განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
სტაჟიორ-პროკურორი: დ--- გ----------
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ------- ნ--------–---–ი
მამის სახელი: ი----
დაბადებული: 1---------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: კ-------------–------–----
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-------–---–--------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------წ.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გ------- ნ--------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების არსი: გ------- ნ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ გ------- ნ--------–---–ს 2018 წლის 13 სექტემბერს, თბილისში, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების: ,,ამფეტამინისა‘’ და ,,მეტამფეტამინის‘’ უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკნით, გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ნ--------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას 01 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილის დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, გ------- ნ--------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით. მასვე, 03 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ------- ნ--------–---–ი (პ№2----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2018 წლის 13 სექტემბერის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქოს გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით გ------- ნ--------–---–ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა 1.000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ნ--------–---–ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ნ--------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან და იგი დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ნ--------–---–ს დაეწყოს 2018 წლის 15 ნოემბრის 14 საათი და 35 წუთიდან.
გ------- ნ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------- ნ--------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელ პირს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე