შემთხვევებს განესაზღვროთ სტატუსი- „არ ანაზღაურდება“. მითითებულია გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელე სარჩელში და მოთხოვნაში უთითებს - დანართი N1-ით.
3.2.2.სსიპ სოცალური მომსახურეობის სააგენტოს 2018 წლის 23 ივლისის N04/41957 გადაწყვეტილებაში „სს ფ-------–--------–--------–------------------------ს 3 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე“, რომლის ადრესატია ხსენებული ს--------------ს დირექტორი ქალბატონი თ----------–--ლი, მითითებულია, რომ საჩივრის ზეპირი მოსმენა შედგა 2018 წლის 26 აპრილს, საჩივრის ავტორის მხრიდან ესწრებოდნენ ს--------------ს დირექტორის რწმუნებული პირები: თ---------–ია და კ-----------------ა.
საჩივარში აღინიშნა შემდეგი:
1.თ------------–--–-ვა (პ/ნ 6-----------------------, კომპონენტი 218-3) კლინიკაში შევიდა 08.11.2017 წ. 19:59 სთ-ზე დიაგნოზით: ცერებრალური იშემიური შეტევა, ავადმყოფს მე-2 დღეს 09.11.2017 წ. 22:00 სთ-ზე დაეწყო ჰაერის უკმარისობა,რის გამოც გადაყვანილ იქნა პირველი დონის ინტენსიურ განყოფილებაში, სადაც მკურნალობდა სუნთქვის მწვავე უკმარისობით 09.11.2017 წ, 22:00 სთ-დან 13.11.2017 წ. 10:00 სთ-მდე, როცა სუნთქვის უკმარისობა მოიხსნა, დაბრუნდა თერაპიულ განყოფილებაში,რის გამოც არ ეთანხმებიან არცერთი კოდით დაკორექტირებას და ითხოვენ მის ანაზღაურებას მთლიანად.
2.ლ--–---------ია (პ/ნ 4----------- N 3--------, კომპონენტი 36-3) კლინიკაში შევიდა 14.11.2017წ. 11:30 სთ-ზე, დიაგნოზით სუნთქვის მწვავე უკმარისობით j 96.0, ანემია დაუზუსტებელი D 64.9. სისხლის საერთო ანალიზი დინამიკაში ითხოვდა ჰემოტრანსფუზიას. - ჰემოგლობინი HGV-47 g/1, ჰემატოკრიტი HCV 14.8., რის გამოც არ ეთანხმებიან არცერთი კოდით დაკორექტირებას და ითხოვენ მის ანაზღაურებას მთლიანად.
ზ----აღნიშნულ პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება სს ფ-------–--------–---- კ-–-------- ს--------------ში დადგენილების დანართი 1.3-ის მიხედვით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ამ პაციენტებზე ორი ხელოვნური კოდის მინიჭება. ამ პაციენტების სამედიცინო ბარათებში მათი შემოსვლიდან გაწერის დღის ჩათვლით გაკეთებულია ჩანაწერები, რომელიც თავის მხრივ ადასტურებს კლინიკის მხრიდან პაციენტებისათვის მინიჭებული კოდების მართებულებას.
ზეპირი მოსმენის სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, გამოვლენილია შემდეგი გარემოებები:
თ------------–--–-ვა შ.ნ კლინიკაში მკურნალობდა 08.11.2017-15.11.2017წ პერიოდში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა წარმოდგენილია რამდენიმე პროგრამული კოდით: ძირითადი -08.11.2018წ. 19:59-09.11.2017 22:00 პერიოდში გარდამავალი ცერებლალურ იშემიური შეტევა, დაუზუსტებელი (G 45.9), თანმხლები: 09.11.2017 22:00 – 13.11.2017 10:00 1 დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით სუნთქვის უკმარისობა j 96.6 (რაც საანგარიშგებო დოკუმენტაციით არ დასტურდება), ასევე, 13.11.2017-15.11.2017 16:00 პერიოდში კვლავ გარდამავალი ცერებრალური იშემიური შეტევა, დაუზუსტებელი (G 45.9). ინსპექტირების ეტაპზე ძირითადი დიაგნოზის კ-–--------ი მახასიათებლებიდან გამომდიანარე, მიჩნეულ იქნა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება ძირითდი პროგრამული კოდის ხარჯები და შემთხვევა უნდა ანაზღაურდეს პროგრამის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის პირობების საფუძველზე (როდესაც ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის) შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, შესაბამისი კოდების არასწორად დაფიქსირებას.
ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/ შემთხვევები და მასთან ერთდ, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/ შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის (10%). მაგრამ მიმწოდებელი არ დაეთანხმა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირების წესის პირობების დაცვით მოითხოვა სრულად სამედიცინო შემთხვევის განხილვა საქართველოს ზაკ-ით დადგენილი პირობებით. შესაბამისად, აღნიშნული შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი - „არ ანაზღაურდება“.
ლ--–---------ია შ.ნ 3-------- კლინიკაში მკურნალობდა 14.11.2017 11:30 – 17.11.2017 14:00 პერიოდში. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა წარმოდგენილია პროგრამული კოდით: პირველი დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა დიაგნოზით სუნთქვის უკმარისობა, ასევე ჩატარებულია ჰემოტრანსფუზია საანგარიშგებო სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების ეტაპზე იკვეთება, რომ პაციენტის ძირითადი დიაგნოზია ანემია (და არა სუნთქვის უკმარისობა, რომელიც დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნულ პირობებში, მხოლოდ ანემიის შედეგს წარმოადგენს და არა ჰოსპიტალიზაციის მიზეზს). შესაბამისად შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პ. „ე“ ქვეპუნქტის პირობების მიხედვით.
სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია:
„1. სს ფ---------–-----------------------------------------, თ. მ------–--ლი) 2018 წლის 03 აპრილს ადმინისტრაციული საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული - 03.04.2018 წ. N 32240) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესრულებულად აღიარებული მ-------------ს დადგენილი წესით ანაზღაურების ნაწილში.“
სარჩელში და სასარჩელო მოთხოვნაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მითითებული - დანართი 2.
3.2.3. სსიპ ს--–---–----- მ-------------ს სააგენტო, ფოთის საქალაქო განყოფილების მიერ სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე) წარმოდგენილია ადმინისტრაციული წარმოების მასალები 173 ფურცლად. მათ შორის, ორივე პაციენტის - სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათები, რეგისტრაციიისა და დაზღვევის სტატუსები, ჰოსპიტალიზაციის და კ-–--------ი სტატუსები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერები, მიმღები ექიმის ჩანაწერები, ავადმყოფობის ისტორიები, ეტაპური ეპიკრიზის ჩაწერის ფურცელი, ფორმა 100/ა ლაბორატორიული მასალები და ა.შ. (ერთვის საქმეს).
3.2.4. თ-----------–--–---ს მკურნალობაზე დახარჯული თანხების მონაცემები დროის მიხედვით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სს ფ-------–--------–--------–--------- ს--------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს-------–---–-------------------------------------------–-----------------------–---–---------------------------------–-------- უფროსის 2018 წლის 20 მარტის N 04-09/2224 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მ-------------ს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს-------–---–--------------------------------- უფროსის 2018 წლის 23 ივლისის (ეს არის სარჩელის დანართი 2 გადაწყვეტილება), ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილებულ ნაწილში (ს/მოთხოვნა ასე არის ფორმულირებული).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახლმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ც--------–----ი ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზ----აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გამოცემულია აქტის კანონიერებისათვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნების დარღვევით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ--–---------ია სასწრაფო დახმარების მანქანით j 96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაყვანილ იქნა სს ფ-------–--------–---- კ-–-------- ს--------------ში 14.11.2017 წ. 11:30 სთ-ზე, მიმღები ექიმის ჩანაწერით (ბარათის N 1674) - პაციენტი მიყვანილია ს.დ. მიერ, სუნთქვის უკმარისობით, დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის გასინჯვის ფურცელში არსებული ჩანაწერებით ექიმები უთითებენ, რომ პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მკერდის არეში, ხოლო სუნთქვის უკმარისობა გამოხატული იყო, მისი საერთო მდგომარეობა ადეკვატური იყო დასმულ დიაგნოზთან, მწვავე ანემია დაუზუსტებელი იყო.
ასეთ ვითარებაში სს ც--------–---- კ-–--------ი ს--------------ს მოქმედებები ლ-----------ს მიმართ იყო სწორი და ადეკვატური მისი გადარჩენისა და მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, მიღებულმა ზომებმა და მკურნალობამ გამოიწვია მისი მდგომარეობის სტაბილურობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ონკოლოგიური დაავადებული პაციენტის ლ-----------ს მდგომარეობა მაღალი ალბათობით შესაძლოა დამძიმებულიყო, რადგან გამოირიცხებოდა ინტენსიური ხასიათის ღონისძიებების გატარება, რაც აუცილებელი იყო სუნთქვის ძლიერი უკმარისობის მდგომარეობიდან პაციენბტის გამოყვანისათვის, ამის საწინააღმდეგო მოქმედების ჩატარებით, ანუ ანემიაზე ძირითადი ყურადღების გადატანით იმ კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმებულიყო და სავალალო შედეგით დასრულებულიყო. მიუღებელია ძირითადი მიზეზის - ანემიის დასახელება, რადგან პაციენტი არის ონკოლოგიური ავადმყოფი და მაღალი ვარაუდით ანემიის და სუნთქვის უკმარისობის ძირითადი მიზეზი სწორედ ონკოლოგიური დაავადებაა. კონკრეტულ შემთხვევაში შედეგმა განსაზღვრა ჩატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა და სისწორე.
ამდენად, მოპასუხის პოზიცია მიუღებელია და არაადეკვატურია, მითუმეტეს, როდესაც არ ეყრდნობა სამედიცინო დოკუმენტაციას, ხოლო სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის განსაზღვრა შეუძლებელია, ასეთის არარსებობის გამო.
თ------------–--–-ვასთან დაკავშირებით გამოირკვა, რომ იგი კლინიკაში მკურნალობდა 08.11.2017 – 15.11.2017 წლის პერიოდში. 2017 წლის 08 ნოემბრის 19:59 სთ-დან 09 ნოემბრის 22:00 სთ-მდე პერიოდში მკურნალობდა გარდამავალი ცერებრული იშემიური შეტევით, შემდეგ დამძიმდა მისი მდგომარეობა, რაც ნათლად ჩანს ექიმთა ჩანაწერებში და 09 ნოემბრის 22:00 სთ-დან 13 ნოემბრის 10:00 სთ-მდე გადაყვანილ იქნა პირველი დონის ინტენსიური მკურნალობისთვის დიაგნოზით სუნთქვის უკმარისობით, შემდეგ კვლავ დაბრუნდა განყოფილებაში. მოპასუხის მიერ დაშვებულია შეცდომა, სადაც მიუთითა (გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში), რომ სუნთქვის უკმარისობა თითქოს არ დასტურდება და არ უნდა გადაეყვანათ პირველი დონის ინტენსიურ მკურნალობაზე, როდესაც ექიმთა ჩანაწერები სწორედ ამაზე მიუთითებს, შედეგად გაკეთდა არასწორი შეფასება, რამაც ასახვა ჰპოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე. არასწორია მითითება მასზე, რომ თ. ხ----–--–--ას მკურნალობაზე ორჯერ გამოიწერა თანხა, წარმოდგენილი დოკუმენტები აღნიშნულს არ ადასტურებს.
ცხადია, რომ კოდების მინიჭების სისწორეს განაპირობებს ს--------------ში მიყვანისას დასმული დიაგნოზი, იმ დროს განსაზღვრული მკურნალობის სისწორე, რომელიც ადეკვატური იქნება პაციენტის მდგომარეობასთან, შემდგომი განვითარებული მდგომარეობა შესაბამისი მკურნალობით და არავითარ შემთხვევაში პირიქით. ასეთი ქრონოლოგია გადამოწმდა და დარღვევები აღმოჩენილი არ ყოფილა.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პირის შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო ინდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (საუბარია ორივე აქტზე) ფორმალური და მატერიალური კანონიერების ელემენტების, კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების, დასაბუთების (ფორმალური კანონიერების ელემენტები) და მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების (მატერიალური კანონიერების ელემენტი) დაცვა. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია მართებული და კანონიერია, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოკვლევის, მომზადებისა და სათანადო შეფასების გარეშე მიიღო.
ამდენად, დავის საგნიდან და მისი ფარგლებიდან გამომდინარე - ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს-------–---–-------------------------------------------–-----------------------–---–---------------------------------–-------- უფროსის 2018 წლის 20 მარტის N 04-09/2224 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მ-------------ს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ს-------–---–--------------------------------- უფროსის 2018 წლის 23 ივლისის (ეს არის სარჩელის დანართი 2 გადაწყვეტილება), ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილებულ ნაწილში (ს/მოთხოვნა ასე არის ფორმულირებული).
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი სსიპ ს--–--------------------------------------------------------------–------- სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
სს ფ-------–--------–--------–--------- ს--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნას ცნობილი ს-------–---–-------------------------------------------–-----------------------–---–---------------------------------–-------- უფროსის 2018 წლის 20 მარტის N 04-09/2224 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მ-------------ს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ს-------–---–--------------------------------- უფროსის 2018 წლის 23 ივლისის (ეს არის სარჩელის დანართი 2 გადაწყვეტილება), ადმინისტრაციული საჩივრის არდაკმაყოფილებულ ნაწილში (ს/მოთხოვნა ასე არის ფორმულირებული).
მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი სსიპ ს--–--------------------------------------------------------------–------- სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32), გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ფოთი, დ. აღმაშენებლის ქ. N 3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე